სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში დღეს 16 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი ბა­თუ­მი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, გო­გო­ნა წუ­ხელ ღა­მით სახ­ლში არ მი­სუ­ლა, რის გა­მოც ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. დღეს დი­ლით კი, ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს.

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი 16 წლის გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­ზე საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ბა­თუ­მი­დან იუ­წყე­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია გო­გო­ნას ჩან­თა და ბლოკ­ნო­ტი, და­კარ­გუ­ლია ვე­ლო­სი­პე­დი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი iphone 5.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ლია მგე­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ცხე­დარს ზურ­გზე დიდი ქვა ედო. მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნას ყელი ჰქონ­და გა­მოჭ­რი­ლი.

"ჩემი შვი­ლის კლა­სე­ლი იყო. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ეძებ­დნენ გო­გო­ნას. ის თა­ვის კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ამ ად­გილ­ზე ხში­რად მო­დი­ო­და, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­და. ბო­ლოს აქ გა­მო­ვი­ა­რეთ და ვნა­ხეთ ეს სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ლია მგე­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ბათუმის ბულვარში დღეს 16 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ბათუმიდან იტყობინება, გოგონა წუხელ ღამით სახლში არ მისულა, რის გამოც ოჯახის წევრები მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილით კი, ბათუმის ბულვარში გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს.

ბათუმის ბულვარში აღმოჩენილი 16 წლის გოგონას მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია გოგონას ჩანთა და ბლოკნოტი, დაკარგულია ველოსიპედი და მობილური ტელეფონი iphone 5.

როგორც ოჯახის ახლობელმა ლია მგელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცხედარს ზურგზე დიდი ქვა ედო. მისივე თქმით, გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

"ჩემი შვილის კლასელი იყო. მთელი ღამის განმავლობაში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ გოგონას. ის თავის კლასელებთან ერთად ამ ადგილზე ხშირად მოდიოდა, ველოსიპედით სეირნობდა. ბოლოს აქ გამოვიარეთ და ვნახეთ ეს საზარელი შემთხვევა", - განაცხადა ლია მგელაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ