კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს მოაგროვებს, 1 მილიონს მიიღებს
პარტია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს მოაგროვებს, 1 მილიონს მიიღებს

სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 10%-ის მოგ­რო­ვე­ბას შეს­ძლებს, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 1 მი­ლი­ონს მი­ი­ღებს.

წესი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლის შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ჩა­ი­დო და რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე ვრცელ­დე­ბა, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­საც შე­ე­ხე­ბა.

კერ­ძოდ, მოქ­მე­დი "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" თა­ნახ­მად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას 5%-იან ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად, ერთჯე­რა­დად არა უმე­ტეს 1 000 000 ლარს იღებს, მათ შო­რის, 300 000 ლარს მიზ­ნობ­რი­ვად წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად.

პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით 1 მი­ლი­ონს მი­ი­ღებს რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 5%-ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი, ასე­ვე ის, ვინც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში ხმე­ბის 10%-ს და მეტს მო­აგ­რო­ვებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ინი­ცი­რე­ბუ­ლია ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლის მიერ, ხოლო მის ავ­ტო­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ინ­ტერფრაქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფი და ცეს­კო. კა­ნონპ­რო­ექტს თან ერ­თვის მე­მო­რან­დუ­მი, 12 პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მო­წე­რით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ არ­ჩე­უ­ლად ით­ვლე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის ის კან­დი­და­ტი, რო­მელ­საც ხმას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი მის­ცემს. თუკი ხმა­თა სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბას ვერც ერთი კან­დი­და­ტი ვერ იღებს, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ინიშ­ნე­ბა.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტში ცალ­კე პრო­ექ­ტის სა­ხით და­რე­გის­ტრირ­და სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­დებ­ლო­ბა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის შე­ზღუდ­ვას და ასე­ვე უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­დას­ვლას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

პარტია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს მოაგროვებს, 1 მილიონს მიიღებს

პარტია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს მოაგროვებს, 1 მილიონს მიიღებს

საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 10%-ის მოგროვებას შესძლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონს მიიღებს.

წესი, რომელიც ყოფილი მმართველი გუნდის "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ერთი ნაწილის შეთანხმების შედეგად საარჩევნო კანონმდებლობაში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩაიდო და რომელიც მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვრცელდება, საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხება.

კერძოდ, მოქმედი "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას 5%-იან ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად, ერთჯერადად არა უმეტეს 1 000 000 ლარს იღებს, მათ შორის, 300 000 ლარს მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფარვის მიზნით 1 მილიონს მიიღებს როგორც საპარლამენტო არჩევნებში 5%-ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი, ასევე ის, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 10%-ს და მეტს მოაგროვებს.

კანონპროექტი ინიცირებულია ზაქარია ქუცნაშვილის მიერ, ხოლო მის ავტორად დასახელებულია ინტერფრაქციული ჯგუფი და ცესკო. კანონპროექტს თან ერთვის მემორანდუმი, 12 პოლიტიკური გაერთიანების ხელმოწერით.

შეგახსენებთ, რომ არჩეულად ითვლება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმას არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი მისცემს. თუკი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

ამასთან, პარლამენტში ცალკე პროექტის სახით დარეგისტრირდა საარჩევნო კანონდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას და ასევე უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა