კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ გორგიჯანიძე - ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო
 ნიკოლოზ გორგიჯანიძე - ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო

27 ოქ­ტომ­ბერს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი უნდა ავირ­ჩი­ოთ. კან­დი­და­ტე­ბი ნელ-ნელა გა­მო­დი­ან ას­პა­რეზ­ზე, ჩვენც ერთ-ერთ კან­დი­დატს, ნი­კო­ლოზ გორ­გი­ჯა­ნი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ავა­ღორ­ძი­ნოთ იდე­ო­ლო­გი­უ­რი ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში ჩაჯ­დე­ბა. რუ­სეთ­ში არ­ჩევ­ნებ­ში 30% მი­ი­ღო ზი­უ­გა­ნოვ­მა. ეს 30 % არის 40 მი­ლი­ო­ნი რუსი, რო­მელ­საც აბო­დებს სტა­ლინ­ზე. ამი­ტომ ჩვენ სტა­ლი­ნი და ბე­რია იმ დო­ნემ­დე უნდა ავა­მაღ­ლოთ, რომ მათ ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდეთ და ჩა­მო­ვიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, უნდა გა­ვა­კე­თოთ ბე­რი­ას სახლ-მუ­ზე­უ­მი, წინ ძეგლით, სო­ჭი­დან გა­მო­სულ ავ­ტო­ბუსს კი ეწე­რე­ბა - ბე­რი­ა­დან სტა­ლი­ნამ­დე. ყო­ვე­ლი­ვე ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­ხვდე ზი­უ­გა­ნოვს.

- უფრო ლო­გი­კუ­რი არ იქ­ნე­ბო­და, თა­ვად პუ­ტინს შეხ­ვედ­რო­დით?

- პუ­ტინ­თან რა მე­საქ­მე­ბა? ზი­უ­გა­ნოვს 40 მი­ლი­ო­ნი რუსი უჭერს მხარს. მას ვთხოვ, გზა გა­მიხ­სნას სო­ჭი­დან, აფხა­ზეთ­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს კი ზუგ­დი­დის გზას გა­ვუ­ყე­ნებ. თა­ნაც, ამ უმაღ­ლე­სი დო­ნის გზას მთლი­ა­ნად რუ­სებს ვა­კე­თე­ბი­ნებ.

- ისე, რომ ჩვენ არ დავ­ხარ­ჯავთ ფულს?

-არა რა ფული, მაგ ჭკუ­ა­ზე ვარ, ჩვე­ნი ფული დავ­ხარ­ჯო? მე მა­გას ვერ მო­მა­ტყუ­ე­ბენ, მცი­რე ბიზ­ნე­სის გე­ნე­რა­ლი ვარ., ვიცი, რო­გორ ვი­შო­ვო ფული. ზუგ­დიდ­ში გა­ვა­კე­თებ უშ­ვე­ლე­ბელ ბა­ზარს და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ჩვენ­გან წა­ი­ღე­ბენ კარ­ტო­ფილს, პა­მი­დორს, კიტრს და სხვ... ჩხო­რო­წყუ­ე­ლი და წა­ლენ­ჯი­ხე­ლი გლე­ხე­ბი ერთი ავ­ტო­ბუ­სი­დან 50-60 ლარს იშო­ვი­ან და ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიკო ბა­ბუს დამ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა. თან, რო­გორც ამე­რი­კა­შია თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა, ისე დავ­დგამთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ლი­ნის ძეგლს, რო­მელ­საც და­ვარ­ქმევთ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლის ქან­და­კე­ბას. სტა­ლი­ნი იქ­ნე­ბა სე­მი­ნა­რი­ე­ლი ბიჭი, რო­მელ­საც ხელ­ში ბიბ­ლია ეჭი­რე­ბა.

- ანუ გა­მო­დის, რომ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი სტა­ლინ­ზე და ბე­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

-კა­ხეთ­ში მი­ვა­გე­ნი სტა­ლი­ნის მა­მის საფ­ლავს, თე­ლავ­ში ყო­ფი­ლა. აფხა­ზე­თი­დან წა­მოყ­ვა­ნილ ყვე­ლა ტუ­რისტს მი­ვიყ­ვან იქ და ერთი ჭიქა ღვი­ნოს უფა­სოდ და­ვა­ლე­ვი­ნებ, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჭიქა კი 2 ლარი ეღი­რე­ბა. თქვენ გი­ნა­ხავთ, რუსი ერთ ჭი­ქა­ზე ჩერ­დე­ბო­დეს? ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ეს რამ­ხე­ლა შე­მო­სა­ვალს მოგ­ვი­ტანს. მთელ მსოფ­ლი­ო­ში უნდა გავ­ხსნათ "სტა­ლი­ნის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი", სა­დაც ამ ტურს გა­აც­ნო­ბენ მსურ­ვე­ლებს.

- გა­მო­დის, სტა­ლი­ნი­სა და ბე­რი­ას ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­ბის ხარ­ჯზე უნდა ვი­ცხოვ­როთ?

-აბა რა. რუ­სე­ბის ხარ­ჯზე უნდა ვი­ცხოვ­როთ.

- სტა­ლი­ნის და­ბა­დე­ბის დღე დე­კემ­ბერ­შია და ზამ­თრის სი­ცი­ვე არ იმოქ­მე­დებს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე?

- ეს ჩენ­თვი­საა სი­ცი­ვე, თო­რემ რუ­სებს რა უჭირთ? თა­ნაც ხალ­ხმრავ­ლო­ბა რომ იქ­ნე­ბა, არ შე­ცივ­დე­ბათ. არ გე­გო­ნოთ, რომ მარ­ტო სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე ვფიქ­რობ­დე. მაგ. მინ­და სა­ბა­გი­როს გა­კე­თე­ბა ბახ­მა­რო­დან ბა­თუ­მამ­დე. ჯერ მთა­ში და­ის­ვე­ნებს კაცი და მერე უცებ ჩავა ზღვა­ზე.

-სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს არ უყ­ვარს სტა­ლი­ნი და არ გე­ში­ნი­ათ, რომ ეს ხალ­ხი თქვენ მხარს არ და­გი­ჭერთ?

- სტა­ლი­ნი არც მე მიყ­ვარს. სტა­ლი­ნით მე ფუ­ლის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ. ჩემი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მჭირ­დე­ბა სტა­ლი­ნი.

- კონ­კუ­რენ­ტე­ბი­დან ვის მიჩ­ნევთ ყვე­ლა­ზე დიდი მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ?

- არა­ვის. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს სა­ქარ­თვე­ლო, მე რომ გა­ვი­მარ­ჯვო, მე ხომ ღა­რი­ბე­ბი­სათ­ვის მოვ­დი­ვარ, ესე იგი, თუ მე გა­ვი­მარ­ჯვე, ღა­რი­ბე­ბი ბევ­რნი ყო­ფი­ლან და ეს ცუ­დია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ნიკოლოზ გორგიჯანიძე - ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო

 ნიკოლოზ გორგიჯანიძე - ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო

27 ოქტომბერს ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. კანდიდატები ნელ-ნელა გამოდიან ასპარეზზე, ჩვენც ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ გორგიჯანიძეს ვესაუბრეთ:

- აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ იდეოლოგიური ტურიზმი, რომელიც ადამიანის ტვინში ჩაჯდება. რუსეთში არჩევნებში 30% მიიღო ზიუგანოვმა. ეს 30 % არის 40 მილიონი რუსი, რომელსაც აბოდებს სტალინზე. ამიტომ ჩვენ სტალინი და ბერია იმ დონემდე უნდა ავამაღლოთ, რომ მათ ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ. მაგალითად, უნდა გავაკეთოთ ბერიას სახლ-მუზეუმი, წინ ძეგლით, სოჭიდან გამოსულ ავტობუსს კი ეწერება - ბერიადან სტალინამდე. ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა შევხვდე ზიუგანოვს.

- უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, თავად პუტინს შეხვედროდით?

- პუტინთან რა მესაქმება? ზიუგანოვს 40 მილიონი რუსი უჭერს მხარს. მას ვთხოვ, გზა გამიხსნას სოჭიდან, აფხაზეთში ჩამოსულ ტურისტებს კი ზუგდიდის გზას გავუყენებ. თანაც, ამ უმაღლესი დონის გზას მთლიანად რუსებს ვაკეთებინებ.

- ისე, რომ ჩვენ არ დავხარჯავთ ფულს?

-არა რა ფული, მაგ ჭკუაზე ვარ, ჩვენი ფული დავხარჯო? მე მაგას ვერ მომატყუებენ, მცირე ბიზნესის გენერალი ვარ., ვიცი, როგორ ვიშოვო ფული. ზუგდიდში გავაკეთებ უშველებელ ბაზარს და რუსეთიდან ჩამოსულები ჩვენგან წაიღებენ კარტოფილს, პამიდორს, კიტრს და სხვ... ჩხოროწყუელი და წალენჯიხელი გლეხები ერთი ავტობუსიდან 50-60 ლარს იშოვიან და ეს ყველაფერი ნიკო ბაბუს დამსახურება იქნება. თან, როგორც ამერიკაშია თავისუფლების ქანდაკება, ისე დავდგამთ საქართველოში სტალინის ძეგლს, რომელსაც დავარქმევთ განმათავისუფლებლის ქანდაკებას. სტალინი იქნება სემინარიელი ბიჭი, რომელსაც ხელში ბიბლია ეჭირება.

- ანუ გამოდის, რომ ქვეყნის ბიუჯეტი სტალინზე და ბერიაზე იქნება დამოკიდებული...

-კახეთში მივაგენი სტალინის მამის საფლავს, თელავში ყოფილა. აფხაზეთიდან წამოყვანილ ყველა ტურისტს მივიყვან იქ და ერთი ჭიქა ღვინოს უფასოდ დავალევინებ, ყოველი მომდევნო ჭიქა კი 2 ლარი ეღირება. თქვენ გინახავთ, რუსი ერთ ჭიქაზე ჩერდებოდეს? ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შემოსავალს მოგვიტანს. მთელ მსოფლიოში უნდა გავხსნათ "სტალინის სააგენტოები", სადაც ამ ტურს გააცნობენ მსურველებს.

- გამოდის, სტალინისა და ბერიას ხსოვნის პატივსაცემად ჩამოსული რუსების ხარჯზე უნდა ვიცხოვროთ?

-აბა რა. რუსების ხარჯზე უნდა ვიცხოვროთ.

- სტალინის დაბადების დღე დეკემბერშია და ზამთრის სიცივე არ იმოქმედებს ხალხის რაოდენობაზე?

- ეს ჩენთვისაა სიცივე, თორემ რუსებს რა უჭირთ? თანაც ხალხმრავლობა რომ იქნება, არ შეცივდებათ. არ გეგონოთ, რომ მარტო საზღვაო კურორტებზე ვფიქრობდე. მაგ. მინდა საბაგიროს გაკეთება ბახმაროდან ბათუმამდე. ჯერ მთაში დაისვენებს კაცი და მერე უცებ ჩავა ზღვაზე.

-საქართველოში ბევრს არ უყვარს სტალინი და არ გეშინიათ, რომ ეს ხალხი თქვენ მხარს არ დაგიჭერთ?

- სტალინი არც მე მიყვარს. სტალინით მე ფულის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი მიზნების განსახორციელებლად მჭირდება სტალინი.

- კონკურენტებიდან ვის მიჩნევთ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ?

- არავის. ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო, მე ხომ ღარიბებისათვის მოვდივარ, ესე იგი, თუ მე გავიმარჯვე, ღარიბები ბევრნი ყოფილან და ეს ცუდია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა