"სან პეტროლიუმ ჯორჯიამ" ქუთაისში მულტი-კომპლექსი "ნიკეა" გახსნა. კომპლექსი "ნიკეა", რომელიც ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს, გაზისა და საწვავის სადგურებს, "გალფის" რეგიონულ ოფისსა და "გალფ სთორს" მოიცავს, რომელიც კვირაში 7 დღე 24 საათის რეჟიმში იმუშავებს.
"გალფის" გაზგასამართი სადგურები ტექნიკურად აღჭურვილია იტალიური კომპანია "ფორნოვოს" გაზის სისტემებით. "ფორნოვოს" გაზის სისტემები გათვლილია მომხმარებლის ინტერესებზე და ძალიან ეფექტურია.
კომპლექსის გასახსნელად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტ "ნიკეაზე" 25 ადამიანი იქნება დასაქმებული.
"ჩვენი მიზანია "გალფის" მულტიფუნქციური კომპლექსი ქვეყნის ყველა დიდ რეგიონში გავხსნათ, ქუთაისს საქართველოს სხვა ქალაქებიც მოჰყვება. გვესმის რაოდენ დიდი მოთხოვნაა საქართველოში გაზით სარგელობაზე, ამიტომ გაზგასამართი სადგურების გახსნა ჩვენთვის, მომხმარებლის ინტერესიდან გამომიდინარე, პრიორიტეტულია. სულ მალე "გალფი" პირველი კომპანია გახდება საქართველოში, რომელიც თავის კლიენტს თვითმომსახურებას შესთავაზებს დაბალი ტარიფის სანაცვლოდ - ისინი, ვინც თავად ჩაასხავენ საწვავს საკუთარ ავტომობილებში, შესაბამისად, საწვავს შედარებით დაბალ ფასად მიიღებენ.
კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს ინვესტიცია და განაახლოს არსებული სისტემები 40 ავტოგასამართ სადგურზე იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს თვით-მომსახურების სერვისით სარგებლობა", - აცხადებს კომანიის გენერალური დირექტორი იანივ ადამი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9