სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები ვანო ჩხარტიშვილს პასუხობენ
პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები ვანო ჩხარტიშვილს პასუხობენ

ბიზ­ნეს­მენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბი. გან­ცხა­დე­ბის ტექსტს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბის მიერ ყუ­ლე­ვის ნავ­თო­ბტერ­მი­ნალ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრუ­ლი იქნა სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­ჩე­ლის მო­თხოვ­ნას წარ­მო­ად­გენ­და ბა­ტო­ნი ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მიერ უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა და მით­ვი­სე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ებ­მა სარ­ჩე­ლით ასე­ვე მი­მარ­თეს ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს, სა­დაც სა­და­ვო კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ამ და­ვის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ზემ­ოთხსე­ნე­ბულ სა­სა­მარ­თლო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თსა და იმა­ვე სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მის წარ­მო­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან გა­მოხმო­ბილ იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­ჩე­ლი და მისი გან­ხილ­ვა გაგ­რძელ­დე­ბა ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში.

ამა­ვე დროს, ჩვენს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლია სა­ჩი­ვა­რი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის სხვა აქ­ტი­ვე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე და, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი გა­და­წყდე­ბა ობი­ექ­ტუ­რად რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ", - ნათ­ქვა­მია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები ვანო ჩხარტიშვილს პასუხობენ

პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები ვანო ჩხარტიშვილს პასუხობენ

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხო განცხადებას ავრცელებენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები. განცხადების ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების მიერ ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით აღძრული იქნა სამოქალაქო სარჩელი.

აღნიშნული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ბატონი ჩხარტიშვილის მიერ უკანონოდ მითვისებული აქციების უკან დაბრუნება და მითვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა სარჩელით ასევე მიმართეს ბრიტანეთის ვირჯინიიის კუნძულების სასამართლოს, სადაც სადავო კომპანიაა რეგისტრირებული. ამ დავის განხილვა მიმდინარეობს ზემოთხსენებულ სასამართლოში. შესაბამისად, ერთსა და იმავე სარჩელთან დაკავშირებით საქართველოსა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე პარალელურ რეჟიმში სამოქალაქო საქმის წარმოების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოხმობილ იქნა აღნიშნული სარჩელი და მისი განხილვა გაგრძელდება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში.

ამავე დროს, ჩვენს მიერ საქართველოს პროკურატურაში შეტანილია საჩივარი ვანო ჩხარტიშვილის მიერ საქართველოში არსებული პატარკაციშვილის სხვა აქტივების მითვისების ფაქტზე და, ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ქონების მითვისებასთან დაკავშირებით ზემოხსენებული გამოძიება და სამართლებრივი დავები გადაწყდება ობიექტურად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"