კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო კანდიდატია
 გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო კანდიდატია

"ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ ქდმ-სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერ­თობ­ლივ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ­ში" მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ალ­ბათ სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და დღე­ვან­დელ დღეს - პეტ­რე-პავ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან. ჩვე­ნი გან­ზრახ­ვი­დან ჩანს, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა ია­როს სა­ქარ­თვე­ლომ. ესაა ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნა, ერთი მხრივ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბა და მე­ო­რე მხრივ, ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ეს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ იდე­ო­ლო­გი­ას. ესაა, ის იდე­ე­ბი, რის­თვი­საც მე და ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ვიბ­რძო­დით ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ჩვენ, 27 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­შიც მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არა თუ აქვს აზრი, არა­მედ, ესაა ჩვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი, პარ­ტი­უ­ლი და ეროვ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მე იდე­ა­ლის­ტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ქრის­ტი­ა­ნულ ეთი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­კი­თხვას, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის მიერ ერ­თი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმე­ბა, თარ­გა­მა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა უკვე და­ა­ყე­ნა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვა მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში "უად­გი­ლოა".

"სამ­წუ­ხა­როდ, ეს თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი უკვე ორი თვეა აღა­რაა, რად­გან არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ზო­გი­ერ­თი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა უკვე და­ა­ყე­ნა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა. ასე, რომ ეს თემა ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უად­გი­ლოა. თუმ­ცა, ეს არ გა­მო­რი­ცხავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 27 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­რი­ღი და დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­ი­მარ­თე­ბა მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ტური, მე ჩემს ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გას­თან ერ­თად მზად ვარ სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ. შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი პრა­ი­მე­რი. ასე, რომ სა­ინ­ტე­რე­სო არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლის", - აღ­ნიშ­ნა თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის "გა­ხუ­რე­ბამ­დე" მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

"სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გა­ხუ­რე­ბამ­დე მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი ჩემი მხრი­დან არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი - გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ ვქა­და­გებთ და ვემ­სა­ხუ­რე­ბით ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ იდე­ო­ლო­გი­ას, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად, ყვე­ლა ის კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბულ იდე­ე­ბის ქა­და­გე­ბას და­ი­წყებს, თა­ვის­თა­ვად აღ­მოჩ­ნდე­ბა ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა რი­გებ­ში. ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტია, მაგ­რამ სექ­ტემ­ბრში, როცა გა­ხურ­დე­ბა კამ­პა­ნია, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბის გა­მოკ­ვე­თა", - აღ­ნიშ­ნა თარ­გა­მა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო კანდიდატია

 გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო კანდიდატია

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ ქდმ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების "ქრისტიან-დემოკრატების" ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარეობს.

"ალბათ სიმბოლურია, რომ ეს განცხადება გაკეთდა დღევანდელ დღეს - პეტრე-პავლობის დღესასწაულზე და კონფერენციაზე, რომელსაც ჩვენი ევროპული მეგობრები ესწრებიან. ჩვენი განზრახვიდან ჩანს, თუ რა მიმართულებით უნდა იაროს საქართველომ. ესაა ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეს შეუძლია მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ იდეოლოგიას. ესაა, ის იდეები, რისთვისაც მე და ჩემი თანამოაზრეები ვიბრძოდით ყველა არჩევნების დროს. ჩვენ, 27 ოქტომბრის არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ყველა არჩევნებში მონაწილეობას არა თუ აქვს აზრი, არამედ, ესაა ჩვენი პიროვნული, პარტიული და ეროვნული ვალდებულება. მე იდეალისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეიძლება ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, რატომ ვერ მოხერხდა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმება, თარგამაძემ განმარტა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა საკუთარი კანდიდატურა უკვე დააყენა და აღნიშნული შეკითხვა მასთან მიმართებაში "უადგილოა".

"სამწუხაროდ, ეს თემა აქტუალური უკვე ორი თვეა აღარაა, რადგან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზოგიერთი პარტიის ლიდერმა უკვე დააყენა საკუთარი კანდიდატურა. ასე, რომ ეს თემა ჩემთან მიმართებაში უადგილოა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს თანამშრომლობას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 27 ოქტომბრის არჩევნები არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი და დიდი ალბათობით, გაიმართება მეორე საპრეზიდენტო ტური, მე ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან ერთად მზად ვარ სათანამშრომლოდ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს შეიძლება იყოს გარკვეული პრაიმერი. ასე, რომ საინტერესო არჩევნები გველის", - აღნიშნა თარგამაძემ.

მისივე განმარტებით, საარჩევნო კამპანიის "გახურებამდე" მთავარი კონკურენტების დასახელება გაუჭირდება.

"საარჩევნო კამპანიის გახურებამდე მთავარ კონკურენტებზე საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება. მე შემიძლია გითხრათ, ვინ შეიძლება იყოს მთავარი მოწინააღმდეგეები - გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვქადაგებთ და ვემსახურებით ქრისტიან-დემოკრატიულ იდეოლოგიას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო წარმოგვიდგენია ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად, ყველა ის კანდიდატი, რომელიც ჩვენგან განსხვავებულ იდეების ქადაგებას დაიწყებს, თავისთავად აღმოჩნდება ჩვენს მოწინააღმდეგეთა რიგებში. ბევრი ღირსეული კანდიდატია, მაგრამ სექტემბრში, როცა გახურდება კამპანია, უფრო ადვილი იქნება მთავარი კონკურენტების გამოკვეთა", - აღნიშნა თარგამაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა