კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ცინცაძე - შვილთან ერთად მალე წყნეთში გადავალ და იქიდან ვივლი სამსახურში
მაკა ცინცაძე - შვილთან ერთად მალე წყნეთში გადავალ და იქიდან ვივლი სამსახურში

"მა­ესტროს" მომ­ხიბ­ვლე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაკა ცინ­ცა­ძე ზა­ფხუ­ლის სი­ცხის გამო შვილ­თან ერ­თად მალე წყნეთ­ში გა­და­ბარ­გდე­ბა და სამ­სა­ხურ­შიც იქი­დან ივ­ლის. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მზი­სა და ზღვის ნაკ­ლე­ბო­ბას ყვე­ლა სე­ზონ­ზე გა­ნიც­დის, მაგ­რამ შვი­ლის გამო წელს მთა­ში დას­ვე­ნე­ბას გეგ­მავს, თუმ­ცა თუ დრო დარ­ჩა, ზღვა­საც ეს­ტუმ­რე­ბა.

- ყვე­ლა სე­ზონს აქვს რო­გორც უარ­ყო­ფი­თი, ასე­ვე და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლი ზამ­თარ­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ზამ­თარ­ში ცივა, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, გვეძ­ლე­ვა თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, ზა­ფხულ­ში ცხე­ლა, მაგ­რამ მა­ინც ვპო­უ­ლობთ სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბას გა­სარ­თო­ბად და გა­საგ­რი­ლებ­ლად.

- დას­ვე­ნე­ბა­ზე ფიქ­რსა და მზა­დე­ბას რო­დი­დან იწყებ? ზოგი დათ­ბო­ბას­თან ერ­თად შე­უდ­გე­ბა ხოლ­მე ამა­ზე ზრუნ­ვას, ზოგს კი შვე­ბუ­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე ახ­სენ­დე­ბა...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ნამ ფაქ­ტის წი­ნა­შე არ დავ­დგე­ბი, მა­გა­ზე ფიქ­რის დროც კი არ მაქვს, თან დას­ვე­ნე­ბა მარ­ტო ჩემ­ზე ხომ არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი? გა­აჩ­ნია, შვე­ბუ­ლე­ბა რო­დის მექ­ნე­ბა, როცა მე სამ­სა­ხურ­ში არ ვიქ­ნე­ბი, ჩემ მა­გივ­რად სხვამ უნდა იმუ­შა­ოს, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ ჩემი წას­ვლით ვინ­მე არ და­ზა­რალ­დეს. მოკ­ლედ, ბევ­რი დე­ტა­ლია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, სა­ნამ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვალ.

- ახლა შვი­ლის გამო მთა­ში დას­ვე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ, მაგ­რამ რო­დე­საც ამ მხრივ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გქონ­და, მა­შინ რას ანი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას - მთას თუ ზღვას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია ზღვას, მზე და ზღვა არის ის, რის ნაკ­ლე­ბო­ბა­საც ყვე­ლა სე­ზონ­ზე გან­ვიც­დი. გარ­და იმი­სა, რომ მზე ვი­ტა­მი­ნით გვა­მა­რა­გებს, ასე­ვე და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით მავ­სებს, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ნამ­ზე­ურ­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ზღვა­ზე ყოფ­ნი­სას სა­ნა­პი­რო­ზე ყოფ­ნა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მო­ცუ­რა­ვე და წყალ­ზე გა­და­რე­უ­ლი არ ვარ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძი­რი­თად დროს სა­ნა­პი­რო­ზე ვა­ტა­რებ.

- ხე­ლოვ­ნუ­რად თუ ირუ­ჯე­ბი, სო­ლა­რი­უმს ვგუ­ლის­ხმობ...

- კი, სო­ლა­რი­უმ­ში დავ­დი­ვარ, მაგ­რამ მისი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბის გამო გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით არ ვი­ყე­ნებ, გარ­და ამი­სა, რო­დე­საც არ ხარ 18 -20 წლის და ყო­ველ­დღი­უ­რად გი­წევს გრი­მის გა­კე­თე­ბა, კანს უფრო მე­ტად უნდა მო­უფრ­თხილ­დე, ამი­ტომ ბოლო ხუთი წე­ლია, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად დავ­დი­ვარ სო­ლა­რი­უმ­ში, ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ გა­ზა­ფხულ­ზე მივ­დი­ვარ, სა­ნამ აუზ­ზე სი­ა­რუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვად გა­რუ­ჯვა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ხომ არ გეგ­მავ, თბი­ლი­სის სი­ცხეს გა­ე­რი­დო?

- წყნეთ­ში ავალ ბავ­შვთან ერ­თად, წყნე­თის ჰა­ე­რი დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბით, მაგ­რამ თბი­ლი­სას სჯობს, ამი­ტომ ცოტა ხნით წყნეთ­ში გა­და­ვალთ და იქი­დან ვივ­ლი სამ­სა­ხურ­ში, შემ­დეგ კი ვეც­დე­ბი, კესო ბე­ბი­ას­თან ერ­თად მა­ღალმთი­ან კუ­რორტზე გა­ვუშ­ვა, თუ მო­ვა­ხერ­ხებ, მინ­და, ზღვა­ზეც წა­ვიყ­ვა­ნო, მაგ­რამ ეს უკვე ჩემს შვე­ბუ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

მაკა ცინცაძე - შვილთან ერთად მალე წყნეთში გადავალ და იქიდან ვივლი სამსახურში

მაკა ცინცაძე - შვილთან ერთად მალე წყნეთში გადავალ და იქიდან ვივლი სამსახურში

"მაესტროს" მომხიბვლელი ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ზაფხულის სიცხის გამო შვილთან ერთად მალე წყნეთში გადაბარგდება და სამსახურშიც იქიდან ივლის. როგორც თავად ამბობს, მზისა და ზღვის ნაკლებობას ყველა სეზონზე განიცდის, მაგრამ შვილის გამო წელს მთაში დასვენებას გეგმავს, თუმცა თუ დრო დარჩა, ზღვასაც ესტუმრება.

- ყველა სეზონს აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებები, მიუხედავად ამისა, გაზაფხული-ზაფხული ზამთარზე მეტად მიყვარს. ზამთარში ცივა, მაგრამ, სამაგიეროდ, გვეძლევა თხილამურებით სრიალის საშუალება, ზაფხულში ცხელა, მაგრამ მაინც ვპოულობთ სხვადასხვა საშუალებას გასართობად და გასაგრილებლად.

- დასვენებაზე ფიქრსა და მზადებას როდიდან იწყებ? ზოგი დათბობასთან ერთად შეუდგება ხოლმე ამაზე ზრუნვას, ზოგს კი შვებულებამდე ერთი კვირით ადრე ახსენდება...

- სიმართლე გითხრათ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, მაგაზე ფიქრის დროც კი არ მაქვს, თან დასვენება მარტო ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული? გააჩნია, შვებულება როდის მექნება, როცა მე სამსახურში არ ვიქნები, ჩემ მაგივრად სხვამ უნდა იმუშაოს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩემი წასვლით ვინმე არ დაზარალდეს. მოკლედ, ბევრი დეტალია მოსაგვარებელი, სანამ დასასვენებლად წავალ.

- ახლა შვილის გამო მთაში დასვენებას ამჯობინებ, მაგრამ როდესაც ამ მხრივ სრული თავისუფლება გქონდა, მაშინ რას ანიჭებდი უპირატესობას - მთას თუ ზღვას?

- რასაკვირველია ზღვას, მზე და ზღვა არის ის, რის ნაკლებობასაც ყველა სეზონზე განვიცდი. გარდა იმისა, რომ მზე ვიტამინით გვამარაგებს, ასევე დადებითი ემოციით მავსებს, რომ არაფერი ვთქვათ ნამზეურზე, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ზღვაზე ყოფნისას სანაპიროზე ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თავგადაკლული მოცურავე და წყალზე გადარეული არ ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად დროს სანაპიროზე ვატარებ.

- ხელოვნურად თუ ირუჯები, სოლარიუმს ვგულისხმობ...

- კი, სოლარიუმში დავდივარ, მაგრამ მისი უარყოფითი თვისებების გამო გადაჭარბებული დოზით არ ვიყენებ, გარდა ამისა, როდესაც არ ხარ 18 -20 წლის და ყოველდღიურად გიწევს გრიმის გაკეთება, კანს უფრო მეტად უნდა მოუფრთხილდე, ამიტომ ბოლო ხუთი წელია, შედარებით ნაკლებად დავდივარ სოლარიუმში, ძირითადად მხოლოდ გაზაფხულზე მივდივარ, სანამ აუზზე სიარული და ბუნებრივად გარუჯვა გახდება შესაძლებელი.

- ხომ არ გეგმავ, თბილისის სიცხეს გაერიდო?

- წყნეთში ავალ ბავშვთან ერთად, წყნეთის ჰაერი დიდად არ გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით, მაგრამ თბილისას სჯობს, ამიტომ ცოტა ხნით წყნეთში გადავალთ და იქიდან ვივლი სამსახურში, შემდეგ კი ვეცდები, კესო ბებიასთან ერთად მაღალმთიან კურორტზე გავუშვა, თუ მოვახერხებ, მინდა, ზღვაზეც წავიყვანო, მაგრამ ეს უკვე ჩემს შვებულებაზეა დამოკიდებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები