პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა
 არჩილ კბილაშვილი - ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

კბი­ლაშ­ვი­ლი არ ახ­მა­უ­რებს, რა პო­ზი­ცია ჰქონ­და ღა­რი­ბაშ­ვილს ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და არც პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­უ­ღი­ათ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა მი­ი­ღო. "ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე მე­კის­რე­ბა მე", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი ცხად­ყოფს, რომ ლადო ბე­დუ­კა­ძეს ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მი­უ­ღია, გარ­და იმი­სა, რომ მისი უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოხ­და მისი ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნა.

"მისი ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯე­ბის გა­ღე­ბა ან­გა­რე­ბა არ არის. ფუ­ლის აღე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა, რაც არ მომ­ხდა­რა", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მისი თქმით, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შროლ­მეს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გა­ამ­ჟღავ­ნეს, ასე­ვე, აღი­ა­რეს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი, შე­ღა­ვა­თი გა­უ­კეთ­დათ.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა დღეს კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ლადო ბე­დუ­კა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ შე­იც­ვლე­ბა, რად­გან საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და სას­ტარ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნას. არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. "მე ვთვლი­დი და ვთვლი, რომ ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბა იყო, რაც მე, რო­გორც მთა­ვარ პრო­კუ­რორს, უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა", - აღ­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

არჩილ კბილაშვილი - ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა

 არჩილ კბილაშვილი - ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა

ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

კბილაშვილი არ ახმაურებს, რა პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობა არც პრემიერ-მინისტრს და არც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიუღიათ და გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა მიიღო. "ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე მეკისრება მე", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის თქმით, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ლადო ბედუკაძეს ციხის სკანდალური კადრების გავრცელებით არანაირი სარგებელი არ მიუღია, გარდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდა მისი ქვეყნიდან გაყვანა.

"მისი ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, შესაბამისი ხარჯების გაღება ანგარება არ არის. ფულის აღებაში იგულისხმება კომერციული სარგებლის მიღება, რაც არ მომხდარა", - განაცხადა კბილაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშროლმეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაამჟღავნეს, ასევე, აღიარეს ჩადენილი დანაშაული, შეღავათი გაუკეთდათ.

არჩილ კბილაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლადო ბედუკაძესთან მიმართებაში პროკურატურის გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, რადგან საპროცესო კოდექსი მიღებული გადაწყვეტილების დაბრუნებას და სასტარტო მდგომარეობის აღდგენას. არ ითვალისწინებს. "მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიდან გათავისუფლება ადეკვატური ქმედება იყო, რაც მე, როგორც მთავარ პროკურორს, უნდა გამეკეთებინა", - აღნიშნა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ