სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC - საქართველოში კაშკაშა სასახლეები ტოტალური გამჭვირვალობის გარანტი არ არის
BBC - საქართველოში კაშკაშა სასახლეები ტოტალური გამჭვირვალობის გარანტი არ არის

"სა­ქარ­თვე­ლო: საკ­მა­რი­სია თუ არა პო­ლი­ცი­ის შუ­შის შე­ნო­ბე­ბი კო­რუფ­ცი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად?", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი BBC სტივ რო­ზენ­ბერ­გის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ათი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს კო­რუფ­ცი­უ­ლი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და.

პო­ლი­ტი­კურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი მო­ი­ტა­ნა, მათ შო­რის სა­ყო­ველ­თა­ოდ ნა­ქე­ბი პო­ლი­ცი­ის შუ­შე­ბი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი.

"ბოლო წლებ­ში, თბი­ლის­მა - ამ უძ­ვე­ლეს­მა ქა­ლაქ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ელ­ვა­რე­ბა შე­ი­ძი­ნა გამჭვირ­ვა­ლე შე­ნო­ბე­ბით, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით მან­ქა­ნის შო­უ­რუ­მებს ჰგავს. თუმ­ცა, ახ­ლო­დან თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ეს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბე­ბია - სიმ­ბო­ლო ახა­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბის, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დგომ ახორ­ცი­ე­ლებს", - წერს სტივ რო­ზენ­ბერ­გი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლის, მარკ მა­ლე­ნის სი­ტყვებს, რო­მე­ლიც მას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი კო­რუფ­ცი­ას სი­ა­მა­ყის გრძნო­ბით უყუ­რებ­დნენ.

"ქარ­თვე­ლე­ბის­თვის უამ­რა­ვი ისე­თი სი­ტყვა არ­სე­ბობს, რომ­ლი­თაც ამარ­თლე­ბენ სი­ეშ­მა­კეს - მა­გა­ლი­თად, "მა­ღა­რი­ჩი", რაც "სა­ჩუ­ქარს" გუ­ლის­ხმობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა იყო დიდ იმ­პე­რი­ებს შო­რის, პა­ტივს სცე­მენ ოჯახ­სა და მე­გობ­რებს", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მარკ მა­ლე­ნის სი­ტყვებს.

BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ პოსტსაბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს კო­რუფ­ცია ახ­რჩობ­და - ქრთა­მი სჭირ­დე­ბო­და მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა­სა და კომ­პა­ნი­ის და­რე­გის­ტრი­რე­ბას, სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბას, მათ შო­რის, საგ­ზაო პო­ლი­ცი­ა­შიც. ამ ყო­ვე­ლი­ვეს შე­დე­გი კი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გახ­რწნი­ლი სის­ტე­მა იყო.

"ზო­გი­ერ­თე­ბი ფულს იმა­შიც იხ­დიდ­ნენ, სახ­ლში რომ შუქი ჰქო­ნო­დათ, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში დენი გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბო­დათ. თუმ­ცა 2003 წელს ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­და და ქარ­თვე­ლებს იმას შე­პირ­და, რაც მათ არას­დროს ჰქო­ნი­ათ - გამჭვირ­ვა­ლო­ბას.; პო­ლი­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლე გან­ყო­ფი­ლე­ბებ­სა და გა­ნახ­ლე­ბულ პო­ლი­ცი­ას", - წერს სტივ რო­ზენ­ბერ­გი და პო­ლი­ცი­ის ქარ­თვე­ლი კა­პიტ­ნის, ნინო ღვი­ნი­ა­ნი­ძის კო­მენ­ტარს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ წარ­სულ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, პო­ლი­ცი­ის­თვის ქრთა­მის შე­თა­ვა­ზე­ბას, თუმ­ცა ახლა ყვე­ლამ იცის, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ფულს არ იღე­ბენ.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ას არ შე­ე­ხო. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ჯა­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის უდი­დე­სი სახ­ლე­ბი გახ­სნა, სა­დაც ქარ­თვე­ლებს დო­კუ­მენ­ტე­ბის აღე­ბა ქრთა­მის მი­ცე­მის გა­რე­შე შე­უძ­ლი­ათ, რაც ადრე არ ხდე­ბო­და.

"რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ი­სა და სა­ჯა­რო სერ­ვი­სის სახ­ლე­ბის ქრთა­მის­გან გაწ­მენ­დით, საქრთვე­ლომ შე­უძ­ლე­ბე­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა შეძ­ლო. მსოფ­ლიო გამჭვირ­ვა­ლო­ბის რე­ი­ტინ­გში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლოს­კენ იმ­ყო­ფე­ბო­და, და­წი­ნა­ურ­და და ევ­რო­კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო­საც კი გა­და­ას­წრო. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი ჩი­ვის, რომ მათ ახალ გამჭვირ­ვა­ლე სის­ტე­მას მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვს", - აღ­ნიშ­ნავს სტივ რო­ზენ­ბერ­გი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ მფლო­ბელ მა­მია სა­ნა­დი­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რი­სას, ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა მას გა­ნუ­ცხა­და, რომ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ას ებ­რძო­და, ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­და. პრობ­ლე­მე­ბი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მა­შინ შე­ექ­მნა, რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ინ­ტერ­ნეტ მოხ­მა­რე­ბელ­თა სა­ი­დუმ­ლო მოს­მე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ა­ვა­ლა.

"უარი ვუ­თხა­რი. მათ კი მი­თხრეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნე­ბო­და", - ცი­ტი­რებს BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი მა­მია სა­ნა­დი­რა­ძის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ამ შემ­თხვე­ვი­დან ძა­ლი­ან მალე მას 7,45 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ჯა­რი­მა და­ა­კის­რა სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­მა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ გა­სუ­ლი წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­ტო­ქე, მი­ლი­არ­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა.

"მისი აზ­რით, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო, გამჭვირ­ვა­ლო­ბის შუ­ქუ­რა არ არის", - წერს სტივ რო­ზენ­ბერ­გი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სი­ტყვებს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით ებ­რძო­და კო­რუფ­ცი­ას ქვე­და და სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე. "თუმ­ცა, შემ­დეგ ეს ფული მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მყოფ­თა შო­რის ნა­წილ­დე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია ყვა­ო­და", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

სტა­ტი­ის ავ­ტორს ასე­ვე მოჰ­ყავს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც უარ­ყოფს პრე­მი­ე­რის ბრა­ლე­ბებს.

"შე­გიძ­ლი­ათ იმის თქმა, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ იყო და ამა­ზე და­გე­თან­ხმე­ბით. და­გე­თან­ხმე­ბით იმა­ზეც, რომ პრო­კუ­რო­რე­ბი თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს აჭარ­ბებ­დნენ. თუმ­ცა, ქრთამს არა­ვინ იღებ­და, ფულს არა­ვინ იპა­რავ­და და ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, რის გა­მოც, ისი­ნი ზოგ­ჯერ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებს აჭარ­ბებ­დნენ, იმის მცდე­ლო­ბა იყო, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა არ და­ეშ­ვათ", - ცი­ტი­რებს BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ მი­უ­ხე­და­ვად პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, ის ცოტა ხნის წინ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თან­ხე­ბის ხარ­ჯვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რომ ის ათა­სო­ბით დო­ლა­რებს ხარ­ჯავ­და სას­ტუმ­როს ძვირ­ფას ნომ­რებ­სა და გა­სა­ლა­მა­ზე­ბელ პრო­ცე­დუ­რებ­ზე ნიუ იორკში, მათ შო­რის ბო­ტოქსზე.

"შე­მომ­ხე­დეთ, ხე­დავთ რა­ი­მეს (ბო­ტოქ­სის კვალს)? შე­ხე­დეთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და მისი მე­გო­ბარ პუ­ტინს და ნა­ხავთ ჩვენს შო­რის გან­სხვა­ვე­ბას. სად არის ის "უმიზ­ნოდ გა­ხარ­ჯუ­ლი და მო­პა­რუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი და მი­ლი­არ­დე­ბი? - არ­სად. იმი­ტომ, რომ ეს ქვე­ყა­ნა სუფ­თა იყო", - ცი­ტი­რებს სტივ რო­ზენ­ბერ­გი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს მარკ მა­ლე­ნის სი­ტყვებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი­სა და პარ­ტი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რს და სწრა­ფად მი­აღ­წია. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა აქამ­დე ასე რთუ­ლი კო­რუფ­ცი­ის მიჩ­ქმალ­ვა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ კაშ­კა­შა სა­სახ­ლე­ე­ბი არ არის ტო­ტა­ლუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის გა­რან­ტია, სა­ნამ თა­ვი­ანთ შუ­შის სახ­ლებ­ში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ქვებს ის­ვრი­ან", - წერს სტივ რო­ზენ­ბერ­გი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

BBC - საქართველოში კაშკაშა სასახლეები ტოტალური გამჭვირვალობის გარანტი არ არის

BBC - საქართველოში კაშკაშა სასახლეები ტოტალური გამჭვირვალობის გარანტი არ არის

"საქართველო: საკმარისია თუ არა პოლიციის შუშის შენობები კორუფციის დასამარცხებლად?", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული BBC სტივ როზენბერგის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ათი წლის წინ საქართველოს კორუფციული ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდა.

პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი რეფორმები მოიტანა, მათ შორის საყოველთაოდ ნაქები პოლიციის შუშებიანი შენობები.

"ბოლო წლებში, თბილისმა - ამ უძველესმა ქალაქმა თანამედროვე ელვარება შეიძინა გამჭვირვალე შენობებით, რომელიც ერთი შეხედვით მანქანის შოურუმებს ჰგავს. თუმცა, ახლოდან თუ დააკვირდებით, ეს პოლიციის შენობებია - სიმბოლო ახალი გამჭვირვალობის, რომელსაც საქართველო 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ახორციელებს", - წერს სტივ როზენბერგი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, მარკ მალენის სიტყვებს, რომელიც მასთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველები კორუფციას სიამაყის გრძნობით უყურებდნენ.

"ქართველებისთვის უამრავი ისეთი სიტყვა არსებობს, რომლითაც ამართლებენ სიეშმაკეს - მაგალითად, "მაღარიჩი", რაც "საჩუქარს" გულისხმობს. საქართველოში, რომელიც პატარა ქვეყანა იყო დიდ იმპერიებს შორის, პატივს სცემენ ოჯახსა და მეგობრებს", - ციტირებს სტატიის ავტორი მარკ მალენის სიტყვებს.

BBC-ის კორესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს კორუფცია ახრჩობდა - ქრთამი სჭირდებოდა მშენებლობის ნებართვასა და კომპანიის დარეგისტრირებას, სამსახურის დაწყებას, მათ შორის, საგზაო პოლიციაშიც. ამ ყოველივეს შედეგი კი თავიდან ბოლომდე გახრწნილი სისტემა იყო.

"ზოგიერთები ფულს იმაშიც იხდიდნენ, სახლში რომ შუქი ჰქონოდათ, რადგან იმ პერიოდში დენი გრაფიკით მიეწოდებოდათ. თუმცა 2003 წელს ცვლილებების განხორციელება დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა და ქართველებს იმას შეპირდა, რაც მათ არასდროს ჰქონიათ - გამჭვირვალობას.; პოლიციის გამჭვირვალე განყოფილებებსა და განახლებულ პოლიციას", - წერს სტივ როზენბერგი და პოლიციის ქართველი კაპიტნის, ნინო ღვინიანიძის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ წარსულში ბევრი ადამიანი ცდილობდა, პოლიციისთვის ქრთამის შეთავაზებას, თუმცა ახლა ყველამ იცის, რომ პოლიციელები ფულს არ იღებენ.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა მხოლოდ პოლიციას არ შეეხო. საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო მომსახურების უდიდესი სახლები გახსნა, სადაც ქართველებს დოკუმენტების აღება ქრთამის მიცემის გარეშე შეუძლიათ, რაც ადრე არ ხდებოდა.

"როგორც ჩანს, პოლიციისა და საჯარო სერვისის სახლების ქრთამისგან გაწმენდით, საქრთველომ შეუძლებელი მისიის შესრულება შეძლო. მსოფლიო გამჭვირვალობის რეიტინგში, სადაც საქართველო ბოლოსკენ იმყოფებოდა, დაწინაურდა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსაც კი გადაასწრო. თუმცა, ზოგიერთი ქართველი ჩივის, რომ მათ ახალ გამჭვირვალე სისტემას მკაცრი შეზღუდვები აქვს", - აღნიშნავს სტივ როზენბერგი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ საქართველოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის ყოფილ მფლობელ მამია სანადირაძესთან შეხვედრისას, ქართველმა ბიზნესმენმა მას განუცხადა, რომ ის ხელისუფლება, რომელიც კორუფციას ებრძოდა, ბიზნესზე ზეწოლას ახდენდა. პრობლემები კი ხელისუფლებასთან მაშინ შეექმნა, როდესაც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ინტერნეტ მოხმარებელთა საიდუმლო მოსმენების განხორციელება დაავალა.

"უარი ვუთხარი. მათ კი მითხრეს, რომ სავარაუდოდ, მომავალში პრობლემები შემექმნებოდა", - ციტირებს BBC-ის კორესპონდენტი მამია სანადირაძის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე მას 7,45 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა საგადასახადო სამსახურმა.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, რომელსაც სათავეში სააკაშვილის მეტოქე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა.

"მისი აზრით, ანტიკორუფციული სახელმწიფო, რომელიც მემკვიდრეობით ერგო, გამჭვირვალობის შუქურა არ არის", - წერს სტივ როზენბერგი და პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ციტირებს, რომელიც სტატიის ავტორთან საუბარში აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება წარმატებით ებრძოდა კორუფციას ქვედა და საშუალო დონეზე. "თუმცა, შემდეგ ეს ფული მაღალ საფეხურზე მყოფთა შორის ნაწილდებოდა და საქართველოში ელიტური კორუფცია ყვაოდა", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს.

სტატიის ავტორს ასევე მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომენტარი, რომელიც უარყოფს პრემიერის ბრალებებს.

"შეგიძლიათ იმის თქმა, რომ სასამართლო სისტემა ბოლომდე დამოუკიდებელი არ იყო და ამაზე დაგეთანხმებით. დაგეთანხმებით იმაზეც, რომ პროკურორები თავიანთ უფლებებს აჭარბებდნენ. თუმცა, ქრთამს არავინ იღებდა, ფულს არავინ იპარავდა და ერთადერთი მიზანი, რის გამოც, ისინი ზოგჯერ თავიანთ უფლებებს აჭარბებდნენ, იმის მცდელობა იყო, რომ ქვეყანაში კორუფციის დაბრუნება არ დაეშვათ", - ციტირებს BBC-ის კორესპონდენტი საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებებისა, ის ცოტა ხნის წინ საკუთარი მიზნებისთვის საზოგადოებრივი თანხების ხარჯვაში დაადანაშაულეს, რომ ის ათასობით დოლარებს ხარჯავდა სასტუმროს ძვირფას ნომრებსა და გასალამაზებელ პროცედურებზე ნიუ იორკში, მათ შორის ბოტოქსზე.

"შემომხედეთ, ხედავთ რაიმეს (ბოტოქსის კვალს)? შეხედეთ პრემიერ-მინისტრსა და მისი მეგობარ პუტინს და ნახავთ ჩვენს შორის განსხვავებას. სად არის ის "უმიზნოდ გახარჯული და მოპარული მილიონები და მილიარდები? - არსად. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სუფთა იყო", - ციტირებს სტივ როზენბერგი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს მარკ მალენის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრებისა და პარტიის მაღალჩინოსნების დაკავება, პოლიტიკურად მოტივირებულია.

"საქართველომ ბევრს და სწრაფად მიაღწია. ქვეყნის ისტორიაში არასოდეს ყოფილა აქამდე ასე რთული კორუფციის მიჩქმალვა. თუმცა, საქართველოში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ კაშკაშა სასახლეები არ არის ტოტალური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის გარანტია, სანამ თავიანთ შუშის სახლებში მყოფი პოლიტიკოსები ქვებს ისვრიან", - წერს სტივ როზენბერგი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა