პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სირთულეები ექმნებათ აზერბაიჯანელ სტუდენტებს ქართულ ენაზე სწავლისას
რა სირთულეები ექმნებათ აზერბაიჯანელ სტუდენტებს ქართულ ენაზე სწავლისას

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე დად­გე­ნი­ლი ზღვა­რის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლონ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბამ­დე კი, მათ­თვის ერ­თწ­ლი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის გავ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არ არის საკ­მა­რი­სი.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბი ბოლ­ნი­სი­დან და მარ­ნე­უ­ლი­დან ამ­ჟა­მად იმ მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლე­ბენ, რის გა­მოც სა­ხელ­მწი­ფო ენას ვერ ფლო­ბენ.

ჩი­ნა­რა ნა­ბი­ე­ვა:

- ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ვის­წავ­ლი­დი. სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა გვი­თხრა, რომ არ­სე­ბობ­და პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ერთი წელი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი ენის შე­სას­წავ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბელ კურსს გა­ვივ­ლი­დი და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტი გავ­ხდე­ბო­დი. სკო­ლა ისე და­ვამ­თავ­რე, რომ ქარ­თუ­ლი სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი. სურ­ვი­ლი მაქვს, საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლო, ამის­თვის კი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მშობ­ლებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ ჩემი წარ­მა­ტე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სო­ფელ­ში მარ­ტო­ნი დარ­ჩნენ (მე სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, ჩემი ძმა კი ჯარ­შია).

სოლ­მაზ გამ­ბა­რო­ვა:

- გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს, ამი­ტო­მაც ვე­ცა­დე, ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა იმის­თვის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. ახლა ჩემი ძმა ემ­ზა­დე­ბა, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის გავ­ლა უნდა, მა­საც სურს, სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლოს.

ფა­რიზ ბა­ი­რა­მო­ვი:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ. სირ­ცხვი­ლია, რომ ქარ­თუ­ლი ენა არ ვი­ცო­დეთ. ამას­თან, ჩემ­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაც მთა­ვა­რია და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამი­ტო­მაც ჩა­ვა­ბა­რე. ის­ტო­რი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ვსწავ­ლობ.

- რა არის იმის მი­ზე­ზი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობთ და ქარ­თუ­ლი ენა არ იცით?

ჩი­ნა­რა:

- ჩემს სო­ფელ­ში ქარ­თვე­ლე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, არ გვქონ­და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არც ჩვენ და არც ჩვენს მშობ­ლებს. ჩემ­თვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. როცა მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სზე მო­ვე­დი, ქარ­თუ­ლი ენა სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი და ათ­ვი­სე­ბაც გა­მი­ჭირ­და. ლექ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლი ხერ­ხე­ბით ეს­წავ­ლე­ბი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს საკ­მა­რი­სი არ იყო და და­მა­ტე­ბით, პე­და­გოგ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი. ერთი წლის შემ­დეგ, პრობ­ლე­მე­ბი დავძლიე და ენა ავით­ვი­სე.

- სკო­ლა­ში ქარ­თულ ენას არ გას­წავ­ლიდ­ნენ?

სოლ­მა­ზი:

- ვსწავ­ლობ­დით, მაგ­რამ ცუ­დად. კვი­რა­ში მხო­ლოდ 2 სა­ა­თი გვი­ტარ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც იყო, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას ქარ­თუ­ლად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვი­ცო­დი - "გა­მარ­ჯო­ბა", "ნახ­ვამ­დის".

ჩი­ნა­რა:

- სა­ერ­თოდ, ჩვენს სოფ­ლებ­ში სწავ­ლე­ბის დონე ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. ისე, ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით გა­მოს­წორ­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ჩვენს დროს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ხში­რად ცდე­ბო­და. იცით ალ­ბათ პრო­ექ­ტი - "ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის". ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­დი­ან, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქა­ურ ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რო­ბენ და მოს­წავ­ლე­ებს ენის სწავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ამ პრო­ექ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო ის, რომ შარ­შან ჩვენს სოფ­ლელ ახალ­გაზ­რდებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა, ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად გა­უ­ჭირ­დათ.

- თა­ვი­დან ალ­ბათ რთუ­ლი იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა ჯგუ­ფე­ლებ­თან და პე­და­გო­გებ­თან.

- რთუ­ლი იყო, მით უმე­ტეს, პირ­ველ წელს. მათ ჩვენს აზ­რებს ვერ ვა­გე­ბი­ნებ­დით. არ მეს­მო­და, ლექ­ტო­რი რა სა­კი­თხის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ­და. ახლა მე­ო­რე კურ­სზე ვარ, მაგ­რამ მა­ინც მი­ჭირს...

- რო­გორ ახერ­ხებთ საგ­ნე­ბის ჩა­ბა­რე­ბას?

ფა­რი­ზი:

- თუ ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა ამა თუ იმ სა­კი­თხის შეს­წავ­ლას 1 სა­ა­თი უნდა მო­ან­დო­მოს, მე ამის­თვის 4 სა­ა­თი მჭი­დე­ბა. ახლა მე­ო­რე კურ­სზე ვარ, გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე და სწავ­ლის პრო­ცე­სი შე­და­რე­ბით მი­ად­ვილ­დე­ბა.

ჩი­ნა­რა:

- ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მი­ჭირ­და ძვე­ლი ტექ­სტე­ბის შეს­წავ­ლა. მა­გა­ლი­თად, ქარ­თვე­ლე­ბი "შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბას" სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ. ჩვენ კი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ენაც არ ვი­ცო­დით და შე­უძ­ლებ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის ათ­ვი­სე­ბა. არის საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ჩა­ვა­ბა­რე და თა­ვი­დან უნდა ვის­წავ­ლო. ჩა­სა­ბა­რე­ბელ სა­კი­თხებს ანუ ბი­ლე­თებს ლექ­სი­კო­ნის დახ­მა­რე­ბით ვამ­ზა­დებთ. ისე, ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა უფრო მი­ად­ვილ­დე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლა კი მი­ჭირს...

სოლ­მა­ზი:

- ახლა ჩვენს სო­ფელ­ში მე­ო­რე კლა­სი­დან ას­წავ­ლი­ან ქარ­თულ ენას, ჩვენ კი და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში დაგ­ვა­წყე­ბი­ნეს მისი შეს­წავ­ლა და ახლა ამის მი­ზე­ზია სწო­რედ ის, რომ ასე ვწვა­ლობთ. ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კას სა­ერ­თოდ ვერ ვი­გებ. ლი­ტე­რა­ტუ­რას უფრო ვსწავ­ლობ. არის საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­ჩე­ნი­ლი მაქვს, რად­გან ვერ ჩა­ვა­ბა­რე. მომ­დევ­ნო წელს, შე­ვეც­დე­ბი თა­ვი­დან ჩა­ვა­ბა­რო.

- თბი­ლის­ში გი­წევთ ცხოვ­რე­ბა. თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

ჩი­ნა­რა:

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კარ­გი და მე­გობ­რუ­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის არ გვაქვს. ძა­ლი­ან რთუ­ლია, სწავ­ლა და გარ­თო­ბა ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სო.

ფა­რი­ზი:

- სწავ­ლის გარ­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ, ქა­ლაქ­ში ვსე­ირ­ნობ. თბი­ლის­ში კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ? სად გინ­დათ მუ­შა­ო­ბა?

- მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მინ­და. ამ ორ ერს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს და მინ­და, ეს სა­კი­თხი კარ­გად შე­ვის­წავ­ლო. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე არ­სე­ბობს მა­სა­ლე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ის არ არის საკ­მა­რი­სი. ამ საქ­მე­ში მეც შე­მიძ­ლია წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო.

ჩი­ნა­რა:

- თარ­ჯიმ­ნო­ბას ვა­პი­რებ. მინ­და, ქარ­თუ­ლი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე მა­სა­ლე­ბი ვთარ­გმნო. თურ­ქუ­ლიც ვიცი და მუ­შა­ო­ბა­ში ესეც და­მეხ­მა­რე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მინ­და, ქარ­თვე­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხე­ბის მე­გობ­რო­ბას მო­ვახ­მა­რო.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა სირთულეები ექმნებათ აზერბაიჯანელ სტუდენტებს ქართულ ენაზე სწავლისას

რა სირთულეები ექმნებათ აზერბაიჯანელ სტუდენტებს ქართულ ენაზე სწავლისას

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვან აბიტურიენტებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, საშუალება ეძლევათ, ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი ზღვარის გადალახვის შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელონ. უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე კი, მათთვის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის გავლა აუცილებელია, რაც ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისი.

არაქართულენოვანი სტუდენტები ბოლნისიდან და მარნეულიდან ამჟამად იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ.

ჩინარა ნაბიევა:

- ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში ვისწავლიდი. სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ არსებობდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთი წელი უნივერსიტეტში ქართული ენის შესასწავლად მოსამზადებელ კურსს გავივლიდი და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი გავხდებოდი. სკოლა ისე დავამთავრე, რომ ქართული საერთოდ არ ვიცოდი. სურვილი მაქვს, საქმიანობა საქართველოში გავაგრძელო, ამისთვის კი განათლების მიღება აუცილებელია. მშობლებს ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სოფელში მარტონი დარჩნენ (მე სასწავლებლად თბილისში წამოვედი, ჩემი ძმა კი ჯარშია).

სოლმაზ გამბაროვა:

- განათლება ყველამ უნდა მიიღოს, ამიტომაც ვეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი. ახლა ჩემი ძმა ემზადება, მოსამზადებელი კურსის გავლა უნდა, მასაც სურს, სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს.

ფარიზ ბაირამოვი:

- საქართველოში ვცხოვრობთ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. სირცხვილია, რომ ქართული ენა არ ვიცოდეთ. ამასთან, ჩემთვის განათლების მიღებაც მთავარია და უნივერსიტეტში ამიტომაც ჩავაბარე. ისტორიულ ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ვსწავლობ.

- რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში ცხოვრობთ და ქართული ენა არ იცით?

ჩინარა:

- ჩემს სოფელში ქართველები არ ცხოვრობენ, შესაბამისად, არ გვქონდა მათთან ურთიერთობა არც ჩვენ და არც ჩვენს მშობლებს. ჩემთვის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება რთული აღმოჩნდა. როცა მოსამზადებელ კურსზე მოვედი, ქართული ენა საერთოდ არ ვიცოდი და ათვისებაც გამიჭირდა. ლექტორები და მასწავლებლები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ადვილი ხერხებით ესწავლებინათ. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ იყო და დამატებით, პედაგოგთან ვემზადებოდი. ერთი წლის შემდეგ, პრობლემები დავძლიე და ენა ავითვისე.

- სკოლაში ქართულ ენას არ გასწავლიდნენ?

სოლმაზი:

- ვსწავლობდით, მაგრამ ცუდად. კვირაში მხოლოდ 2 საათი გვიტარდებოდა. ამიტომაც იყო, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებისას ქართულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი - "გამარჯობა", "ნახვამდის".

ჩინარა:

- საერთოდ, ჩვენს სოფლებში სწავლების დონე ძალიან დაბალი იყო. ისე, ახლა სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. მასწავლებლები და ბავშვები გააქტიურდნენ. ჩვენს დროს გაკვეთილები ხშირად ცდებოდა. იცით ალბათ პროექტი - "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". ქართველები ჩადიან, ერთი წლის განმავლობაში იქაურ ოჯახებში ცხოვრობენ და მოსწავლეებს ენის სწავლაში ეხმარებიან. ამ პროექტის დამსახურება იყო ის, რომ შარშან ჩვენს სოფლელ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, ჩვენთან შედარებით, ნაკლებად გაუჭირდათ.

- თავიდან ალბათ რთული იყო კომუნიკაციის დამყარება ჯგუფელებთან და პედაგოგებთან.

- რთული იყო, მით უმეტეს, პირველ წელს. მათ ჩვენს აზრებს ვერ ვაგებინებდით. არ მესმოდა, ლექტორი რა საკითხის შესახებ ლაპარაკობდა. ახლა მეორე კურსზე ვარ, მაგრამ მაინც მიჭირს...

- როგორ ახერხებთ საგნების ჩაბარებას?

ფარიზი:

- თუ ქართველმა სტუდენტმა ამა თუ იმ საკითხის შესწავლას 1 საათი უნდა მოანდომოს, მე ამისთვის 4 საათი მჭიდება. ახლა მეორე კურსზე ვარ, გარკვეული ცოდნა დავაგროვე და სწავლის პროცესი შედარებით მიადვილდება.

ჩინარა:

- ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. განსაკუთრებით გამიჭირდა ძველი ტექსტების შესწავლა. მაგალითად, ქართველები "შუშანიკის წამებას" სკოლაში სწავლობენ. ჩვენ კი თანამედროვე ქართული ენაც არ ვიცოდით და შეუძლებლად გვეჩვენებოდა ამ ყველაფრის ათვისება. არის საგნები, რომლებიც ვერ ჩავაბარე და თავიდან უნდა ვისწავლო. ჩასაბარებელ საკითხებს ანუ ბილეთებს ლექსიკონის დახმარებით ვამზადებთ. ისე, ქართული ენის გრამატიკა უფრო მიადვილდება, ლიტერატურის სწავლა კი მიჭირს...

სოლმაზი:

- ახლა ჩვენს სოფელში მეორე კლასიდან ასწავლიან ქართულ ენას, ჩვენ კი დამამთავრებელ კლასებში დაგვაწყებინეს მისი შესწავლა და ახლა ამის მიზეზია სწორედ ის, რომ ასე ვწვალობთ. ქართული ენის გრამატიკას საერთოდ ვერ ვიგებ. ლიტერატურას უფრო ვსწავლობ. არის საგნები, რომლებიც დარჩენილი მაქვს, რადგან ვერ ჩავაბარე. მომდევნო წელს, შევეცდები თავიდან ჩავაბარო.

- თბილისში გიწევთ ცხოვრება. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ჩინარა:

- უნივერსიტეტში კარგი და მეგობრული ბავშვები არიან, მაგრამ თავისუფალი დრო თითქმის არ გვაქვს. ძალიან რთულია, სწავლა და გართობა ერთმანეთს შეუთავსო.

ფარიზი:

- სწავლის გარდა, მეგობრებთან ერთად, ფეხბურთს ვთამაშობ, ქალაქში ვსეირნობ. თბილისში კარგი მეგობრები შევიძინე.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? სად გინდათ მუშაობა?

- მუშაობის გაგრძელება აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებზე მინდა. ამ ორ ერს საუკუნეების მეგობრობა აკავშირებს და მინდა, ეს საკითხი კარგად შევისწავლო. აღნიშნულ თემაზე არსებობს მასალები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის არ არის საკმარისი. ამ საქმეში მეც შემიძლია წვლილი შევიტანო.

ჩინარა:

- თარჯიმნობას ვაპირებ. მინდა, ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე მასალები ვთარგმნო. თურქულიც ვიცი და მუშაობაში ესეც დამეხმარება. მიღებული ცოდნა მინდა, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობას მოვახმარო.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია