კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაატა ბურჭულაძე ღირსეულ კონკურენციას მარგველაშვილს კი არა, თავად ივანიშვილსაც გაუწევს"
"პაატა ბურჭულაძე ღირსეულ კონკურენციას მარგველაშვილს კი არა, თავად ივანიშვილსაც გაუწევს"

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ "ქარ­თუ­ლი და­სის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბა­ნის, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის და­სა­ხე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. თა­ვად პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამ თე­მა­ზე ბა­ღა­თუ­რი­ას­თან უკვე ისა­უბ­რა, თუმ­ცა, ჯერ კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია. რა­ტომ შე­ა­ჩე­რა "ქარ­თუ­ლი და­სის" ლი­დერ­მა არ­ჩე­ვა­ნი მსოფ­ლიო ბან­ზე და რა ბერ­კე­ტე­ბი აქვს მის და­სა­ყო­ლი­ებ­ლად - ამ კი­თხვე­ბით თა­ვად ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას მივ­მარ­თეთ.

ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რია:

- პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს მხო­ლოდ მე კი არა, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე და ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სთხოვს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. ამ ადა­მი­ანს აქვს სუფ­თა ბი­ოგ­რა­ფია და ქარ­თუ­ლი, ვაჟ­კა­ცუ­რი ხა­სი­ა­თი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ბა­ლან­სე­ბაა. ამ ეტაპ­ზე კი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამას შეძ­ლებს, მხო­ლოდ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, რა­ტომ თქვა ბურ­ჭუ­ლა­ძემ, რომ ერ­ჩივ­ნა, ეს ამ­ბა­ვი არ გა­გეხ­მა­უ­რე­ბი­ნათ?

- ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ისე­თი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი ატე­ხეს, სხვა ყვე­ლა­ფე­რი უკა­ნა პლან­ზე გა­და­წი­ეს. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ კი არა, მეც ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ არა­ფე­რი მეთ­ქვა-მეთ­ქი. სხვა­თა შო­რის, ამ ამ­ბავს ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დი, მაგ­რამ ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ვახ­მა­უ­რე. შე­დე­გიც მი­ვი­ღე, ამ ამ­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ისე და­იბ­ნა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ბურ­ჭუ­ლა­ძის მი­მართ არა­ე­თი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მან თქვა, რომ ბურ­ჭუ­ლა­ძე ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უ­წევს მარ­გვე­ლაშ­ვილს.

- თქვენ ფიქ­რობთ, რომ გა­უ­წევს?

- ბურ­ჭუ­ლა­ძე არა­მარ­ტო ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს მარ­გვე­ლაშ­ვილს, არა­მედ აჯო­ბებს კი­დეც. გვეს­მის, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილს აქვს ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ისე ივა­ნიშ­ვი­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტით. თუმ­ცა, ბურ­ჭუ­ლა­ძეს არა­ნაკ­ლე­ბი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს. ჩემი აზ­რით, ბა­ტო­ნი პა­ა­ტა ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას არა­მარ­ტო იმ ადა­მი­ანს გა­უ­წევს, რო­მელ­საც ზურგს ივა­ნიშ­ვი­ლი უმაგ­რებს, არა­მედ თა­ვად ივა­ნიშ­ვილ­საც.

- ფიქ­რობთ, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი რე­სურ­სი ივა­ნიშ­ვი­ლის ზურ­გია?

- მარ­გვე­ლაშ­ვილს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რი კა­ცია. ამი­ტომ არ ვი­ტყვი, მა­რი­ო­ნე­ტია-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ უარ­ვყოფ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა არ არის. ის თა­ვა­დაც და­უ­ფა­რა­ვად აღი­ა­რებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პი­რია.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­ში უკონ­ტრო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა და ამ გუნ­დის­გან ისე­თი­ვე გვე­ლე­შაპს მი­ვი­ღებთ, რო­გო­რიც თა­ვის დრო­ზე "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის­გან", შემ­დეგ კი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან" მი­ვი­ღეთ. ხომ იცით, მზე­ჭა­ბუ­კი რომ გვე­ლე­შაპს და­ა­მარ­ცხებს და მერე თა­ვად გახ­დე­ბა გვე­ლე­შა­პი... არ მინ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც" გვე­ლე­შაპს და­ემ­სგავ­სოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვეს­რია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"პაატა ბურჭულაძე ღირსეულ კონკურენციას მარგველაშვილს კი არა, თავად ივანიშვილსაც გაუწევს"

"პაატა ბურჭულაძე ღირსეულ კონკურენციას მარგველაშვილს კი არა, თავად ივანიშვილსაც გაუწევს"

როგორც უკვე ცნობილია, ჯონდი ბაღათურიამ "ქართული დასის" პრეზიდენტობის კანდიდატად მსოფლიოში ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის დასახელების სურვილი გამოთქვა. თავად პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ამ თემაზე ბაღათურიასთან უკვე ისაუბრა, თუმცა, ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. რატომ შეაჩერა "ქართული დასის" ლიდერმა არჩევანი მსოფლიო ბანზე და რა ბერკეტები აქვს მის დასაყოლიებლად - ამ კითხვებით თავად ჯონდი ბაღათურიას მივმართეთ.

ჯონდი ბაღათურია:

- პაატა ბურჭულაძეს მხოლოდ მე კი არა, ძალიან ბევრი სახელმწიფო მოღვაწე და ქვეყნის გულშემატკივარი სთხოვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამ ადამიანს აქვს სუფთა ბიოგრაფია და ქართული, ვაჟკაცური ხასიათი. ჩვენი მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" დაბალანსებაა. ამ ეტაპზე კი ადამიანი, რომელიც ამას შეძლებს, მხოლოდ პაატა ბურჭულაძეა.

- როგორ გგონიათ, რატომ თქვა ბურჭულაძემ, რომ ერჩივნა, ეს ამბავი არ გაგეხმაურებინათ?

- ჟურნალისტებმა ისეთი ჟივილ-ხივილი ატეხეს, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადაწიეს. პაატა ბურჭულაძემ კი არა, მეც ვიფიქრე, ნეტავ არაფერი მეთქვა-მეთქი. სხვათა შორის, ამ ამბავს ორი თვის განმავლობაში საგულდაგულოდ ვინახავდი, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გავახმაურე. შედეგიც მივიღე, ამ ამბით ბიძინა ივანიშვილი ისე დაიბნა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ბურჭულაძის მიმართ არაეთიკური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ბურჭულაძე ღირსეულ კონკურენციას ვერ გაუწევს მარგველაშვილს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ გაუწევს?

- ბურჭულაძე არამარტო ღირსეულ კონკურენციას გაუწევს მარგველაშვილს, არამედ აჯობებს კიდეც. გვესმის, რომ მარგველაშვილს აქვს ძალიან დიდი რესურსი, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ისე ივანიშვილის ავტორიტეტით. თუმცა, ბურჭულაძეს არანაკლები ავტორიტეტი აქვს. ჩემი აზრით, ბატონი პაატა ღირსეულ კონკურენციას არამარტო იმ ადამიანს გაუწევს, რომელსაც ზურგს ივანიშვილი უმაგრებს, არამედ თავად ივანიშვილსაც.

- ფიქრობთ, რომ მარგველაშვილის ერთადერთი რესურსი ივანიშვილის ზურგია?

- მარგველაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, განათლებული და წესიერი კაცია. ამიტომ არ ვიტყვი, მარიონეტია-მეთქი, მაგრამ ვერ უარვყოფ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის. ის თავადაც დაუფარავად აღიარებს, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი პირია.

მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით "ქართული ოცნების" ხელში უკონტროლო ძალაუფლება აღმოჩნდება და ამ გუნდისგან ისეთივე გველეშაპს მივიღებთ, როგორიც თავის დროზე "მოქალაქეთა კავშირისგან", შემდეგ კი "ნაციონალებისგან" მივიღეთ. ხომ იცით, მზეჭაბუკი რომ გველეშაპს დაამარცხებს და მერე თავად გახდება გველეშაპი... არ მინდა, "ქართული ოცნებაც" გველეშაპს დაემსგავსოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვესრია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა