პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი"
"სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვე­რა ქო­ბა­ლია 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და - ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი­ა. ამ ეტაპ­ზე ვე­რა ქო­ბა­ლია აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი­ა, რად­გან ორი თვის წინ დე­და გახ­და - ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ასე რომ, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­სი გუნ­დის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ადევ­ნებს თვალს.

- არას­დროს მე­გო­ნა, ასე­თი გრძნო­ბა თუ მექ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნის მი­მართ. რო­ცა ბავ­შვი ჩნდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის. იმ წუ­თი­დან­ვე გინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ბავ­შვის გა­ჩე­ნა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბი რომ გაგ­რძელ­დეს. ანას­ტა­სია სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ვა­ჩი­ნე, მინ­დო­და ბუ­ნებ­რი­ვად მემ­შო­ბი­ა­რა, მაგ­რამ არ მო­ხერ­ხდა. ანას­ტა­სია ძა­ლი­ან წყნა­რი ბავ­შვი­ა, ღა­მით კარ­გად სძი­ნავს, მხო­ლოდ მა­შინ ჭირ­ვე­უ­ლობს, რო­ცა ში­ა. ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს. ამი­ტომ ყველ­გან თან დამ­ყავს, თქვენ­თა­ნაც იმი­ტომ და­ვაგ­ვი­ა­ნე ინ­ტერ­ვი­უ­ზე, რომ მას ვაჭ­მევ­დი. 500 გრა­მით მე­ტია თა­ვი­სი ასა­კის ბავ­შვებ­თან შე­და­რე­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით ორი­ვეს გვგავს - მეც და და­თო­საც, მაგ­რამ მინ­და მე და­მემ­სგავ­სოს. სა­ნამ ბავ­შვი და­ი­ბა­დე­ბო­და, სა­ხე­ლის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი გვქონ­და, მოგ­ვწონ­და სა­ლო­მე, ანას­ტა­სი­ა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დით, რას და­ვარ­ქმევ­დით. ადა­მი­ან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და ატა­როს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი, ამი­ტომ სა­ნამ და­ი­ბა­დე­ბა, მა­ნამ­დე უნ­და შე­ურ­ჩიო სა­ხე­ლი. ბო­ლოს ექი­მი შე­მო­ვი­და და გვითხ­რა, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში თუ არ მო­ი­ფიქ­რებთ ბავ­შვის სა­ხელს, სა­ბუ­თებს ვერ მო­ვამ­ზა­დებ­თო. და­ვუ­რე­კე და­თოს და შევ­თან­ხმდით, ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ანას­ტა­სია დაგ­ვერ­ქმი­ა.

- სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოპო­ნენ­ტე­ბის­გან გა­მი­გი­ა, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტი თქვე­ნი მე­უღ­ლის ­(ვე­რა ქო­ბა­ლი­ას მე­უღ­ლე და­ვით კურ­ცხა­ლი­ა­ა) კომ­პა­ნი­ამ აა­შე­ნა...

- და­თო სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. "მა­გი სტილ­ში" სამ­შე­ნებ­ლო მხა­რეს მი­სი ძმა კუ­რი­რებს, პარ­ლა­მენ­ტიც მან აა­შე­ნა, არა­და, ბევ­რს პარ­ლა­მენ­ტი და­თოს აშე­ნე­ბუ­ლი ჰგო­ნი­ა, ამა­ზე ჩემს მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის ეცი­ნე­ბა. სა­ნამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბო­და, ერ­თ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მითხ­რა, გა­ვი­გე, რუს ოლი­გარ­ქს გაჰ­ყე­ვით ცო­ლა­დო და და­თოს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ხე­დავ, რუ­სი ოლი­გარ­ქიც გახ­დი-­მეთ­ქი.

- მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ხში­რად იყა­ვით კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო, რომ თქვე­ნი მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­დან ცო­ტა ხან­ში ის ცნო­ბი­ლი ფო­ტო გავ­რცელ­და, ერ­თ-ერთ ბარ­ში დას­თან ერ­თად რომ გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

- თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა, მე­რე მი­ვეჩ­ვი­ე. მივ­ხვდი, რომ მეც ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გო­რიც სხვე­ბი, მეც ვჭო­რა­ობ ჩემს მე­გობ­რებ­თან. მეს­მის იმ კრი­ტი­კის, რო­მე­ლიც მოჰ­ყვა ჩემს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას. სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი. ვცდი­ლობ­დი საქ­მით მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი და არა სიტყ­ვით. რო­დე­საც ხში­რად ჩან­ხარ ტე­ლე­ვი­ზი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლა შენ­ზე ლა­პა­რა­კობს. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას, ოჯახს რო­ცა შე­ეხ­ნენ, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ მეც და ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც. ბევ­რჯერ მინ­დო­და იმ ჭო­რებ­ზე პა­სუ­ხი გა­მე­ცა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩემ­გან ამის გა­კე­თე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა გა­გი­ჭირ­დათ?

- რო­გორც იცით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხ­ო­ეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­და ამ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა. ხში­რად ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი იმას, რი­სი თქმაც მინ­დო­და. მე ხომ აფ­ხა­ზეთ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც პირ­ველ ად­გილ­ზე მა­ინც რუ­სუ­ლი ენა იყო.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და. რად ღირს თუნ­დაც სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ში იმ სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აცხ­ა­დე­ბენ - არა­ფე­რი ვი­ცო­დი­თო.

- ძნე­ლია იმის გა­გე­ბა, რაც ამ ბო­ლო დროს გვეს­მის. მარ­თა­ლია სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნი­ა, მაგ­რამ მე ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ და ეს ჩემ­თვის რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი­ა, ამი­ტომ ყვე­ლა ერ­თად უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ ასე­თი რამ არა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს. მე ყო­ველ­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რი ვი­ყა­ვი და დღემ­დე ასე ვარ. მჯე­რა ამ გუნ­დის და მათ­თან გა­ტა­რე­ბულ არც ერთ დღეს არ ვნა­ნობ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მძი­მე შეც­დო­მე­ბიც იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ბრალ­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე არ დარ­ჩე­ბა. ბო­ლომ­დე გა­მო­ვი­ძი­ებთ, რა ხდე­ბო­და და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს აღარ გან­მე­ორ­დეს. ამის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მენ­ტა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა. არ მეს­მის, ადა­მი­ანს რო­გორ უნ­და მო­უ­ვი­დეს აზ­რად ასე­თი და­ვა­ლე­ბა მის­ცეს ხელ­ქვე­ითს, არც იმის მეს­მის, ვინც ამ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს - ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­დის ოჯა­ხი­დან და გა­ნათ­ლე­ბი­დან.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კა აღარ ვი­თარ­დე­ბა ისე, რო­გორც მა­თი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ჩი­ვის, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს ბიზ­ნე­სი.

- მე მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე საცხ­ოვ­რებ­ლად, აქ გაჩ­ნდა ანას­ტა­სი­აც. ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მა­ის­ში ნუ­ლო­ვა­ნი ზრდა გვქონ­და, მა­ნამ­დე 2 პრო­ცენ­ტი, ეს აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა სექ­ტორ­ზე. ერ­თი მხა­რე ამას მთავ­რო­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს აბ­რა­ლებს, მე­ო­რე მხა­რის აზ­რით კი საკ­მა­რის­ზე დი­დი დრო გა­ვი­და იმის­თვის, რომ და­ვი­ნა­ხოთ ბიზ­ნე­სის აქ­ტი­უ­რო­ბა. იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. მთა­ვა­რია საქ­მე გა­ვა­კე­თოთ და არა ვი­კა­მა­თოთ. დღემ­დე ვამ­ბობ, რომ ჩა­ი­დოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი და უცხ­ო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც ფრთხი­ლო­ბენ, რად­გან ვერ ხე­და­ვენ ვერც პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ვერც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში უნ­და მი­ი­ღო და გა­ა­გე­ბი­ნო ყვე­ლას, რომ და­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის. ავი­ღოთ თუნ­დაც ფონ­დე­ბი. ლა­პა­რა­კი იყო სხვა­დას­ხვა სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დებ­ზე, რო­მე­ლიც ნი­კა გი­ლა­უ­რის დროს შე­იქ­მნა. ახ­ლა იმ­დე­ნად გა­უ­გებ­რო­ბაა ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, რა ტი­პის ფონ­დე­ბი იქ­მნე­ბა, რო­მე­ლი დარ­ჩე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ბიზ­ნეს­მე­ნიც ფიქ­რობს, მირ­ჩევ­ნია და­ვე­ლო­დო, თუ სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა, მე ფუ­ლი რა­ტომ უნ­და ჩავ­დო­ო? არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა ფონ­დე­ბის მხრივ არ ხდე­ბა, გამ­ყინ­ვა­რე­ბის და დუ­მი­ლის პე­რი­ო­დი გრძელ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ბიზ­ნეს­მე­ნი მყარ ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მოს ირ­ჩევს, თუნ­დაც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში. რის­კი, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დო მი­ლი­არ­დი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა, ამი­ტომ რო­მე­ლი­მე ფონ­დმა რომ გა­უ­წი­ოს დახ­მა­რე­ბა, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჩა­დოს ამ ბიზ­ნეს­ში და მე­რე გა­ვი­დეს პარ­ტნი­ო­რო­ბი­დან, ეს ნდო­ბას უზ­რდის კომ­პა­ნი­ას, რომ მის გვერ­დით დგას ქვე­ყა­ნა. მაგ­რამ ჯერ არა­ვინ აბან­დებს ფულს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბიზ­ნე­სი? არა­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ზა­რალ­და იმ პე­რი­ოდ­ში...

- ჩემს დროს ბიზ­ნე­სი კომ­ფორ­ტში იყო. რო­ცა მე და და­თო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, და­თოს კუთ­ვნილ სარე­კლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვი­და სა­გა­და­სა­ხა­დო, რამ­დე­ნი­მე თვე სწავ­ლობ­დნენ სა­ბუ­თებს და დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. რო­გორც ყვე­ლა, და­თოც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, მაგ­რამ ბო­ლოს გა­და­ი­ხა­და. არც ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი არ არის კმა­ყო­ფი­ლი იმ უწყ­ე­ბე­ბით, რო­მე­ლიც შე­მოწ­მე­ბებს ატა­რებს და აჯა­რი­მებს. ეს პრო­ცე­სე­ბი სწო­რად უნ­და წა­რი­მარ­თოს. შეც­დო­მა იყო, შე­მოწ­მე­ბე­ბი დიდ­ხანს რომ გრძელ­დე­ბო­და. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა არ იცოდ­ნენ, რა შე­დეგს და­დებ­და სა­გა­და­სა­ხა­დო და ასე გროვ­დე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ა. ბიზ­ნე­სის მხრი­და­ნაც იყო ბევ­რი რამ არას­წო­რად ასა­ხუ­ლი. მე კა­ნა­და­ში ვი­ყა­ვი კერ­ძო ბიზ­ნეს­ში, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად შე­მო­დი­ო­და სა­გა­და­სა­ხა­დო და ისეთ დე­ტა­ლებს ამოწ­მებ­და, ვბრაზ­დე­ბო­დი, ვამ­ბობ­დი, კონ­კუ­რენ­ტმა ხომ არ მის­ცათ და­ვა­ლე­ბა-­მეთ­ქი, მაგ­რამ მე­რე მივ­ხვდი, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი­ა. ამ გა­და­სა­ხა­დებს იმი­ტომ ვიხ­დით, რომ და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი იყოს ქუ­ჩე­ბი, ნორ­მა­ლუ­რად მოგ­ვე­წო­დე­ბო­დეს ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ა. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო 90-ი­ა­ნი წლე­ბის წე­სე­ბი­დან ახალ პე­რი­ოდ­ზე გა­დას­ვლა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია ბიზ­ნეს­სა და მთავ­რო­ბას შო­რის. ჩემ­თვის სულ ერ­თი­ა, რო­მე­ლი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა სა­თა­ვე­ში. მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბო­დეს. სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და და­ამ­ტკი­ცოს, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ა. არ ვიტყ­ო­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ­-მეთ­ქი, მი­შა პუ­ტი­ნის მსგავს თა­მაშს რომ თა­მა­შობ­დეს. პრე­ზი­დენ­ტმა აღი­ა­რა, რომ ჩვენ წა­ვა­გეთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი იყო. სწო­რედ ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი. იმე­დი მაქვს, სწო­რად გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი"

"სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვე­რა ქო­ბა­ლია 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და - ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი­ა. ამ ეტაპ­ზე ვე­რა ქო­ბა­ლია აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი­ა, რად­გან ორი თვის წინ დე­და გახ­და - ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ასე რომ, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­სი გუნ­დის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ადევ­ნებს თვალს.

- არას­დროს მე­გო­ნა, ასე­თი გრძნო­ბა თუ მექ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნის მი­მართ. რო­ცა ბავ­შვი ჩნდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის. იმ წუ­თი­დან­ვე გინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ბავ­შვის გა­ჩე­ნა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბი რომ გაგ­რძელ­დეს. ანას­ტა­სია სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ვა­ჩი­ნე, მინ­დო­და ბუ­ნებ­რი­ვად მემ­შო­ბი­ა­რა, მაგ­რამ არ მო­ხერ­ხდა. ანას­ტა­სია ძა­ლი­ან წყნა­რი ბავ­შვი­ა, ღა­მით კარ­გად სძი­ნავს, მხო­ლოდ მა­შინ ჭირ­ვე­უ­ლობს, რო­ცა ში­ა. ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს. ამი­ტომ ყველ­გან თან დამ­ყავს, თქვენ­თა­ნაც იმი­ტომ და­ვაგ­ვი­ა­ნე ინ­ტერ­ვი­უ­ზე, რომ მას ვაჭ­მევ­დი. 500 გრა­მით მე­ტია თა­ვი­სი ასა­კის ბავ­შვებ­თან შე­და­რე­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით ორი­ვეს გვგავს - მეც და და­თო­საც, მაგ­რამ მინ­და მე და­მემ­სგავ­სოს. სა­ნამ ბავ­შვი და­ი­ბა­დე­ბო­და, სა­ხე­ლის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი გვქონ­და, მოგ­ვწონ­და სა­ლო­მე, ანას­ტა­სი­ა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დით, რას და­ვარ­ქმევ­დით. ადა­მი­ან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და ატა­როს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი, ამი­ტომ სა­ნამ და­ი­ბა­დე­ბა, მანამდე უნ­და შე­ურ­ჩიო სა­ხე­ლი. ბო­ლოს ექი­მი შე­მო­ვი­და და გვითხ­რა, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში თუ არ მო­ი­ფიქ­რებთ ბავ­შვის სა­ხელს, სა­ბუ­თებს ვერ მო­ვამ­ზა­დებ­თო. და­ვუ­რე­კე და­თოს და შევ­თან­ხმდით, ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ანას­ტა­სია დაგ­ვერ­ქმი­ა.

- სხვა­თა შო­რის, "ნაციონალური მოძ­რა­ო­ბის" ოპო­ნენ­ტე­ბის­გან გა­მი­გი­ა, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტი თქვე­ნი მე­უღ­ლის ­(ვე­რა ქო­ბა­ლი­ას მე­უღ­ლე და­ვით კურ­ცხა­ლი­ა­ა) კომ­პა­ნი­ამ აა­შე­ნა...

- და­თო სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. "მა­გი სტილ­ში" სამ­შე­ნებ­ლო მხა­რეს მი­სი ძმა კუ­რი­რებს, პარ­ლა­მენ­ტიც მან აა­შე­ნა, არა­და, ბევრს პარ­ლა­მენ­ტი და­თოს აშე­ნე­ბუ­ლი ჰგო­ნი­ა, ამა­ზე ჩემს მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის ეცი­ნე­ბა. სა­ნამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბო­და, ერ­თ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მითხ­რა, გა­ვი­გე, რუს ოლი­გარქს გაჰ­ყე­ვით ცო­ლა­დო და და­თოს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ხე­დავ, რუ­სი ოლი­გარ­ქიც გახ­დი-­მეთ­ქი.

- მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ხში­რად იყა­ვით კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო, რომ თქვე­ნი მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­დან ცო­ტა ხან­ში ის ცნო­ბი­ლი ფო­ტო გავ­რცელ­და, ერ­თ-ერთ ბარ­ში დას­თან ერ­თად რომ გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

- თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა, მე­რე მი­ვეჩ­ვი­ე. მივ­ხვდი, რომ მეც ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გო­რიც სხვე­ბი, მეც ვჭო­რა­ობ ჩემს მე­გობ­რებ­თან. მეს­მის იმ კრი­ტი­კის, რო­მე­ლიც მოჰ­ყვა ჩემს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას. სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი. ვცდი­ლობ­დი საქ­მით მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი და არა სიტყ­ვით. რო­დე­საც ხში­რად ჩან­ხარ ტე­ლე­ვი­ზი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლა შენ­ზე ლა­პა­რა­კობს. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას, ოჯახს რო­ცა შე­ეხ­ნენ, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ მეც და ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც. ბევ­რჯერ მინ­დო­და იმ ჭო­რებ­ზე პა­სუ­ხი გა­მე­ცა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩემ­გან ამის გა­კე­თე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და.

- ყვე­ლა­ზე მეტად რო­მე­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა გაგიჭირდათ?

- რო­გორც იცით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხ­ო­ეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, ამი­ტომ გამიჭირდა ამ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა. ხში­რად ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი იმას, რი­სი თქმაც მინ­დო­და. მე ხომ აფ­ხა­ზეთ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც პირ­ველ ად­გილ­ზე მა­ინც რუ­სუ­ლი ენა იყო.

- ახალი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და. რად ღირს თუნ­დაც სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ში იმ სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აცხ­ა­დე­ბენ - არა­ფე­რი ვი­ცო­დი­თო.

- ძნე­ლია იმის გა­გე­ბა, რაც ამ ბო­ლო დროს გვეს­მის. მარ­თა­ლია სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნი­ა, მაგ­რამ მე ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ და ეს ჩემ­თვის რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი­ა, ამი­ტომ ყვე­ლა ერ­თად უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ ასე­თი რამ არა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს. მე ყო­ველ­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რი ვი­ყა­ვი და დღემ­დე ასე ვარ. მჯე­რა ამ გუნ­დის და მათ­თან გა­ტა­რე­ბულ არც ერთ დღეს არ ვნა­ნობ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მძი­მე შეც­დო­მე­ბიც იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ბრალ­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე არ დარ­ჩე­ბა. ბო­ლომ­დე გა­მო­ვი­ძი­ებთ, რა ხდე­ბო­და და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს აღარ გან­მე­ორ­დეს. ამის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მენ­ტა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა. არ მეს­მის, ადა­მი­ანს რო­გორ უნ­და მო­უ­ვი­დეს აზ­რად ასე­თი და­ვა­ლე­ბა მის­ცეს ხელ­ქვე­ითს, არც იმის მეს­მის, ვინც ამ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს - ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­დის ოჯა­ხი­დან და გა­ნათ­ლე­ბი­დან.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კა აღარ ვი­თარ­დე­ბა ისე, რო­გორც მა­თი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ჩი­ვის, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს ბიზ­ნე­სი.

- მე მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე საცხ­ოვ­რებ­ლად, აქ გაჩ­ნდა ანას­ტა­სი­აც. ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მა­ის­ში ნუ­ლო­ვა­ნი ზრდა გვქონ­და, მა­ნამ­დე 2 პრო­ცენ­ტი, ეს აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა სექ­ტორ­ზე. ერ­თი მხა­რე ამას მთავ­რო­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს აბ­რა­ლებს, მე­ო­რე მხა­რის აზ­რით კი საკ­მა­რის­ზე დი­დი დრო გა­ვი­და იმის­თვის, რომ და­ვი­ნა­ხოთ ბიზ­ნე­სის აქ­ტი­უ­რო­ბა. იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. მთა­ვა­რია საქ­მე გა­ვა­კე­თოთ და არა ვი­კა­მა­თოთ. დღემ­დე ვამ­ბობ, რომ ჩა­ი­დოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი და უცხ­ო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც ფრთხი­ლო­ბენ, რად­გან ვერ ხე­და­ვენ ვერც პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ვერც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში უნ­და მი­ი­ღო და გა­ა­გე­ბი­ნო ყვე­ლას, რომ და­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის. ავი­ღოთ თუნ­დაც ფონ­დე­ბი. ლა­პა­რა­კი იყო სხვა­დას­ხვა სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დებ­ზე, რო­მე­ლიც ნი­კა გი­ლა­უ­რის დროს შე­იქ­მნა. ახ­ლა იმ­დე­ნად გა­უ­გებ­რო­ბაა ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, რა ტი­პის ფონ­დე­ბი იქ­მნე­ბა, რო­მე­ლი დარ­ჩე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ბიზ­ნეს­მე­ნიც ფიქ­რობს, მირ­ჩევ­ნია და­ვე­ლო­დო, თუ სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა, მე ფუ­ლი რა­ტომ უნ­და ჩავ­დო­ო? არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა ფონ­დე­ბის მხრივ არ ხდე­ბა, გამ­ყინ­ვა­რე­ბის და დუ­მი­ლის პე­რი­ო­დი გრძელ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ბიზ­ნეს­მე­ნი მყარ ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მოს ირ­ჩევს, თუნ­დაც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში. რის­კი, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დო მი­ლი­არ­დი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა, ამი­ტომ რო­მე­ლი­მე ფონ­დმა რომ გა­უ­წი­ოს დახ­მა­რე­ბა, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჩა­დოს ამ ბიზ­ნეს­ში და მე­რე გა­ვი­დეს პარ­ტნი­ო­რო­ბი­დან, ეს ნდო­ბას უზ­რდის კომ­პა­ნი­ას, რომ მის გვერ­დით დგას ქვე­ყა­ნა. მაგ­რამ ჯერ არა­ვინ აბან­დებს ფულს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბიზ­ნე­სი? არა­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ზა­რალ­და იმ პე­რი­ოდ­ში...

- ჩემს დროს ბიზ­ნე­სი კომ­ფორ­ტში იყო. რო­ცა მე და და­თო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, და­თოს კუთ­ვნილ სარე­კლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვი­და სა­გა­და­სა­ხა­დო, რამ­დე­ნი­მე თვე სწავ­ლობ­დნენ სა­ბუ­თებს და დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. რო­გორც ყვე­ლა, და­თოც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, მაგ­რამ ბოლოს გა­და­ი­ხა­და. არც ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი არ არის კმა­ყო­ფი­ლი იმ უწყ­ე­ბე­ბით, რო­მე­ლიც შე­მოწ­მე­ბებს ატა­რებს და აჯარი­მებს. ეს პრო­ცე­სე­ბი სწო­რად უნ­და წა­რი­მარ­თოს. შეც­დო­მა იყო, შე­მოწ­მე­ბე­ბი დიდ­ხანს რომ გრძელ­დე­ბო­და. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა არ იცოდ­ნენ, რა შე­დეგს და­დებ­და სა­გა­და­სა­ხა­დო და ასე გროვ­დე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ა. ბიზ­ნე­სის მხრი­და­ნაც იყო ბევ­რი რამ არას­წო­რად ასა­ხუ­ლი. მე კა­ნა­და­ში ვი­ყა­ვი კერ­ძო ბიზ­ნეს­ში, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად შე­მო­დი­ო­და სა­გა­და­სა­ხა­დო და ისეთ დე­ტა­ლებს ამოწ­მებ­და, ვბრაზ­დე­ბო­დი, ვამ­ბობ­დი, კონ­კუ­რენ­ტმა ხომ არ მის­ცათ და­ვა­ლე­ბა-­მეთ­ქი, მაგ­რამ მე­რე მივ­ხვდი, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი­ა. ამ გა­და­სა­ხა­დებს იმი­ტომ ვიხ­დით, რომ და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი იყოს ქუ­ჩე­ბი, ნორ­მა­ლუ­რად მოგ­ვე­წო­დე­ბო­დეს ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ა. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო 90-ი­ა­ნი წლე­ბის წე­სე­ბი­დან ახალ პე­რი­ოდ­ზე გა­დას­ვლა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია ბიზ­ნეს­სა და მთავ­რო­ბას შო­რის. ჩემ­თვის სულ ერ­თი­ა, რო­მე­ლი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა სა­თა­ვე­ში. მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბო­დეს. სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და და­ამ­ტკი­ცოს, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ა. არ ვიტყ­ო­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ­-მეთ­ქი, მი­შა პუ­ტი­ნის მსგავს თა­მაშს რომ თა­მა­შობ­დეს. პრე­ზი­დენ­ტმა აღი­ა­რა, რომ ჩვენ წა­ვა­გეთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი იყო. სწო­რედ ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი. იმე­დი მაქვს, სწო­რად გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა