კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფლება ვანოს! ანუ შოუბიზნესი დიდ პოლიტიკაში
თავისუფლება ვანოს! ანუ შოუბიზნესი დიდ პოლიტიკაში

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლი უფრო და­უმ­ძიმ­და, მისი მხარ­და­სა­ჭე­რი კამ­პა­ნია არ წყდე­ბა. ცოტა ხნის წინ ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­მოჩ­ნდა კლიპ­ში, სა­დაც ისი­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვა­ნოს" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ვი­დე­ორ­გოლ­ში სხვა ცნო­ბილ თუ უც­ნობ სა­ხე­ებ­თან ერ­თად ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი და მომ­ღე­რა­ლი ნინო ჩხე­ი­ძეც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ უკა­ნას­კნელ­მა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად მის სახ­ლში ცხოვ­რობ­და და თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბის მე­გობ­რო­ბა­ზე ისა­უბ­რა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არა­თუ ნინო ჩხე­ი­ძე, არა­მედ მისი მე­უღ­ლე - ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ი­თხოვ­და მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ბიზ­ნეს­მენ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­მარ­თვაც კი გა­ავ­რცე­ლა (სტი­ლი და­ცუ­ლია): "გა­მო­უშ­ვით უსა­მარ­თლოდ და უსა­ბუ­თოდ და­კა­ვე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ახა­ლა­ია, გა­მო­უშ­ვით პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ომში იყ­ვნენ და იბ­რძოდ­ნენ ჩემი, თქვე­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. დღეს და ღა­მეს ას­წო­რებ­დნენ, რომ შემ­დგა­რი­ყო ეს ქვე­ყა­ნა.

მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა დას­ხდნენ დე­ბა­ტებ­ში დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და გა­ირ­კვეს მტყუ­ან-მარ­თა­ლი. ბევ­რი უტყუ­ა­რი ვი­დეო-აუ­დი­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, სა­დაც გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე, ნე­ბის­მი­ერ პრო­ცეს­ზე. ნუ ჩა­იგ­დებთ თავს უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, უსას­რუ­ლო არა­ვინ არ ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ზე. მო­ახ­დი­ნეთ რე­ვო­ლუ­ცია თქვენს თავ­ში და დარ­ჩით სა­მარ­თლი­ა­ნი. ჩა­ა­ტა­რეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი, ნუ­ღარ ჩა­ე­რე­ვით თქვე­ნი რე­ი­ტინ­გით, რო­მე­ლიც დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გაქვთ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბით (ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, ქველ­მოქ­მე­დი და სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე არ უნდა ერე­ო­დეს ქვეყ­ნის სა­ე­რო საქ­მე­ებ­ში, ეს იმა­ზე მეტი სი­კე­თეა, რაც კი რამე შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ვინ­მემ) პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა ძა­ლას და­ა­ნა­ხონ ხალ­ხს და ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ან­თი რე­ა­ლუ­რი სახე და არა გა­ბე­რი­ლი, ცრუ პი­არ­ზე აწყო­ბი­ლი მონ­სტრე­ბის იმი­ჯი, რა­საც ამ­ტკი­ცებს ყო­ველ­დღე ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და რაც და­ამ­ტკი­ცა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ­მა უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებ­მა. ცირ­კის და სა­ნა­ხა­ო­ბის დრო და­ვამ­თავ­როთ და ავა­შე­ნოთ ერ­თად ეს ქვე­ყა­ნა".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

თავისუფლება ვანოს! ანუ შოუბიზნესი დიდ პოლიტიკაში

თავისუფლება ვანოს! ანუ შოუბიზნესი დიდ პოლიტიკაში

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი უფრო დაუმძიმდა, მისი მხარდასაჭერი კამპანია არ წყდება. ცოტა ხნის წინ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი გამოჩნდა კლიპში, სადაც ისინი მერაბიშვილის დაკავებას აპროტესტებენ.

"თავისუფლება ვანოს" - ამ სახელწოდების ვიდეორგოლში სხვა ცნობილ თუ უცნობ სახეებთან ერთად ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი და მომღერალი ნინო ჩხეიძეც მონაწილეობენ. ამ უკანასკნელმა სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რომ ვანო მერაბიშვილი ოჯახთან ერთად მის სახლში ცხოვრობდა და თავიანთი ოჯახების მეგობრობაზე ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ არათუ ნინო ჩხეიძე, არამედ მისი მეუღლე - ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილიც აქტიურად მოითხოვდა მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას. ბიზნესმენმა სოციალური ქსელით მიმართვაც კი გაავრცელა (სტილი დაცულია): "გამოუშვით უსამართლოდ და უსაბუთოდ დაკავებული მერაბიშვილი და ახალაია, გამოუშვით პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ცხოვრება ომში იყვნენ და იბრძოდნენ ჩემი, თქვენი და საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. დღეს და ღამეს ასწორებდნენ, რომ შემდგარიყო ეს ქვეყანა.

მიეცით საშუალება დასხდნენ დებატებში დღევანდელ ხელისუფლებასთან და გაირკვეს მტყუან-მართალი. ბევრი უტყუარი ვიდეო-აუდიომტკიცებულებები არსებობს, სადაც გაირკვევა სიმართლე, ნებისმიერ პროცესზე. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, უსასრულო არავინ არ ვართ ამ ქვეყანაზე. მოახდინეთ რევოლუცია თქვენს თავში და დარჩით სამართლიანი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, ნუღარ ჩაერევით თქვენი რეიტინგით, რომელიც დაგროვებული გაქვთ მრავალწლიანი ქველმოქმედებით (ჩემი სუბიექტური აზრით, ქველმოქმედი და სასულიერო მოღვაწე არ უნდა ერეოდეს ქვეყნის საერო საქმეებში, ეს იმაზე მეტი სიკეთეა, რაც კი რამე შეიძლება გააკეთოს ვინმემ) პოლიტიკურ პროცესებში, მიეცით საშუალება ყველა ძალას დაანახონ ხალხს და ერთმანეთს თავიანთი რეალური სახე და არა გაბერილი, ცრუ პიარზე აწყობილი მონსტრების იმიჯი, რასაც ამტკიცებს ყოველდღე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი და რაც დაამტკიცა ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა. ცირკის და სანახაობის დრო დავამთავროთ და ავაშენოთ ერთად ეს ქვეყანა".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება