პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო კენჭიაშვილი - თურქეთში კონცერტის დღეს სიკვდილს შემთხვევით გადავურჩი
დათო კენჭიაშვილი - თურქეთში კონცერტის დღეს სიკვდილს შემთხვევით გადავურჩი

სვა­ნე­თის უბან­ში, ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მა­მის­გან ვაჟ­კა­ცო­ბა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ქვეყ­ნის­თვის სამ­სა­ხუ­რი ის­წავ­ლა. დე­დის­გან - ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და სი­კე­თის კე­თე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მშობ­ლე­ბი მის ბავ­შვო­ბა­ში და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს, დათო კენ­ჭი­აშ­ვილს არც ერ­თის ნაკ­ლე­ბო­ბა არ უგ­რძნია. სიმ­ღე­რა ოჯახ­მა შე­აყ­ვა­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და­თომ რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბის წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვა. დიდ­მა ნა­წილ­მა ის თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვილ­თან დუ­ე­ტით გა­იც­ნო. შემ­დეგ იყო "რამ­დე­ნი მა­ლო­დი­ნე" და დუ­ე­ტე­ბი დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას­თან. ახ­ლა­ხან დათო თურ­ქე­თი­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, მას­თან სა­უ­ბა­რიც სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ.

- დათო, რამ წა­გიყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღაა მო­დე­ბუ­ლი?

- ბევ­რად ადრე და­ი­გეგ­მა კონ­ცერ­ტი თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ვიდ­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყე­ბო­და. ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დი, სტამ­ბოლ­ში მქონ­და კონ­ცერ­ტი. რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს. კონ­ცერ­ტის დღეს მან­ქა­ნით გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დით. გვერ­დით აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა და ჩვე­ნი მან­ქა­ნის მი­ნე­ბი ჩა­იმ­სხვრა. ყუ­რე­ბი და­მი­გუბ­და, არა­ფე­რი მეს­მო­და. პო­ლი­ცია მო­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას, ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნეს და მიგ­ვიყ­ვა­ნეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. ეს ამ­ბა­ვი ჩე­მებ­მაც კი არ იცი­ან, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი­დან გა­ი­გე­ბენ და მგო­ნი, და­ი­კე­ტე­ბა თურ­ქე­თის გზა ჩემ­თვის (იცი­ნის). კონ­ცერ­ტმა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. უდი­დე­სი სით­ბო ვიგ­რძე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­გან. სავ­სე იყო დარ­ბა­ზი. იქა­ურ რე­ი­ტინ­გულ გა­და­ცე­მა­შიც მი­მიწ­ვი­ეს.

- კარ­გია, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რდა... ახლა ჩვენს რუბ­რი­კას და­ვუბ­რუნ­დეთ, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ და იმ გა­მოც­დი­ლე­ბით და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც ოჯა­ხი­დან მი­ი­ღე...

- თბი­ლის­ში, სვა­ნე­თის უბან­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მა­მა­ჩე­მი, თა­მაზ კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გახ­ლავთ, პოლ­კოვ­ნი­კი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს. მრა­ვა­ლი ომი აქვს გა­მოვ­ლი­ლი. აგ­ვის­ტოს ომი მე­ხუ­თე იყო მის­თვის. სხვა­თა შო­რის, მღე­რის, ლექ­სებს წერს. ჩემი ერთ-ერთი სიმ­ღე­რის "და­რი­ალს მთა­ში" ლექ­სი სწო­რედ მა­მა­ჩემს ეკუთ­ვნის. ადრე ან­სამ­ბლ "ფა­ზის­ში" მღე­რო­და. დედა, ლალი ასა­თი­ა­ნი, სა­ბურ­თა­ლო­ზე, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი ქარ­ხა­ნა­ში ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ. იქ იყო ან­სამ­ბლი, რო­მელ­შიც ორი­ვე მღე­რო­და. სწო­რედ იქ გა­უც­ნი­ათ ერ­თმა­ნე­თი. დედა მა­მა­ზე გა­ცი­ლე­ბით უკეთ მღე­რის. ფოლკ­ლო­რი­დან შორს არის, მაგ­რამ კარ­გად ეს­მის ესტრა­და. ხმაც კარ­გი აქვს. დედა პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, ამ­ჟა­მად "წი­თელ ჯვარ­ში" მუ­შა­ობს, პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წეა. მე და მამა 24 სა­ათს ერ­თად ვა­ტა­რებ­დით. სამ­სა­ხურ­ში დავ­ყავ­დი, პო­ლი­გო­ნებ­ზეც მირ­ბე­ნია სამ­ხედ­რო წვრთნებ­ზე. კა­რავ­ში მე­ძი­ნა, თვი­თონ მინ­დო­და იქ ყოფ­ნა, არა­ვის და­უ­ძა­ლე­ბია. მა­მას ჩემ­თვის არც ეცა­ლა, რი­გით ჯა­რის­კა­ცებ­ში ვიზ­რდე­ბო­დი.

- ჯარი მა­მას­თან გა­ი­ა­რე?

- არა, სხვა­გან გა­მაგ­დო (იღი­მის). იცო­და ვი­ყალ­თა­ბან­დებ­დი და იქ ამას მა­მას ხათ­რით მა­პა­ტი­ებ­დნენ. არ მიყ­ვარს დი­ლით ადრე ად­გო­მა, რე­ჟი­მი, ბრძა­ნე­ბე­ბი. ვა­ზი­ან­ში გა­მაგ­დო მა­მამ, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი მო­მი­წია იქ ყოფ­ნამ. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა ჯარი. იქ სწავ­ლობ, რო­გორ უნდა შე­ი­ნა­ხო და გა­ი­ტა­ნო გვერ­დით მდგო­მი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სწავ­ლობ, შენი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს. იქ სხვა­ნა­ი­რად გიყ­ვარს სამ­შობ­ლო, უფრო მძაფ­რად, უფრო ძლი­ე­რად. დრო­შის ტა­რე­ბა მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან. იმი­ტომ არა, რომ წინ მივ­დი­ო­დი და სხვე­ბი უკან მომ­ყვე­ბოდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლოს, ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა რომ მიმ­ქონ­და, ეს მხიბ­ლავ­და. იქ სხვა­ნა­ი­რი გან­ცდა, სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლია. იქ არა­ვინ იცო­და, ვისი შვი­ლი ვი­ყა­ვი. მა­მის სა­ხე­ლით არას­დროს მი­სარ­გებ­ლია. სი­ცხის, შიმ­ში­ლის, სი­ცი­ვის დაძ­ლე­ვას სწავ­ლობ ჯარ­ში. დაღ­ლაც აღარ არის უცხო.

- დათო, დე­დის­გან რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღე?

- დე­დამ ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მას­წავ­ლა. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს ქალი შენი პარტნი­ო­რია, მე­გო­ბა­რი თუ ნა­თე­სა­ვი, ზო­გა­დად ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა მას­წავ­ლა. სულ რომ უკა­ნას­კნე­ლი კახ­პა იყოს, შე­უ­რა­ცხყო­ფას არ მი­ვა­ყე­ნებ ქალს. დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ლა­ლის ჩემს მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. თა­ვი­დან ჩემს დას, თა­თი­ას ამე­ცა­დი­ნებ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. მე ია­ტაკ­ზე ვი­ჯე­ქი და ვუს­მენ­დი. ერთ დღე­საც მე წა­მიმ­ღე­რა ის მე­ლო­დია, რო­მელ­საც თა­თი­ას ას­წავ­ლი­და და მო­მაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. მას მერე ავმღერ­დი. დე­და­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. მისი გა­მო­ხედ­ვა საკ­მა­რი­სი იყო, მივმხვდა­რი­ყა­ვი, რა არ მო­ე­წო­ნა. სიმ­შვი­დით დე­დას ვგა­ვარ, მა­მის­გან კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა გა­მომ­ყვა. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნია, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა. ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით და თა­ვად გან­სა­ჯეთ. აფხა­ზე­თის ომში ტყვედ ჩა­უგ­დი­ათ რუსი ჯა­რის­კა­ცი. სა­წყა­ლი გა­ა­სა­ზი­ზღრეს თურ­მე, ისე სცე­მეს. მა­მა­ჩემს მის­თვის ხელი არ და­ურ­ტყამს, შორს გა­სუ­ლა და უტი­რია. მერე მიგ­დე­ბუ­ლი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ტყვე ხელ­ში აუყ­ვა­ნია და კა­რავ­ში და­უწ­ვე­ნია. წყა­ლი მი­უ­წო­დე­ბია, უჭ­მე­ვია. დღეს ის ადა­მი­ა­ნი მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რია. სხვა­თა შო­რის, ფან­დუ­რი ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი მა­მა­ჩემს ომში და მღე­როდ­ნენ, მა­მას საძ­მა­კა­ცო ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლია.

- შენ არ მღე­რო­დი ჯარ­ში?

- რო­გორ არა, ჯარ­ში ჩემი ან­სამ­ბლი მქონ­და (იცი­ნის). ფოლკ­ლორს ვმღე­რო­დით, "და­ვი­თი­ა­ნი" ერ­ქვა ან­სამ­ბლს. ჯარი დამ­თავ­რდა და და­ვი­შა­ლეთ კი­დეც.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დათო
0

არ ვიცი სხვა რა სიტყვები ვიხმარო, ძალიან, ძალიან მიყვარხარ დათო, ღმერთმა დიდხანს გახაროს და გაბედნიეროს, ძალიან განვიცდიდი ხანდახან რომ გისმენდი, მიკვირდა ამაზე კარგი ვინ ყავთმეთქი, სულის მალამო ხარ , ღმერთმა გაცოცხლოს და გახაროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

დათო კენჭიაშვილი - თურქეთში კონცერტის დღეს სიკვდილს შემთხვევით გადავურჩი

დათო კენჭიაშვილი - თურქეთში კონცერტის დღეს სიკვდილს შემთხვევით გადავურჩი

სვანეთის უბანში, ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მამისგან ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული და ქვეყნისთვის სამსახური ისწავლა. დედისგან - ქალის პატივისცემა და სიკეთის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის ბავშვობაში დაშორდნენ ერთმანეთს, დათო კენჭიაშვილს არც ერთის ნაკლებობა არ უგრძნია. სიმღერა ოჯახმა შეაყვარა. საზოგადოების სიყვარული დათომ რადიოსადგურების წყალობით მოიპოვა. დიდმა ნაწილმა ის თეონა ქუმსიაშვილთან დუეტით გაიცნო. შემდეგ იყო "რამდენი მალოდინე" და დუეტები დიანა ღურწკაიასთან. ახლახან დათო თურქეთიდან დაბრუნდა, სადაც კონცერტი გამართა იქ მცხოვრები ქართველებისთვის, მასთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- დათო, რამ წაგიყვანა თურქეთში, სადაც საპროტესტო ტალღაა მოდებული?

- ბევრად ადრე დაიგეგმა კონცერტი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის, ვიდრე საპროტესტო აქციები დაიწყებოდა. ვერაფერს შევცვლიდი, სტამბოლში მქონდა კონცერტი. რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს. კონცერტის დღეს მანქანით გადავადგილდებოდით. გვერდით აფეთქების ხმა გაისმა და ჩვენი მანქანის მინები ჩაიმსხვრა. ყურები დამიგუბდა, არაფერი მესმოდა. პოლიცია მოვიდა შემთხვევის ადგილას, ევაკუაცია მოახდინეს და მიგვიყვანეს დანიშნულების ადგილას. ეს ამბავი ჩემებმაც კი არ იციან, თქვენი ჟურნალიდან გაიგებენ და მგონი, დაიკეტება თურქეთის გზა ჩემთვის (იცინის). კონცერტმა კარგად ჩაიარა. უდიდესი სითბო ვიგრძენი მაყურებლისგან. სავსე იყო დარბაზი. იქაურ რეიტინგულ გადაცემაშიც მიმიწვიეს.

- კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა... ახლა ჩვენს რუბრიკას დავუბრუნდეთ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვისაუბროთ და იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც ოჯახიდან მიიღე...

- თბილისში, სვანეთის უბანში დავიბადე და გავიზარდე, მამაჩემი, თამაზ კენჭიაშვილი, სამხედრო მოსამსახურე გახლავთ, პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მრავალი ომი აქვს გამოვლილი. აგვისტოს ომი მეხუთე იყო მისთვის. სხვათა შორის, მღერის, ლექსებს წერს. ჩემი ერთ-ერთი სიმღერის "დარიალს მთაში" ლექსი სწორედ მამაჩემს ეკუთვნის. ადრე ანსამბლ "ფაზისში" მღეროდა. დედა, ლალი ასათიანი, საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი მშობლები ქარხანაში ერთად მუშაობდნენ. იქ იყო ანსამბლი, რომელშიც ორივე მღეროდა. სწორედ იქ გაუცნიათ ერთმანეთი. დედა მამაზე გაცილებით უკეთ მღერის. ფოლკლორიდან შორს არის, მაგრამ კარგად ესმის ესტრადა. ხმაც კარგი აქვს. დედა პროფესიით ეკონომისტია, ამჟამად "წითელ ჯვარში" მუშაობს, პრეზიდენტის თანაშემწეა. მე და მამა 24 საათს ერთად ვატარებდით. სამსახურში დავყავდი, პოლიგონებზეც მირბენია სამხედრო წვრთნებზე. კარავში მეძინა, თვითონ მინდოდა იქ ყოფნა, არავის დაუძალებია. მამას ჩემთვის არც ეცალა, რიგით ჯარისკაცებში ვიზრდებოდი.

- ჯარი მამასთან გაიარე?

- არა, სხვაგან გამაგდო (იღიმის). იცოდა ვიყალთაბანდებდი და იქ ამას მამას ხათრით მაპატიებდნენ. არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, რეჟიმი, ბრძანებები. ვაზიანში გამაგდო მამამ, წელიწად-ნახევარი მომიწია იქ ყოფნამ. ძალიან დიდი გამოცდილებაა ჯარი. იქ სწავლობ, როგორ უნდა შეინახო და გაიტანო გვერდით მდგომი, დამოუკიდებლობას სწავლობ, შენი ქვეყნის სიყვარულს. იქ სხვანაირად გიყვარს სამშობლო, უფრო მძაფრად, უფრო ძლიერად. დროშის ტარება მიყვარდა ძალიან. იმიტომ არა, რომ წინ მივდიოდი და სხვები უკან მომყვებოდნენ. საქართველოს, ჩემი ქვეყნის დროშა რომ მიმქონდა, ეს მხიბლავდა. იქ სხვანაირი განცდა, სხვანაირი სიყვარულია. იქ არავინ იცოდა, ვისი შვილი ვიყავი. მამის სახელით არასდროს მისარგებლია. სიცხის, შიმშილის, სიცივის დაძლევას სწავლობ ჯარში. დაღლაც აღარ არის უცხო.

- დათო, დედისგან რა გამოცდილება მიიღე?

- დედამ ქალის პატივისცემა, ქალის სიყვარული მასწავლა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ქალი შენი პარტნიორია, მეგობარი თუ ნათესავი, ზოგადად ქალის პატივისცემა მასწავლა. სულ რომ უკანასკნელი კახპა იყოს, შეურაცხყოფას არ მივაყენებ ქალს. დიდი წვლილი მიუძღვის ლალის ჩემს მუსიკალურ განათლებაში. თავიდან ჩემს დას, თათიას ამეცადინებდა ფორტეპიანოზე. მე იატაკზე ვიჯექი და ვუსმენდი. ერთ დღესაც მე წამიმღერა ის მელოდია, რომელსაც თათიას ასწავლიდა და მომაქცია ყურადღება. მას მერე ავმღერდი. დედასი ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან გაწონასწორებულია. მისი გამოხედვა საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რა არ მოეწონა. სიმშვიდით დედას ვგავარ, მამისგან კაცთმოყვარეობა გამომყვა. უკეთილშობილესი ადამიანია, თამამად შემიძლია ვთქვა. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. აფხაზეთის ომში ტყვედ ჩაუგდიათ რუსი ჯარისკაცი. საწყალი გაასაზიზღრეს თურმე, ისე სცემეს. მამაჩემს მისთვის ხელი არ დაურტყამს, შორს გასულა და უტირია. მერე მიგდებული, დასისხლიანებული ტყვე ხელში აუყვანია და კარავში დაუწვენია. წყალი მიუწოდებია, უჭმევია. დღეს ის ადამიანი მამაჩემის მეგობარია. სხვათა შორის, ფანდური ჰქონდა წაღებული მამაჩემს ომში და მღეროდნენ, მამას საძმაკაცო ყველა მომღერალია.

- შენ არ მღეროდი ჯარში?

- როგორ არა, ჯარში ჩემი ანსამბლი მქონდა (იცინის). ფოლკლორს ვმღეროდით, "დავითიანი" ერქვა ანსამბლს. ჯარი დამთავრდა და დავიშალეთ კიდეც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია