სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება"
"თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება"

თქვენ­მა მონა-მორ­ჩილ­მა სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად შსს-ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა იხი­ლა, ფირი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­უ­რა­ცხყო­ფენ ერთ ახალ­გაზ­რდას ადა­მი­ა­ნის­მაგ­ვა­რი სა­დის­ტე­ბი. ამ შო­კის შემ­დეგ ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი, ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცო­დით, სა­დის­ტე­ბი შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ი­დან გად­მოგ­ვყვნე­ნო. ამ დროს ყო­ველ­თვის მახ­სენ­დე­ბა მათი იმ­დრო­ინ­დე­ლი პო­ზი­ცია, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ზე­ნი­ტში იყ­ვნენ და თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში იწე­რე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში თუ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­მუქ­რე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც წესი, ამ სა­კი­თხზე მა­შინ­დე­ლი მმარ­თვე­ლე­ბი კო­მენ­ტარს არ აკე­თებ­დნენ, ან თუ რა­ი­მეს იტყოდ­ნენ, ყვე­ლა­ფერს ად­ვო­კა­ტებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს აბ­რა­ლებ­დნენ, ეგე­ნი თხზა­ვენ ამ სი­სუ­ლე­ლე­ებ­სო. ერთხელ არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ თავი, გა­ზე­თებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თუნ­დაც ერთი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მა­სა­ლა გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ.

თუმ­ცა სა­კი­თხის ასე დას­მა, ალ­ბათ, გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა. საქ­მე იქით მი­დის, რომ სწო­რედ იმ პირ­თა ხელ­დას­ხმით აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ამ სი­სა­ძაგ­ლის აღ­კვე­თა ევა­ლე­ბო­დათ. ეს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დაკ­ვე­თას უფრო ზე­მო­დან იღებ­დნენ. ვნა­ხოთ, და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, თუმ­ცა ერთი რამ ფაქ­ტია, - 2003-2012 წლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი სა­პარ­ლა­მენ­ტო-საპ­რე­ზი­დენ­ტო შტო­ე­ბი­ა­ნად სა­მარ­ცხვი­ნო ად­გი­ლი ის­ტო­რი­ა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი და ფსი­ქო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე ეს­წრე­ბო­და შსს-ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცი­ხის ვი­დე­ო­ფი­რი ნა­ნა­ხი მქონ­და, ასე­თი სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ხილ­ვას არ ვე­ლო­დი. ერ­თია, რო­დე­საც გეს­მის და მე­ო­რე, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხავ.

- ფი­რის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, დარ­ბაზ­ში­ვე და­ი­წყო და დღე­საც გრძელ­დე­ბა დის­კუ­სია იმის შე­სა­ხებ, უნდა გა­სა­ჯა­როვ­დეს თუ არა ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა და უნდა ნა­ხოს თუ არა ის მო­სახ­ლე­ო­ბამ.

- კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მომ­ხრე­ებს თა­ვი­ან­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ. მათი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მკა­ფიო დას­კვნას გა­მო­ი­ტანს, ისე, რო­გორც ეს მოხ­და ცი­ხის ვი­დე­ო­ფი­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ცი­ხის ვი­დე­ო­ფი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ხალ­ხს არა მხო­ლოდ დას­კვნას გა­მო­ა­ტა­ნი­ნებს, არა­მედ ქვე­ბი­თა და ჯო­ხე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულს ქუ­ჩა­შიც გა­მო­იყ­ვანს და და­უ­პი­რის­პი­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­რე ნა­წილს.

- "მე­ო­რე ნა­წილ­ში" ვის გუ­ლის­ხმობთ?

- იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც უფრო ლო­ი­ა­ლუ­რია ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. იმა­ზე კი უკვე ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი, რომ ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ხალ­ხის უპირ­ვე­ლე­სი სა­მიზ­ნე "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, ეს აღ­შფო­თე­ბა ახა­ლი უკა­ნო­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ასე­თი ტაქ­ტი­კა აირ­ჩი­ეს, უნდა და­ვად­გი­ნოთ, ეს ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვა იყო თუ სის­ტე­მუ­რი მოვ­ლე­ნაო. ამა­ზე კა­მა­თი კი­დევ შე­იძ­ლე­ბა?

- ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ზა­რელ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ადა­მი­ანს აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ და აწა­მე­ბენ იმ მიზ­ნით, რომ მან თავ­ზე აი­ღოს არარ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ეს სქე­მა ხომ ვი­ღა­ცამ მო­ი­ფიქ­რა? ეს "ვი­ღაც" რი­გი­თი პო­ლი­ცი­ე­ლი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა. სა­დის­ტებს სან­ქცია უფრო მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბი­დან აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. ეს აზრი კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­მა.

- ალ­ბათ, იმ გან­ცხა­დე­ბას გუ­ლის­ხმობთ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "სის­ტე­მას, დარ­ღვე­ვე­ბის ჩამ­დე­ნებს აქვთ სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი". პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და: "ორი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა კუდ-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვინ­მე ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი და კუდ-ის ფაქ­ტობ­რი­ვი უფ­რო­სი ლე­ვან ქარ­და­ვა, რომ­ლე­ბიც ჩვენს მთავ­რო­ბას გად­მოჰ­ყვნენ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბი­დან. დღეს ორი­ვე თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბას­თა­ნაც. ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი არის მარ­ჯვე­ნა ხელი მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი მრჩევ­ლი­სა და ბიზ­ნეს­ში მთა­ვა­რი ბა­ტონ-პატ­რო­ნის, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის. ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის. ლე­ვან ქარ­და­ვა არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში ჩვე­ნი ფრაქ­ცი­ის წევ­რებს ყო­ველ­დღი­უ­რად ელა­პა­რა­კე­ბა და აი­ძუ­ლებს, გა­ვი­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან"... მე ამ ორ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ­დი".

- დიახ, ამ გან­ცხა­დე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. გა­მო­დის, პრე­ზი­დენტს სცოდ­ნია, რომ ასე­თი სა­ზა­რე­ლი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბო­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს აღი­ა­რა. თუმ­ცა ვნა­ხოთ, რას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ არა­ფე­რი იცოდ­ნენ და ცოდ­ვის აკი­დე­ბას "შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი კად­რებ­ზე" ცდი­ლო­ბენ.

- თუ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს კვლა­ვაც ასე­თი თავ­ხე­დუ­რი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბათ, შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მარ­თლაც მო­ი­თხო­ვოს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას აჩ­ვე­ნონ სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა. მერე უკვე ხალ­ხის ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

- კერ­ძოდ?

- ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. თუ მო­სახ­ლე­ო­ბამ ეს სა­ზა­რე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა იხი­ლა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფი­ზი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ თავ­ხე­დო­ბა­საც ხომ აქვს სა­ზღვა­რი?

- და­ვა­კონ­კრე­ტებ, და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევთ იმ ვერ­სი­ას, რომ ასეთ სა­ზა­რელ ქმე­დე­ბებ­ზე სან­ქცი­ას უშუ­ა­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი გას­ცემ­დნენ?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ. ვი­მე­ო­რებ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა ეს ვერ­სია კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება"

"თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება"

თქვენმა მონა-მორჩილმა სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად შსს-ში გამართულ შეხვედრაზე საზარელი ვიდეომასალა იხილა, ფირი იმის შესახებ, თუ როგორ შეურაცხყოფენ ერთ ახალგაზრდას ადამიანისმაგვარი სადისტები. ამ შოკის შემდეგ ძალიან გამაღიზიანებელია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების კომენტარები, ჩვენ არაფერი ვიცოდით, სადისტები შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან გადმოგვყვნენო. ამ დროს ყოველთვის მახსენდება მათი იმდროინდელი პოზიცია, როდესაც "ნაციონალები" ზენიტში იყვნენ და თავისუფალ მედიასაშუალებებში იწერებოდა ციხეებში თუ პოლიციის განყოფილებებში გაუპატიურებისა და გაუპატიურებით დამუქრების შესახებ. როგორც წესი, ამ საკითხზე მაშინდელი მმართველები კომენტარს არ აკეთებდნენ, ან თუ რაიმეს იტყოდნენ, ყველაფერს ადვოკატებსა და ჟურნალისტებს აბრალებდნენ, ეგენი თხზავენ ამ სისულელეებსო. ერთხელ არ შეუწუხებიათ თავი, გაზეთებში გამოქვეყნებული თუნდაც ერთი შემაშფოთებელი მასალა გადაემოწმებინათ.

თუმცა საკითხის ასე დასმა, ალბათ, გულუბრყვილობაა. საქმე იქით მიდის, რომ სწორედ იმ პირთა ხელდასხმით აუპატიურებდნენ ადამიანებს, რომელთაც ამ სისაძაგლის აღკვეთა ევალებოდათ. ეს მაღალჩინოსნები კი, სავარაუდოდ, დაკვეთას უფრო ზემოდან იღებდნენ. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა ერთი რამ ფაქტია, - 2003-2012 წლების ხელისუფლებას თავისი საპარლამენტო-საპრეზიდენტო შტოებიანად სამარცხვინო ადგილი ისტორიაში გარანტირებული აქვს. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა შსს-ში გამართულ შეხვედრას.

- მიუხედავად იმისა, რომ ციხის ვიდეოფირი ნანახი მქონდა, ასეთი საზარელი ვიდეომასალის ხილვას არ ველოდი. ერთია, როდესაც გესმის და მეორე, როდესაც საკუთარი თვალით ნახავ.

- ფირის ჩვენების შემდეგ, დარბაზშივე დაიწყო და დღესაც გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, უნდა გასაჯაროვდეს თუ არა ეს ვიდეომასალა და უნდა ნახოს თუ არა ის მოსახლეობამ.

- კადრების გასაჯაროების მომხრეებს თავიანთი არგუმენტები აქვთ. მათი აზრით, საზოგადოება უფრო მკაფიო დასკვნას გამოიტანს, ისე, როგორც ეს მოხდა ციხის ვიდეოფირის გავრცელების შემდეგ. თუმცა, ჩემი აზრით, ციხის ვიდეოფირისგან განსხვავებით, სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილი საზარელი ვიდეომასალა ხალხს არა მხოლოდ დასკვნას გამოატანინებს, არამედ ქვებითა და ჯოხებით შეიარაღებულს ქუჩაშიც გამოიყვანს და დაუპირისპირებს მოსახლეობის მეორე ნაწილს.

- "მეორე ნაწილში" ვის გულისხმობთ?

- იმ ნაწილს, რომელიც უფრო ლოიალურია ყოფილი ხელისუფლების მიმართ. იმაზე კი უკვე ზედმეტია ლაპარაკი, რომ ქუჩაში გამოსული ხალხის უპირველესი სამიზნე "ნაცმოძრაობა" იქნება. შესაძლოა, ეს აღშფოთება ახალი უკანონობის საფუძველი გახდეს.

- "ნაციონალებმა" საზარელი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ ასეთი ტაქტიკა აირჩიეს, უნდა დავადგინოთ, ეს ცალკეული შემთხვევა იყო თუ სისტემური მოვლენაო. ამაზე კამათი კიდევ შეიძლება?

- ნამდვილად არ შეიძლება. საზარელ ვიდეომასალაში ადამიანს აუპატიურებენ და აწამებენ იმ მიზნით, რომ მან თავზე აიღოს არარსებული დანაშაული. ეს სქემა ხომ ვიღაცამ მოიფიქრა? ეს "ვიღაც" რიგითი პოლიციელი ნამდვილად არ იქნება. სადისტებს სანქცია უფრო მაღალი ეშელონებიდან აქვთ მიღებული. ეს აზრი კიდევ უფრო გაამყარა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა.

- ალბათ, იმ განცხადებას გულისხმობთ, რომლის თანახმადაც, "სისტემას, დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები". პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: "ორი მთავარი ფიგურაა კუდ-ის წარმომადგენელი ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი ლევან ქარდავა, რომლებიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვნენ შევარდნაძის მთავრობიდან. დღეს ორივე თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთანაც. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლისა და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, გავიდეს "ნაციონალური მოძრაობიდან"... მე ამ ორ ადამიანს არ ვიცნობდი".

- დიახ, ამ განცხადებას ვგულისხმობ. გამოდის, პრეზიდენტს სცოდნია, რომ ასეთი საზარელი რაღაცები ხდებოდა. სააკაშვილმა გუშინ, ფაქტობრივად, ეს აღიარა. თუმცა ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება.

- სააკაშვილი და მერაბიშვილი ამტკიცებენ, რომ არაფერი იცოდნენ და ცოდვის აკიდებას "შევარდნაძის დროინდელი კადრებზე" ცდილობენ.

- თუ სააკაშვილსა და მერაბიშვილს კვლავაც ასეთი თავხედური პოზიცია ექნებათ, შესაძლოა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მართლაც მოითხოვოს, რომ მოსახლეობას აჩვენონ საზარელი ვიდეომასალა. მერე უკვე ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი.

- კერძოდ?

- ლინჩის წესით გასამართლებას ვგულისხმობ. თუ მოსახლეობამ ეს საზარელი ვიდეომასალა იხილა, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი?

- დავაკონკრეტებ, დასაშვებად მიიჩნევთ იმ ვერსიას, რომ ასეთ საზარელ ქმედებებზე სანქციას უშუალოდ სააკაშვილი და მერაბიშვილი გასცემდნენ?

- არ გამოვრიცხავ. ვიმეორებ, სააკაშვილის ზემოხსენებულმა განცხადებებმა ეს ვერსია კიდევ უფრო გაამყარა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა