მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

მერაბ კოკოჩაშვილი: "ყველა ჩემი ფილმი ადამიანის დათრგუნვის საწინაღმდეგოდაა"

მერაბ კოკოჩაშვილი: "ყველა ჩემი ფილმი ადამიანის დათრგუნვის საწინაღმდეგოდაა"

ალექსანდრე ჭავჭავაძის ერთ-ერთ შთამომავალს, მერაბ კოკოჩაშვილს, მხოლოდ რამდენიმე ლექსი აქვს დაწერილი, რომელიც კინოკრიტიკოსებს მიუძღვნა. ბავშვობაში "გიორგი სააკაძეში" პაატას როლი შეასრულა და როგორც ჩანს, მაშინ მოიწამლა კინოთი. "ვგიკიდან" დაბრუნებულს მიხეილ ჭიაურელი სკეპტიკურად და ირონიულად შეხვდა, უთხრა, ხომ ხედავ, რაც გადასაღები იყო, თითქმის ყველაფერი უკვე გადაღებულია, თქვენმა თაობამ ახალი რაღა უნდა გადაიღოთო. მიხეილ ჭიაურელი ასე სულ ტყუილად ფიქრობდა. მერაბ კოკოჩაშვილმა და მისმა მეგობრებმა ქართულ კინოში ახალი სიტყვა ნამდვილად თქვეს.

რატომ ეშინოდა ბავშვობაში შაჰ აბასის

-  ფოტოზე არიან დედა, დეიდა და ბიძაჩემი. ბიძა 23 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეთქმულებაში მონაწილეობდა. ეს შეთქმულება ვერ შედგა და საქართველოდან წასვლა მოუხდა. თავდაპირველად საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბელგიაში გადავიდა, სადაც დაოჯახდა. დიდხანს იცოცხლა. 94 წლის გარდაიცვალა. ძალიან კარგი ხელოვნებათმცოდნე იყო. მისგან ბევრი საინტერესო რამ მომისმენია. თავიდან ბიძასთან კონტაქტი არ ჰქონდათ. მის პატივსაცემად დამარქვეს მერაბი.

-  როგორც ვიცი, ლატარია მოაწყვეს ოჯახში, რა სახელს დაგარქმევდნენ.

-  მამაჩემმა ფურცლებზე სახელები ჩამოწერა და ქუდში ჩაყარა. მერე გავიგე, რომ ყველა ფურცელზე მერაბი ეწერა. მამა ასე იმიტომ მოიქცა, რომ ბებია გაეხარებინა. ბუნებრივია, ბებიამ გაიხარა. ერთი წლის ვიყავი, როდესაც ბებია გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში მამა გადაასახლეს და უმამოდ დავრჩი.

დედა, მარინე ჯორჯაძე, და მამა, არჩილ კოკოჩაშვილი, მუსიკოსები იყვნენ. დედა პიანისტი იყო, მამა - მევიოლინე. მამის ფოტოები ბევრი არ მაქვს. მომდევნო ფოტოზე მამა მელიტონ ბალანჩივაძესთან ერთადაა. ფოტო 1929 წელ ქუთაისშია გადაღებული. მამა არავითარ პოლიტიკურ მოძრაობაში არ იღებდა მონაწილეობას. მუსიკოსი იყო და როგორც ჩანს, რეპრესირებულთა სიაში იმიტომ მოხვდა, რომ ევგენი მიქელაძესთან მეგობრობდა, მის ორკესტრში უკრავდა, მეგობრობდა სანდრო ახმეტელთან. რუსთაველის თეატრის ორკესტრის მუსიკოსიც იყო. დედაც და მამაც რუსთაველის თეატრის ორკესტრში მუშაობდნენ. როდესაც რუსთაველის თეატრიდან გარკვეული ჯგუფი მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წავიდა, დედა და მამა ქუთაისის თეატრთანაც ურთიერთობდნენ. მეგობრობდნენ ცნობილ მსახიობ უშანგი ჩხეიძესთან, მერი დავითაშვილსა და სხვა ბევრ კარგ მსახიობთან. უშანგი ჩხეიძესთან მეგობრობა იმით დასრულდა, რომ უშანგი ჩვენს სახლში ცხოვრობდა. დედამ და მამამ ერთი ოთახი მას დაუთმეს. თავად უშანგის ოთახი არ ჰქონდა. როგორც თვითონ უშანგი მეუბნებოდა, დამოუკიდებლად პირველად მისი დამსახურებით გავიარე. უშანგი თურმე იწვა და ბალს ჭამდა. მე ოთახებში იატაკზე ვფორთხავდი. უშანგიმ ბლის კუნწულას ძაფი გამოაბა და ჩვენს ოთახში გადმოაგდო. როგორც ჩანს, ჩემთან თამაში უნდოდა. ფორთხვით გავყევი თურმე იმ კუნწულას და ბოლოს თურმე ფეხზე დავმდგარვარ.

-  როგორც ვიცი, მამათქვენი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა და წლების მერე გაიგეთ, რომ რეპრესირებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა.

-  ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა გარდა იმისა, რომ გადასახლებაში იყო. 50-იანი წლების შუა პერიოდში მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ ციმბირში მიჰყავდათ და მატარებელში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ღმერთმა უწყის, მართლა ფილტვების ანთებით იყო გარდაცვლილი თუ - არა. სადაა დაკრძალული, ისიც არ ვიცით. როგორც ჩანს, მატარებლიდან გადმოასვენეს და სადღაც გზაში რკინიგზასთანაა დამარხული.

-  დედის ცხოვრება როგორ წარიმართა?

-  დედა ბევრ ადგილას მუშაობდა. ომის წლებში ან ბევრგან უნდა გემუშავა, ან რაც ოჯახში გქონდა, ყველაფერი უნდა გაგეყიდა. ყიდდა კიდეც, მაშინ შეიძლებოდა, ერთი ნივთი შავ ბუხანკა პურში გაგეცვალა.

-  დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რამდენი წლის იქნებით?

-  დაახლოებით ხუთი წლის. სურათი თბილისში, ერთ-ერთ ატელიეშია გადაღებული.

-  სწორედ ამ პერიოდში გადაგიღეს "გიორგი სააკაძეში". ვიცი, რომ შეგეშინდათ, როცა გაიგეთ, რომ პაატასთვის თავი უნდა მოეჭრათ.

-  მაშინ ექვსი წლის ვიყავი და რა გასაკვირია, რომ შემშინებოდა, როცა გავიგებდი, რომ შაჰ აბასს თავი უნდა მოეჭრა ჩემთვის. მერე მიხეილ ჭიაურელმა მითხრა, პაატას რომ თავი მოჰკვეთეს, ის უკვე დიდი ბიჭი იყოო. მის როლს გაიოზ შარაშენიძე ითამაშებსო. ძალიან გამიხარდა, რომ გაიოზს მოსჭრიდნენ თავს და არა მე. გაიოზი იმ პერიოდში თექვსმეტი წლის იყო. რვა წლის ვიყავი, ფილმი რომ ვნახე. ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ფილმში ბრძოლები ახდენდა.

-  მას, სავარაუდოდ, არ შეეშინდებოდა თავის მოჭრის სცენის.

-  არა, რასაკვირველია. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. შესანიშნავი ფსიქიატრი გახდა. დღეს ცოცხალი აღარაა. ფილმში მონაწილეთაგან ცოცხლები მხოლოდ მე და გუგული მგელაძე ვართ. მე პაატას ვთამაშობდი და გუგული - ავთანდილს, ჩემს უფროს ძმას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია