მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი - დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ"
თამარ ჩერგოლეიშვილი - დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ"

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი გუ­შინ შსს-ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ეს წი­ნის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ჩა­ნერ­გი­ლებ­ზე" ლა­პა­რა­კობს. კარ­გი რა.

1. არ მო­მე­წო­ნა რო­დე­საც მომ­ხდა­რი "შე­მო­პა­რუ­ლებს" და­აბ­რა­ლა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ცე­ვა ხოლ­მე ესე. ქარ­და­ვას და ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე მეც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ არ მი­მაჩ­ნია, რომ ის, რაც ხდე­ბო­და ამ (ან მხო­ლოდ ამ) ორი ადა­მი­ა­ნის ბრა­ლია. სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რულ­დე­ბა თი­თე­ბის გაშ­ვე­რა არას­წო­რი მგო­ნია. ინ­ფან­ტი­ლუ­რი იყო ეს მისი მხრი­დან. სჯობს ეთ­ქვა, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს დამ­ნა­შა­ვე, გა­მო­ძი­ე­ბა უნდა იყოს ობი­ექ­ტუ­რი - ამი­ტომ მრა­ვალ­მხრი­ვი და მანდ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო.

2. ვა­შა­ძის და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გებს რაც შე­ე­ხე­ბა. რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით რომ ვა­ფა­სებ­დე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, ივა­ნიშ­ვილ­ზე ხმა ვერ უნდა დავ­ძრა - ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ამ­ჟა­მად ის არის. გან­ცხა­დე­ბე­ბი მისი ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბა.

ერთი ლო­გი­კურ/რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვა რაც მიჩ­ნდე­ბა არის ის, რომ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი სის­ტე­მუ­რი იყო, თუ ყვე­ლა­ფე­რი ვა­ნომ იცო­და, მი­შამ იცო­და და ყვე­ლამ იცო­და, არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბი­დან 3 კვი­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. რა­ტომ არ გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ?

არ მის­მე­ნია ბო­კუ­ჩა­ვას­თვის, მაგ­რამ თუ აქ­ცენტს იმა­ზე აკე­თებ­და, რომ შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, უფ­ლე­ბა არ აქვთ დღეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ასა­მარ­თლონ - სწო­რი point-ია. ის სა­ში­ნე­ლე­ბა რაც ვი­ხი­ლეთ, არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც იმ დროს ხდე­ბო­და, რო­დე­საც ახ­ლან­დე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, 2000-2003 წლებ­ში უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო.

ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ამ სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გა­მო­ძი­ე­ბა ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ფარ­გლებს უნდა გას­ცდეს. ძა­ლი­ან დი­დია სი­ძულ­ვი­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლი. ვერც მა­ლა­ვენ - აი ზე­მოთ ნახე, დგას და ყო­ფი­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი (აი ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტე­ბის უფ­ლე­ბებს ვინც იცავ­და - რა ვქნა, ევ­რო­პე­ლი­ვით ლეზ­ბი­ან­კა ვერ გავ­ხდე­ბიო) რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეა.

ის უც­ნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც წა­მე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ძალა, წა­მე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის კო­მი­სი­ის შექ­მნას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი კი მწა­მებ­ლებს ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ ან და­ნა­შა­ულს უმ­სუ­ბუ­ქე­ბენ და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის ნაც­ვლად, წა­მე­ბის კად­რე­ბის და­ხუ­რულ ჩვე­ნე­ბებს აწყო­ბენ.

რო­გორც მო­ნა­თხრო­ბი­დან ვხვდე­ბი, ამ და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ის იყო, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" აფი­ლი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "შე­ერ­ცხვი­ნათ" შალ­ვა რა­მიშ­ვილს, ირმა ინაშ­ვილს, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს, კორ­კო­ტას და სხვა შავ­რაზ­მე­ლებს თუ ოპორ­ტუ­ნის­ტებს.

სხვა მი­ზან­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია - ცხა­დია, რომ იქ დამ­სწრე­თა­გან ვერ­ცერ­თი ვერც კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას და­ად­გენ­და, ვერც დამ­ნა­შა­ვე­ებს ამო­იც­ნობ­და და ვერც დას­ჯი­და. კორ­კო­ტას და კა­კა­ბა­ძის იქ მიწ­ვე­ვას, დე­ბო­შის მო­წყო­ბის გარ­და რა მი­ზა­ნი უნდა ჰქო­ნო­და? მი­შას სიყ­ვა­რუ­ლით იწ­ვოდ­ნენ და თვა­ლე­ბი აუ­ხი­ლეს?

რე­ა­ლუ­რად კი მი­ი­ღეს ის, რომ გა­ა­ღი­ზი­ა­ნეს ყვე­ლა, ვინც სა­ღად აზ­როვ­ნებს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამ ფაქ­ტე­ბის სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯით, მსხვერ­პლთა რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბით და ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბით მი­ვი­და", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­მეგ­რე­ლო­ში მდე­ბა­რე სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი გუ­შინ მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აც­ნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლო­ში სა­მა­ლა­ვებ­ში ფეთ­ქე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან ერ­თად წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი არ­ქი­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

თამარ ჩერგოლეიშვილი - დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ"

თამარ ჩერგოლეიშვილი - დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ შსს-ში გამართულ შეხვედრასა და მოგვიანებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ეს წინის წინა ხელისუფლების "ჩანერგილებზე" ლაპარაკობს. კარგი რა.

1. არ მომეწონა როდესაც მომხდარი "შემოპარულებს" დააბრალა. ბიძინა ივანიშვილი იქცევა ხოლმე ესე. ქარდავას და ჩხატარაშვილის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე მეც მაქვს ინფორმაცია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის, რაც ხდებოდა ამ (ან მხოლოდ ამ) ორი ადამიანის ბრალია. სანამ გამოძიება არ დასრულდება თითების გაშვერა არასწორი მგონია. ინფანტილური იყო ეს მისი მხრიდან. სჯობს ეთქვა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს დამნაშავე, გამოძიება უნდა იყოს ობიექტური - ამიტომ მრავალმხრივი და მანდ გაჩერებულიყო.

2. ვაშაძის და სააკაშვილის რეიტინგებს რაც შეეხება. რეიტინგების მიხედვით რომ ვაფასებდე პოლიტიკოსების განცხადებებს, ივანიშვილზე ხმა ვერ უნდა დავძრა - ყველაზე რეიტინგული ამჟამად ის არის. განცხადებები მისი შინაარსის მიხედვით ფასდება.

ერთი ლოგიკურ/რიტორიკული კითხვა რაც მიჩნდება არის ის, რომ თუ ეს ყველაფერი სისტემური იყო, თუ ყველაფერი ვანომ იცოდა, მიშამ იცოდა და ყველამ იცოდა, არჩევნების წაგებიდან 3 კვირა ხელისუფლებაში იყვნენ. რატომ არ გაანადგურებდნენ?

არ მისმენია ბოკუჩავასთვის, მაგრამ თუ აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ შევარდნაძის დროინდელი სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, უფლება არ აქვთ დღეს ნაციონალური მოძრაობის სამართალდამცავები ასამართლონ - სწორი point-ია. ის საშინელება რაც ვიხილეთ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იმ დროს ხდებოდა, როდესაც ახლანდელი მთავარი პროკურორის მოადგილე, 2000-2003 წლებში უშიშროების სამინისტროს მინისტრის მოადგილე იყო.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ საშინელი დანაშაულების გამოძიების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, გამოძიება ერთი პოლიტიკური პარტიის ფარგლებს უნდა გასცდეს. ძალიან დიდია სიძულვილი და პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილი. ვერც მალავენ - აი ზემოთ ნახე, დგას და ყოფილი უფლებადამცველი (აი ფუნდამენტალისტების უფლებებს ვინც იცავდა - რა ვქნა, ევროპელივით ლეზბიანკა ვერ გავხდებიო) რეჟიმის გასამართლებას ითხოვს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა.

ის უცნაური სიტუაცია, როდესაც წამებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი ძალა, წამების სამართლებრივი გამოძიებისთვის კომისიის შექმნას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, მათი პოლიტიკური ოპონენტები კი მწამებლებს ათავისუფლებენ ან დანაშაულს უმსუბუქებენ და გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, წამების კადრების დახურულ ჩვენებებს აწყობენ.

როგორც მონათხრობიდან ვხვდები, ამ დახურული ჩვენების ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ჟურნალისტები "შეერცხვინათ" შალვა რამიშვილს, ირმა ინაშვილს, ირაკლი კაკაბაძეს, კორკოტას და სხვა შავრაზმელებს თუ ოპორტუნისტებს.

სხვა მიზანზე საუბარი ზედმეტია - ცხადია, რომ იქ დამსწრეთაგან ვერცერთი ვერც კადრების ავთენტურობას დაადგენდა, ვერც დამნაშავეებს ამოიცნობდა და ვერც დასჯიდა. კორკოტას და კაკაბაძის იქ მიწვევას, დებოშის მოწყობის გარდა რა მიზანი უნდა ჰქონოდა? მიშას სიყვარულით იწვოდნენ და თვალები აუხილეს?

რეალურად კი მიიღეს ის, რომ გააღიზიანეს ყველა, ვინც საღად აზროვნებს, დაინტერესებულია ამ ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით, დამნაშავეების დასჯით, მსხვერპლთა რეაბილიტირებით და ამ საკითხებთან დაკავშირებული კითხვებით მივიდა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავებში ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს