სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი ტრამპის სიძის ნათესავების, კუშნერების წრეში ცდილობდა გარკვევას, რა უნდა სინამდვილეში ტრამპს მისგან..." - რა შემოუთვალა ტრამპმა თბილისს: რას ამბობს ექსპერტი?
"ივანიშვილი ტრამპის სიძის ნათესავების, კუშნერების წრეში ცდილობდა გარკვევას, რა უნდა სინამდვილეში ტრამპს მისგან..." - რა შემოუთვალა ტრამპმა თბილისს: რას ამბობს ექსპერტი?

რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ტრამ­პი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­საც და­ი­წყებს. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ამე­რი­კის ელ­ჩი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რა. რა გზავ­ნი­ლე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნა და­ნი­გან­მა ვა­შინგტო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამა­ზე კუ­ლუ­ა­რუ­ლად ათა­სი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა. ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი მი­რი­ან მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- ხუთ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ეს არ ნიშ­ნავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას.

ვიდ­რე ტრამ­პი შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მოს­ცემს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ძალა ისევ არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნე­ვა. ეს ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კურ იზო­ლა­ცი­ას და ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას ერ­თმა­ნეთ­ში არ აე­რე­ვათ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი იზო­ლა­ცია. პო­ლი­ტი­კუ­რი იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გრძელ­დე­ბა - ეს აქ­სი­ო­მაა!

რაც შე­ე­ხე­ბა ტრამ­პის შე­მო­ნათ­ვალს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტრამ­პის სი­ძის ნა­თე­სა­ვე­ბის, კუშ­ნე­რე­ბის წრე­ში ცდი­ლობ­და გარ­კვე­ვას, რა უნდა სი­ნამ­დვი­ლე­ში ტრამპს მის­გან და რა უნდა გა­ა­კე­თოს ურ­თი­ერ­თო­ბის და­სათ­ბო­ბად. კუშ­ნე­რე­ბის წრის ნაც­ვლად ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­და ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან რუ­ბი­ოს­გან - თავი და­ა­ნე­ბეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის კუ­ლუ­ა­რუ­ლად მო­პო­ვე­ბას, ახლა მე ვარ თქვე­ნი კუ­რა­ტო­რიო.თქვენ იცით, რომ რუ­ბი­ო­სა და სე­ნა­ტო­რი ლინდსი გრე­მის დაჯ­გუ­ფე­ბა ყვე­ლა­ზე ან­ტი­რუ­სუ­ლია ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში. ასე­ვე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ზე პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გან­ხილ­ვე­ბია სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს სე­ნა­ტო­რი ჯიმ რიში. იქ მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძა­ლი­ან მალე გა­და­წყდე­ბა, მი­ი­ღე­ბენ თუ არა ამე­რი­კე­ლე­ბი იმ დო­კუ­მენტს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რუ­ლი აქტი ჰქვია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­ტი­მე­გობ­რუ­ლი აქ­ტია. ე.ი. ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რუ­სე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის გა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ. ეს არ არის რუ­სეთ­თან ომი, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა ან რა­ი­მე მსგავ­სი. ეს იქ­ნე­ბა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბა და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კის ჩა­მოშ­ლა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა იყო ამე­რი­კის ელ­ჩის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ტო­ნის ამოგ­დე­ბა მე­დი­ი­დან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კი­დან. ახლა მთე­ლი ინ­ტრი­გა იმა­შია, რჩე­ბა თუ არა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რუ­სუ­ლი კურ­სის გა­ტა­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც. ამა­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე მგო­ნია, ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი რუ­სებ­თან ფლირტს არ მო­იშ­ლის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ემუქ­რე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის არა­ღი­ა­რე­ბა, ასე­ვე ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კონფრონ­ტა­ცია.

- ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კონ­ფლიქ­ტი რით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს?

- და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კონფრონ­ტა­ცია იყო. ბა­ი­დე­ნი კო­რექ­ტუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით და გან­ცხა­დე­ბე­ბით იფარ­გლე­ბო­და, ტრამ­პი მო­მენ­ტა­ლურ შე­ტე­ვა­ზე გავა, ბან­კებ­ზე იე­რი­ში კი უმოკ­ლეს დრო­ში ჩა­მო­ან­გრევს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას. თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის გა­ტა­რე­ბა და რუ­სე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ სურს, ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან კონ­ფლიქ­ტი გარ­და­უ­ვა­ლია. ეს კონ­ფლიქ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის დიდი საფრ­თხე გახ­დე­ბა, მას ვე­ღა­რა­ვინ, მათ შო­რის ვერც რუ­სე­თი ვე­ღარ უშ­ვე­ლის. უფრო მე­ტიც, პუ­ტი­ნი სა­ერ­თოდ არ გა­მოჩ­ნდე­ბა! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ივანიშვილი ტრამპის სიძის ნათესავების, კუშნერების წრეში ცდილობდა გარკვევას, რა უნდა სინამდვილეში ტრამპს მისგან..." - რა შემოუთვალა ტრამპმა თბილისს: რას ამბობს ექსპერტი?

"ივანიშვილი ტრამპის სიძის ნათესავების, კუშნერების წრეში ცდილობდა გარკვევას, რა უნდა სინამდვილეში ტრამპს მისგან..." - რა შემოუთვალა ტრამპმა თბილისს: რას ამბობს ექსპერტი?

რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხების მოგვარების პარალელურად, ტრამპი საქართველოს საკითხის მოგვარებასაც დაიწყებს. ამაზე მეტყველებს ამერიკის ელჩისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. რა გზავნილები ჩამოიტანა დანიგანმა ვაშინგტონიდან საქართველოში, ამაზე კულუარულად ათასი ტყუილ-მართალი ვრცელდება. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მირიან მირიანაშვილი საუბრობს:

- ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არ ნიშნავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

ვიდრე ტრამპი შესაბამის განკარგულებას ოფიციალურად არ გამოსცემს, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალა ისევ არალეგიტიმურად მიიჩნევა. ეს ნიშნავს პოლიტიკურ იზოლაციას და ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთმანეთში არ აერევათ დიპლომატიური და პოლიტიკური იზოლაცია. პოლიტიკური იზოლაციის პერიოდში დიპლომატიური ურთიერთობა გრძელდება - ეს აქსიომაა!

რაც შეეხება ტრამპის შემონათვალს, ბიძინა ივანიშვილი ტრამპის სიძის ნათესავების, კუშნერების წრეში ცდილობდა გარკვევას, რა უნდა სინამდვილეში ტრამპს მისგან და რა უნდა გააკეთოს ურთიერთობის დასათბობად. კუშნერების წრის ნაცვლად ინფორმაცია მოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივან რუბიოსგან - თავი დაანებეთ ინფორმაციის კულუარულად მოპოვებას, ახლა მე ვარ თქვენი კურატორიო.თქვენ იცით, რომ რუბიოსა და სენატორი ლინდსი გრემის დაჯგუფება ყველაზე ანტირუსულია ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს საკითხებზე პერმანენტული განხილვებია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომელსაც ხელმძღვანელობს სენატორი ჯიმ რიში. იქ მიმდინარე დისკუსიებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მალე გადაწყდება, მიიღებენ თუ არა ამერიკელები იმ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს მეგობრული აქტი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში "ქართული ოცნების" ანტიმეგობრული აქტია. ე.ი. ამერიკელები საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარებას ითხოვენ. ეს არ არის რუსეთთან ომი, მეორე ფრონტის გახსნა ან რაიმე მსგავსი. ეს იქნება ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობის განახლება და ანტიდასავლური რიტორიკის ჩამოშლა. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა იყო ამერიკის ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი ტონის ამოგდება მედიიდან და ხელისუფლების რიტორიკიდან. ახლა მთელი ინტრიგა იმაშია, რჩება თუ არა "ქართულ ოცნებას" რუსული კურსის გატარების მინიმალური შესაძლებლობა მაინც. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მე მგონია, ივანიშვილის გუნდი რუსებთან ფლირტს არ მოიშლის. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ ძალას ემუქრება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარება, ასევე ტრამპის ადმინისტრაციასთან კონფრონტაცია.

- ტრამპის ადმინისტრაციასთან კონფლიქტი რით შეიძლება დასრულდეს?

- დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იქნება ისეთი, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაციასთან კონფრონტაცია იყო. ბაიდენი კორექტული შენიშვნებით და განცხადებებით იფარგლებოდა, ტრამპი მომენტალურ შეტევაზე გავა, ბანკებზე იერიში კი უმოკლეს დროში ჩამოანგრევს საქართველოს ეკონომიკას. თუ საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარება და რუსეთისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება არ სურს, ამერიკის ადმინისტრაციასთან კონფლიქტი გარდაუვალია. ეს კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი საფრთხე გახდება, მას ვეღარავინ, მათ შორის ვერც რუსეთი ვეღარ უშველის. უფრო მეტიც, პუტინი საერთოდ არ გამოჩნდება! წაიკითხეთ სრულად