მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის
როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის

მშობ­ლე­ბი, ვისი შვი­ლიც პირ­ვე­ლად მი­დის სკო­ლა­ში, ფიქ­რო­ბენ, რო­გორ შე­აჩ­ვი­ონ ისი­ნი სკო­ლის რე­ჟიმს. რო­გორ შე­ე­გუ­ე­ბა ბავ­შვი პე­და­გო­გებს და თა­ნაკ­ლა­სე­ლებს. რა მო­ე­თხო­ვე­ბა მას თა­ვის ასაკ­ში, რისი ცოდ­ნაა სა­ჭი­რო, ან რო­გორ მო­ვამ­ზა­დოთ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, თქვენს კი­თხვებს ფსი­ქო­ლო­გი, ნინო სხირტლა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

ლალი:

ბავ­შვს არ უვ­ლია სა­ბავ­შვო ბაღ­ში, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნდა შე­ფას­დეს ბავ­შვი ან რა ტეს­ტით შე­იძ­ლე­ბა შე­მოწ­მდეს მისი მზა­ო­ბა სკო­ლის­თვის?

-ბავ­შვის სკო­ლი­სათ­ვის მზა­ო­ბას რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტი აქვს. ერთი მხა­რე ეს არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი: მა­გა­ლი­თად რამ­დე­ნად შე­უძ­ლია დაძ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო სა­გა­ნი შე­მეც­ნე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით. მე­ო­რე მხა­რეა ნე­ბე­ლო­ბი­თი მხა­რე, ანუ რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ბავ­შვს შე­ე­გუ­ოს გაკ­ვე­თი­ლის რე­ჟიმს. ეს გუ­ლის­ხმობს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ ად­გილ­ზე ჯდო­მას ანუ გარ­კვე­ულ სის­ტე­მას, ჩარ­ჩოს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ახალ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს არის სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­რე­მო, სა­დაც მეტი მო­თხოვ­ნე­ბია, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ბავ­შვე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ არი­ან. ის რომ ბაღ­ში და­დის პა­ტა­რა ასაკ­ში, ეს თა­ვის­თა­ვად გარ­კვე­ულ უნარ-ჩვე­ვებს მას­ში ან­ვით­რებს და მზა­ო­ბას ქმნის. თვი­თონ მშო­ბელს შე­უძ­ლია და­აკ­ვირ­დეს აი ამ სამი პერ­სპექ­ტი­ვი­დან ბავ­შვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სპე­ცი­ფი­კუ­რი შემ­თხვე­ვა არ არის თვი­თონ მი­ი­ღოს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

თი­ნი­კო:

ჩემ­მა შვილ­მა ან­ბა­ნის ყვე­ლა ასობ­გე­რა იცის, მაგ­რამ ვრა­ნა­ი­რად ვრ ვას­წავ­ლე გა­დაბ­მუ­ლად კი­თხვა, 6 წლის არის უკვე და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ.

-თავ­და­პირ­ვე­ლად ბავ­შვე­ბი ხში­რად იწყე­ბენ კი­თხვას ნა­წილ-ნა­წილ, შემ­დეგ ხდე­ბა მარ­ცვლე­ბად გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, შემ­დეგ სი­ტყვე­ბად გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ინც და­სა­კონ­კრე­ტე­ბე­ლია, რა სირ­თუ­ლის პრობ­ლე­მაა, რამ­დე­ნი ხა­ნია რაც სწავ­ლა და­ი­წყო. თუ გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლეს ხე­დავთ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად სწავ­ლის პრო­ცეს­ში ბავ­შვის­თვის ხე­ლის შემ­შლე­ლია, მა­შინ ჯო­ბია სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თოთ. ასე­თი ზო­გა­დი რჩე­ვა, არ იქ­ნე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. თუმ­ცა თვი­თონ ფაქ­ტი: ჯერ ასო­ე­ბით და­წყე­ბა და შემ­დეგ გამ­თლი­ა­ნე­ბა, ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც მი­დის ხოლ­მე კი­თხვის პრო­ცე­სის და­უფ­ლე­ბა.

მა­ი­კო:

რა შემ­თხვე­ვა­ში მივ­ცეთ ბავ­შვს თა­ვი­სუფ­ლე­ბა სწავ­ლა­ში, რა მე­თო­დი უფრო ამარ­თლებს, რომ წიგ­ნის კი­თხვა შე­ვაყ­ვა­როთ?

-ის რომ რა­ღაც შე­ვაყ­ვა­როთ, არ უნდა იყოს ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი ან დას­ჯი­თი ფორ­მით; ეს ზე­წო­ლად არ უნდა გა­ნიც­დე­ბო­დეს. კი­თხვა და სწავ­ლა არის პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ბავ­შვმა უნდა აღ­მო­ა­ჩი­ნოს სი­ა­მოვ­ნე­ბა; მას შე­მეც­ნე­ბი­თი ინ­ტე­რე­სი უნდა გა­უღ­ვივ­დეს. ამი­ტომ მშობ­ლის მიდ­გო­მა უმ­ჯო­ბე­სია, მაქ­სი­მა­ლუ­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყოს და არა ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი. თუ მკი­თხვე­ლი მე­თოდ­ში ამას გუ­ლის­ხმობს, ეს რჩე­ვა შე­მიძ­ლია მივ­ცე.

ემი­ლი:

რო­გორ შე­ვაჩ­ვიო ბავ­შვი სკო­ლის რე­ჟიმს, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი შე­ვაყ­ვა­რო?

-შეჩ­ვე­ვის ფაქ­ტო­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, იგი­ვე სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის აგე­ბი­სა­საც: თავ­და­პირ­ვე­ლად დატ­ვირ­თვა არც ისე დი­დია - მოკ­ლე გაკ­ვე­თი­ლე­ბია და გარ­კვე­ულ­წი­ლად, ასე თან­და­თა­ნო­ბით ბავ­შვი სწავ­ლას ეჩ­ვე­ვა. თუ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს მკი­თხვე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სწავ­ლის პირ­ველ კლა­სებ­ში, რა თქმა უნდა, გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი ჩარ­თუ­ლო­ბაა მშობ­ლის­გან სა­ჭი­რო, რად­გან ბავ­შვს თვით­კონ­ტრო­ლი ნაკ­ლე­ბად აქვს. შემ­დეგ გა­რე­დან ამ სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა თან­და­თან უნდა შემ­ცირ­დეს. ანუ ალ­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მარ­თე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, თუ მშო­ბე­ლი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. მშო­ბე­ლი უნდა ეცა­დოს, რომ თან­და­თან ბავ­შვზე გა­და­ვი­დეს მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სხვა­დას­ხვა საგ­ნის მომ­ზა­დე­ბი­სას.

მშო­ბე­ლი:

რო­გორ ვუშ­ვე­ლოთ ბავ­შვის გო­ნე­ბა­გა­ფან­ტუ­ლო­ბას?

-გო­ნე­ბა­გა­ფან­ტუ­ლო­ბა ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ასე რე­ცეპ­ტის მი­წო­დე­ბა, რო­გორც წესი არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ რა სირ­თუ­ლე იგუ­ლის­ხმე­ბა ამა­ში, ან კონ­კრე­ტუ­ლად რაში უშ­ლის ეს ბავ­შვს ხელს. თუ ამ გო­ნე­ბა­გა­ფან­ტუ­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ხში­რი გა­და­ნაც­ვლე­ბა­დო­ბა, მო­უს­ვენ­რო­ბა და ა.შ. - ეს არის გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და თუ ეს ძა­ლი­ან უშ­ლის ხელს ყო­ველ­დღი­ურ სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ან სწავ­ლა­ში ჩემი აზ­რით კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თა­ვენ და უფრო კონ­კრე­ტულ რჩე­ვებს მი­ი­ღე­ბენ; აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­გონ რო­გორ და­ეხ­მა­რონ ბავ­შვს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა.

ქე­თე­ვა­ნი:

რა სი­ტყვით ბავ­შვის სკო­ლა­ში გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში სწავ­ლა­ზე. რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო და ეფექ­ტუ­რია.

-გა­აჩ­ნია, ეს გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა რო­გო­რი ხა­რის­ხი­თაა, ანუ რამ­დე­ნა­დაა ბავ­შვი ჩარ­თუ­ლი ამა­ში, რო­გორ არის სი­ტუ­ა­ცია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ერთი ზო­გა­დი პრინ­ცი­პი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ალ­ბათ არ არ­სე­ბობს; გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას. დღეს ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი ისე­თია, რომ მშობ­ლი­სათ­ვის ბავ­შვის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში მიყ­ვა­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლია; სა­მუ­შა­ოს რე­ჟიმს არ უშ­ლის ხელს ამ დროს ბავ­შვიც არ რჩე­ბა ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა მშო­ბე­ლი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა და­აკ­ვირ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი სკო­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას, გა­რე­მო­ე­ბებს და ისე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეფექ­ტუ­რია და ღირს თუ არა ბავ­შვის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ ჯგუფ­ში მიყ­ვა­ნა.

მშო­ბე­ლი:

ჩემი შვი­ლი უკვე 6 წლის არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან უჭ­რის კონ­ცენ­ტრა­ცია როცა რა­ი­მეს ვას­წავ­ლი, რა ფაქ­ტო­რე­ბია ამის გა­მომ­წვე­ვი და რო­გორ შე­ვუ­წყო ხელი მის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბას?

-გა­აჩ­ნია რა ასა­კის ბავ­შვს თხოვთ ხან­გრძლი­ვად კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, ან ის და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც ვა­წო­დებთ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ხომ არ აღე­მა­ტე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც გან­სხვავ­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი: არი­ან ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც მარ­თლა სირ­თუ­ლე აქვთ ზო­გა­დად და ყუ­რა­დღე­ბის სწრა­ფი გა­და­ნაც­ვლე­ბა­დო­ბა ახა­სი­ა­თებთ. ისევ გა­ვი­მე­ო­რებ და ვი­ტყვი, რომ თუ ეს ბავ­შვის­თვის საკ­მა­ოდ ხე­ლის­შემ­შლე­ლია, მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლისტს და მი­ი­ღონ კონ­კრე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბა და შემ­დეგ და­გეგ­მონ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას­თან გამ­კლა­ვე­ბა.

- გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ბავ­შვის დატ­ვირ­თვა სხვადსხვა საგ­ნე­ბით და სპორ­ტით?

-სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბით დატ­ვირ­თვა­ში, ალ­ბათ იგუ­ლის­ხმე­ბა სკო­ლის გა­რე­შე კი­დევ ბევ­რი სხვა აქ­ტი­ვო­ბის მი­წო­დე­ბა. ეს თუ ბავ­შვს არ უტო­ვებს თა­ვი­სუ­ფალ დროს, გარ­კვე­ულ­წი­ლად ჰქონ­დეს თა­მა­შის დრო და სივ­რცე ეს ნაკ­ლე­ბად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია. ხში­რად ბავ­შვე­ბის გრა­ფი­კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რთუ­ლად: ანუ სას­კო­ლო რე­ჟი­მი­დან გა­და­დი­ან ისევ სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მერე ისევ გაკ­ვე­თი­ლე­ბია სა­მე­ცა­დი­ნო და სა­ერ­თოდ არ რჩე­ბათ რე­ლაქ­სა­ცი­ის დრო. ასე­თი რე­ჟი­მით ბავ­შვის პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე დატ­ვირ­თვა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. სპორ­ტი გარ­კვე­ულ­წი­ლად სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბაა; აქ ბავ­შვი ფი­ზი­კუ­რად ერ­თვე­ბა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხა­ლი­სოა და ა.შ. თუმ­ცა ეს მა­ინც რე­ჟი­მია და გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩოა, რო­მელ­შიც ბავ­შვია. სწავ­ლის გარ­და, თუნ­დაც სულ სპორ­ტით იყოს დატ­ვირ­თუ­ლი, თუ ბავ­შვს სივ­რცე და დრო არ რჩე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, რათა ის აკე­თოს რაც უნდა, არ არის კარ­გი და ჯო­ბია ეს და­გეგ­მვი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

- რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შვს და­ძა­ლე­ბის და დას­ჯის გა­რე­შე?

-აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორ უდ­გე­ბა მშო­ბე­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის სა­კითხს. სტრე­სის შემ­ცვლე­ლია ზო­გა­დად ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და მშო­ბელს ხში­რად არ აქვს ნე­ბის­ყო­ფა, რომ მე­თო­დე­ბი შეც­ვა­ლოს, რათა ისე მი­უდ­გეს რომ ბავ­შვიც არ იყოს მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­სას და­ძა­ბუ­ლი; ხში­რად ძა­ლი­ან მკაც­რად უდ­გე­ბი­ან ხოლ­მე ამ თვალ­საზ­რი­სით მშობ­ლე­ბი, ძა­ლი­ან ბევ­რს ითხო­ვენ და საკ­მა­ოდ არა­ე­ფექ­ტურ გზებს მი­მარ­თა­ვენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სირ­ბი­ლე იყოს ამ მიდ­გო­მებ­ში; თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ გარ­კვე­უ­ლი რე­ჟი­მი არ­სე­ბობ­დეს. მე­ო­რე მხრივ ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ არ იყოს მუდ­მი­ვად ძალ­და­ტა­ნე­ბა­ზე და ზე­წო­ლა­ზე ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, რათა სწავ­ლის პრო­ცე­სი ცალ­სა­ხად არ იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ღაც უსი­ა­მოვ­ნე­ბას­თან, სტრეს­თან და ცუდ გან­წყო­ბას­თან. ანუ მა­ინც მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ და­სა­წყის ეტა­პებ­ზე ეს და­ა­რე­გუ­ლი­როს.

სოფო:

-რას ურ­ჩევ­დით მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს, რომ­ლე­ბიც სა­ღა­მომ­დე სამ­სა­ხურ­ში არი­ან და სახ­ლში დამ­ხმა­რე არ ჰყავთ, რო­გორ შე­ვუ­წყოთ ბავ­შვს სწავ­ლა­ში ხელი. რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა.

თა­ვის­თა­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­ის რა­ო­დე­ნო­ბაც, მაგ­რამ არა გა­დამ­წყვე­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი ხა­რის­ხი­საა, თუნ­დაც ის მცი­რე პე­რი­ო­დი, რა­საც მშო­ბე­ლი ბავ­შვთან ერ­თად ატა­რებს. ანუ მშო­ბე­ლი ხში­რად სახ­ლში რომ ბრუნ­დე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კვლავ სამ­სა­ხუ­რის სი­ტუ­ა­ცი­ა­შია და ნაკ­ლე­ბად ურ­თი­ერ­თობს ბავ­შვთან, იზი­ა­რებს მის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, მის ემო­ცი­ებს და ა.შ. მთა­ვა­რია არა ურ­თი­ერ­თო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ხა­რის­ხი. თუ ბავ­შვი თუნ­დაც ერთი სა­ა­თის მან­ძილ­ზე თვლის, რომ მშო­ბე­ლი მი­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩარ­თუ­ლია მის საქ­მე­ებ­ში და აინ­ტე­რე­სებს მისი ცხოვ­რე­ბა - ეს თა­ვის­თა­ვად, აკომ­პე­სი­რებს დრო­ის ფაქ­ტორს, იმ დროს, რო­მელ­საც ბავ­შვი მშობ­ლის გა­რე­შე ატა­რებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის

როგორ მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის

მშობლები, ვისი შვილიც პირველად მიდის სკოლაში, ფიქრობენ, როგორ შეაჩვიონ ისინი სკოლის რეჟიმს. როგორ შეეგუება  ბავშვი პედაგოგებს და თანაკლასელებს. რა მოეთხოვება მას თავის ასაკში, რისი ცოდნაა საჭირო, ან როგორ მოვამზადოთ ცვლილებებისთვის, თქვენს კითხვებს ფსიქოლოგი, ნინო სხირტლაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლალი:

ბავშვს არ უვლია საბავშვო ბაღში, მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ბავშვი ან რა ტესტით შეიძლება შემოწმდეს მისი მზაობა სკოლისთვის?

-ბავშვის სკოლისათვის მზაობას რამდენიმე ასპექტი აქვს. ერთი მხარე ეს არის ინტელექტუალური უნარები: მაგალითად რამდენად შეუძლია დაძლიოს სხვადასხვა სასწავლო საგანი შემეცნებითი თვალსაზრისით. მეორე მხარეა ნებელობითი მხარე, ანუ რამდენად შეუძლია ბავშვს შეეგუოს გაკვეთილის რეჟიმს. ეს გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე ჯდომას ანუ გარკვეულ სისტემას, ჩარჩოს. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალ ადამიანებთან. ეს არის სრულიად ახალი გარემო, სადაც მეტი მოთხოვნებია, რომელსაც ჩვეულებრივ ბავშვები მიჩვეულები არ არიან. ის რომ ბაღში დადის პატარა ასაკში, ეს თავისთავად გარკვეულ უნარ-ჩვევებს მასში ანვითრებს და მზაობას ქმნის. თვითონ მშობელს შეუძლია დააკვირდეს აი ამ სამი პერსპექტივიდან ბავშვის შესაძლებლობებს და თუ განსაკუთრებულად სპეციფიკური შემთხვევა არ არის თვითონ მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

თინიკო:

ჩემმა შვილმა ანბანის ყველა ასობგერა იცის, მაგრამ ვრანაირად ვრ ვასწავლე გადაბმულად კითხვა, 6 წლის არის უკვე და ძალიან ვნერვიულობ.

-თავდაპირველად ბავშვები ხშირად იწყებენ კითხვას ნაწილ-ნაწილ, შემდეგ ხდება მარცვლებად გაერთიანება, შემდეგ სიტყვებად გაერთიანება. თუმცა ამ შემთხვევაში, მაინც დასაკონკრეტებელია, რა სირთულის პრობლემაა, რამდენი ხანია რაც სწავლა დაიწყო. თუ განსაკუთრებულ სირთულეს ხედავთ, რომელიც რეალურად სწავლის პროცესში ბავშვისთვის ხელის შემშლელია, მაშინ ჯობია სპეციალისტს მიმართოთ. ასეთი ზოგადი რჩევა, არ იქნება ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი. თუმცა თვითონ ფაქტი: ჯერ ასოებით დაწყება და შემდეგ გამთლიანება, ეს არის მიმართულება, რომლითაც მიდის ხოლმე კითხვის პროცესის დაუფლება.

მაიკო:

რა შემთხვევაში მივცეთ ბავშვს თავისუფლება სწავლაში, რა მეთოდი უფრო ამართლებს, რომ წიგნის კითხვა შევაყვაროთ?

-ის რომ რაღაც შევაყვაროთ, არ უნდა იყოს ძალდატანებითი ან დასჯითი ფორმით; ეს ზეწოლად არ უნდა განიცდებოდეს. კითხვა და სწავლა არის პროცესი, რომელშიც ბავშვმა უნდა აღმოაჩინოს სიამოვნება; მას შემეცნებითი ინტერესი უნდა გაუღვივდეს. ამიტომ მშობლის მიდგომა უმჯობესია, მაქსიმალურად კეთილგანწყობილი იყოს და არა ძალდატანებითი. თუ მკითხველი მეთოდში ამას გულისხმობს, ეს რჩევა შემიძლია მივცე.

ემილი:

როგორ შევაჩვიო ბავშვი სკოლის რეჟიმს, რომ სწავლის პროცესი შევაყვარო?

-შეჩვევის ფაქტორი გათვალისწინებულია, იგივე სკოლებში სწავლების პროცესის აგებისასაც: თავდაპირველად დატვირთვა არც ისე დიდია - მოკლე გაკვეთილებია და გარკვეულწილად, ასე თანდათანობით ბავშვი სწავლას ეჩვევა. თუ მეცადინეობას გულისხმობს მკითხველი, ამ შემთხვევაში სწავლის პირველ კლასებში, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტი ჩართულობაა მშობლისგან საჭირო, რადგან ბავშვს თვითკონტროლი ნაკლებად აქვს. შემდეგ გარედან ამ სიტუაციის მართვა თანდათან უნდა შემცირდეს. ანუ ალბათ ფსიქოლოგიურად მართებული არ იქნება, თუ მშობელი ამას არ ითვალისწინებს. მშობელი უნდა ეცადოს, რომ თანდათან ბავშვზე გადავიდეს მთავარი პასუხისმგებლობა, სხვადასხვა საგნის მომზადებისას.

მშობელი:

როგორ ვუშველოთ ბავშვის გონებაგაფანტულობას?

-გონებაგაფანტულობა ზოგადი მდგომარეობაა და ასე რეცეპტის მიწოდება, როგორც წესი არ არის მიზანშეწონილი. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა სირთულე იგულისხმება ამაში, ან კონკრეტულად რაში უშლის ეს ბავშვს ხელს. თუ ამ გონებაგაფანტულობაში იგულისხმება ყურადღების ხშირი გადანაცვლებადობა, მოუსვენრობა და ა.შ. - ეს არის გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თუ ეს ძალიან უშლის ხელს ყოველდღიურ სასკოლო საქმიანობაში, ან სწავლაში ჩემი აზრით კარგი იქნება თუ სპეციალისტს მიმართავენ და უფრო კონკრეტულ რჩევებს მიიღებენ; აუცილებლად უნდა გაიგონ როგორ დაეხმარონ ბავშვს და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

ქეთევანი:

რა სიტყვით ბავშვის სკოლაში გახანგრძლივებულ ჯგუფში სწავლაზე. რამდენად სასარგებლო და ეფექტურია.

-გააჩნია, ეს გახანგრძლივებული სწავლება როგორი ხარისხითაა, ანუ რამდენადაა ბავშვი ჩართული ამაში, როგორ არის სიტუაცია ორგანიზებული. ერთი ზოგადი პრინციპი ამ მიმართულებით ალბათ არ არსებობს; გააჩნია სიტუაციას. დღეს ცხოვრების რეჟიმი ისეთია, რომ მშობლისათვის ბავშვის გახანგრძლივებულ ჯგუფში მიყვანა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გამოსავალია; სამუშაოს რეჟიმს არ უშლის ხელს ამ დროს ბავშვიც არ რჩება ყურადღების გარეშე. თუმცა მშობელი ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დააკვირდეს კონკრეტული სკოლის სიტუაციას, გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, ეფექტურია და ღირს თუ არა ბავშვის გახანგრძლივებულ ჯგუფში მიყვანა.

მშობელი:

ჩემი შვილი უკვე 6 წლის არის, მაგრამ ძალიან უჭრის კონცენტრაცია როცა რაიმეს ვასწავლი, რა ფაქტორებია ამის გამომწვევი და როგორ შევუწყო ხელი მის სწორად განვითარებას?

-გააჩნია რა ასაკის ბავშვს თხოვთ ხანგრძლივად კონცენტრაციას, ან ის დავალება, რომელსაც ვაწოდებთ მის შესაძლებლობებს ხომ არ აღემატება. მეორე მხრივ, ინდივიდუალურადაც განსხვავდებიან ბავშვები: არიან ბავშვები, რომელთაც მართლა სირთულე აქვთ ზოგადად და ყურადღების სწრაფი გადანაცვლებადობა ახასიათებთ. ისევ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ თუ ეს ბავშვისთვის საკმაოდ ხელისშემშლელია, მიმართონ სპეციალისტს და მიიღონ კონკრეტული შეფასება და შემდეგ დაგეგმონ როგორ შეიძლება ამასთან გამკლავება.

- გამართლებულია თუ არა პირველი კლასიდან ბავშვის დატვირთვა სხვადსხვა საგნებით და სპორტით?

-სხვადასხვა საგნებით დატვირთვაში, ალბათ იგულისხმება სკოლის გარეშე კიდევ ბევრი სხვა აქტივობის მიწოდება. ეს თუ ბავშვს არ უტოვებს თავისუფალ დროს, გარკვეულწილად ჰქონდეს თამაშის დრო და სივრცე ეს ნაკლებად მიზანშეწონილია. ხშირად ბავშვების გრაფიკი გამოიყურება რთულად: ანუ სასკოლო რეჟიმიდან გადადიან ისევ სხვა მასწავლებლებთან, მერე ისევ გაკვეთილებია სამეცადინო და საერთოდ არ რჩებათ რელაქსაციის დრო. ასეთი რეჟიმით ბავშვის პირველი კლასიდანვე დატვირთვა არ არის მიზანშეწონილი. სპორტი გარკვეულწილად სხვა ტიპის აქტივობაა; აქ ბავშვი ფიზიკურად ერთვება, ზოგიერთ შემთხვევაში სახალისოა და ა.შ. თუმცა ეს მაინც რეჟიმია და გარკვეული ჩარჩოა, რომელშიც ბავშვია. სწავლის გარდა, თუნდაც სულ სპორტით იყოს დატვირთული, თუ ბავშვს სივრცე და დრო არ რჩება თავისუფლებისთვის, რათა ის აკეთოს რაც უნდა, არ არის კარგი და ჯობია ეს დაგეგმვისას გავითვალისწინოთ.

- როგორ ვასწავლოთ ბავშვს დაძალების და დასჯის გარეშე?

-აქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ უდგება მშობელი მეცადინეობის საკითხს. სტრესის შემცვლელია ზოგადად ყოველდღიურობა და მშობელს ხშირად არ აქვს ნებისყოფა, რომ მეთოდები შეცვალოს, რათა ისე მიუდგეს რომ ბავშვიც არ იყოს მეცადინეობისას დაძაბული; ხშირად ძალიან მკაცრად უდგებიან ხოლმე ამ თვალსაზრისით მშობლები, ძალიან ბევრს ითხოვენ და საკმაოდ არაეფექტურ გზებს მიმართავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სირბილე იყოს ამ მიდგომებში; თუმცა აუცილებელია რომ გარკვეული რეჟიმი არსებობდეს. მეორე მხრივ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არ იყოს მუდმივად ძალდატანებაზე და ზეწოლაზე ეს ურთიერთობა, რათა სწავლის პროცესი ცალსახად არ იყოს დაკავშირებული რაღაც უსიამოვნებასთან, სტრესთან და ცუდ განწყობასთან. ანუ მაინც მშობლის პასუხისმგებლობაა, რომ დასაწყის ეტაპებზე ეს დაარეგულიროს.

სოფო:

-რას ურჩევდით მარტოხელა დედებს, რომლებიც საღამომდე სამსახურში არიან და სახლში დამხმარე არ ჰყავთ, როგორ შევუწყოთ ბავშვს სწავლაში ხელი. როგორ მოვახერხოთ დროის გადანაწილება.

თავისთავად მნიშვნელოვანია დროის რაოდენობაც, მაგრამ არა გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია, როგორი ხარისხისაა, თუნდაც ის მცირე პერიოდი, რასაც მშობელი ბავშვთან ერთად ატარებს. ანუ მშობელი ხშირად სახლში რომ ბრუნდება, ფსიქოლოგიურად კვლავ სამსახურის სიტუაციაშია და ნაკლებად ურთიერთობს ბავშვთან, იზიარებს მის შთაბეჭდილებას, მის ემოციებს და ა.შ. მთავარია არა ურთიერთობის რაოდენობა, არამედ ხარისხი. თუ ბავშვი თუნდაც ერთი საათის მანძილზე თვლის, რომ მშობელი მისით არის დაკავებული, ჩართულია მის საქმეებში და აინტერესებს მისი ცხოვრება - ეს თავისთავად, აკომპესირებს დროის ფაქტორს, იმ დროს, რომელსაც ბავშვი მშობლის გარეშე ატარებს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას