მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება
1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება

1 სექ­ტემ­ბრი­დან თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზი იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში შე­დის. რო­გორც მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ნა­ცხა­და, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მო­ი­წო­ნა და ის პარ­ლა­მენტს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

ნო­დარ ხა­დუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან თამ­ბა­ქო­ზე გა­იზ­რდე­ბა აქ­ცი­ზი, კერ­ძოდ, 15 თეთ­რით ფილტრი­ან და 5 თეთ­რით უფილტრო სი­გა­რეტ­ზე. და­ნარ­ჩე­ნი კი ბა­ზარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, თუ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა შე­მო­სა­ვა­ლი 3 000 ლა­რის ფარ­გლებ­ში სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და, ამი­ე­რი­დან, და­უ­ბეგ­რა­ვი ზღვა­რი ორ­მაგ­დე­ბა და 6 000 ლარი იქ­ნე­ბა. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნი­თაც შე­დის. კერ­ძოდ, თუ აქამ­დე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი მი­წო­დე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო დღგ-სგან ჩათ­ვლის უფ­ლე­ბის გა­რე­შე, ახლა მათ ექ­ნე­ბათ ჩათ­ვლის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბა.

"რე­ა­ლუ­რად აქამ­დე ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა უფრო რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ვიდ­რე იმ­პორ­ტით შე­მო­სუ­ლი პრო­დუქ­ცია. ჩვენ მი­ნი­მუმ გა­ვა­თა­ნაბ­რებთ მათ სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა.

სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტით ზუს­ტდე­ბა ასე­ვე შე­მო­წი­რუ­ლო­ბის ცნე­ბა. კერ­ძოდ, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ აქამ­დე შე­მო­წი­რუ­ლო­ბა მხო­ლოდ ფუ­ლა­დი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, ამი­ე­რი­დან, ის იქ­ნე­ბა სა­ქო­ნე­ლი და მი­წაც, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხვა მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება

1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება

1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტმა ცვლილებების პროექტი მოიწონა და ის პარლამენტს გადაეგზავნება.

ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან თამბაქოზე გაიზრდება აქციზი, კერძოდ, 15 თეთრით ფილტრიან და 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე. დანარჩენი კი ბაზარზეა დამოკიდებული.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, თუ შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა შემოსავალი 3 000 ლარის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებოდა, ამიერიდან, დაუბეგრავი ზღვარი ორმაგდება და 6 000 ლარი იქნება. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნითაც შედის. კერძოდ, თუ აქამდე სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე, ახლა მათ ექნებათ ჩათვლის უფლების მიღების შესაძლებობა.

"რეალურად აქამდე ადგილობრივი წარმოება უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, ვიდრე იმპორტით შემოსული პროდუქცია. ჩვენ მინიმუმ გავათანაბრებთ მათ საგადასახადო კანონმდებლობის თვალსაზრისით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტით ზუსტდება ასევე შემოწირულობის ცნება. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, თუ აქამდე შემოწირულობა მხოლოდ ფულადი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიერიდან, ის იქნება საქონელი და მიწაც, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაძლოა სხვადასხვა მიზნით გამოიყენოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ