სამართალი
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში"
"სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში"

პუბ­ლი­ცის­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე არც ისე დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ უშ­ლის ხელს, ძვე­ლე­ბუ­რად იაქ­ტი­უ­როს. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ამე­რი­კი­და­ნაც ადევ­ნებ­და თვალ-ყურს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სშია... მას მა­შინ ვე­სა­უბ­რეთ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის წინ ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით აქ­ცია მო­ა­წყო და ვერც ამ თე­მას ავუ­ა­რეთ გვერ­დი...

- იცით, ალ­ბათ, რამ­დე­ნად მძი­მე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა, ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში, თუმ­ცა იქაც მუდ­მი­ვად ქარ­თუ­ლი ტკი­ვი­ლი­თა და პრობ­ლე­მე­ბით ვცხოვ­რობ­დი. სხვა­ნა­ი­რად არც შე­მეძ­ლო. ახლა ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რაში გრძნობ გან­სხვა­ვე­ბა­სო, რა­ზეც მე­ღი­მე­ბა...

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ უკვე აღარ ვიცი, ოდეს­მე რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა თუ არა ქვე­ყა­ნა­ში. ბოლო ცხრა წელი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმის მეტი არა­ფე­რი გვეს­მო­და. მა­ნამ­დე იყო მისი "მა­მო­ბი­ლი"... ლა­მის ოცი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თხმი­ა­ნი სიმ­ღე­რა ჟღერ­და. არა­და, ჩვენ, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის­თვის ვიბ­რძვით, რად­გან ეს გენ­ში გვაქვს... არც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბა მათ­გან ბევ­რად. ბევრ სა­კი­თხში მსგავ­სე­ბაც კი არის.

მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვას არ აპი­რებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა და ბევრ რა­მეს გა­აპ­რო­ტეს­ტებს, რო­გორც ამას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში აკე­თებ­და. რა თქმა უნდა, კარ­გია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტე­რო­რის­ტუ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ეპო­ქა დას­რულ­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ჩემ­თვის და სხვა, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. წა­მო­დით, ერ­თად გა­ვი­დეთ ქუ­ჩა­ში და ვი­კი­თხოთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და. მხო­ლოდ ლა­პა­რა­კის დო­ნე­ზე ცვლი­ლე­ბე­ბი არ გვა­წყობს, შე­დე­გი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს. ახა­ლი მთავ­რო­ბა საქ­მის კე­თე­ბა­ზე უნდა გა­და­ვი­დეს და ხალ­ხის ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე იფიქ­როს. სო­ცი­ა­ლუ­რი კუ­თხით ისევ გა­ჭირ­ვე­ბაა. ხალ­ხს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და ამ სის­ტე­მებ­ში რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თა­ვის მარ­თლე­ბაა, რომ ჯერ სა­მარ­თლის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი უნდა დას­რულ­დეს. ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე უნდა აკე­თოს. მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ვერც სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში ვხე­დავ, არ ვიცი, ეს სუს­ტი კად­რე­ბის ბრა­ლია, თუ ისევ იმ სის­ტე­მი­დან გად­მო­ყო­ლილ კად­რებს უნდა "ვუ­მად­ლო­დეთ". ხალ­ხი და­ი­ღა­ლა მუდ­მი­ვი და­პი­რე­ბე­ბით. რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ, ოღონდ სი­ტყვით კი არა - საქ­მით.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მე­ლი სფე­რო­დან უნდა და­ი­წყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი?

- ყვე­ლა უწყე­ბამ იქი­დან უნდა და­ი­წყოს, რო­მე­ლიც მას ეხე­ბა, რად­გან ლო­დი­ნის დრო არ გვაქვს... უპირ­ვე­ლე­სი ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნაა, რად­გან იქ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ბეწ­ვზე გა­დი­ან. მე ვფიქ­რობ, რომ ჩვენ­მა ჯა­რებ­მა ავ­ღა­ნე­თი უნდა და­ტო­ვონ. არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, რომ ეს ოპე­რა­ცია გა­ვაგ­რძე­ლოთ.

- უკვე გა­და­წყდა, რომ ორი სამ­ხედ­რო ბაზა იხუ­რე­ბა და მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი იც­ვლე­ბა.

- დიახ, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. კარ­გად მეს­მის, რომ ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ერთ დღე­ში არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი უნდა და­ი­წყოს. ჩვენ არ უნდა ჩა­ვე­ბათ ისეთ ომში, სა­დაც უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი ანად­გუ­რე­ბენ უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვებ­სა და ქა­ლებს. "აი­სა­ფის" მი­სია, რო­მელ­საც ე.წ. სამ­შვი­დო­ბოს უწო­დე­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არის სამ­შვი­დო­ბო მი­სია, ეს ბარ­ბა­რო­სო­ბაა... ის ბოლო ტრა­გე­დია რომ მახ­სენ­დე­ბა, ტკი­ვი­ლის­გან გული მე­კუმ­შე­ბა. ისე­დაც ემო­ცი­უ­რი კაცი ვარ და ბოლო შემ­თხვე­ვამ ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა. წლე­ბის წინ, ჩვენ ყვე­ლა­ნი, ქარ­თველ მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მიერ ავ­ღა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის. მა­შინ ვამ­ბობ­დით, რომ ეს უსინ­დი­სო­ბა იყო. დღე­საც იგი­ვე ხდე­ბა და ახ­ლაც მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის სრუ­ლი უსინ­დი­სო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, ბარ­ბა­რო­სო­ბა. შე­დი­ხარ სხვის მი­წა­ზე და მშვი­დო­ბის სა­ხე­ლით უდა­ნა­შა­უ­ლო ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს ხო­ცავ. და მერე, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მეტი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გაქვს და მსოფ­ლიო, რო­გორც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის პიკს, მეტ ან­გა­რიშს გი­წევს, გა­მო­დი­ხარ და უსინ­დი­სოდ აცხა­დებ, რომ ეს არის სამ­შვი­დო­ბო მი­სია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩემო ბა­ტო­ნე­ბო, ეს არის ოკუ­პა­ცია. არის ავ­ღა­ნე­თის ოკუ­პა­ცია და ეს ყვე­ლამ კარ­გად იცის. ბა­რაკ ობა­მა­მაც აღი­ა­რა ეს და თქვა, რომ მო­მა­ვალ წელს ავ­ღა­ნე­თი­დან ამე­რი­კის ჯარი გა­მო­ვა, რა­საც ორი­ვე ხე­ლით მი­ვე­სალ­მე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში"

"სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში"

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე არც ისე დიდი ხანია საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, ძველებურად იაქტიუროს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკიდანაც ადევნებდა თვალ-ყურს და როგორც თავად ამბობს, ყველაფრის საქმის კურსშია... მას მაშინ ვესაუბრეთ, როდესაც პარლამენტის წინ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის მოთხოვნით აქცია მოაწყო და ვერც ამ თემას ავუარეთ გვერდი...

- იცით, ალბათ, რამდენად მძიმე იყო საქართველოში ჩემი ცხოვრება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო წავედი ამერიკაში, თუმცა იქაც მუდმივად ქართული ტკივილითა და პრობლემებით ვცხოვრობდი. სხვანაირად არც შემეძლო. ახლა ხშირად მეკითხებიან, რაში გრძნობ განსხვავებასო, რაზეც მეღიმება...

- რატომ?

- იმიტომ, რომ უკვე აღარ ვიცი, ოდესმე რეალური ცვლილება მოხდება თუ არა ქვეყანაში. ბოლო ცხრა წელი სააკაშვილის ხმის მეტი არაფერი გვესმოდა. მანამდე იყო მისი "მამობილი"... ლამის ოცი წელი საქართველოში ერთხმიანი სიმღერა ჟღერდა. არადა, ჩვენ, ქართველი საზოგადოება, მრავალხმიანობისთვის ვიბრძვით, რადგან ეს გენში გვაქვს... არც ეს ხელისუფლება განსხვავდება მათგან ბევრად. ბევრ საკითხში მსგავსებაც კი არის.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს, თუმცა საზოგადოებრივ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება და ბევრ რამეს გააპროტესტებს, როგორც ამას წინა ხელისუფლების პერიოდში აკეთებდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სააკაშვილის ტერორისტული და ძალადობრივი ეპოქა დასრულდა, მაგრამ რეალურად, ჩემთვის და სხვა, უბრალოდ ადამიანებისთვის არაფერი შეცვლილა. წამოდით, ერთად გავიდეთ ქუჩაში და ვიკითხოთ, რამდენი ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდა. მხოლოდ ლაპარაკის დონეზე ცვლილებები არ გვაწყობს, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ახალი მთავრობა საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეს და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე იფიქროს. სოციალური კუთხით ისევ გაჭირვებაა. ხალხს ელემენტარული ჯანდაცვისა და განათლების მიღების საშუალება არ აქვს და ამ სისტემებში რეფორმებია გასატარებელი. თავის მართლებაა, რომ ჯერ სამართლის აღდგენის პროცესი უნდა დასრულდეს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მაღალ პროფესიონალიზმს ვერც სამართალდამცავ სტრუქტურებში ვხედავ, არ ვიცი, ეს სუსტი კადრების ბრალია, თუ ისევ იმ სისტემიდან გადმოყოლილ კადრებს უნდა "ვუმადლოდეთ". ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირებებით. რეალური ცვლილებები სჭირდებათ, ოღონდ სიტყვით კი არა - საქმით.

- როგორ ფიქრობთ, რომელი სფეროდან უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ რადიკალური ცვლილებები?

- ყველა უწყებამ იქიდან უნდა დაიწყოს, რომელიც მას ეხება, რადგან ლოდინის დრო არ გვაქვს... უპირველესი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაა, რადგან იქ ჩვენი ბიჭები სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვზე გადიან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ჯარებმა ავღანეთი უნდა დატოვონ. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს ოპერაცია გავაგრძელოთ.

- უკვე გადაწყდა, რომ ორი სამხედრო ბაზა იხურება და მათი ადგილსამყოფელი იცვლება.

- დიახ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კარგად მესმის, რომ ჯარების გამოყვანა ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ჩვენ არ უნდა ჩავებათ ისეთ ომში, სადაც უპილოტო თვითმფრინავები ანადგურებენ უდანაშაულო ბავშვებსა და ქალებს. "აისაფის" მისია, რომელსაც ე.წ. სამშვიდობოს უწოდებენ, სინამდვილეში არ არის სამშვიდობო მისია, ეს ბარბაროსობაა... ის ბოლო ტრაგედია რომ მახსენდება, ტკივილისგან გული მეკუმშება. ისედაც ემოციური კაცი ვარ და ბოლო შემთხვევამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. წლების წინ, ჩვენ ყველანი, ქართველ მოაზროვნე საზოგადოებას ვგულისხმობ, წინააღმდეგი ვიყავით საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების. მაშინ ვამბობდით, რომ ეს უსინდისობა იყო. დღესაც იგივე ხდება და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს არის სრული უსინდისობა, ძალადობა, ბარბაროსობა. შედიხარ სხვის მიწაზე და მშვიდობის სახელით უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს ხოცავ. და მერე, მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ძალაუფლება გაქვს და მსოფლიო, როგორც ცივილიზაციის პიკს, მეტ ანგარიშს გიწევს, გამოდიხარ და უსინდისოდ აცხადებ, რომ ეს არის სამშვიდობო მისია. სინამდვილეში, ჩემო ბატონებო, ეს არის ოკუპაცია. არის ავღანეთის ოკუპაცია და ეს ყველამ კარგად იცის. ბარაკ ობამამაც აღიარა ეს და თქვა, რომ მომავალ წელს ავღანეთიდან ამერიკის ჯარი გამოვა, რასაც ორივე ხელით მივესალმები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია