პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ად­ვო­კატ სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას სიც­რუ­ეს უწო­დებს. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბრალ­დე­ბულ მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძეს­თან სა­პყრო­ბი­ლე­ში მისი მო­თავ­სე­ბის დღი­დან არა­ვინ ყო­ფი­ლა.

"ასე­ვე სიც­რუ­ეა ად­ვო­კატ ბა­რა­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბა გა­და­იგ­ზავ­ნა შსს-ს ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სა­ა­გენ­ტო­ში. მი­თი­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­მო­სუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რა არის გან­ცხა­დე­ბის ად­რე­სა­ტი და არ­სად გა­დაგ­ზავ­ნი­ლა. მა­შინ­ვე, რო­დე­საც საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი ორ­გა­ნო­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძე პრო­კუ­რორ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­და, სწო­რედ მისი უფ­ლე­ბე­ბის, კერ­ძოდ დაც­ვის უფ­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მოხ­და მისი სა­მი­ვე ად­ვო­კა­ტის ს. ბა­რა­თაშ­ვი­ლის, რ. კირ­კი­ტა­ძი­სა და ი. ჯა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ ბრალ­დე­ბულ­თან ჩა­სა­ტა­რე­ბელ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბებ­ში. ბრალ­დე­ბულ­თან შეხ­ვედ­რამ­დე მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძემ გან­ცხა­დე­ბით მო­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ­ლი­თაც ის უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებ­და ად­ვო­კატ სოსო ბა­რა­თაშ­ვილს და მის სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია ბრალ­დე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ სოსო ბა­რა­თაშ­ვილ­მა სა­პყრო­ბი­ლე­ში ყოფ­ნი­სას მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა. "ნაც­ვლად იმი­სა, რომ ად­ვო­კატ სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცია გა­ერ­კვია, მან სა­პყრო­ბი­ლის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა, რის შემ­დგო­მაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­ვო­კა­ტის დას­წრე­ბის გა­რე­შე არ შეხ­ვედ­როდ­ნენ ბრალ­დე­ბულს და მათ ბრალ­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე და­ტო­ვეს სა­პყრო­ბი­ლე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლი პრო­კუ­რორ­სა და გა­მომ­ძი­ე­ბელს, გლ­და­ნის ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მი­მართ ზე­წო­ლა­სა და არა­საპ­რო­ცე­სო ხერ­ხე­ბით მოქ­მე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბა­რა­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გლ­და­ნის ცი­ხე­ში მყო­ფი შპს "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლის დაც­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან ომარ თე­დო­რა­ძე, ოთარ ქარ­ჩა­ვა, ზაზა მა­ხა­რობ­ლი­ძე, ვაჟა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი და მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძე. ვაჟა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" დი­რექ­ტო­რია, ხოლო მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძე მისი მო­ად­გი­ლე. ხუ­თი­ვე და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა შპს "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვა.

"გუ­შინ სა­ღა­მოს და­მი­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შარ­დენ კო­პა­ლი­ა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 17:00 სა­ათ­ზე და მი­თხრა, რომ ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძემ მო­ი­თხო­ვა და­კი­თხვა და მკი­თხა, იყო თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, კვი­რა დღეს მომ­ხდა­რი­ყო და­კი­თხვა. მე გა­მიკ­ვირ­და და ვუ­თხა­რი, რომ ორ­შა­ბათს მომ­ხდა­რი­ყო და შევ­თან­ხმდით, რომ დღეს, 13:00 სა­ათ­ზე შევ­ხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში. დღეს დი­ლით სა­პყრო­ბი­ლე­ში შე­ვე­დი და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე, სხვა პა­ტიმ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და შემ­დეგ უკვე მინ­დო­და მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, რომ მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შარ­დენ კო­პა­ლი­ა­ნი და პრო­კუ­რო­რი შოთა რი­ჟა­მა­ძე, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ცი­ხის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის კა­ბი­ნეტ­ში. შე­ვე­დი აღ­ნიშ­ნულ კა­ბი­ნეტ­ში და ვკი­თხე, რის­თვის იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ იქ. მათ მი­თხრეს, რომ მა­მუ­კა ივა­ნი­ა­ძემ მე, რო­გორც ად­ვო­კატს გა­მო­მი­ცხა­და უნ­დობ­ლო­ბა, მომ­ცა აცი­ლე­ბა და სურს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნა. მო­ვი­თხო­ვე, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც ივა­ნი­ა­ძემ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ცხა­და. მაჩ­ვე­ნეს მისი ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის - არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა და­წე­რი­ლი. და­თა­რი­ღე­ბუ­ლია გუ­შინ­დე­ლი დღით - კვი­რა დღით, 16 ივ­ნი­სით. ვკი­თხე მათ, რო­გო­რი წე­სით მოხ­და ამ წე­რი­ლის გა­დაგ­ზავ­ნა მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან, შემ­დეგ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სამ­სა­ხურ­ში და რო­გორ მოხ­და, რომ 11 სა­ა­თი­სათ­ვის ყვე­ლა ინ­სტან­ცია მო­ი­ა­რა ამ წე­რილ­მა? მათ ამის თა­ო­ბა­ზე პა­სუ­ხი ვერ გამ­ცეს", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულ მამუკა ივანიაძესთან საპყრობილეში მისი მოთავსების დღიდან არავინ ყოფილა.

"ასევე სიცრუეა ადვოკატ ბარათაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის განცხადება გადაიგზავნა შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში. მითითებული განცხადება შემოსულია პროკურატურაში, რადგან პროკურატურა არის განცხადების ადრესატი და არსად გადაგზავნილა. მაშინვე, როდესაც საქმის მწარმოებელი ორგანოსათვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული მამუკა ივანიაძე პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა, სწორედ მისი უფლებების, კერძოდ დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, გამოძიების მიერ მოხდა მისი სამივე ადვოკატის ს. ბარათაშვილის, რ. კირკიტაძისა და ი. ჯანაშვილის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ ბრალდებულთან ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებებში. ბრალდებულთან შეხვედრამდე მამუკა ივანიაძემ განცხადებით მომართა პროკურატურას, რომლითაც ის უნდობლობას უცხადებდა ადვოკატ სოსო ბარათაშვილს და მის საადვოკატო ბიუროს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის განმარტებით, ინფორმაცია ბრალდებულის მოთხოვნის შესახებ სოსო ბარათაშვილმა საპყრობილეში ყოფნისას მიიღო, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა. "ნაცვლად იმისა, რომ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის ბრალდებულის პოზიცია გაერკვია, მან საპყრობილის ტერიტორია დატოვა, რის შემდგომაც საგამოძიებო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ადვოკატის დასწრების გარეშე არ შეხვედროდნენ ბრალდებულს და მათ ბრალდებულთან კონტაქტის გარეშე დატოვეს საპყრობილე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურორსა და გამომძიებელს, გლდანის ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ზეწოლასა და არასაპროცესო ხერხებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათაშვილმა განუცხადა, გლდანის ციხეში მყოფი შპს "მექანიზატორის" წარმომადგენლები საგანგაშო მდგომარეობაში იმყოფებიან. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს შორის სოსო ბარათაშვილის დაცვის ქვეშ იმყოფებიან ომარ თედორაძე, ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, ვაჟა ნახუცრიშვილი და მამუკა ივანიაძე. ვაჟა ნახუცრიშვილი "მექანიზატორის" დირექტორია, ხოლო მამუკა ივანიაძე მისი მოადგილე. ხუთივე დაკავებულს ბრალად ედება შპს "მექანიზატორის" ქონების გაფლანგვა.

"გუშინ საღამოს დამიკავშირდა გამომძიებელი შარდენ კოპალიანი, დაახლოებით 17:00 საათზე და მითხრა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ მოითხოვა დაკითხვა და მკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი, კვირა დღეს მომხდარიყო დაკითხვა. მე გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ორშაბათს მომხდარიყო და შევთანხმდით, რომ დღეს, 13:00 საათზე შევხვდებოდით ერთმანეთს გლდანის საპყრობილეში. დღეს დილით საპყრობილეში შევედი დაახლოებით 10:00 საათზე, სხვა პატიმრების მოსანახულებლად და შემდეგ უკვე მინდოდა მამუკა ივანიაძის მონახულება. ერთ-ერთმა ადვოკატმა შემატყობინა, რომ მოსულები იყვნენ გამომძიებელი შარდენ კოპალიანი და პროკურორი შოთა რიჟამაძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ციხის უფროსის მოადგილის კაბინეტში. შევედი აღნიშნულ კაბინეტში და ვკითხე, რისთვის იმყოფებოდნენ იქ. მათ მითხრეს, რომ მამუკა ივანიაძემ მე, როგორც ადვოკატს გამომიცხადა უნდობლობა, მომცა აცილება და სურს სახაზინო ადვოკატის აყვანა. მოვითხოვე, ეჩვენებინათ დოკუმენტი, რომლითაც ივანიაძემ ეს ყველაფერი განაცხადა. მაჩვენეს მისი ხელნაწერი, რომელიც მთავარი პროკურორის - არჩილ კბილაშვილის სახელზეა დაწერილი. დათარიღებულია გუშინდელი დღით - კვირა დღით, 16 ივნისით. ვკითხე მათ, როგორი წესით მოხდა ამ წერილის გადაგზავნა მთავარ პროკურორთან, შემდეგ ანტიკორუფციულ სამსახურში და როგორ მოხდა, რომ 11 საათისათვის ყველა ინსტანცია მოიარა ამ წერილმა? მათ ამის თაობაზე პასუხი ვერ გამცეს", - აცხადებს ადვოკატი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ