სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - "ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ!"
ირაკლი ალასანია - "ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ!"

"აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და თუკი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბი­ან, უმ­კაც­რეს ზო­მებს მი­ვი­ღებ და ყვე­ლას თა­ვე­ბი და­გორ­დე­ბა, ვი­საც ვერ გა­უ­აზ­რე­ბია, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ჯა­რის კვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ მას შემ­დეგ, რაც 11 ჯა­რის­კა­ცი საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან სა­უ­ბა­რი ავ­ღა­ნეთ­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტით და­ვი­წყეთ:

- უკვე 29 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როა და­ღუ­პუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას. რამ­დე­ნად კარ­გად არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი? და­ის­ვა კი­თხვე­ბი - ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ხომ არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და წვრთნი­ან თუ არა ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს იმ ამო­ცა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რისი შეს­რუ­ლე­ბაც ავ­ღა­ნეთ­ში უწევთ?

- სწო­რად მი­მაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს შე­კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა. ჯარი სა­ერ­თო ოჯა­ხი­ვით არის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვარს ჯარი და ზრუ­ნავს მას­ზე. პი­რო­ბე­ბი, რაც ჩვენს ჯარს აქვს წვრთნის­თვის (მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე) და მერე ად­გილ­ზე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრივ, ზუს­ტად ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც აქვთ ნა­ტოს კო­ა­ლი­ცი­ურ ჯა­რებს. ამ მხრივ არა­ნა­ი­რი დის­კრი­მი­ნა­ცია არ არ­სე­ბობს. პი­რი­ქით, ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი იმ­დე­ნად გმი­რუ­ლად იქ­ცე­ვი­ან, რომ მათ­ზე უფრო მეტი ზრუნ­ვა უნ­დათ კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რებს, ამე­რი­კე­ლებს. ეჭ­ვიც არ უნდა გაგ­ვიჩ­ნდეს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი და ნა­ტო­ე­ლე­ბი ჩვე­ნებს ისე არ ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც სა­კუ­თარ ჯა­რის­კა­ცებს. გერ­მა­ნი­ა­ში ჩვენს დაჭ­რილ ჯა­რის­კა­ცებს ამე­რი­კე­ლე­ბი ისე უვ­ლი­ან, რო­გორც სა­კუ­თარს.

ავ­ღა­ნეთ­ში გა­საგ­ზავ­ნად ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე თვე ემ­ზა­დე­ბი­ან. შემ­დეგ ამე­რი­კე­ლე­ბის სულ სხვა ჯგუ­ფი გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­დის და აფა­სებს, მზად არი­ან თუ არა ყვე­ლა ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად... ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღეს და ამი­ტომ გაგ­ზავ­ნეს ავ­ღა­ნეთ­ში.

პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი გმი­რე­ბის ოჯა­ხებს. სამ­წუ­ხა­როდ, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბი­სად­მი. ამი­ტო­მაც მი­ღე­ბულ იქნა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ყვე­ლა სამ­შობ­ლოს­თვის და­ღუ­პუ­ლი გმი­რის ოჯახს, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, და­ე­ნიშ­ნე­ბა პენ­სია 1.000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ეს ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2014 წლი­დან და­ე­ნიშ­ნე­ბათ 500-ლა­რი­ა­ნი პენ­სია, ხოლო 2015 წლი­დან კი­დევ 500 ლარი და­ე­მა­ტე­ბათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ებ­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხებს გა­ე­წე­ვათ 100.000-ლა­რი­ა­ნი ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა. ეს გავ­რცელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცი­ებ­ში აქამ­დე და­ღუ­პულ გმი­რებ­ზეც.

- აფხა­ზე­თის ომში ყვე­ლა საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და თავ­დაც­ვის უწყე­ბას. იქ იბ­რძოდ­ნენ ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი. 1 000-ლა­რი­ან პენ­სი­ას ყვე­ლა ფორ­მი­რე­ბის და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხი მი­ი­ღებს?

- ეს სცდე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბას. აფხა­ზეთ­ში იბ­რძოდ­ნენ ში­ნა­გა­ნი ჯა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, გვარ­დია, "მხედ­რი­ო­ნი". პენ­სია და­ე­ნიშ­ნე­ბა ყვე­ლა მებ­რძო­ლის ოჯახს, ვინც თავი შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა წლის ბო­ლომ­დე უნდა და­ად­გი­ნოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა მებ­რძო­ლის ვი­ნა­ო­ბა და მათი სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც ეკუთ­ვნით პენ­სია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ შე­იკ­რა ერთ მუშ­ტად ჩვე­ნი ორი ბა­ტა­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში მსა­ხუ­რობს. ასე­თი ტრა­გე­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ა­მა­ყით ავივ­სე, რო­დე­საც ჩა­ვე­დი და ვნა­ხე, რო­გორ ეპყრო­ბოდ­ნენ ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს და რო­გო­რი პა­ტი­ვით გა­მო­ა­ცი­ლეს გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ამე­რი­კე­ლებ­მა, ავ­ღა­ნე­ლებ­მა და კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რებ­მა.

- ამ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ი­მე გა­დაც­დო­მა ხომ არ იყო?

- ჩვე­ნი ორი­ვე ბა­ტა­ლი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი მა­ი­ო­რი კა­ლან­და­ძე, ზედ­მი­წევ­ნით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ას­რუ­ლებს ყვე­ლა სტან­დარ­ტულ ოპე­რა­ტი­ულ პრო­ცე­დუ­რას. ბა­ზა­ზე პირ­ვე­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­ა­ნა­ლიზ­და თავ­დას­ხმის სპე­ცი­ფი­კა, ტაქ­ტი­კა და 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია სარ­დლო­ბას (ჩვენ მე­ო­თხე დო­ნის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ვართ, ჩვენს ბა­ტა­ლი­ონს და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შე­უძ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა), რა ზო­მე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი. ეს გა­ი­ზი­ა­რა ნა­ტოს სარ­დლო­ბამ და და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბა.

4 დღე­ში უნდა დაშ­ლი­ლი­ყო ეს ბაზა და სხვა­გან გა­და­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ეს­წრო მისი და­ხურ­ვა.

მე შევ­ხვდი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის დე­ლე­გა­ცი­ას. მო­მახ­სე­ნეს, რომ ზო­მე­ბის 80% უკვე მი­ღე­ბუ­ლია და ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა იმ საფრ­თხის ადეკ­ვა­ტუ­რია, რო­მე­ლიც დღეს გაჩ­ნდა. ეს არ არის კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საფრ­თხე. ჩვენ ორ­ჯერ დაგ­ვესხნენ თავს, იმ პე­რი­ოდ­ში კი 10 თავ­დას­ხმა მოხ­და მარ­ტო ჰილ­მენ­დის რა­ი­ონ­ში.

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ მარ­გი­ნა­ლუ­რი ძა­ლე­ბი (რომ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში ყოფ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან), ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ამას ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­ან. მინ­და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ისე­ვე ერთ მუშ­ტად შე­იკ­რას, რო­გორც ჩვე­ნი ჯარი. პო­ლი­ტი­კუ­რი კი­თხვა და შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, მაგ­რამ ვინც კი­თხვებს სვამს, მათ გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, - სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­ხედ­რო­ებს არ მი­უ­ღი­ათ. სამ­ხედ­რო­ე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ. ჩვენს სამ­ხედ­რო­ებს უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვთ არა მხო­ლოდ ავ­ღა­ნე­თის, არა­მედ გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ში. ჩვენ გვინ­და გავ­ხდეთ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი და ამი­ტომ მის უსაფრ­თხო­ე­ბა­შიც უნდა შე­ვი­ტა­ნოთ წვლი­ლი. ჩვენ აღე­ბუ­ლი გვაქვს ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და თავ­მოყ­ვა­რე სა­ხელ­მწი­ფო ამას არ უარ­ყოფს. 2014 წლის ბო­ლომ­დე კონ­ტინ­გენ­ტი ეტა­პობ­რი­ვად შემ­ცირ­დე­ბა, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ნელ-ნელა შე­იც­ვლე­ბა ქარ­თუ­ლი ჯა­რის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლიც.

- თა­ვი­დან­ვე შეც­დო­მა ხომ არ იყო ამ­ხე­ლა კონ­ტინ­გენ­ტის გაგ­ზავ­ნა ავ­ღა­ნეთ­ში?

- ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის რე­ვი­ზი­ას არ ვა­კე­თებთ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი იყო. მე და მთე­ლი ჯარი ვა­მა­ყობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ასე ღირ­სე­უ­ლად შე­უძ­ლია ამ ტვირ­თის ტა­რე­ბა. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბაა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის. გარ­და იმი­სა, რომ ეს ჯა­რე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ავ­ღა­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნას, "ალ-ქა­ი­და­სა" და სხვა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ვაც­ლით საყ­რდენს. თუ ისი­ნი აღად­გე­ნენ საყ­რდენს ავ­ღა­ნეთ­ში, იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა, რა­საც 11 წლის წინ აკე­თებ­დნენ. ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი მო­ე­წყო­ბა. ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში ყოფ­ნით ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას იცა­ვენ. უკან და­ხე­ვა და ტე­რო­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე აყო­ლა არ გვარ­გებს. რო­გორც კი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­ი­ნა­ხავს, რომ მათ­მა ტაქ­ტი­კამ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ზე­წო­ლამ ჩვენ­ზე გაჭ­რა და კონ­ტინ­გენ­ტი შე­ვამ­ცი­რეთ, თავ­დას­ხმა გა­ათ­მაგ­დე­ბა. ტე­რო­რის­ტებ­თან დათ­მო­ბა­ზე ვერ წა­ვალთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ირაკლი ალასანია - "ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ!"

ირაკლი ალასანია - "ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ!"

"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და თუკი დამნაშავეები გამოიკვეთებიან, უმკაცრეს ზომებს მივიღებ და ყველას თავები დაგორდება, ვისაც ვერ გაუაზრებია, რამხელა პასუხისმგებლობაა ჯარის კვება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც 11 ჯარისკაცი საკვებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში მოხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან საუბარი ავღანეთში მომხდარი ტერორისტული აქტით დავიწყეთ:

- უკვე 29 ქართველი სამხედროა დაღუპული სამშვიდობო ოპერაციების შესრულებისას. რამდენად კარგად არიან აღჭურვილი უსაფრთხოების საშუალებებით ჩვენი სამხედროები? დაისვა კითხვები - ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოების დაცვის საშუალებები ხომ არ ჩამოუვარდება ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლების აღჭურვილობას და წვრთნიან თუ არა ჩვენს ჯარისკაცებს იმ ამოცანების შესაბამისად, რისი შესრულებაც ავღანეთში უწევთ?

- სწორად მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ეს შეკითხვები ჩნდება. ჯარი საერთო ოჯახივით არის, საზოგადოებას უყვარს ჯარი და ზრუნავს მასზე. პირობები, რაც ჩვენს ჯარს აქვს წვრთნისთვის (მოსამზადებელ ეტაპზე) და მერე ადგილზე აღჭურვილობისა და თავდაცვის საშუალებების მხრივ, ზუსტად ისეთივეა, როგორიც აქვთ ნატოს კოალიციურ ჯარებს. ამ მხრივ არანაირი დისკრიმინაცია არ არსებობს. პირიქით, ჩვენი სამხედროები იმდენად გმირულად იქცევიან, რომ მათზე უფრო მეტი ზრუნვა უნდათ კოალიციის ჯარებს, ამერიკელებს. ეჭვიც არ უნდა გაგვიჩნდეს, რომ ამერიკელები და ნატოელები ჩვენებს ისე არ ექცევიან, როგორც საკუთარ ჯარისკაცებს. გერმანიაში ჩვენს დაჭრილ ჯარისკაცებს ამერიკელები ისე უვლიან, როგორც საკუთარს.

ავღანეთში გასაგზავნად ჩვენი სამხედროები რამდენიმე თვე ემზადებიან. შემდეგ ამერიკელების სულ სხვა ჯგუფი გერმანიაში ჩადის და აფასებს, მზად არიან თუ არა ყველა ამოცანის შესასრულებლად... ჩვენმა ჯარისკაცებმა მაღალი შეფასება მიიღეს და ამიტომ გაგზავნეს ავღანეთში.

პატივი უნდა ვცეთ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს. სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისადმი. ამიტომაც მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა სამშობლოსთვის დაღუპული გმირის ოჯახს, განურჩევლად იმისა, რომელ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, დაენიშნება პენსია 1.000 ლარის ოდენობით. ეს ორ ეტაპად განხორციელდება. 2014 წლიდან დაენიშნებათ 500-ლარიანი პენსია, ხოლო 2015 წლიდან კიდევ 500 ლარი დაემატებათ. საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევათ 100.000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. ეს გავრცელდება საერთაშორისო ოპერაციებში აქამდე დაღუპულ გმირებზეც.

- აფხაზეთის ომში ყველა საბრძოლო დანაყოფი არ ექვემდებარებოდა თავდაცვის უწყებას. იქ იბრძოდნენ ფორმალური თუ არაფორმალური სამხედრო შენაერთები და მოხალისეები. 1 000-ლარიან პენსიას ყველა ფორმირების დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი მიიღებს?

- ეს სცდება თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობას. აფხაზეთში იბრძოდნენ შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, პოლიციელები, სასაზღვრო ძალები, მოხალისეები, გვარდია, "მხედრიონი". პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვეტერანთა დეპარტამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაადგინოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ყველა მებრძოლის ვინაობა და მათი სამართალმემკვიდრეები, რომელთაც ეკუთვნით პენსია.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიკრა ერთ მუშტად ჩვენი ორი ბატალიონი, რომელიც ავღანეთში მსახურობს. ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, სიამაყით ავივსე, როდესაც ჩავედი და ვნახე, როგორ ეპყრობოდნენ ჩვენს ჯარისკაცებს და როგორი პატივით გამოაცილეს გარდაცვლილები ამერიკელებმა, ავღანელებმა და კოალიციის ჯარებმა.

- ამ ტრაგედიის მიზეზი ჩვენი სამხედროების რაიმე გადაცდომა ხომ არ იყო?

- ჩვენი ორივე ბატალიონის ხელმძღვანელი და განსაკუთრებით 42-ე ბატალიონის მეთაური მაიორი კალანდაძე, ზედმიწევნით პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა სტანდარტულ ოპერატიულ პროცედურას. ბაზაზე პირველი თავდასხმის შემდეგ გაანალიზდა თავდასხმის სპეციფიკა, ტაქტიკა და 42-ე ბატალიონის ხელმძღვანელმა მისცა რეკომენდაცია სარდლობას (ჩვენ მეოთხე დონის დაქვემდებარებაში ვართ, ჩვენს ბატალიონს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება), რა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. ეს გაიზიარა ნატოს სარდლობამ და დაიწყო მოქმედება.

4 დღეში უნდა დაშლილიყო ეს ბაზა და სხვაგან გადასულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო მისი დახურვა.

მე შევხვდი გაერთიანებული შტაბის დელეგაციას. მომახსენეს, რომ ზომების 80% უკვე მიღებულია და ჩვენი შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება იმ საფრთხის ადეკვატურია, რომელიც დღეს გაჩნდა. ეს არ არის კონკრეტულად ქართველების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე. ჩვენ ორჯერ დაგვესხნენ თავს, იმ პერიოდში კი 10 თავდასხმა მოხდა მარტო ჰილმენდის რაიონში.

როდესაც საქართველოში უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ მარგინალური ძალები (რომ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ყოფნით საქართველოს არ ემსახურებიან), ჩვენი ჯარისკაცები ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიან. მინდა ჩვენი საზოგადოებაც ისევე ერთ მუშტად შეიკრას, როგორც ჩვენი ჯარი. პოლიტიკური კითხვა და შეფასება შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ვინც კითხვებს სვამს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, - სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილება სამხედროებს არ მიუღიათ. სამხედროები პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას ასრულებენ. ჩვენს სამხედროებს უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ ავღანეთის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაში. ჩვენ გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი და ამიტომ მის უსაფრთხოებაშიც უნდა შევიტანოთ წვლილი. ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება და თავმოყვარე სახელმწიფო ამას არ უარყოფს. 2014 წლის ბოლომდე კონტინგენტი ეტაპობრივად შემცირდება, მომავალი წლიდან ნელ-ნელა შეიცვლება ქართული ჯარის დისლოკაციის ადგილიც.

- თავიდანვე შეცდომა ხომ არ იყო ამხელა კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთში?

- ჩვენ გადაწყვეტილებების რევიზიას არ ვაკეთებთ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი იყო. მე და მთელი ჯარი ვამაყობთ, რომ საქართველოს ასე ღირსეულად შეუძლია ამ ტვირთის ტარება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არაჩვეულებრივი სამხედრო გამოცდილებაა ქართველი სამხედროებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს ჯარები ემსახურებიან ავღანური სახელმწიფოს შექმნას, "ალ-ქაიდასა" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ვაცლით საყრდენს. თუ ისინი აღადგენენ საყრდენს ავღანეთში, იგივე განმეორდება, რასაც 11 წლის წინ აკეთებდნენ. ევროპის დედაქალაქებსა და საქართველოში ტერორისტული აქტები მოეწყობა. ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ყოფნით ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას იცავენ. უკან დახევა და ტერორისტების მოთხოვნებზე აყოლა არ გვარგებს. როგორც კი მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ მათმა ტაქტიკამ და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ჩვენზე გაჭრა და კონტინგენტი შევამცირეთ, თავდასხმა გაათმაგდება. ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე