მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორები გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორები გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან

სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი, კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნი­ან.

მი­მარ­თვა­ში, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ის და­სა­ცა­ვად" წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ლებს და მათი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მი­ნისტრს რამ­დე­ნი­მე თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის, კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზოთ:

"2013 წ. 10 ივ­ნისს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­სა­ხილ­ვე­ლად და და­სამ­ტკი­ცებ­ლად წა­რუდ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნად.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე იგეგ­მე­ბა გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ამ სას­წრა­ფო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნი და მის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი სარ­გე­ბე­ლი, მი­თუ­მე­ტეს, რომ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში არ ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა (პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი), რო­მელ­თა ბედ­საც ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უშუ­ა­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა. ამით ფაქ­ტობ­რი­ვად ხდე­ბა იმ პრაქ­ტი­კის გან­მე­ო­რე­ბა, რა­საც თქვე­ნი გუნ­დი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საყ­ვე­დუ­რობ­და. ამ­დე­ნად მო­ვი­თხოვთ, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნას კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტში, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ასე­თი ფორ­სი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის შე­ბღალ­ვას, ზღუ­დავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ას, დოქ­ტო­რან­ტე­ბის­თვის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის ჩა­მორ­თმე­ვით კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს მათ მიერ წა­კი­თხუ­ლი კურ­სე­ბის სა­მო­მავ­ლოდ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში დარ­ჩე­ნას და ამ­დე­ნად ხდე­ბა სას­წვლო პრო­ცე­სის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით:

"უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის 1 პუნ­ქტის პ) ქვე­პუნ­ქტი რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნის პრე­რო­გა­ტი­ვას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ანი­ჭებს (გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის წარ­დგი­ნე­ბით).

"უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 15-ე მუხლს ემა­ტე­ბა მე­ო­რე პუნ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს რექ­ტო­რის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რი­სა და დე­კა­ნის მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტებს.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 35-ე მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტი ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რის აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მხო­ლოდ დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რებს და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას 3-4 წლით გან­სა­ზღვრავს. მუხ­ლი მე­ო­რე, ი პრი­მა მუხ­ლის მი­ხედ­ვით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩნდე­ბა ახა­ლი ერ­თე­უ­ლი ასის­ტენ­ტი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბი­თი რგო­ლია და იმავდრო­უ­ლად ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რე­ბის კა­რი­რე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა ბა­რი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ახა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით მო­ზიდ­ვის­თვის, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბის მო­მა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­ის შე­ზღუდ­ვის გზა­ზე. 2006 წლის შემ­დეგ, კა­ნო­ნი "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დელ შე­წყვე­ტას, ისე­ვე რო­გორც რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბას აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს ანი­ჭებ­და, გან­სხვა­ვე­ბით მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნის­გან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნა პრე­ზი­დენ­ტის პე­რე­რო­გა­ტი­ვა იყო. შე­სა­ბა­მი­სად, 2006 წლის შემ­დეგ მოქ­მე­დი კა­ნო­ნის შეც­ვლა იმგვა­რად, რომ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებლს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნიშ­ნავს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ის თვალ­საზ­რი­სით სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უკან გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯია.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ის მა­ღალ ხა­რისხსა და მისი სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის გაზ­რდას შო­რის არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს აკა­დე­მი­ურ სის­ტე­მას.

გა­უ­მარ­თლე­ბე­ლად მიგ­ვაჩ­ნია ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა რექ­ტო­რის არ­ჩე­ვა ან მისი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დად­გე­ნა ან რექ­ტო­რის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის და დე­კა­ნი­სათ­ვის თვი­უ­რი სარ­გოს დად­გე­ნა უნდა მო­ა­წეს­რი­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წეს­დე­ბებ­მა და არა კა­ნონ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ 1. ამო­ი­ღოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის ტექ­სტი­დან ა. მე-7 მუხ­ლის 1 პუნ­ქტის პ) ქვე­პუნ­ქტი,

ბ. 15-ე მუხ­ლის 2-ე პუნ­ქტი, გ. 35-ე მუხ­ლი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ თა­ვი­დან, რად­გა­ნაც: 4) პუნ­ქტში ასის­ტენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს არ­ჩე­ვი­თი, ხოლო 3) პუნ­ქტში ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი დარ­ჩეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დის­კრე­ცი­ა­ში. 2. შე­ი­ტა­ნოთ ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში "სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შე­სა­ხებ", კერ­ძოდ, ამ კა­ნო­ნის მე-10 მუხ­ლში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, ამ კა­ნო­ნი­დან გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, თა­ვი­ან­თი ხელ­მძღვა­ნე­ლის არ­ჩე­ვის და ამ ხელ­მძღვა­ნე­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში მისი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბათ. 3. სა­მი­ნის­ტროს­თან შექ­მნათ უნი­ვერ­სი­ტეტ­თა­შო­რი­სი სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი. ვფიქ­რობთ, რომ ასე­თი ჯგუ­ფი შეძ­ლებს სა­მი­ნის­ტრო­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რად შე­ჯე­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს აკა­დე­მი­უ­რი სის­ტე­მის სა­კე­თილ­დღე­ოდ", - ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი­სად­მი მი­მარ­თვა­ში.

მი­მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით ხელ­მო­წე­რებ­საც აგ­რო­ვე­ბენ. ამ დრო­ის­თვის შე­სა­ბა­მის სი­ა­ში 600-მდე პი­რის ხელ­მო­წე­რაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორები გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორები გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან.

მიმართვაში, რომლის სახელწოდებაა "საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომიის დასაცავად" წერილის ავტორები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილელებს და მათი დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებენ და მინისტრს რამდენიმე თხოვნით მიმართავენ.

"ინტერპრესნიუსი" უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორების მიმართვას უცვლელად გთავაზოთ:

"2013 წ. 10 ივნისს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინა კანონპროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანად.

იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე იგეგმება განათლების შესახებ ახალი კანონის მიღება, ჩვენთვის გაუგებარია ამ სასწრაფო ცვლილებების მიზანი და მისგან მოსალოდნელი სარგებელი, მითუმეტეს, რომ კანონში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესში არ ყოფილა ჩართული საუნივერსიტეტო საზოგადოება (პროფესორები და სტუდენტები), რომელთა ბედსაც ეს ცვლილებები უშუალოდ უკავშირდება. ამით ფაქტობრივად ხდება იმ პრაქტიკის განმეორება, რასაც თქვენი გუნდი წინა ხელისუფლებას საყვედურობდა. ამდენად მოვითხოვთ, რომ შეჩერებული იქნას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რადგან მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორსირებული ცვლილებები წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების პრინციპების შებღალვას, ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას, დოქტორანტებისთვის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის ჩამორთმევით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ მიერ წაკითხული კურსების სამომავლოდ სასწავლო პროგრამებში დარჩენას და ამდენად ხდება სასწვლო პროცესის შემაფერხებელი, ვინაიდან ამ კანონპროექტის მიხედვით:

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1 პუნქტის პ) ქვეპუნქტი რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის პრეროგატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანიჭებს (განათლების მინისტრის წარდგინებით).

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 15-ე მუხლს ემატება მეორე პუნტი, რომელიც განსაზღვრავს რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და დეკანის მინიმალური და მაქსიმალური ხელფასის კოეფიციენტებს.

უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების საშუალებას აძლევს მხოლოდ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს და ამ თანამდებობის დაკავების ხანგრძლივობას 3-4 წლით განსაზღვრავს. მუხლი მეორე, ი პრიმა მუხლის მიხედვით, უნივერსიტეტში ჩნდება ახალი ერთეული ასისტენტი, რომელიც დამატებითი რგოლია და იმავდროულად ბიუროკრატიული ბარიერი ახალგაზრდა მეცნიერების კარირერული განვითარებისა და საუნივერსიტეტო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, შესაბამისად, ხდება ბარიერი უნივერსიტეტში ახალი ადამიანური რესურსის გრძელვადიანი პერსპექტივით მოზიდვისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება საქართველოში მეცნიერების მომავალ განვითარებაზე.

მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შეზღუდვის გზაზე. 2006 წლის შემდეგ, კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ" რექტორის უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას, ისევე როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებას აკადემიურ საბჭოს ანიჭებდა, განსხვავებით მანამდე არსებული კანონისგან, რომლის მიხედვითაც, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა პრეზიდენტის პერეროგატივა იყო. შესაბამისად, 2006 წლის შემდეგ მოქმედი კანონის შეცვლა იმგვარად, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, უნივერსიტეტის ავტონომიის თვალსაზრისით სახელმწიფოს მხრიდან უკან გადადგმულ ნაბიჯია.

მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის მაღალ ხარისხსა და მისი სასწავლო და სამეცნიერო ხარისხის გაზრდას შორის არსებობს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, შესაბამისად, ამ ცვლილებების შეტანა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ზიანს მიაყენებს საქართველოს აკადემიურ სისტემას.

გაუმართლებელად მიგვაჩნია ამგვარი ცვლილებების მიღება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებთან და სტუდენტებთან კონსულტაციის გარეშე.

მიგვაჩნია, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა რექტორის არჩევა ან მისი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა და აკადემიური პერსონალისათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენა ან რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და დეკანისათვის თვიური სარგოს დადგენა უნდა მოაწესრიგოს უნივერსიტეტების წესდებებმა და არა კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ 1. ამოიღოთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ცვლილებების ტექსტიდან ა. მე-7 მუხლის 1 პუნქტის პ) ქვეპუნქტი,

ბ. 15-ე მუხლის 2-ე პუნქტი, გ. 35-ე მუხლი ჩამოაყალიბოთ თავიდან, რადგანაც: 4) პუნქტში ასისტენტის თანამდებობა არ არის მიზანშეწონილი იყოს არჩევითი, ხოლო 3) პუნქტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის კრიტერიუმები დარჩეს უნივერსიტეტის დისკრეციაში. 2. შეიტანოთ ცვლილება საქართველოს კანონში "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ", კერძოდ, ამ კანონის მე-10 მუხლში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს, ამ კანონიდან გამონაკლისის სახით, თავიანთი ხელმძღვანელის არჩევის და ამ ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება მიენიჭებათ. 3. სამინისტროსთან შექმნათ უნივერსიტეტთაშორისი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილები იქნებიან პროფესორები და სტუდენტები. ვფიქრობთ, რომ ასეთი ჯგუფი შეძლებს სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერესების ოპტიმალურად შეჯერებას საქართველოს აკადემიური სისტემის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განათლების მინისტრისადმი მიმართვაში.

მიმართვის პარალელურად, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აღნიშნული მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ. ამ დროისთვის შესაბამის სიაში 600-მდე პირის ხელმოწერაა დაფიქსირებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია