პოლიტიკა

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალების დაჯგუფება მოძალადე კაცებს ფიზიკურად უსწორდება
ქალების დაჯგუფება მოძალადე კაცებს ფიზიკურად უსწორდება

ინ­დო­ეთ­ში ძლი­ერ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებს ებ­რძვის. ათო­ბით ქალი ერ­თი­ან­დე­ბა ე.წ წი­თელ ბრი­გა­და­ში, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი. "წი­თე­ლი ბრი­გა­დის" აქ­ტი­ვის­ტი ქა­ლე­ბი თავს ეს­ხმი­ან ძა­ლა­დო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან მათ.

დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს წი­თე­ლი მა­ი­სუ­რე­ბი აც­ვი­ათ. სულ ცოტა ხნის წინ "წი­თელ ბრი­გა­და­ში" მხო­ლოდ 15 ადა­მი­ა­ნი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა დე­კემ­ბერ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, მათი რი­ცხვი 100-მდე გა­ი­ზარ­და.

შე­გახ­სნე­ბეთ, რომ სტუ­დენ­ტი გო­გო­ნას ჯოტი სინ­გჰის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტს, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად კი­ნო­თე­ატ­რი­დან შინ ავ­ტო­ბუ­სით ბრუნ­დე­ბო­და, მა­ს­მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. შემ­თხვე­ვა ნიუ-დე­ლი­ში მოხ­და. გო­გო­ნას თავს 6 მა­მა­კა­ცი (მათ შო­რის ერთი მო­ზარ­დი) და­ეს­ხა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. მისი მე­გო­ბარ მა­მა­კაცს კი სცე­მეს. ამას­თან, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი მომ­ხდარ­ში თა­ვად მსხვერ­პლს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ისი­ნი გო­გო­ნას აგი­ნებ­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თა­ვა­დაა დამ­ნა­შა­ვე, ვი­ნა­ი­დან წე­სი­ე­რი გო­გო­ნა ამ დროს ქუ­ჩა­ში არ უნდა იყოს.

ჯო­ტის რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. სტუ­დენ­ტი სინ­გა­პუ­რის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ჩვენ­თან გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ან გო­გო­ნე­ბი და დახ­მა­რე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ. მა­თაც სურთ შეც­ვა­ლონ რამე, რომ სხვა ქა­ლებს ასე­თი რამ არ და­ე­მარ­თოთ", - გა­ნა­ცხა­და "წი­თე­ლი ბრი­გა­დის" ლი­დერ­მა უშა ვიშ­ვა­კარ­მამ.

მოძ­რა­ო­ბა ატა­რებს ტრე­ნინ­გებს, სა­დაც გო­გო­ნებს თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვის დაც­ვის ხერ­ხებს ას­წავ­ლი­ან, თუმ­ცა "წი­თე­ლი ბრი­გა­და" ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი უკვე აქ­ტი­უ­რად ეძე­ბენ სექ­სუ­ა­ლურ მო­ძა­ლა­დე­ებს ქუ­ჩებ­ში.

ცოტა ხნის წინ "წი­თე­ლი ბრი­გა­დის" წევ­რებ­მა სცე­მეს ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც ერთ გო­გო­ნას დას­დევ­დნენ, აწუ­ხებ­დნენ და უხამს ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

"ჩვენ ისი­ნი წიხ­ლე­ბით ვცე­მეთ. რო­დე­საც გარ­ბოდ­ნენ პი­რო­ბა და­დეს, რომ იმ გო­გოს აღარ შე­ა­წუ­ხებ­დნენ", - აცხა­დებს აქ­ტი­ვის­ტი პე­ერ­ტი ვერ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

ქალების დაჯგუფება მოძალადე კაცებს ფიზიკურად უსწორდება

ქალების დაჯგუფება მოძალადე კაცებს ფიზიკურად უსწორდება

ინდოეთში ძლიერდება მოძრაობა, რომელიც ლინჩის წესით გასამართლებით გაუპატიურების ფაქტებს ებრძვის. ათობით ქალი ერთიანდება ე.წ წითელ ბრიგადაში, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. "წითელი ბრიგადის" აქტივისტი ქალები თავს ესხმიან ძალადობაში ეჭვმიტანილებს და ფიზიკურად უსწორდებიან მათ.

დაჯგუფების წევრებს წითელი მაისურები აცვიათ. სულ ცოტა ხნის წინ "წითელ ბრიგადაში" მხოლოდ 15 ადამიანი იყო გაერთიანებული, თუმცა დეკემბერში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდა.

შეგახსნებეთ, რომ სტუდენტი გოგონას ჯოტი სინგჰის გაუპატიურების ფაქტს, რომელიც შეყვარებულთან ერთად კინოთეატრიდან შინ ავტობუსით ბრუნდებოდა, მასმედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა. შემთხვევა ნიუ-დელიში მოხდა. გოგონას თავს 6 მამაკაცი (მათ შორის ერთი მოზარდი) დაესხა და გააუპატიურა. მისი მეგობარ მამაკაცს კი სცემეს. ამასთან, მოძალადეები მომხდარში თავად მსხვერპლს ადანაშაულებდნენ. ისინი გოგონას აგინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თავადაა დამნაშავე, ვინაიდან წესიერი გოგონა ამ დროს ქუჩაში არ უნდა იყოს.

ჯოტის რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სტუდენტი სინგაპურის კლინიკაში გარდაიცვალა.

"ჩვენთან გამუდმებით მოდიან გოგონები და დახმარებას გვთავაზობენ. მათაც სურთ შეცვალონ რამე, რომ სხვა ქალებს ასეთი რამ არ დაემართოთ", - განაცხადა "წითელი ბრიგადის" ლიდერმა უშა ვიშვაკარმამ.

მოძრაობა ატარებს ტრენინგებს, სადაც გოგონებს თავდასხმის შემთხვევაში, თავის დაცვის ხერხებს ასწავლიან, თუმცა "წითელი ბრიგადა" ამით არ შემოიფარგლება. დაჯგუფების წევრები უკვე აქტიურად ეძებენ სექსუალურ მოძალადეებს ქუჩებში.

ცოტა ხნის წინ "წითელი ბრიგადის" წევრებმა სცემეს ბიჭებს, რომლებიც ერთ გოგონას დასდევდნენ, აწუხებდნენ და უხამს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

"ჩვენ ისინი წიხლებით ვცემეთ. როდესაც გარბოდნენ პირობა დადეს, რომ იმ გოგოს აღარ შეაწუხებდნენ", - აცხადებს აქტივისტი პეერტი ვერმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა