პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ დააკავეს  ლაშა გაბიტაშვილთან "ქართული ოცნების“ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აბუ-დაბიში? - წყარო გვეუბნება, რომ დაკავებული "პარლამენტარების მეგობარია"
ვინ დააკავეს  ლაშა გაბიტაშვილთან "ქართული ოცნების“ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აბუ-დაბიში? - წყარო გვეუბნება, რომ დაკავებული "პარლამენტარების მეგობარია"

აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

"სა­უზ­მე­ზე ჩა­მო­ვე­დი, ვი­ჯე­ქი მარ­ტო ჩემ­თვის, ცოლ­თან ერ­თად… გუ­შინ­დე­ლი მომ­ხდა­რით გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და მომ­ვარ­დნენ“, - ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი და ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­სა და მო­ქა­ლა­ქეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წინა დღეს და­ი­წყო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას გა­ბი­ტაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებს, სა­დაც ზარ­ქუა და მისი კო­ლე­გე­ბი, - "მო­ღა­ლა­ტე“ და "სამ­შობ­ლოს გამ­ყიდ­ვე­ლი“ უწო­და.

12 იან­ვარს, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი. რო­მელ­შიც წერ­და, რომ აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პოსტს თან ერ­თო­და ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბიც.

"გუ­შინ რა მოხ­და ბა­თუმ­ში გა­ი­გეთ, სა­ნამ ჩა­მოხ­ვი­დო­დით? ხალ­ხი პლა­კა­ტე­ბის გამო რომ და­ი­ჭი­რეს, იცით? რუს­თა­ველ­ზე ხალ­ხი რომ აწა­მეს ნო­ემ­ბერს, იცით?.." - გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ეკი­თხე­ბა მო­ქა­ლა­ქე ზარ­ქუ­ას.

იქვე იყ­ვნენ სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბიც.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ნიკა ხა­ტი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 13 იან­ვარს აბუ-და­ბი­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ცდი­ლობს, საქ­მე აღ­ძრას მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

ხა­ტი­აშ­ვი­ლის ცნო­ბით­ვე, გა­ბი­ტაშ­ვი­ლის­გან იცის, რომ "მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მხრი­დან ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ერთ-ერთი პირი (ვის­მა ნას­როლ­მა თეფშმაც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია),“ - წერს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

წყა­რო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ AMBEBI.GE-ს უდას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, დამ­სვე­ნე­ბე­ლი, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მე­გო­ბა­რი, გიო გო­გო­ლა­ძე, ვისი ნას­რო­ლი სა­ი­ნიც რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრო­მელს მოხ­ვდა და და­ზი­ან­და. წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, რომ გო­გო­ლა­ძე ბიზ­ნეს­მე­ნია, ასე­ვე, იმე­დოვ­ნებს, რომ მას მალე გა­მო­უშ­ვე­ბენ. აბუ-და­ბი­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან იკი­თხე­ბი­ან ჯგუ­ფურ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვინ დააკავეს  ლაშა გაბიტაშვილთან "ქართული ოცნების“ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აბუ-დაბიში? - წყარო გვეუბნება, რომ დაკავებული "პარლამენტარების მეგობარია"

ვინ დააკავეს  ლაშა გაბიტაშვილთან "ქართული ოცნების“ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აბუ-დაბიში? - წყარო გვეუბნება, რომ დაკავებული "პარლამენტარების მეგობარია"

აბუ-დაბიში, სასტუმრო "რედისონში“, საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და და "ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

"საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.

"ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება წინა დღეს დაიწყო. "ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ზარქუას გაბიტაშვილმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებს, სადაც ზარქუა და მისი კოლეგები, - "მოღალატე“ და "სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

12 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი. რომელშიც წერდა, რომ აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა, თუმცა ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. პოსტს თან ერთოდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრებიც.

"გუშინ რა მოხდა ბათუმში გაიგეთ, სანამ ჩამოხვიდოდით? ხალხი პლაკატების გამო რომ დაიჭირეს, იცით? რუსთაველზე ხალხი რომ აწამეს ნოემბერს, იცით?.." - გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეკითხება მოქალაქე ზარქუას.

იქვე იყვნენ სხვა დეპუტატებიც.

რამდენიმე საათის წინ ლაშა გაბიტაშვილის მეგობარმა, ნიკა ხატიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაბიტაშვილი, რომელსაც 13 იანვარს აბუ-დაბიში "ქართული ოცნების“ პარლამენტარები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ცდილობს, საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ.

ხატიაშვილის ცნობითვე, გაბიტაშვილისგან იცის, რომ "მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება გამოიწვია),“ - წერს ხატიაშვილი.

წყარო "ქართული ოცნებიდან“ AMBEBI.GE-ს უდასტურებს იმ ფაქტს, რომ ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა დააკავეს ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, დამსვენებელი, პარლამენტარების მეგობარი, გიო გოგოლაძე, ვისი ნასროლი საინიც რესტორნის თანამშრომელს მოხვდა და დაზიანდა. წყარო გვეუბნება, რომ გოგოლაძე ბიზნესმენია, ასევე, იმედოვნებს, რომ მას მალე გამოუშვებენ. აბუ-დაბიში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და სამართალდამცველების მხრიდან იკითხებიან ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე ქართველი დეპუტატები.

იხილეთ ასევე: