პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს იყო "ჯინსების თაობის" ყველაზე სასტიკი დღე!
ეს იყო "ჯინსების თაობის" ყველაზე სასტიკი დღე!

საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფომ ის და მისი მე­გობ­რე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბად გა­მო­ა­ცხა­და... მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მათი "ტე­რო­რის­ტო­ბა" და რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ხე­ლით მო­ნათ­ლეს - "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი". ეს სა­ხე­ლი დამ­კვიდ­რდა კი­დეც, არა იმი­ტომ, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ვის და თა­ვის დაღ­წე­ვის სურ­ვილ­მა ეს ახალ­გაზ­რდე­ბი თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, უფრო იმი­ტომ, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის არ­სე­ბობ­და ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­ყა­რო, რომ­ლის­კენ ლტოლ­ვაც ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბად ჰქონ­დათ ქცე­უ­ლი. ეს გან­ცდა კი რა­ღა­ცით ჰგავ­და ფრე­ნას...

სოსო წე­რე­თე­ლი "თვითმფრი­ნა­ვის ბიჭი" იყო... თუმ­ცა მა­ნამ­დე, ვიდ­რე ამ სა­ბე­დის­წე­რო სა­ხე­ლით გა­იც­ნობ­და მსოფ­ლიო, მის სამ­შობ­ლო­ში, რომ­ლის სატ­კი­ვა­რიც თა­ვის არის­ტოკ­რა­ტი­ულ წარ­მო­შო­ბას­თან ერ­თად მემ­კვიდ­რე­ო­ბით ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, იცოდ­ნენ, რომ იზ­რდე­ბო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კარ­გი ახალ­გაზ­რდა. მის გა­რეგ­ნულ დახ­ვე­წი­ლო­ბას ჰარ­მო­ნი­უ­ლად ავ­სებ­და ში­ნა­გა­ნი სი­ფა­ქი­ზე, ინ­ტე­ლექ­ტი, აზ­როვ­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო სტი­ლი... და თუ ვინ­მე­ზე შე­იძ­ლე­ბო­და თქმუ­ლი­ყო, სა­ჯი­შე ბი­ჭი­აო, ეს ნამ­დვი­ლად იყო სოსო წე­რე­თე­ლი.

მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის მეც­ნი­ე­რის, კოტე წე­რეთ­ლის ვაჟს დედა სულ ახ­სე­ნებ­და, - ისე არ­სად მო­იქ­ცე, მა­მის სა­ხე­ლი შე­არ­ცხვი­ნოო. არც სჭირ­დე­ბო­და გაფრ­თხი­ლე­ბა, მას­ში უკვე იყო აღ­ზრდი­ლი არის­ტოკ­რა­ტი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს შერყვნი­და თა­ვის მე­ტყვე­ლე­ბას უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით, არა­სო­დეს და­არ­ღვევ­და ზნე­ო­ბი­სა და ღირ­სე­ბის პრინ­ცი­პებს... თვითმყო­ფა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვა­რი იყო. იმ ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნას რომ არ შე­წირ­ვო­და, დღეს ალ­ბათ მსოფ­ლი­ო­ში ეცო­დი­ნე­ბო­დათ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა...

პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა 1989 წელს მო­უ­წყვეს (მე­ო­რე - სულ ახ­ლა­ხან, 26 მა­ისს გა­იხ­სნა "თი­ბი­სი" გა­ლე­რე­ა­ში), მას მერე, რაც 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­მა გა­ათ­კე­ცე­ბუ­ლი ძა­ლით მო­ა­წყუ­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს... გა­მო­ფე­ნის გახ­სნა­ზე უთ­ქვამს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ვახ­ტანგ ბე­რი­ძეს სო­სოს დე­დის­თვის - მსოფ­ლიო მაქვს შე­მოვ­ლი­ლი, არა­ერ­თი მხატ­ვა­რი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ რო­მე­ლი­მეს 25 წლის ასაკ­ში ამ­დე­ნი მო­ეს­წროს, არ შემ­ხვედ­რი­აო... ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ბრეგ­ვა­ძე-წე­რე­თე­ლი ცდი­ლობ­და, სოსო ღირ­სე­ულ კა­ცად აღე­ზარ­და. მეტს და მეტს სთხოვ­და შვილს - თით­ქოს ქვეც­ნო­ბი­ე­რად ვი­ცო­დი, დრო ბევ­რი არ ექ­ნე­ბო­დაო...

მის სახ­ლში ახლა მე­მო­რი­ა­ლუ­რი სახლ-მუ­ზე­უ­მია. ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა იხ­სე­ნებს:

- ორი წლის რომ შეს­რულ­და, მისი და­ბა­დე­ბის დღე­ზე კო­ტეს მე­გობ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ, ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი. სი­ტყვა ბროს ტი­ტო­ზე ჩა­მო­ვარ­და, იუ­გოს­ლა­ვი­ა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. უცებ სო­სი­კო არ ჩა­ე­ბა სა­უ­ბარ­ში?! თა­მაზ გამ­ყრე­ლი­ძემ: რა პო­ლი­ტი­კუ­რად ზრდით ბავ­შვსო, - გა­ი­ცი­ნა. პო­ლი­ტი­კუ­რად კი არ მზრდი­ან, რომ ვთა­მა­შობ­დი, თან რა­დი­ოს ვუს­მენ­დიო, - "ახ­სნა" სო­სი­კომ.

ყვე­ლა­ფერს ღრუ­ბე­ლი­ვით ის­რუ­ტავ­და. მახ­სოვს, სა­რე­ცხს ვფენ­დი, ხელი მაღ­ლა მქონ­და აწე­უ­ლი. გვერ­დით მო­მიდ­გა, ხელი გა­ჭი­მა და - ლე­ნინ­მა თქვა, სწავ­ლა, სწავ­ლა და სწავ­ლაო... ერთხელ სტუ­მა­რი გვეწ­ვია, ლა­მა­ზი შავი კაბა, შლა­პა და ვუ­ა­ლი ემო­სა... სო­სი­კომ მო­მა­ხა­რა, - ანა კა­რე­ნი­ნა მო­ვი­დაო!

სამ­წლი­ნა­ხევ­რი­სამ და­ი­წყო ხატ­ვა. 4-5 წლი­სას უკვე ჰქონ­და გა­მო­ფე­ნა მუშ­ტა­ი­დის ბაღ­ში. გა­მო­ფე­ნი­ლი იყო მისი და­ხა­ტუ­ლი ერეკ­ლე მეფე, ფი­როს­მა­ნი, რუს­თა­ვე­ლი... იქვე ვი­დე­ქი და მეს­მო­და, ერ­თმა ქალ­მა მე­ო­რეს უთხრა, ალ­ბათ მშობ­ლე­ბი უხა­ტა­ვე­ნო. მე­სა­მე შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა, მო­ცარ­ტი სამი წლი­სა თხზავ­და მუ­სი­კა­სო. სო­სი­კოს "დამ­ცველს" ვუ­თხა­რი - მე ვარ ამ ბავ­შვის დედა-მეთ­ქი...

"მე ვარ სოსო წე­რეთ­ლის დედა" - ეს ფრა­ზა არა­ერ­თხელ გა­უ­მე­ო­რე­ბია ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას, უთ­ქვამს სი­ხა­რუ­ლით, სი­ა­მა­ყით, ტკი­ვი­ლით, დარ­დით...

მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ სო­სოს გა­ნათ­ლე­ბით. იცო­და ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი, ბო­ლოს იტა­ლი­ურ­საც სწავ­ლობ­და. სოსო უკვე ცო­ცხა­ლი აღარ იყო, კოტე წე­რეთ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­ბა­ტონ ლე­ი­ლას უთხრა, სო­სომ სი­რი­უ­ლი ის­წავ­ლა თა­ვი­სი­თო.

რო­მელ ოლიმ­პი­ა­და­ზეც გა­ვი­და, ყველ­გან პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მი მი­ი­ღო... ერთ-ერთ ოლიმ­პი­ა­დას ეს­წრე­ბოდ­ნენ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია და ბესო ჟღენ­ტი. სოსო წე­რეთ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი რომ უნა­ხავთ, ვი­ნა­ო­ბა უკი­თხავთ. იმ სა­ღა­მოს წე­რეთ­ლებ­თან ბესო ჟღენ­ტმა და­რე­კა, - ბა­ტო­ნო კოტე, ეს რა შვი­ლი გყო­ლი­ათ, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი­აო!

- ვცდი­ლობ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სო­სი­კოს­თვის, მოს­კოვ­ში წა­ვიყ­ვა­ნე, ყვე­ლა კონ­ცერტსა და გა­მო­ფე­ნა­ზე ვა­ტა­რებ­დი... არ და­მა­ვი­წყდე­ბა, მე, სო­სი­კომ და ეკა მა­მა­ლა­ძემ (ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია ნანი ბრეგ­ვა­ძე, ეკა სო­სო­ზე ორი წლით უმ­ცრო­სი იყო) ღამე გა­ვა­თე­ნეთ, რომ დი­ლით მუ­ზე­უმ­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვით და ევ­რო­პი­დან ექ­სპო­ნი­რე­ბუ­ლი "მონა ლიზა" გვე­ნა­ხა. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან გაწ­ვალ­დნენ, მაგ­რამ დი­ლით დარ­ბაზ­ში რომ შე­ვე­დით და სოსო ამ შე­დევ­რის წინ გა­ჩერ­და, ისე მო­ი­ნუს­ხა, ფეხი ვერ გა­დად­გა. მე­ცხრე კლას­ში იყო, მოს­კოვ­ში მო­უს­მე­ნია ლექ­ცია კომ­პო­ზი­ტორ გერშვინ­ზე. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას მას­ზე სა­ო­ცა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა და­წე­რა.

მარ­ტო ნი­ჭი­ე­რე­ბით არ იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი. სკო­ლა­ში ფან­ჯა­რა რომ გა­ტყდე­ბო­და, თვი­თონ იბ­რა­ლებ­და - აბა, იმას მამა არ ჰყავს, იმას უჭირს და ცო­დო­აო... ჩვენც არ ვართ მი­ლი­ო­ნე­რე­ბიო, ეტყო­და დედა... სოსო გა­ი­ღი­მებ­და. ერ­ჩივ­ნა, სხვის ნაც­ვლად გა­და­ე­ხა­და, ოღონდ სხვა არ და­ჩაგ­რუ­ლი­ყო... ამა­ზე არ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ სხვი­ტო­რელ წე­რე­თელს ერეკ­ლე მე­ფის პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლის, ცი­ციშ­ვი­ლის სის­ხლი ერია - სოსო პა­ტა­რა კა­ხის მე­ცხრე თა­ო­ბა იყო. ის, რაც კო­დი­რე­ბუ­ლი იყო - მზრუნ­ვე­ლო­ბა სხვა­ზე, ვერ აღ­მო­ი­ფხვრე­ბო­და.

არა­სო­დეს უთ­ქვამს ტყუ­ი­ლი. მე­ო­რე კურ­სამ­დე სი­გა­რე­ტიც არ მო­უ­წე­ვია. მერე მა­მას­თან გა­უმ­ხე­ლია, კურ­სზე ყვე­ლა ეწე­ვა და დე­დამ მომ­ცეს ნება, რომ მოვ­წი­ოო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ეს იყო "ჯინსების თაობის" ყველაზე სასტიკი დღე!

ეს იყო "ჯინსების თაობის" ყველაზე სასტიკი დღე!

საბჭოთა სახელმწიფომ ის და მისი მეგობრები ტერორისტებად გამოაცხადა... მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მათი "ტერორისტობა" და რომანტიკული სახელით მონათლეს - "თვითმფრინავის ბიჭები". ეს სახელი დამკვიდრდა კიდეც, არა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცევის და თავის დაღწევის სურვილმა ეს ახალგაზრდები თვითმფრინავის გატაცების მცდელობამდე მიიყვანა, უფრო იმიტომ, რომ თითოეული მათგანისთვის არსებობდა ზეაღმატებული სამყარო, რომლისკენ ლტოლვაც შინაგან მდგომარეობად ჰქონდათ ქცეული. ეს განცდა კი რაღაცით ჰგავდა ფრენას...

სოსო წერეთელი "თვითმფრინავის ბიჭი" იყო... თუმცა მანამდე, ვიდრე ამ საბედისწერო სახელით გაიცნობდა მსოფლიო, მის სამშობლოში, რომლის სატკივარიც თავის არისტოკრატიულ წარმოშობასთან ერთად მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, იცოდნენ, რომ იზრდებოდა არაჩვეულებრივად კარგი ახალგაზრდა. მის გარეგნულ დახვეწილობას ჰარმონიულად ავსებდა შინაგანი სიფაქიზე, ინტელექტი, აზროვნების საინტერესო სტილი... და თუ ვინმეზე შეიძლებოდა თქმულიყო, საჯიშე ბიჭიაო, ეს ნამდვილად იყო სოსო წერეთელი.

მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის, კოტე წერეთლის ვაჟს დედა სულ ახსენებდა, - ისე არსად მოიქცე, მამის სახელი შეარცხვინოო. არც სჭირდებოდა გაფრთხილება, მასში უკვე იყო აღზრდილი არისტოკრატი, რომელიც არასოდეს შერყვნიდა თავის მეტყველებას უცენზურო სიტყვებით, არასოდეს დაარღვევდა ზნეობისა და ღირსების პრინციპებს... თვითმყოფადი და საინტერესო მხატვარი იყო. იმ ტრაგიკულ მოვლენას რომ არ შეწირვოდა, დღეს ალბათ მსოფლიოში ეცოდინებოდათ მისი შემოქმედება...

პირველი გამოფენა 1989 წელს მოუწყვეს (მეორე - სულ ახლახან, 26 მაისს გაიხსნა "თიბისი" გალერეაში), მას მერე, რაც 9 აპრილის მოვლენებმა გაათკეცებული ძალით მოაწყურა თავისუფლება საქართველოს... გამოფენის გახსნაზე უთქვამს ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ბერიძეს სოსოს დედისთვის - მსოფლიო მაქვს შემოვლილი, არაერთი მხატვარი მინახავს, მაგრამ რომელიმეს 25 წლის ასაკში ამდენი მოესწროს, არ შემხვედრიაო... ქალბატონი ლეილა ბრეგვაძე-წერეთელი ცდილობდა, სოსო ღირსეულ კაცად აღეზარდა. მეტს და მეტს სთხოვდა შვილს - თითქოს ქვეცნობიერად ვიცოდი, დრო ბევრი არ ექნებოდაო...

მის სახლში ახლა მემორიალური სახლ-მუზეუმია. ქალბატონი ლეილა იხსენებს:

- ორი წლის რომ შესრულდა, მისი დაბადების დღეზე კოტეს მეგობრები მოვიდნენ, ცნობილი მეცნიერები. სიტყვა ბროს ტიტოზე ჩამოვარდა, იუგოსლავიაზე ლაპარაკობდნენ. უცებ სოსიკო არ ჩაება საუბარში?! თამაზ გამყრელიძემ: რა პოლიტიკურად ზრდით ბავშვსო, - გაიცინა. პოლიტიკურად კი არ მზრდიან, რომ ვთამაშობდი, თან რადიოს ვუსმენდიო, - "ახსნა" სოსიკომ.

ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავდა. მახსოვს, სარეცხს ვფენდი, ხელი მაღლა მქონდა აწეული. გვერდით მომიდგა, ხელი გაჭიმა და - ლენინმა თქვა, სწავლა, სწავლა და სწავლაო... ერთხელ სტუმარი გვეწვია, ლამაზი შავი კაბა, შლაპა და ვუალი ემოსა... სოსიკომ მომახარა, - ანა კარენინა მოვიდაო!

სამწლინახევრისამ დაიწყო ხატვა. 4-5 წლისას უკვე ჰქონდა გამოფენა მუშტაიდის ბაღში. გამოფენილი იყო მისი დახატული ერეკლე მეფე, ფიროსმანი, რუსთაველი... იქვე ვიდექი და მესმოდა, ერთმა ქალმა მეორეს უთხრა, ალბათ მშობლები უხატავენო. მესამე შეეწინააღმდეგა, მოცარტი სამი წლისა თხზავდა მუსიკასო. სოსიკოს "დამცველს" ვუთხარი - მე ვარ ამ ბავშვის დედა-მეთქი...

"მე ვარ სოსო წერეთლის დედა" - ეს ფრაზა არაერთხელ გაუმეორებია ქალბატონ ლეილას, უთქვამს სიხარულით, სიამაყით, ტკივილით, დარდით...

მასწავლებლები აღფრთოვანებული იყვნენ სოსოს განათლებით. იცოდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ბოლოს იტალიურსაც სწავლობდა. სოსო უკვე ცოცხალი აღარ იყო, კოტე წერეთლის თანამშრომელმა ქალბატონ ლეილას უთხრა, სოსომ სირიული ისწავლა თავისითო.

რომელ ოლიმპიადაზეც გავიდა, ყველგან პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო... ერთ-ერთ ოლიმპიადას ესწრებოდნენ კონსტანტინე გამსახურდია და ბესო ჟღენტი. სოსო წერეთლის ნამუშევარი რომ უნახავთ, ვინაობა უკითხავთ. იმ საღამოს წერეთლებთან ბესო ჟღენტმა დარეკა, - ბატონო კოტე, ეს რა შვილი გყოლიათ, კონსტანტინე გამსახურდია აღფრთოვანებულიაო!

- ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მეჩვენებინა სოსიკოსთვის, მოსკოვში წავიყვანე, ყველა კონცერტსა და გამოფენაზე ვატარებდი... არ დამავიწყდება, მე, სოსიკომ და ეკა მამალაძემ (ჩემი ბიძაშვილია ნანი ბრეგვაძე, ეკა სოსოზე ორი წლით უმცროსი იყო) ღამე გავათენეთ, რომ დილით მუზეუმში შევსულიყავით და ევროპიდან ექსპონირებული "მონა ლიზა" გვენახა. ბავშვები ძალიან გაწვალდნენ, მაგრამ დილით დარბაზში რომ შევედით და სოსო ამ შედევრის წინ გაჩერდა, ისე მოინუსხა, ფეხი ვერ გადადგა. მეცხრე კლასში იყო, მოსკოვში მოუსმენია ლექცია კომპოზიტორ გერშვინზე. სკოლის დამთავრებისას მასზე საოცარი თავისუფალი თემა დაწერა.

მარტო ნიჭიერებით არ იყო გამორჩეული. სკოლაში ფანჯარა რომ გატყდებოდა, თვითონ იბრალებდა - აბა, იმას მამა არ ჰყავს, იმას უჭირს და ცოდოაო... ჩვენც არ ვართ მილიონერებიო, ეტყოდა დედა... სოსო გაიღიმებდა. ერჩივნა, სხვის ნაცვლად გადაეხადა, ოღონდ სხვა არ დაჩაგრულიყო... ამაზე არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ სხვიტორელ წერეთელს ერეკლე მეფის პირდაპირი შთამომავლის, ციციშვილის სისხლი ერია - სოსო პატარა კახის მეცხრე თაობა იყო. ის, რაც კოდირებული იყო - მზრუნველობა სხვაზე, ვერ აღმოიფხვრებოდა.

არასოდეს უთქვამს ტყუილი. მეორე კურსამდე სიგარეტიც არ მოუწევია. მერე მამასთან გაუმხელია, კურსზე ყველა ეწევა და დედამ მომცეს ნება, რომ მოვწიოო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია