სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემის გახმაურების შემდეგ "როენა მამიდას" "საუნას" სამართალმაც მიაკითხა?!
თემის გახმაურების შემდეგ "როენა მამიდას" "საუნას" სამართალმაც მიაკითხა?!

"რა მოხ­და "რო­ე­ნა მა­მი­დას" სა­უ­ნა­ში?" - სტა­ტია ამ სა­თა­უ­რით "კვი­რის პა­ლიტ­რის" 20 მა­ი­სის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და. 7 წლის წინ რო­ე­ნა ხუ­ცუ­რა­უ­ლის კუთ­ვნი­ლი სა­უ­ნი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძის ამ­ბავს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ზოგი იმა­საც ამ­ბობ­და, რომ ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ იყო, სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის კვა­ლი სხვა დრო­საც და­კარ­გუ­ლა.

2006 წლის 12 თე­ბერ­ვალს 29 წლის თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძე მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. ნას­ვა­მი სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად გა­ვი­და... მას შემ­დეგ ის ოჯახს აღარ უნა­ხავს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, თა­მა­ზი ბო­ლოს ქერ­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "მა­მი­დას" სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და, სა­დაც ვინ­მე ლე­ვან ყარ­ყა­რაშ­ვილ­თან უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და ქა­ლის გამო. ოჯა­ხი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­ზე, და­ნა­შა­უ­ლის მფარ­ვე­ლებ­სა და მკვლე­ლო­ბის სა­კუ­თარ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს. "ჩემი შვი­ლი მოკ­ლუ­ლია, მკვლელს კი პო­ლი­ცი­ამ და­ა­ფა­რა ხელი. ყვე­ლამ იცის, რომ სა­ღა­მო­ო­ბით "რო­ე­ნას სა­უ­ნა" გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ბუ­ნა­გი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ხუ­რეს სა­უ­ნა, ალ­ბათ, ჩვე­ნი თვა­ლის ასახ­ვე­ვად, ახლა ისევ მუ­შა­ობს. რო­ე­ნა ხუ­ცუ­რა­ულ­საც შევ­ხვდი, მი­თხრა, ეგ ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, აქ არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი ფე­ხე­ბით უნდა და­კი­დო­თო. სხვა­თა შო­რის, რო­ე­ნამ ჩემი შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ სა­უ­ნი­დან ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­თხო­ვა", - ამ­ბობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძის მამა, მი­ხე­ილ ლუ­ცუ­ფი­ძე.

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბი­სა და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მელ­საც ქა­ლაქ­ში "რო­ე­ნას სა­უ­ნად" იც­ნო­ბენ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ღა­მის ბარი "ჩი­ლი­მი" ჰქვია. ის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის ახ­ლოს არის. მო­სახ­ლე­ო­ბა ჩი­ვის, რომ მა­მა­კა­ცე­ბის სტუმ­რო­ბა აქ და­ღა­მე­ბის­თა­ნა­ვე იწყე­ბა, რაც "პა­ლიტ­რა TV"-ის ვი­დე­ო­კა­მე­რა­მაც აღ­ბეჭ­და (სი­უ­ჟე­ტი იხ. palitratv.ge-ზე). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ აქ მხო­ლოდ სას­ტუმ­რო და ბარი მუ­შა­ობს, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შეშ­ვე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დე­ბენ.

შვი­დი წლის წინ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი თა­მაზ ლუ­ცუ­ფი­ძის ცო­ლისძმა, გრი­გოლ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. "ამ სა­უ­ნა­ში ქა­ლე­ბი ჰყავთ, ნე­ბის­მი­ერ კაცს შე­უძ­ლია მი­ვი­დეს, გა­და­ი­ხა­დოს ფული და და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს თა­ვი­სი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა", - ამ­ბობს რეხ­ვი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

თემის გახმაურების შემდეგ "როენა მამიდას" "საუნას" სამართალმაც მიაკითხა?!

თემის გახმაურების შემდეგ "როენა მამიდას" "საუნას" სამართალმაც მიაკითხა?!

"რა მოხდა "როენა მამიდას" საუნაში?" - სტატია ამ სათაურით "კვირის პალიტრის" 20 მაისის ნომერში დაიბეჭდა. 7 წლის წინ როენა ხუცურაულის კუთვნილი საუნიდან გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, საეჭვო რეპუტაციის ამ დაწესებულებიდან გამოსული სტუმრების კვალი სხვა დროსაც დაკარგულა.

2006 წლის 12 თებერვალს 29 წლის თამაზ ლუცუფიძე მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ნასვამი სიგარეტის საყიდლად გავიდა... მას შემდეგ ის ოჯახს აღარ უნახავს. თვითმხილველების თქმით, თამაზი ბოლოს ქერჩის ქუჩაზე მდებარე "მამიდას" სასტუმროში მივიდა, სადაც ვინმე ლევან ყარყარაშვილთან უთანხმოება მოუვიდა ქალის გამო. ოჯახი ეჭვმიტანილებზე, დანაშაულის მფარველებსა და მკვლელობის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. "ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელს კი პოლიციამ დააფარა ხელი. ყველამ იცის, რომ საღამოობით "როენას საუნა" გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ბუნაგი იყო. იმ პერიოდში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, დახურეს საუნა, ალბათ, ჩვენი თვალის ასახვევად, ახლა ისევ მუშაობს. როენა ხუცურაულსაც შევხვდი, მითხრა, ეგ ამბავი რომ მოხდა, აქ არ ვიყავი, მაგრამ ყარყარაშვილი ფეხებით უნდა დაკიდოთო. სხვათა შორის, როენამ ჩემი შვილის გაუჩინარების შემდეგ საუნიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა", - ამბობს გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის მამა, მიხეილ ლუცუფიძე.

საქმეში არსებული უამრავი საეჭვო გარემოებისა და ეჭვმიტანილების არსებობის მიუხედავად, საქმე დღემდე გაუხსნელია.

დაწესებულებას, რომელსაც ქალაქში "როენას საუნად" იცნობენ, ოფიციალურად ღამის ბარი "ჩილიმი" ჰქვია. ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ახლოს არის. მოსახლეობა ჩივის, რომ მამაკაცების სტუმრობა აქ დაღამებისთანავე იწყება, რაც "პალიტრა TV"-ის ვიდეოკამერამაც აღბეჭდა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე). მიუხედავად ამისა, საეჭვო რეპუტაციის დაწესებულების თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ აქ მხოლოდ სასტუმრო და ბარი მუშაობს, მაგრამ ჟურნალისტების შეშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

შვიდი წლის წინ ამ დაწესებულებაში გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის ცოლისძმა, გრიგოლ რეხვიაშვილი მუშაობდა. "ამ საუნაში ქალები ჰყავთ, ნებისმიერ კაცს შეუძლია მივიდეს, გადაიხადოს ფული და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება", - ამბობს რეხვიაშვილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ