სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვანცა ადამია - "ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი"
გვანცა ადამია - "ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი"

ერთი თვის წინ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა ვანო ღონ­ღა­ძემ თა­ნა­კურ­სე­ლი გო­გო­ნა მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დო. დე­დი­სერ­თა გვან­ცა სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. მის სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას დრო სჭირ­დე­ბა.

სწო­რედ "რე­ი­ტინ­გის" წყა­ლო­ბით შე­ი­ტყო ჩვენ­მა მკი­თხველ­მა, რომ გვან­ცა ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, გვან­ცას და ვა­ნოს კა­მა­თი სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დის­ტთან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც გვან­ცამ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა.

22 წლის გვან­ცას სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის ამ­ბა­ვიც ქარ­თლო­სის­გან შე­ვი­ტყვეთ და ვთხო­ვეთ, მას­თან სახ­ლში მი­ვეყ­ვა­ნეთ. ქარ­თლო­სი არ დაგვზარ­და. მაშ ასე, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ შემ­თხვე­ვის მთა­ვარ გმირ­თან, გვან­ცა ადა­მი­ას­თან.

- გვან­ცა, მი­ხა­რია რომ უკეთ ხარ, რას ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი, ფეხ­ზე რო­დის გა­ივ­ლი?

- ღვიძლზე ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბი მქონ­და, სა­ი­და­ნაც სის­ხლდე­ნა გან­ვი­თარ­და. ორი ლიტ­რი სის­ხლი იყო მუ­ცელ­ში ჩაღ­ვრი­ლი. ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს. და­ბე­ჟი­ლი იყო მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვი. გა­ტე­ხი­ლი მაქვს ნეკ­ნი და მენ­ჯის ძვა­ლი. 20 დღის შემ­დეგ რენტგე­ნი უნდა გა­და­მი­ღონ და თუ არას­წო­რად შე­ი­ზარ­და ძვა­ლი, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დამ­ჭირ­დეს ოპე­რა­ცია.

- სა­ნამ შენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწე­ქი, თბი­ლის­ში უკვე ყვე­ლამ გა­გიც­ნო, არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. გვი­ამ­ბე თქვე­ნი ამ­ბა­ვი, შენ და ვანო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. კურ­სე­ლე­ბი ვართ და რამ­დე­ნი­მე სა­განს ერ­თად გავ­დი­ო­დით, ერ­თად გვი­ტარ­დე­ბო­და ლექ­ცი­ე­ბი. თა­ვი­დან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე დამ­ყვე­ბო­და თურ­მე უკან, რომ სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. მო­რი­გი ასე­თი თვალ­თვა­ლის დროს, სექ­ტემ­ბერ­ში და­მი­ძა­ხა და გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. ცოტა უც­ნა­უ­რი ბიჭი ჩან­და მა­შინ­ვე. ყვე­ლა­ფე­რი ამა და ამ რი­ცხვში და­ი­წყოო, მი­თხრა. იმ რი­ცხვს ასა­ხე­ლებ­და, როცა შე­ვუყ­ვარ­დი. ისიც მი­თხრა, იმ დღეს რა მეც­ვა. ერთ-ერთ წიგნს ახ­სე­ნებ­და, ახა­ლი წა­კი­თხუ­ლი მქონ­და, შენ რომ და­გი­ნა­ხეო. მერე ის წიგ­ნი მა­ჩუ­ქა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის წიგ­ნია, "დაბ­რუ­ნე­ბა ტე­რა­ნუ­ო­ვა­ში". სა­ჩუ­ქარს უკან ხომ არ და­გიბ­რუ­ნებ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი და გა­მო­ვარ­თვი. ისიც გა­მიმ­ხი­ლა, რომ ავად­მყო­ფუ­რად ეჭ­ვი­ა­ნობ­და ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე. ყვე­ლა გო­გოს შე­ნით ვზო­მა­ვო, მე­უბ­ნე­ბო­და, შენ უნდა გგავ­დე­სო.

- ისიც ით­ქვა, რომ ვა­ნოც კარ­გად სწავ­ლობ­და, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი იყოო, ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ლექ­ტო­რე­ბი...

- კი. 100%-იანი გრან­ტით მო­ე­წყო. ძა­ლი­ან ნა­კი­თხი იყო, წიგ­ნის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბის ენით ლა­პა­რა­კობ­და.

- რა უპა­სუ­ხე სიყ­ვა­რულ­ზე?

- პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე ვიგ­რძე­ნი, რომ არ მომ­წონ­და. ვუ­თხა­რი, სიყ­ვა­რულს ვერ აგიკ­რძა­ლავ, მაგ­რამ ჩემ­გან იმე­დი არ გქონ­დეს-მეთ­ქი. იმ დღის მერე არ მომ­ცი­ლე­ბია, სულ თან დამ­ყვე­ბო­და. იმ ლექ­ცი­ებ­საც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც მას პროგ­რა­მით არ ეკუთ­ვნო­და. იცო­და, რომ სამი სა­ა­თი მიგ­რძელ­დე­ბო­და ლექ­ცი­ე­ბი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მეტ­როს­თან იდგა და მე­ლო­და. მე მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბას ვთა­ვა­ზობ­დი და მშვი­დად იღებ­და ჩემს ამ პა­სუხს. სა­ნამ ეს ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბო­და, სამი კვი­რით ადრე რა­ღაც მომ­წე­რა "ფე­ის­ბუქ­ზე". უპა­სუ­ხოდ დავ­ტო­ვე. ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა და­მი­რე­კა. დილა იყო. თავს არა­ვის ავაგ­დე­ბი­ნებ, დე­ბი­ლი­ვით მექ­ცე­ვი, იდი­ო­ტი გგო­ნი­ვა­რო. ისე­დაც მე­ზი­ზღე­ბა ეს დედა...ლი ქვე­ყა­ნა და თუ შენ­თან არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და, სა­ერ­თოდ წა­ვალ აქე­და­ნო. გავ­ბრაზ­დი, ასე რომ მე­ლა­პა­რა­კა. რის პა­სუხს მთხოვ, რამე გაგ­რძნო­ბი­ნე? თუ შენ­თვის ილუ­ზი­ებს იქ­მნი, ეს შენი პრობ­ლე­მაა-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. არ მო­მეშ­ვა, სამ კვი­რას გაძ­ლევ, მო­ი­ფიქ­რე და პა­სუ­ხი მი­თხა­რიო. არა­ნა­ი­რი სამი კვი­რა არ მჭირ­დე­ბა, ახ­ლა­ვე გე­უბ­ნე­ბი, რომ ჩვენ შო­რის არა­ფე­რი არ მოხ­დე­ბა-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი.

- ამ შემ­თხვე­ვამ­დე აგ­რე­სია არ გა­მო­უვ­ლე­ნია შენ­თან, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­­ნები თუ გა­უ­მარ­თავს?

- კი, რო­გორ არა, ის რა­ტომ გი­ყუ­რებ­და, ამან რა­ტომ შე­მოგ­ხე­დაო, მე­უბ­ნე­ბო­და. ერთი-ორ ბიჭს მოვ­წონ­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ეს გა­უ­გია და აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავ­და მათ მი­მართ ჩემ­თან სა­უბ­რის დროს. რას ჰგვა­ნა­ნო, მე­უბ­ნე­ბო­და, ჩემს "ფე­ის­ბუქ­საც" აკონ­ტრო­ლებ­და. ქარ­თლოს­თან რომ გა­და­ვი­ღე სუ­რა­თი ბი­ძაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, არ ესი­ა­მოვ­ნა.

- რო­გო­რი ნა­თე­სა­ვია ქარ­თლო­სი შენი?

- ბი­ძაშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლია. და­იწყო ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ქარ­თლოს­ზე, რას ჰგავ­სო, ამ­ბობ­და. გრიმს რომ უკე­თე­ბენ, კი­დევ არა უშავს და ამ ფო­ტო­ში არ არის ლა­მა­ზი, მე უგ­რი­მო­დაც ლა­მა­ზი ვარო. პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ლო­გი­კა ჰქონ­და. ბი­ძაშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლი რა­ნა­ი­რი ნა­თე­სა­ვი­აო, მი­თხრა.

- ქარ­თლოს, თუ იცო­დი, ვანო შენ­ზე რომ ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- ეგ კი არა, ამ ბი­ჭის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი ვი­ცო­დი... "კუ­რი­ერ­ში" რომ თქვეს, გოგო გად­მო­აგ­დე­სო, ფოტო არ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ. მე­ო­რე დღეს სო­ფელ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და დე­ი­დაშ­ვილს და­ვუ­რე­კე, რა­ღაც უნდა გა­ე­ტა­ნე­ბი­ნა. ნამ­ტი­რა­ლე­ვი ხმა ჰქონ­და, გვან­ცა გად­მო­აგ­დე­სო, მი­თხრა. მა­შინ გა­ვი­გე, რაც დაგ­ვე­მარ­თა.

- გვან­ცა, რა­ტომ არა­ვის უთხა­რი, ასე რომ გა­წუ­ხებ­და ვანო, თუ ფიქ­რობ­დი, რომ თა­ვად მო­აგ­ვა­რებ­დი ამ პრობ­ლე­მას?

- ყვე­ლამ იცო­და, რომ მა­წუ­ხებ­და, ჩემი მე­გობ­რე­ბი, და­ქა­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მარ­ტო არ და­ვე­ტო­ვე­ბი­ნეთ, რომ ვანო არ მო­სუ­ლი­ყო. დე­და­მაც იცო­და ყვე­ლა­ფე­რი. თან არც ასე­თი უსაშ­ვე­ლო მე­გო­ნა ეს სი­ტუ­ა­ცია, ვი­ფიქ­რე, თა­ვად მო­ვაგ­ვა­რებ­დი ყვე­ლა­ფერს, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე თუ მო­იქ­ცე­ო­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გვანცა ადამია - "ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი"

გვანცა ადამია - "ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი"

ერთი თვის წინ უნივერსიტეტში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ვანო ღონღაძემ თანაკურსელი გოგონა მესამე სართულიდან გადმოაგდო. დედისერთა გვანცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მის საბოლოო გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება.

სწორედ "რეიტინგის" წყალობით შეიტყო ჩვენმა მკითხველმა, რომ გვანცა ქართლოს ნატროშვილის ნათესავია. ერთ-ერთი ვერსიით, გვანცას და ვანოს კამათი სწორედ პრეზიდენტის პაროდისტთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა, რომელიც გვანცამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განათავსა.

22 წლის გვანცას საავადმყოფოდან გამოწერის ამბავიც ქართლოსისგან შევიტყვეთ და ვთხოვეთ, მასთან სახლში მივეყვანეთ. ქართლოსი არ დაგვზარდა. მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ შემთხვევის მთავარ გმირთან, გვანცა ადამიასთან.

-  გვანცა, მიხარია რომ უკეთ ხარ, რას ამბობენ ექიმები, ფეხზე როდის გაივლი?

-  ღვიძლზე ნახეთქი ჭრილობები მქონდა, საიდანაც სისხლდენა განვითარდა. ორი ლიტრი სისხლი იყო მუცელში ჩაღვრილი. ოპერაცია გამიკეთეს. დაბეჟილი იყო მარჯვენა ფილტვი. გატეხილი მაქვს ნეკნი და მენჯის ძვალი. 20 დღის შემდეგ რენტგენი უნდა გადამიღონ და თუ არასწორად შეიზარდა ძვალი, შეიძლება კიდევ დამჭირდეს ოპერაცია.

-  სანამ შენ საავადმყოფოში იწექი, თბილისში უკვე ყველამ გაგიცნო, არაერთი ვერსია გავრცელდა მომხდარის შესახებ. გვიამბე თქვენი ამბავი, შენ და ვანო შეყვარებულები იყავით?

-  შეყვარებულები არ ვყოფილვართ. კურსელები ვართ და რამდენიმე საგანს ერთად გავდიოდით, ერთად გვიტარდებოდა ლექციები. თავიდან ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი. მორიგი ასეთი თვალთვალის დროს, სექტემბერში დამიძახა და გამომელაპარაკა. ცოტა უცნაური ბიჭი ჩანდა მაშინვე. ყველაფერი ამა და ამ რიცხვში დაიწყოო, მითხრა. იმ რიცხვს ასახელებდა, როცა შევუყვარდი. ისიც მითხრა, იმ დღეს რა მეცვა. ერთ-ერთ წიგნს ახსენებდა, ახალი წაკითხული მქონდა, შენ რომ დაგინახეო. მერე ის წიგნი მაჩუქა. უნივერსიტეტის პროფესორ ირაკლი კობახიძის წიგნია, "დაბრუნება ტერანუოვაში". საჩუქარს უკან ხომ არ დაგიბრუნებ-მეთქი, ვუთხარი და გამოვართვი. ისიც გამიმხილა, რომ ავადმყოფურად ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე. ყველა გოგოს შენით ვზომავო, მეუბნებოდა, შენ უნდა გგავდესო.

-  ისიც ითქვა, რომ ვანოც კარგად სწავლობდა, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყოო, ასე ახასიათებენ ლექტორები...

-  კი. 100%-იანი გრანტით მოეწყო. ძალიან ნაკითხი იყო, წიგნის, ლიტერატურული გმირების ენით ლაპარაკობდა.

-  რა უპასუხე სიყვარულზე?

-  პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი, რომ არ მომწონდა. ვუთხარი, სიყვარულს ვერ აგიკრძალავ, მაგრამ ჩემგან იმედი არ გქონდეს-მეთქი. იმ დღის მერე არ მომცილებია, სულ თან დამყვებოდა. იმ ლექციებსაც ესწრებოდა, რომელიც მას პროგრამით არ ეკუთვნოდა. იცოდა, რომ სამი საათი მიგრძელდებოდა ლექციები. ამ ხნის განმავლობაში მეტროსთან იდგა და მელოდა. მე მხოლოდ მეგობრობას ვთავაზობდი და მშვიდად იღებდა ჩემს ამ პასუხს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი კვირით ადრე რაღაც მომწერა "ფეისბუქზე". უპასუხოდ დავტოვე. ძალიან გაღიზიანებულმა დამირეკა. დილა იყო. თავს არავის ავაგდებინებ, დებილივით მექცევი, იდიოტი გგონივარო. ისედაც მეზიზღება ეს დედა...ლი ქვეყანა და თუ შენთან არაფერი გამომივიდა, საერთოდ წავალ აქედანო. გავბრაზდი, ასე რომ მელაპარაკა. რის პასუხს მთხოვ, რამე გაგრძნობინე? თუ შენთვის ილუზიებს იქმნი, ეს შენი პრობლემაა-მეთქი, ვუპასუხე. არ მომეშვა, სამ კვირას გაძლევ, მოიფიქრე და პასუხი მითხარიო. არანაირი სამი კვირა არ მჭირდება, ახლავე გეუბნები, რომ ჩვენ შორის არაფერი არ მოხდება-მეთქი, ვუთხარი.

-  ამ შემთხვევამდე აგრესია არ გამოუვლენია შენთან, ეჭვიანობის სცე­­ნები თუ გაუმართავს?

-  კი, როგორ არა, ის რატომ გიყურებდა, ამან რატომ შემოგხედაო, მეუბნებოდა. ერთი-ორ ბიჭს მოვწონდი უნივერსიტეტში. ეს გაუგია და აგრესიას გამოხატავდა მათ მიმართ ჩემთან საუბრის დროს. რას ჰგვანანო, მეუბნებოდა, ჩემს "ფეისბუქსაც" აკონტროლებდა. ქართლოსთან რომ გადავიღე სურათი ბიძაშვილის დაბადების დღეზე, არ ესიამოვნა.

-  როგორი ნათესავია ქართლოსი შენი?

-  ბიძაშვილის დეიდაშვილია. და­იწყო ეჭვიანობა ქართლოსზე, რას ჰგავსო, ამბობდა. გრიმს რომ უკეთებენ, კიდევ არა უშავს და ამ ფოტოში არ არის ლამაზი, მე უგრიმოდაც ლამაზი ვარო. პატარა ბავშვივით ლოგიკა ჰქონდა. ბიძაშვილის დეიდაშვილი რანაირი ნათესავიაო, მითხრა.

-  ქართლოს, თუ იცოდი, ვანო შენზე რომ ეჭვიანობდა?

-  ეგ კი არა, ამ ბიჭის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი... "კურიერში" რომ თქვეს, გოგო გადმოაგდესო, ფოტო არ უჩვენებიათ. მეორე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი და დეიდაშვილს დავურეკე, რაღაც უნდა გაეტანებინა. ნამტირალევი ხმა ჰქონდა, გვანცა გადმოაგდესო, მითხრა. მაშინ გავიგე, რაც დაგვემართა.

-  გვანცა, რატომ არავის უთხარი, ასე რომ გაწუხებდა ვანო, თუ ფიქრობდი, რომ თავად მოაგვარებდი ამ პრობლემას?

-  ყველამ იცოდა, რომ მაწუხებდა, ჩემი მეგობრები, დაქალები ცდილობდნენ, მარტო არ დავეტოვებინეთ, რომ ვანო არ მოსულიყო. დედამაც იცოდა ყველაფერი. თან არც ასეთი უსაშველო მეგონა ეს სიტუაცია, ვიფიქრე, თავად მოვაგვარებდი ყველაფერს, რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოიქცეოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია