პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილი - მერაბიშვილი მალე დაიწყებს ჟღურტულს და თავის სულიერ ძმებზე საინტერესო "ისტორიების" მოყოლას
შალვა რამიშვილი - მერაბიშვილი მალე დაიწყებს ჟღურტულს და თავის სულიერ ძმებზე საინტერესო "ისტორიების" მოყოლას

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სად­მი, სა­დაც რა­მიშ­ვი­ლი ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ცი­ხე­ში მოქ­ცე­ვის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და რჩე­ვას აძ­ლევს, რო­გორ აიც­დი­ნოს თა­ვი­დან ცემა და ცი­ხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა არა­სა­სურ­ვე­ლი სი­ურპრი­ზე­ბი... რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, იგი­ვე რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მალე გიგი უგუ­ლა­ვა­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც მო­უ­წევთ, რად­გან მათი და­კა­ვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა აზრი, რომ სა­მარ­თა­ლი მო­დის, ოღონდ ურ­მით და მხო­ლოდ მათ­თვის, ვინც კო­ა­ლი­ცი­ას­თან არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. თქვენ რას ფიქ­რობთ?

- მე კო­ა­ლი­ცი­ის­გან შორს არ ვარ, მაგ­რამ ჩემი საქ­მე, ბე­ქა­უ­რის აღი­ა­რე­ბა­სა და ჩემს და­კა­ვე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, არ მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რო­გორც მე მინ­და. ვი­ღა­ცე­ბი და­ი­კი­თხნენ, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. თუმ­ცა, მე მეს­მის, რა­ტო­მაც ხდე­ბა ასე, - ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა და ძა­ლი­ან ცოტა პრო­კუ­რო­რი.

- ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­კა­ვე­ბას ელო­დით?

- კი, ბუ­ნებ­რი­ვია ვე­ლო­დი, რად­გან მას ძა­ლი­ან ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. რო­გორც "ახერ­მო­ძე­ლებს", ისე და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს იფიქ­როს, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი უსა­ფუძ­ვლოდ მი­აბ­რძა­ნეს ცი­ხე­ში. ზო­გა­დად, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ გა­და­ი­ყო­ლა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩემი მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა მაქვს, - სა­ა­კაშ­ვილს უნ­დო­და, ორი ბა­ტო­ნის მსა­ხუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. თან დე­მოკ­რა­ტო­ბას იჩე­მებ­და, თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში აშე­ნებ­და აზი­უ­რი ტი­პის ავ­ტოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს, სა­დაც მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის ხელ­ში იქ­ნე­ბო­და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, სრულ მორ­ჩი­ლე­ბა­ში ეყო­ლე­ბო­და მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სა­სა­მარ­თლო, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ფუ­თავ­და და და­სავ­ლე­თის თვალ­ში ისე წარ­მო­ა­ჩენ­და, თით­ქოს დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა იყო. ამან და­ღუ­პა კი­დეც სა­ა­კაშ­ვი­ლიც და ლა­მის მთე­ლი ქვე­ყა­ნაც. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნაც ვერ გა­ბე­და ბევ­რი დიქ­ტა­ტო­რი­ვით.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ? და­სავ­ლეთს გა­უ­წია ან­გა­რი­ში?

- და­სავ­ლე­თის ფაქ­ტო­რიც იყო და პი­რა­დი გამ­ბე­და­ო­ბაც არ ეყო. მთა­ვა­რია, რომ ვერ შეძ­ლო. სა­ბო­ლო­ოდ, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ცი­ლე­ბა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ცი­ხის კად­რებ­მაც. ტაქ­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ "ახერ­მო­ძე­ლებ­ში" ისე­თი შოკი გა­მო­იწ­ვია, რომ წა­მო­სად­გო­მად და ძა­ლე­ბის მო­საკ­რე­ბად, არც ძალა ეყოთ და არც დრო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შალვა რამიშვილი - მერაბიშვილი მალე დაიწყებს ჟღურტულს და თავის სულიერ ძმებზე საინტერესო "ისტორიების" მოყოლას

შალვა რამიშვილი - მერაბიშვილი მალე დაიწყებს ჟღურტულს და თავის სულიერ ძმებზე საინტერესო "ისტორიების" მოყოლას

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვა ვანო მერაბიშვილისადმი, სადაც რამიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ციხეში მოქცევის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და რჩევას აძლევს, როგორ აიცდინოს თავიდან ცემა და ციხისთვის დამახასიათებელი სხვა არასასურველი სიურპრიზები... როგორც ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იგივე რჩევების გათვალისწინება მალე გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილსაც მოუწევთ, რადგან მათი დაკავება გარდაუვალია.

- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის, ოღონდ ურმით და მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული. თქვენ რას ფიქრობთ?

- მე კოალიციისგან შორს არ ვარ, მაგრამ ჩემი საქმე, ბექაურის აღიარებასა და ჩემს დაკავებას ვგულისხმობ, არ მიმდინარეობს იმ ინტენსივობით, როგორც მე მინდა. ვიღაცები დაიკითხნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუმცა, მე მესმის, რატომაც ხდება ასე, - ძალიან ბევრი საქმეა და ძალიან ცოტა პროკურორი.

- ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას ელოდით?

- კი, ბუნებრივია ველოდი, რადგან მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორც "ახერმოძელებს", ისე დანარჩენ საზოგადოებას არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მერაბიშვილი უსაფუძვლოდ მიაბრძანეს ციხეში. ზოგადად, იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გადაიყოლა ეს ხელისუფლება, ჩემი მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება მაქვს, - სააკაშვილს უნდოდა, ორი ბატონის მსახური ყოფილიყო. თან დემოკრატობას იჩემებდა, თანაც საქართველოში აშენებდა აზიური ტიპის ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მთელი ძალაუფლება მის ხელში იქნებოდა კონცენტრირებული, სრულ მორჩილებაში ეყოლებოდა მედია-საშუალებები და სასამართლო, თუმცა ამ ყველაფერს რის ვაი-ვაგლახით ფუთავდა და დასავლეთის თვალში ისე წარმოაჩენდა, თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. ამან დაღუპა კიდეც სააკაშვილიც და ლამის მთელი ქვეყანაც. თუმცა, ბოლომდე მიყვანაც ვერ გაბედა ბევრი დიქტატორივით.

- როგორ ფიქრობთ, რატომ? დასავლეთს გაუწია ანგარიში?

- დასავლეთის ფაქტორიც იყო და პირადი გამბედაობაც არ ეყო. მთავარია, რომ ვერ შეძლო. საბოლოოდ, ამ ხელისუფლების მოცილებაში უდიდესი როლი ითამაშა ციხის კადრებმაც. ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ კადრების გავრცელებამ "ახერმოძელებში" ისეთი შოკი გამოიწვია, რომ წამოსადგომად და ძალების მოსაკრებად, არც ძალა ეყოთ და არც დრო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"