პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ითხოვს სამცხე-ჯავახეთში მედრესეების გახსნას
ვინ ითხოვს სამცხე-ჯავახეთში მედრესეების გახსნას

"თურ­ქი-მეს­ხე­ბის" სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა ბო­ლო­ხანს კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და: ამას ეხე­ბო­და ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის დას­მუ­ლი კი­თხვა. ეს სა­კი­თხი წა­მო­იჭ­რა თურ­ქეთ­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტი­სას. კა­ნო­ნი "XX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა რე­პატ­რი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ" დღემ­დე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას იწ­ვევს; მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბულ პირ­სა და მის პირ­და­პირ შთა­მო­მავ­ლებს აქვთ, მათ უნდა წა­რად­გი­ნონ ინ­ფორ­მა­ცია ფი­ნან­სუ­რი და ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნას და ა.შ. ამ მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ლტოლ­ვილ­თა და რე­პატ­რი­ა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ირაკ­ლი კო­კა­ია და ის­ტო­რი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

- ვინ და რო­გორ, რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­ლი­კან­ტი "თურ­ქი-მეს­ხის­თვის" რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე? რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ამ სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბე­ლი?

ირაკ­ლი კო­კა­ია: - რე­პატ­რი­ა­ცი­ის მსურ­ვე­ლი მუს­ლი­მა­ნი მეს­ხე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რებს გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი "ყო­ფი­ლი სსრკ-ის მიერ XX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-იდან იძუ­ლე­ბით გა­და­სახ­ლე­ბულ პირ­თა რე­პატ­რი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ". აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის ან უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლე­ბი და ის მო­თხოვ­ნე­ბი, რა­საც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს აპ­ლი­კან­ტი.

რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს უფ­ლე­ბა აქვთ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ისარ­გებ­ლე­ბენ იმა­ვე უფ­ლე­ბე­ბით, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.­

- ძი­რი­თა­დად, რო­მელ ქვეყ­ნე­ბში მცხოვ­რე­ბი "თურ­ქი-მეს­ხე­ბი"­ ითხ­ოვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოსვ­ლ­ას? არი­ან თუ არა მათ შო­რის ისე­თე­ბი, ვინც კომ­პაქ­ტუ­რად, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ითხოვს ჩა­სახ­ლე­ბას?

- რე­პატ­რი­ა­ცი­ის მსურ­ვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ჟა­მად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში ცხოვ­რობს. რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შემ­დგომ მუს­ლი­მან მეს­ხებს უფ­ლე­ბა აქვთ თა­ვი­სუფ­ლად აირ­ჩი­ონ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

- რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა, რამ­დენ "თურქ-მესხს" მი­ე­ნი­ჭა უკვე რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სი და ამ­ჟა­მად, რამ­დე­ნი ასე­თი გან­ცხა­დე­ბაა შე­მო­სუ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში?

- სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მო­ვი­და 5841 აპ­ლი­კა­ცია. 1053 "თურქ მეს­ხს" უკვე მი­ე­ნი­ჭა რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სი.

მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე: - უპირ­ვე­ლე­სად, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მო­ა­რუ­ლი ტერ­მი­ნი "თურ­ქი-მეს­ხი" მი­უ­ღე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი ან მეს­ხი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ან - თურ­ქი. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან, სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნი­დან გა­სახ­ლე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მაჰ­მა­დი­ა­ნი მეს­ხე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, მათ შო­რის იყ­ვნენ თა­რა­ქა­მე­ბი, ქურ­თე­ბი, თურ­ქე­ბი... გა­სახ­ლე­ბი­სას მათ ბარ­ბა­რო­სუ­ლად მო­ექ­ცნენ, შუ­ა­ღა­მი­სას მი­ა­ყე­ნეს სა­ტვირ­თო მან­ქა­ნე­ბი და ყა­ზა­ხეთ­ში, ყირ­გი­ზეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში, ძი­რით­ადად, ფერ­ღა­ნა­ში გა­ა­სახ­ლეს; სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს ფერ­ღა­ნა­ში "ერთი ვედ­რო მარ­წყვის" გამო და­წყე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა, შუა­ა­ზი­ელ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კონ­ფლიქ­ტის გამო ე.წ. თურ­ქი-მეს­ხე­ბი თან­და­თან მთელ ყო­ფილ საბ­ჭო­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ას მო­ედვ­ნენ, მათ შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და რუ­სეთს.

როცა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, სამ­ტრე­დი­ი­სა და ხო­ნის რა­ი­ო­ნებ­ში ჩა­მო­ა­სახ­ლეს, იქ ჩემს კო­ლე­გა გივი ჯამ­ბუ­რი­ას­თან ერ­თად ჩა­ვე­დი, სა­დაც მათ იმ­ჟა­მინ­დელ­მა (შე­ვარ­დნა­ძის) ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი და­ახ­ვედ­რა. ამის შემ­დეგ იქა­ურ ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც შევ­ხვდი. ერ­თმა გლეხ­მა მშე­ნე­ბა­რე სახლზე გულ­და­წყვე­ტით მი­თხრა: ამის მშე­ნებ­ლო­ბა მა­მა­ჩემ­მა და­ი­წყო და ჯერ ვერ და­მიმ­თავ­რე­ბია, ახ­ლა­ხან ჩა­მო­სუ­ლებს კი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი და­ახ­ვედ­რე­სო... ასე­თი გან­წყო­ბაც იყო და ნა­წი­ლობ­რივ, დღე­საც არის. მა­შინ სულ სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს ვე­რა­ვის და­ახ­ვედ­რებს, მით უმე­ტეს, როცა ქვე­ყა­ნა­ში აფხა­ზე­თი­დან თუ სა­მა­ჩაბ­ლო­დან ამ­დე­ნი უსახ­ლკა­რო დევ­ნი­ლია. ევ­რო­საბ­ჭომ ეს ფაქ­ტო­რი დღე­საც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს - ქვე­ყა­ნას ამ­დე­ნი ლტოლ­ვი­ლი ჰყავს და მათ დიდ ნა­წილს თავ­შე­სა­ფა­რი არა აქვს; სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­სახ­ლე­ბუ­ლი მაჰ­მა­დი­ა­ნი მეს­ხე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბა თან­და­თან, ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს, იმ ტემ­პი­თა და იმ ად­გი­ლებ­ში, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც სა­ხელ­მწი­ფოს აქვს და არა მათი ერთი ნა­წი­ლის, კერ­ძოდ, ორ­გა­ნი­ზა­ცია "ვა­ტა­ნი" სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბას და სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი­სა და მედ­რე­სე­ე­ბის გახ­სნას ითხოვს. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მაჰ­მა­დი­ა­ნი მეს­ხე­ბის სხვა კა­ტე­გო­რი­აც, რომ­ლებ­საც ამ­გვა­რი მო­თხოვ­ნე­ბი არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ, ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შვი­ლე­ბი ქარ­თულ სკო­ლებ­ში მი­ა­ბა­რეს, მათ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა მშობ­ლი­უ­რი ენაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და თან­და­თან ეგუ­ე­ბი­ან ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში ახალ გა­რე­მო­სა და პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას.

მო­ამ­ზა­და ნინო კვი­ტაშ­ვილ­მა

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვინ ითხოვს სამცხე-ჯავახეთში მედრესეების გახსნას

ვინ ითხოვს სამცხე-ჯავახეთში მედრესეების გახსნას

"თურქი-მესხების" საქართველოში დაბრუნების პრობლემა ბოლოხანს კვლავ აქტუალური გახდა: ამას ეხებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისთვის დასმული კითხვა. ეს საკითხი წამოიჭრა თურქეთშიც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტისას. კანონი "XX საუკუნის 40-იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს; მასში ნათქვამია, რომ რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად განაცხადის წარდგენის უფლება იძულებით გადასახლებულ პირსა და მის პირდაპირ შთამომავლებს აქვთ, მათ უნდა წარადგინონ ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნულია, რომ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას და ა.შ. ამ მეტად აქტუალურ საკითხზე დევნილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი კოკაია და ისტორიკოსი, პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე გვესაუბრებიან.

- ვინ და როგორ, რა პროცედურების გავლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტი "თურქი-მესხისთვის" რეპატრიანტის სტატუ­სის მინიჭების თაობაზე? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ სტატუსის მაძიებელი?

ირაკლი კოკაია: - რეპატრიაციის მსურველი მუსლიმანი მესხებისთვის საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცედურებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი "ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ". აღნიშნულ კანონში დეტალურადაა გაწერილი რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების ან უარის თქმის საფუძვლები და ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი.

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებს უფლება აქვთ გამარტივებული წესით მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, რის შემდეგაც ისინი ისარგებლებენ იმავე უფლებებით, რითაც საქართველოს მოქალაქეები.­

- ძირითადად, რომელ ქვეყ­ნე­ბში მცხოვრები "თურქი-მესხები"­ ითხ­ოვენ საქართველოში ჩამოსვ­ლ­ას? არიან თუ არა მათ შორის ისეთები, ვინც კომპაქტურად, სამ­ცხე-ჯავახეთში ითხოვს ჩასახლებას?

- რეპატრიაციის მსურველების უმრავლესობა ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ცხოვრობს. რეპატრიანტის სტატუსის მიღების შემდგომ მუსლიმან მესხებს უფლება აქვთ თავისუფლად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი.

- როგორია სტატისტიკა, რამდენ "თურქ-მესხს" მიენიჭა უკვე რეპატრიანტის სტატუსი და ამჟამად, რამდენი ასეთი განცხადებაა შემოსული სამინისტროში?

- სამინისტროში შემოვიდა 5841 აპლიკაცია. 1053 "თურქ მეს­ხს" უკვე მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი.

მარიკა ლორთქიფანიძე: - უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოარული ტერმინი "თურქი-მესხი" მიუღებელია, ადამიანი ან მესხი შეიძლება იყოს, ან - თურქი. სამცხე-ჯავახეთიდან, საზღვრისპირა რეგიონიდან გასახლებულთა უმრავლესობა მაჰმადიანი მესხები იყვნენ, თუმცა, მათ შორის იყვნენ თარაქამები, ქურთები, თურქები... გასახლებისას მათ ბარბაროსულად მოექცნენ, შუაღამისას მიაყენეს სა­ტვირთო მანქანები და ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში, ძირით­ადად, ფერღანაში გაასახლეს; საზოგადოებას ახსოვს ფერღანაში "ერთი ვედრო მარწყვის" გამო დაწყებული სისხლიანი დაპირისპირება, შუააზიელ მოსახლეობასთან კონფლიქტის გამო ე.წ. თურქი-მესხები თანდათან მთელ ყოფილ საბჭოეთის ტერიტორიას მოედვნენ, მათ შორის, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

როცა ისინი საქართველოში, კერძოდ, სამტრედიისა და ხონის რაიონებში ჩამოასახლეს, იქ ჩემს კოლეგა გივი ჯამბურიასთან ერთად ჩავედი, სადაც მათ იმჟამინდელმა (შევარდნაძის) ხელისუფლებამ ორსართულიანი სახლები დაახვედრა. ამის შემდეგ იქაურ ქართველ მოსახლეობასაც შევხვდი. ერთმა გლეხმა მშენებარე სახლზე გულდაწყვეტით მითხრა: ამის მშენებლობა მამაჩემმა დაიწყო და ჯერ ვერ დამიმთავრებია, ახლახან ჩამოსულებს კი ორსართულიანი სახლები დაახვედრესო... ასეთი განწყობაც იყო და ნაწილობრივ, დღესაც არის. მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, დღევანდელი მთავრობა ორსართულიან სახლს ვერავის დაახვედრებს, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან ამდენი უსახლკარო დევნილია. ევროსაბჭომ ეს ფაქტორი დღესაც უნდა გაითვალისწინოს - ქვეყანას ამდენი ლტოლვილი ჰყავს და მათ დიდ ნაწილს თავშესაფარი არა აქვს; სამხრეთ საქართველოდან გასახლებული მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლება თანდათან, ეტაპობრივად უნდა მოხდეს, იმ ტემპითა და იმ ადგილებში, რისი საშუალებაც სახელმწიფოს აქვს და არა მათი ერთი ნაწილის, კერძოდ, ორგანიზაცია "ვატანი" სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად ჩასახლებას და სამლოცველოებისა და მედრესეების გახსნას ითხოვს. თუმცა, არსებობს მაჰმადიანი მესხების სხვა კატეგორიაც, რომლებსაც ამგვარი მოთხოვნები არასოდეს ჰქონიათ, ჩამოსვლისთანავე შვილები ქართულ სკოლებში მიაბარეს, მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მშობლიური ენაც შეინარჩუნა და თანდათან ეგუებიან ისტორიულ სამშობლოში ახალ გარემოსა და პირობებში ცხოვრებას.

მოამზადა ნინო კვიტაშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"