ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სურათ Welcome to New York-ში ("კეთილი იყოს თქვენი ფეხი ნიუ-იორკში") უფასოდ ითამაშებს. ფილმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, დომინიკ სტროს-კანის გარშემო აგორებულ სექსუალურ სკანდალს ეძღვნება.
ფილმის პროდუსერის, ვენსან მარავალის თქმით, გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მას დეპარდიემ დაურეკა, რომ მის მიერ გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებული სტატიის -"ფრანგ მსახიობებს ზედმეტად ბევრს უხდიან" გამო უკმაყოფილება გამოეთქვა.
"ვენსან, შენ ტყუი, აგერ მე ნიუ-იორკამდე ბილეთი თავად შევიძინე. ჩემთვის არაფერი მოგიცია",- მოჰყავს მარველს დეპარდიეს სიტყვები ფრანგულ ჟურნალ Telerama-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
პროდუსერმა განაცხადა, რომ 64 წლის მსახიობი მას სამაგიეროს გადახდას შეჰპირდა და წერილი სათაურით - "ფილმის სპონსორები, არიან თუ არა ისინი ვირთხები?" დაწერა.
მარაველმა აღიარა, რომ მას "კეთილი იყოს თქვენი ფეხი ნიუ-იორკში" გადასაღებად სახსრები არ ჰყოფნის. "მე მესმის, რომ როლზე უარს ამბობ",- სინანულით უთხრა მან დეპარდიეს.
მაგრამ მისი თქმით, ერთი საათის შემდეგ მსახიობმა მას დაურეკა და უთხრა: "კარგი, შენ მე ყელში ამომიხვედი, მაგრამ თანახმა ვარ, უფასოდ ვიმუშავო".
ადრე დეპარდიემ აღიარა, რომ სტროს-კანისადმი უარყოფითადაა განწყობილი. "ის არ მომწონს და სწორედ ამიტომ ამ როლს შევასრულებ",- განაცადა დეპარდიემ. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ქედმაღალი და თვითკმაყოფილია.
2011 წლის მაისში, დომენიკ სტროს-კანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მის გარშემო აგორებული სექს-სკანდალის შემდეგ გადადგა, აშშ-ის პროკურატურამ პოლიტიკოსი სასტუმროს დამლაგებლის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით სტროს-კანს ყველა ბრალდება მოუხსნეს, თუმცა ამ სკანდალმა პოლიტიკოსს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა წაართვა. სკანდალამდე მას საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ სარკოზის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდნენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.