პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძეს და შსს-ს სასამართლოში უჩივის
გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძეს და შსს-ს სასამართლოში უჩივის

ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ პირ­ველ მო­ად­გი­ლეს გელა ხვე­დე­ლი­ძეს და თა­ვად შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვს.

ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე თა­ვად გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა თან­ხის ოდე­ნო­ბა არ და­ა­კონ­კრე­ტა, რად­გან აღ­ნიშ­ნა, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ის იუ­რის­ტებ­თან გა­ივ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ას.

გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის თქმით, მას იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას ამ სა­კი­თხში ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია გა­უ­წევს და სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბა­შიც სწო­რედ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ეხ­მა­რე­ბა მას.

ამას­თან გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვილ­მა შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა შე­ფა­სა. მისი თქმით, გელა ხვე­დე­ლი­ძის და­პა­ტიმ­რე­ბა, არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ზე­ი­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი, მე­ო­რე ეტა­პი იქ­ნე­ბა ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და იმ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ბიზ­ნესკლა­ნის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ქარ­თუ­ლი კვერ­ცხი­სა და ქათ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, ვინ უწყობ­და ხელს უვარ­გი­სი კვერ­ცხის იმ­პორ­ტის შე­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ფა­რე­სიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა მი­ა­წო­დეს, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბას გა­მო­ძი­ე­ბას­თან მას შემ­დეგ და­ა­სა­ხე­ლებს, რაც ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

მი­სი­ვე თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­აც იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რად­გან სწო­რედ გელა ხვე­დე­ლი­ძე აფა­რებ­და ხელს კონ­კრე­ტულ პი­რებს და ხელს უშ­ლი­და ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს, მისი თქმით, ის ვერ უარ­ყოფს და არ­სე­ბობს დიდი ეჭვი, რომ ეს ფაბ­რი­კა­ცია სწო­რედ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს ყო­ფი­ლი­ყო გა­კე­თე­ბუ­ლი, რად­გან მას­ზე ძა­ლი­ან დიდი იყო კუდ-ის ზე­წო­ლა.

"აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებ იმის­თვის, რომ მი­ნი­მუმ ნაც­ვლიშ­ვი­ლი ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი იქ­ნას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნა ფა­რე­სიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძეს და შსს-ს სასამართლოში უჩივის

გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძეს და შსს-ს სასამართლოში უჩივის

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს და თავად შს სამინისტროს სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა, თუმცა თანხის ოდენობა არ დააკონკრეტა, რადგან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ის იურისტებთან გაივლის კონსულტაციას.

გიორგი ფარესიშვილის თქმით, მას იურიდიულ დახმარებას ამ საკითხში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს და სარჩელის მომზადებაშიც სწორედ ეს ორგანიზაცია დაეხმარება მას.

ამასთან გიორგი ფარესიშვილმა შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის დაკავება შეფასა. მისი თქმით, გელა ხვედელიძის დაპატიმრება, არის სამართლიანობის ზეიმის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი იქნება ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან ჩამოცილება და იმ ბიზნესინტერესებისა და ბიზნესკლანის გამოძიება, რომელიც მოქმედებდა ქართული კვერცხისა და ქათმის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ასევე გამოსაძიებელია, ვინ უწყობდა ხელს უვარგისი კვერცხის იმპორტის შემოსვლას საქართველოში.

ფარესიშვილის ინფორმაციით, გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით მას ინფორმაცია თავად ბიზნესმენებმა მიაწოდეს, რომელთა ვინაობას გამოძიებასთან მას შემდეგ დაასახელებს, რაც ლაშა ნაცვლიშვილი ჩამოცილებული იქნება თანამდებობიდან.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაც იქნება გამოძიებული, რადგან სწორედ გელა ხვედელიძე აფარებდა ხელს კონკრეტულ პირებს და ხელს უშლიდა ამ სპეცოპერაციის გამოძიებას.

რაც შეეხება უშუალოდ ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მისი თქმით, ის ვერ უარყოფს და არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს ფაბრიკაცია სწორედ ნაციონალების დროს ყოფილიყო გაკეთებული, რადგან მასზე ძალიან დიდი იყო კუდ-ის ზეწოლა.

"აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მინიმუმ ნაცვლიშვილი ჩამოცილებული იქნას თანამდებობიდან", - აღნიშნა ფარესიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა