პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის ამპლუაში და სცენის კორიფეებისგან ნასწავლი "დედამთილის ხელობა"
მსახიობი პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის ამპლუაში და სცენის კორიფეებისგან ნასწავლი "დედამთილის ხელობა"

ინ­დუ­რი მუ­სი­კის ჰანგზე მო­ცეკ­ვა­ვე, გა­თხო­ვე­ბის მო­სურ­ნე კა­ხე­ლი ქალი (ფილ­მი "გა­რი­გე­ბა") და მკაც­რი დე­დამ­თი­ლი (სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი") რთუ­ლია, ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რო. ცხა­დია, ეს მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბა­სა და სიძ­ლი­ე­რე­ზე მი­უ­თი­თებს. ნი­ჭი­ერ ქალ­ბა­ტონს - ას­მათ ტყაბ­ლა­ძეს ბევ­რი სა­ხა­სი­ა­თო როლი შე­უს­რუ­ლე­ბია. მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ყო­ველ­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია... მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ ას­მათს სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში დიდი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა ჰქონ­და...

ამ­ჟა­მად კი, ბევ­რი დე­დამ­თი­ლის გა­სა­ხა­რად, სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" კა­ტოს მკაც­რი დე­დამ­თი­ლის როლს და­მა­ჯე­რებ­ლად ას­რუ­ლებს და რძლებ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­გან (არა მხო­ლოდ მათ­გან) ქა­თი­ნა­უ­რებ­საც იღებს...

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უპა­ტი­ოს­ნე­სი ოჯა­ხი მყავ­და! ახ­ლა­ხან, ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი დე­დი­კო 100 წლის გახ­და. მისი იუ­ბი­ლე აღ­ვნიშ­ნეთ. დე­და­ჩემს ყო­ველ­თვის იუ­მო­რის კარ­გი გრძნო­ბა ჰქონ­და და მგო­ნი, ამ­დენ ხანს ამან აცო­ცხლა. ვფიქ­რობ, იუ­მორ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მეც არა მი­შავს (იღი­მის). იუ­მო­რით გა­და­ვი­ტა­ნე ყვე­ლა­ფე­რი, რაც თავს გა­დამ­ხდა: ცოტა - სა­წყე­ნი, ცოტა - სა­სი­ხა­რუ­ლო... ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მძი­მეა, როცა იუ­მო­რის გრძნო­ბა არც თა­ვად აქვს, არც სხვი­სი ეს­მის და მთლი­ა­ნად დრა­მა­შია ჩარ­თუ­ლი... თე­ატ­რში სულ სა­ხა­სი­ა­თო რო­ლებს ვთა­მა­შობ­დი. კოტე მა­ხა­რა­ძემ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის პი­ე­სის მი­ხედ­ვით სპექ­ტაკ­ლი - "სამ­შობ­ლო" დად­გა, რო­მელ­შიც ხევ­სუ­რი ქა­ლის ტრა­გი­კულ როლს ვთა­მა­შობ­დი: ჩემს გმირს თათ­რებ­მა 10 შვი­ლი მო­უკ­ლეს. მერე ქალ­მა შვი­ლის მკვლე­ლე­ბი ამო­ხო­ცა. მა­შინ ყვე­ლამ მი­თხრა: თურ­მე ტრა­გე­დი­ის თა­მა­შიც შეგ­ძლე­ბი­აო. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. სპექ­ტაკ­ლი მა­ყუ­რებ­ლის დიდი ტა­შით დას­რულ­და. ოფე­ლია და დეზ­დე­მო­ნა არ შე­მის­რუ­ლე­ბია - რო­მან­ტი­კუ­ლი, ლი­რი­კუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის რო­ლე­ბი "ჩემი" არ იყო. სცე­ნი­დან ტა­შის გა­რე­შე არ გავ­სულ­ვარ. რო­მე­ლი­მე ეპი­ზოდ­ში რომ ვი­თა­მა­შებ­დი, იმ როლს ყვე­ლა იმახ­სოვ­რებ­და. ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, მეც­ნი­ერ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვაჭ­რის როლი ვი­თა­მა­შე. ჩემი გმი­რი საბ­რა­ლო და სა­სა­ცი­ლო ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. მეც­ნი­ერს სიყ­ვა­რულს თა­ვად უხ­სნი­და. ამ სცე­ნის ნახ­ვი­სას, მთე­ლი დარ­ბა­ზი სი­ცი­ლით იხო­ცე­ბო­და.

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თუ ყო­ფილ­ხართ?

- არა. სხვა­თა შო­რის, ამა­ყი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდით. მგო­ნი, ჩემი სი­ა­მა­ყის გამო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი არას­წო­რად წარვმარ­თე, მაგ­რამ ბედს მა­ინც არ ვემ­დუ­რი: სა­ჭი­რო არ არის, ცხოვ­რე­ბა ისე და­ლა­გე­ბუ­ლად აგე­წყოს, რო­გორც "წე­სია": ქმა­რი, შვი­ლე­ბი, დე­დამ­თი­ლი... სუ­ლი­ე­რად ძლი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლა­ვართ. რისი გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლიც მაქვს, ჩემ მიერ და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია. მე­უღ­ლე გვერ­დით არ მყავს. მგო­ნი, არც იყო სა­ჭი­რო, რომ ყო­ფი­ლი­ყო. ყვე­ლა­ფე­რი შევ­ძე­ლი, რაც მჭირ­დე­ბო­და. ზოგ ქალ­ბა­ტონს სურს, რო­გორ­მე გა­თხოვ­დეს - მის­თვის ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. პი­რა­დად მე, ასე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია... ვინც მიყ­ვარ­და, ჩემი ცო­ლად შერ­თვა არ შე­ეძ­ლო, პირ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­მე­ღუ­პა... მერე ვი­ღა­ცას მოვ­წონ­დი, ვი­ღა­ცას ვუყ­ვარ­დი... სა­ერ­თოდ, ასე­თი ბედი მქონ­და: სულ ცოლ­შვი­ლი­ან კა­ცებს მოვ­წონ­დი. ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავ­და, მაგ­რამ რთუ­ლად და­საშ­ვე­ბი იყო, რომ ცოლ­შვი­ლი­ან კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მე­ბა. ჩემ გარ­შე­მო ბევ­რმა ქალ­მა მა­მა­კა­ცებს ოჯა­ხი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია! მსგავ­სი რამ ვერ და­ვუშ­ვი, ვერ "ვი­ყო­ჩა­ღე". არ მინ­დო­და, ვინ­მეს და­სა­წყევ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩემ შე­სა­ხებ ეთ­ქვათ: ამ ქალ­მა ქმა­რი ან მამა წაგ­ვარ­თვაო... კარ­გი შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი და სა­ნა­თე­სა­ვო მყავს. 5 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ, მათ­გან 3 - მა­მა­ჩემს სხვა მე­უღ­ლის­გან ჰყავს, მაგ­რამ ამას ვერ ვგრძნობთ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დაძ­მო­ბა გვაქვს. ბე­ბი­ა­ჩემ­მა ჩემს ძმას უთხრა: 11 და-ძმა ვი­ყა­ვით, მათ­გან 2, მა­მას პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან ჰყავ­და, და­ნარ­ჩე­ნი - მე­ო­რეს­თან. ყვე­ლა­ნი მიყ­ვარ­და. ერ­თმა­ნე­თი თქვენც ასე უნდა გიყ­ვარ­დე­თო! - დაგ­ვლო­ცა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ას­მათ, ბავ­შვო­ბა სად გა­ა­ტა­რეთ?

- სკო­ლა და მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი დუ­შეთ­ში და­ვამ­თავ­რე. დუ­შე­თი პა­ტა­რა, ტრა­დი­ცი­უ­ლი, კარ­გი ქა­ლა­ქი იყო. იქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სა­ა­ბა­ზა­ნო­ე­ბი არ გვქონ­და, სა­მა­გი­ე­როდ, დუ­შეთ­ში დიდი აბა­ნო იყო და ხალ­ხი და­სა­ბა­ნად იქ და­დი­ო­და. დიდი რიგი იყო ხოლ­მე. მახ­სოვს, დე­და­ჩემს მე­ზობ­ლე­ბი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, - აბა­ნო­ში კი­დევ რო­დის წა­მოხ­ვალთ, ას­მათს რო­დის წა­მო­იყ­ვან­თო? "კონ­ცერ­ტებს" ვმარ­თავ­დი: მე­ზობ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვყვე­ბო­დი, იმი­ტა­ცი­ებს ვა­კე­თებ­დი... ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ასე იწყე­ბო­და (იღი­მის). სკო­ლა­ში ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დი. მხატ­ვრულ კი­თხვა­ში ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბო­და. თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სულ­მა რე­ჟი­სორ­მა ბავ­შვებს შო­რის შე­მარ­ჩია. მა­ში­ნაც და­ბა­ლი, გუ­ლი­დან ამო­სუ­ლი ხმა მქონ­და. სხვა­თა შო­რის, ეს ხმა აკა­კი ხო­რა­ვამ (ინ­სტი­ტუ­ტში მან მი­მი­ღო) მო­მი­წო­ნა: მი­თხრა, - თე­ატ­რა­ლუ­რი ხმა გაქ­ვსო. მხატ­ვრულ კი­თხვა­ში ოლიმ­პი­ა­და ჯერ დუ­შეთ­ში ჩა­ტარ­და, შემ­დეგ - გორ­ში, მერე - მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, ბო­ლოს კი - ოპე­რის თე­ატ­რში. ყველ­გან პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. ხევ­სუ­რუ­ლი ტან­საც­მლით გავ­დი­ო­დი და "კრწა­ნი­სის ყა­ყა­ჩო­ებს" ვკი­თხუ­ლობ­დი. ამ ლექ­სით მო­წა­ფე­ებს შო­რის, "მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის ოს­ტა­ტი" გავ­ხდი. სი­გე­ლი და ჯილ­დო - მა­ჯის ოქ­როს სა­ა­თი გად­მომ­ცეს. ის სა­ა­თი ახლა ჩემს შვილს უკე­თია. ქარ­თულ ცეკ­ვებ­საც ვას­რუ­ლებ­დი. სკო­ლა­შიც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლად ვსწავ­ლობ­დი. მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი (ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით) დე­დის სურ­ვი­ლით და­ვამ­თავ­რე. მუ­სი­კა გე­მოვ­ნე­ბას ლა­მა­ზად ავი­თა­რებს, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მის­გან "მო­დის"... თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა რომ და­ვა­პი­რე, ამის შე­სა­ხებ დე­დას ვუ­თხა­რი, მან კი გა­მაფრ­თხი­ლა: შენი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ვის უთხრაო. მი­ზე­ზით რომ და­ვინ­ტე­რეს­დი, მი­პა­სუ­ხა: რომ და­გი­წუ­ნონ და არ მი­გი­ღონ, სირ­ცხვი­ლია, ეგ იმას ნიშ­ნავს, რომ არც ხმა გი­ვარ­გა, არც მე­ტყვე­ლე­ბა და არც - გა­რეგ­ნო­ბაო (იცი­ნის). ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე - უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი მი­ვი­ღე, სი­ა­ში პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი.

ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გი - ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძე შემ­ხვდა. მა­ნამ­დე ის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი გახ­ლდათ. დუ­შე­თის სა­ხალ­ხო თე­ატ­რში პე­და­გო­გად და რე­ჟის­ო­რა­დაც მუ­შა­ობ­და... თურ­მე ერთხელ ხორცს ყი­დუ­ლობ­და. ხორ­ცი რა­ღაც ქა­ღალ­დში გა­უხ­ვი­ეს. შინ მო­სულ­მა ქა­ღალ­დებს გა­და­ხე­და და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ის ფურ­ცლე­ბი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლოს ოქ­მე­ბი იყო! მე­ხორ­ცეს­თან წა­ვი­და, დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ღალ­დე­ბი გა­მო­არ­თვა. ვინც ხორ­ცი იყი­და, მა­თაც და­უ­კავ­შირ­და... ასე რომ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ნამ­დვი­ლი მკვლე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ბა­ტო­ნი სა­შას გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლია. სწო­რედ ეს უბრწყინ­ვა­ლე­სი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ ჩემი პე­და­გო­გი. ინ­სტი­ტუ­ტში ძა­ლი­ან კარ­გი ჯგუ­ფი გვქონ­და: ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, ელი­სო გუ­დი­აშ­ვი­ლი, თე­მურ ხო­რაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ მი­ქა­ძე, ამი­რან ბუ­ა­ძე... თბი­ლი­სი ჩემ­თვის უცხო ქა­ლა­ქი არ იყო. აქ ჩემი და რუ­სულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. თით­ქმის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი. თე­ატრზე ვგიჟ­დე­ბო­დი! დე­დას სპექ­ტაკ­ლებ­ზე და­სას­წრე­ბად დავ­ყავ­დი. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ნა­ნა­ხი მყავ­და. მსა­ხი­ო­ბე­ბი დუ­შეთ­შიც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. მახ­სოვს, დუ­შეთ­ში სტა­დი­ონ­ზე აკა­კი ხო­რა­ვამ "ოი­დი­პოს მე­ფე­ში" ითა­მა­შა... თე­ატ­რი დე­დამ შე­მაყ­ვა­რა. პე­და­გო­გია, მაგ­რამ სა­ბუ­ღალ­ტრო კურ­სე­ბიც ჰქონ­და გავ­ლი­ლი და სა­ბავ­შვო ბაღ­ში მთა­ვარ კონ­ტრო­ლი­ო­რად მუ­შა­ობ­და. ცნო­ბი­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. დე­დას უნ­დო­და, რომ მე და ჩემს დას მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გვეს­წავ­ლა. ამი­ტომ მთავ­რო­ბა­ში მი­ვი­და და დუ­შეთ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ახ­სნე­ვი­ნა.

- მა­მის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით?

- დედ-მამა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მამა ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და. დედ­მა­მიშ­ვი­ლებს ბავ­შვო­ბა­ში ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია, მერე კი დავ­მე­გობ­რდით. ავად­მყო­ფო­ბის გამო, მამა ადრე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კარ­გი ქე­ი­ფი ჰყვა­რე­ბია, კარ­გად სიმ­ღე­რა და რაც მთა­ვა­რია, მე­გობ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი სცოდ­ნია! ცუდი არა­ვის­თვის გა­უ­კე­თე­ბია... მა­შინ პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბიც არე­უ­ლი იყო. პა­პა­ჩე­მი - დე­დის მამა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გახ­ლდათ. ჩემი მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ამ ფაქ­ტმაც იმოქ­მე­და...

- სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- მარ­ტო ის რად ღირ­და, რომ გია ფე­რა­ძე ჩემს ჯგუფ­ში იყო?! ფული არ გვქონ­და. მე ბი­ნაც არ მქონ­და: ხან ერთ დე­ი­დას­თან ვცხოვ­რობ­დი, ხან - მე­ო­რეს­თან, ხან - ქი­რით... ცუდ ხა­სი­ათ­ზე არ ვყო­ფილ­ვართ. არ გვით­ქვამს და არ გვი­ფიქ­რია, - ვა­ი­მე, რო­გორ გვი­ჭირს ან რა­ღაც გვაკ­ლია-თქო... იმ პე­რი­ოდ­ში ქსო­ვა და კერ­ვა და­ვი­წყე. მინ­დო­და, ლა­მა­ზად მცმო­და. სა­მოსს თა­ვად ვი­კე­რავ­დი და ვიქ­სოვ­დი. მო­წა­ფე­ებს მუ­სი­კა­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი. ხან ჩემს შე­კე­რილს და მოქ­სო­ვილს ვყიდ­დი, ვა­ბა­რებ­დი... ცხოვ­რე­ბა არას­დროს გამ­ჭირ­ვე­ბია. ახლა მა­გა­ლი­თად, ბარი მაქვს გახ­სნი­ლი...

- რო­გორც ვიცი, ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დით...

- დიახ, მისი კარ­გი მე­გო­ბა­რი გახ­ლდით. სე­სი­ლია თა­ვად გა­მო­მეც­ნა­უ­რა - რა კარ­გი გოგო ხარ, აბა, რა ხდე­ბა თე­ატ­რშიო? რო­გორც შვი­ლი, ისე მი­მი­ღო. ძა­ლი­ან მპატ­რო­ნობ­და. ყვე­ლა­ფერს გა­ნიც­დი­და და მე­კი­თხე­ბო­და: აბა, რა ქენი, რა მოქ­სო­ვე? გოგო, გა­გე­ყი­და, ჩა­ა­ბა­რეო? სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო! თე­ატ­რში რაც ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბო­დი, მერე კი პრე­მი­ე­რა­ზე ერ­თად მივ­დი­ო­დით. ერ­თმა­ნე­თის­თვის ისე­თი ახ­ლობ­ლე­ბი გავ­ხდით, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად მის ოჯახ­თან ერ­თად მგზავ­ნიდ­ნენ, თა­ვად ჩემ­თან, დუ­შეთ­ში ჩა­მო­დი­ო­და და ის­ვე­ნებ­და ხოლ­მე. მის­გან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო მი­ვი­ღე. ვინ­მეს თუ ორ­დე­ნე­ბი და მედ­ლე­ბი აქვს, მე "ორ­დე­ნად" ის მე­ყო­ფა, რომ სე­სი­ლია, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ!..

- თე­ატ­რში რო­გორ მოხ­ვდით?

- ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რექ­ტო­რატ­მა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ცი­ას­თან რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წია. იმ­დენ სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ­დი, რომ უფრო მეტ ხელ­ფასს ვი­ღებ­დი, ვიდ­რე შტატ­ში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. დი­რექ­ტო­რი ამ­ბობ­და, - ეს გოგო შტატ­ში მი­ი­ღეთ, თო­რემ ორ­მა­გი ხელ­ფა­სი მი­აქ­ვსო (იცი­ნის). შტატ­ში ჩამ­რი­ცხეს. სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან გად­მო­ვი­და და "ური­ელ აკოს­ტას" დად­გმა და­ი­წყო. ამ სპექ­ტაკლში ცეკ­ვა მო­გიხ­დე­ბაო, - მი­თხრა. მას მერე დავ­მე­გობ­რდით და ბოლო დღემ­დე ვმე­გობ­რობ­დით. სო­ფი­კოს მე­გო­ბარ­თან ხელ­გაშ­ლი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ეძ­ლო... თე­ატ­რში 1970-დან 1996 წლამ­დე ვი­ყა­ვი. არა­სო­დეს უთ­ქვამთ, რომ რამე გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნოს, პი­რი­ქით... შემ­დეგ, თა­ვი­სი ჭკუ­ით, კარ­გი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ცუდი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნეს: 35 მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რი­დან გა­უშ­ვეს. ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლე და სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით და­ვა­მატ­კი­ცე, რომ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თე­ატ­რში აღარ დავ­ბრუნ­დი... რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, 14 წელი არა­ფერს ვა­კე­თებ­დი. სა­მა­გი­ე­როდ, სხვა მხრივ არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ: ხან პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში ჩა­ვე­ბი, ხან - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში...

- პო­ლი­ტი­კა­ში რო­დის ჩა­ე­ბით?

- 2001 წელს, ვა­კე­ში დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე კენ­ჭს ვიყ­რი­დი. სხვა­თა შო­რის, მე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გახ­ლდით.

- თქვენ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყა­ვით?

- არც ერ­თის. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­ლდით. მა­შინ მთავ­რო­ბას ბევრ კარგ საქ­მეს ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი: გა­ზი­სა და დე­ნის ტა­რი­ფებს არ ვაძ­ვი­რე­ბი­ნებ­დი, უშუ­ქო­ბის დროს ქუ­ჩებს "ვკე­ტავ­დი", ას­ფალტს და­ვა­გე­ბი­ნებ­დი ხოლ­მე, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, მთავ­რო­ბა­ში მივ­დი­ო­დი... არ ვიცი, თბი­ლისს რა ეშ­ვე­ლე­ბა: ახა­ლი სახ­ლე­ბი სა­შინ­ლა­დაა აშე­ნე­ბუ­ლი. მა­ღა­ლი შე­ნო­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს - ქა­ლაქს ამა­ხინ­ჯებს! სახ­ლე­ბი უკვე ტრო­ტუ­ა­რებ­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი... ცოტა ხნით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი რომ ვიყო, ქუ­ჩა­ზე აშე­ნე­ბულ ბევრ სახ­ლს და­ვან­გრევ­დი. ყვე­ლამ მა­პა­ტი­ოს. ცხა­დია, ხალ­ხს კომ­პენ­სა­ცი­ას მივ­ცემ­დი...

- არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც გქონ­დათ, არა?

- კი. ის ახ­ლაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ყო­ველ­თვის იმას ვამ­ბობ და ვა­კე­თებ, რაც სწო­რად მი­მაჩ­ნია. თუკი ვინ­მეს ჩემი საქ­ცი­ე­ლი სწო­რად არ მი­აჩ­ნია, შე­უძ­ლია მი­თხრას, მაგ­რამ გრან­ტის მი­ღე­ბის მიზ­ნით ვინ­მეს და­ვა­ლე­ბას არა­სო­დეს შე­ვას­რუ­ლებ. რო­გორც შე­მიძ­ლია, ყვე­ლას ვეხ­მა­რე­ბი.

- თქვე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა რა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი?

- ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. თე­ატ­რში ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა. ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­ცი­ელს ღმერ­თი გან­სჯის. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მაგ­რამ ხომ გი­თხა­რით, ყო­ველ­თვის იუ­მო­რი მშვე­ლო­და. ულა­მა­ზო და უინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა არ გა­მივ­ლია. ვფიქ­რობ, კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბას მო­ვა­ხერ­ხებ... შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის შემ­დეგ, "გა­რი­გე­ბა­ში" პა­ტა­რა როლი ვი­თა­მა­შე, ასე­ვე - ფილ­მებ­ში: "დარ­ჩი ჩემ­თან", "გან­თი­ა­დი". "ცხელ ძაღლშიც" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. სე­რი­ალ­ში - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" ბეჭ­დე­ბის გა­დამ­ყიდ­ველს ვთა­მა­შობ­დი. ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­დან 4-5 თვის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში ვი­ღაც სიმ­პა­თი­ურ­მა კაც­მა გა­მა­ჩე­რა და მი­თხრა: - ქალ­ბა­ტო­ნო ას­მათ, დიდი ბო­დი­ში, რა­ღაც მინ­და, გკი­თხოთ... ბეჭ­დე­ბი დავ­კარ­გე და ხომ ვერ მა­პოვ­ნი­ნებ­თო? თავ­და­პირ­ვე­ლად, ვერ მივ­ხვდი, რას მე­უბ­ნე­ბო­და - სე­რი­ალ­ში ჩემი პერ­სო­ნა­ჟი სულ და­მა­ვი­წყდა (იცი­ნის). ახლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" დე­დამ­თი­ლის როლს ვას­რუ­ლებ. მა­ქე­ბენ. ხომ არ ვი­კეკ­ლუ­ცებ და ვი­ტყვი, - არ მი­ხა­რია, რომ მა­ქე­ბენ-მეთ­ქი (იღი­მის). ამას წი­ნათ, ქუ­ჩა­ში ქალ­მა გა­მა­ჩე­რა და მი­თხრა: ყო­ჩაღ! რძალს არა­ფე­რი და­უთ­მოო! რო­გორც ჩანს, რძალ­თან უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და და მო­ე­წო­ნა, რომ სე­რი­ალ­ში ასე­თი მა­გა­რი დე­დამ­თი­ლი ვარ (იცი­ნის)!.. გი­ორ­გი ფა­რა­ჯა­ნო­ვის ფილმში მკი­თხა­ვი ქალი გან­ვა­სა­ხი­ე­რე. ბო­ლოს, მი­ხა­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის კლიპ­ში - "დედა" გა­და­მი­ღეს. შუ­ფუ­ტინ­სკი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­ლდათ ჩა­მო­სუ­ლი. ერთ-ერთ მსა­ხი­ობ ქალს ტრავ­მა მი­უ­ღია. ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ - თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ნა­წყვე­ტი მო­ე­წო­ნა­თო. ასე მოვ­ხვდი კლიპ­ში. ბოლო დროს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აე­წყო. ღმერ­თს ვეხ­ვე­წე­ბი, არ მი­მა­ტო­ვოს და კი­დევ მომ­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, დაგ­რო­ვი­ლი ენერ­გია გა­მო­ვამ­ჟღავ­ნო, მა­ყუ­რე­ბელს ჩემი ნიჭი კი­დევ ვაჩ­ვე­ნო...

- თქვე­ნი გო­გო­ნა რას საქ­მი­ა­ნობს?

- ისიც ხე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ: არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. 4 უცხო ენა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იცის. მე­ტყვე­ლე­ბაც კარ­გი აქვს და გა­რეგ­ნო­ბაც. შვი­ლი 40 წლი­სას შე­მე­ძი­ნა. მა­ნამ­დე გას­ტრო­ლებ­სა და რო­ლებ­ზე ვფიქ­რობ­დი. ამა­სო­ბა­ში, დრო გა­ვი­და. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­და­ნაც ვი­ტყვი: კა­ცის სიყ­ვა­რულს შვი­ლის სიყ­ვა­რულ­ზე წინ არ და­ვა­ყე­ნებ­დი.

- სი­სუს­ტე­ე­ბი ძლი­ერ ქა­ლებ­საც აქვთ...

- დიახ, სიყ­ვა­რულ­ში სუს­ტი და დამთმო­ბი ვარ. არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­მი­ძა­ლე­ბია. შე­იძ­ლე­ბა, ეს ჩემი ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის ბრა­ლიც არის...

- ერ­თა­დერ­თი შვი­ლის გა­თხო­ვე­ბას რო­გორ შე­ე­გუ­ეთ?

- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გან მინ­დო­და, შვი­ლიშ­ვი­ლი მყო­ლო­და (იცი­ნის)! სე­რი­ალ­შიც ასეა: ჩემს გმირს შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა ეჩ­ქა­რე­ბა.

- რო­გო­რი ბე­ბია ხართ?

- ისე­თი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, რომ შე­იძ­ლე­ბა, ჭკუ­ი­დან გა­და­ვი­დე! ყო­ველ­დღე ვფიქ­რობ, რით ვა­სი­ა­მოვ­ნო, რო­გორ გა­ვა­ხა­რო? ჩვე­ნი პა­ტა­რა ბარ­ბა­რე 10 თვის ხდე­ბა.

- სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თქვენს პერ­სო­ნაჟს კი­დევ რა­მით ჰგავ­ხართ?

- არა! ძა­ლი­ან კარ­გი სი­დედ­რი ვარ. სი­ძეს კი არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ხოლ­მე, შვილს ვე­უბ­ნე­ბი, - შენ უნდა დათ­მო-მეთ­ქი. სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის სა­ხით, ისე­თი კარ­გი დე­დამ­თი­ლე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მყავ­და, რომ ვიცი, შვილ­სა და მის მე­უღ­ლეს რო­გორ მო­ვექ­ცე, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა. არა მგო­ნია, ჩემი გმი­რი ცუდი ქალი იყოს. ბო­ლოს ალ­ბათ რძალს "და­უტ­კბე­ბა"...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მსახიობი პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის ამპლუაში და სცენის კორიფეებისგან ნასწავლი "დედამთილის ხელობა"

მსახიობი პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის ამპლუაში და სცენის კორიფეებისგან ნასწავლი "დედამთილის ხელობა"

ინდური მუსიკის ჰანგზე მოცეკვავე, გათხოვების მოსურნე კახელი ქალი (ფილმი "გარიგება") და მკაცრი დედამთილი (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") რთულია, ერთმანეთს დაუკავშირო. ცხადია, ეს მსახიობის ოსტატობასა და სიძლიერეზე მიუთითებს. ნიჭიერ ქალბატონს - ასმათ ტყაბლაძეს ბევრი სახასიათო როლი შეუსრულებია. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებლისთვის ყოველთვის დასამახსოვრებელია... მაგრამ ქალბატონ ასმათს სამსახიობო კარიერაში დიდი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა...

ამჟამად კი, ბევრი დედამთილის გასახარად, სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" კატოს მკაცრი დედამთილის როლს დამაჯერებლად ასრულებს და რძლებზე განაწყენებული ქალბატონებისგან (არა მხოლოდ მათგან) ქათინაურებსაც იღებს...

- არაჩვეულებრივი, უპატიოსნესი ოჯახი მყავდა! ახლახან, ჩემი ძალიან კარგი დედიკო 100 წლის გახდა. მისი იუბილე აღვნიშნეთ. დედაჩემს ყოველთვის იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და მგონი, ამდენ ხანს ამან აცოცხლა. ვფიქრობ, იუმორთან დაკავშირებით, მეც არა მიშავს (იღიმის). იუმორით გადავიტანე ყველაფერი, რაც თავს გადამხდა: ცოტა - საწყენი, ცოტა - სასიხარულო... ადამიანის ცხოვრება მძიმეა, როცა იუმორის გრძნობა არც თავად აქვს, არც სხვისი ესმის და მთლიანად დრამაშია ჩართული... თეატრში სულ სახასიათო როლებს ვთამაშობდი. კოტე მახარაძემ გრიგოლ რობაქიძის პიესის მიხედვით სპექტაკლი - "სამშობლო" დადგა, რომელშიც ხევსური ქალის ტრაგიკულ როლს ვთამაშობდი: ჩემს გმირს თათრებმა 10 შვილი მოუკლეს. მერე ქალმა შვილის მკვლელები ამოხოცა. მაშინ ყველამ მითხრა: თურმე ტრაგედიის თამაშიც შეგძლებიაო. ძალიან მოეწონათ. სპექტაკლი მაყურებლის დიდი ტაშით დასრულდა. ოფელია და დეზდემონა არ შემისრულებია - რომანტიკული, ლირიკული ქალბატონების როლები "ჩემი" არ იყო. სცენიდან ტაშის გარეშე არ გავსულვარ. რომელიმე ეპიზოდში რომ ვითამაშებდი, იმ როლს ყველა იმახსოვრებდა. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მეცნიერზე შეყვარებული ვაჭრის როლი ვითამაშე. ჩემი გმირი საბრალო და სასაცილო ქალბატონი გახლდათ. მეცნიერს სიყვარულს თავად უხსნიდა. ამ სცენის ნახვისას, მთელი დარბაზი სიცილით იხოცებოდა.

- რეალურ ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობის ინიციატორი თუ ყოფილხართ?

- არა. სხვათა შორის, ამაყი ქალბატონი გახლდით. მგონი, ჩემი სიამაყის გამო პირად ცხოვრებაში რაღაცები არასწორად წარვმართე, მაგრამ ბედს მაინც არ ვემდური: საჭირო არ არის, ცხოვრება ისე დალაგებულად აგეწყოს, როგორც "წესია": ქმარი, შვილები, დედამთილი... სულიერად ძლიერი ქალბატონი გახლავართ. რისი გაკეთების სურვილიც მაქვს, ჩემ მიერ დაუძლეველი არაფერია. მეუღლე გვერდით არ მყავს. მგონი, არც იყო საჭირო, რომ ყოფილიყო. ყველაფერი შევძელი, რაც მჭირდებოდა. ზოგ ქალბატონს სურს, როგორმე გათხოვდეს - მისთვის ეს აუცილებელია. პირადად მე, ასე არასოდეს მიფიქრია... ვინც მიყვარდა, ჩემი ცოლად შერთვა არ შეეძლო, პირველი შეყვარებული დამეღუპა... მერე ვიღაცას მოვწონდი, ვიღაცას ვუყვარდი... საერთოდ, ასეთი ბედი მქონდა: სულ ცოლშვილიან კაცებს მოვწონდი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ რთულად დასაშვები იყო, რომ ცოლშვილიან კაცთან ურთიერთობა გამება. ჩემ გარშემო ბევრმა ქალმა მამაკაცებს ოჯახი დაატოვებინა, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია! მსგავსი რამ ვერ დავუშვი, ვერ "ვიყოჩაღე". არ მინდოდა, ვინმეს დასაწყევლი ვყოფილიყავი და ჩემ შესახებ ეთქვათ: ამ ქალმა ქმარი ან მამა წაგვართვაო... კარგი შვილი, შვილიშვილი და სანათესავო მყავს. 5 დედმამიშვილი ვართ, მათგან 3 - მამაჩემს სხვა მეუღლისგან ჰყავს, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობთ, არაჩვეულებრივი დაძმობა გვაქვს. ბებიაჩემმა ჩემს ძმას უთხრა: 11 და-ძმა ვიყავით, მათგან 2, მამას პირველი ცოლისგან ჰყავდა, დანარჩენი - მეორესთან. ყველანი მიყვარდა. ერთმანეთი თქვენც ასე უნდა გიყვარდეთო! - დაგვლოცა...

- ქალბატონო ასმათ, ბავშვობა სად გაატარეთ?

- სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი დუშეთში დავამთავრე. დუშეთი პატარა, ტრადიციული, კარგი ქალაქი იყო. იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა. ჩემს ბავშვობაში კეთილმოწყობილი სააბაზანოები არ გვქონდა, სამაგიეროდ, დუშეთში დიდი აბანო იყო და ხალხი დასაბანად იქ დადიოდა. დიდი რიგი იყო ხოლმე. მახსოვს, დედაჩემს მეზობლები ეკითხებოდნენ, - აბანოში კიდევ როდის წამოხვალთ, ასმათს როდის წამოიყვანთო? "კონცერტებს" ვმართავდი: მეზობლების შესახებ ვყვებოდი, იმიტაციებს ვაკეთებდი... ჩემი სამსახიობო კარიერა ასე იწყებოდა (იღიმის). სკოლაში ლექსებს ვკითხულობდი. მხატვრულ კითხვაში ოლიმპიადა ტარდებოდა. თბილისიდან ჩამოსულმა რეჟისორმა ბავშვებს შორის შემარჩია. მაშინაც დაბალი, გულიდან ამოსული ხმა მქონდა. სხვათა შორის, ეს ხმა აკაკი ხორავამ (ინსტიტუტში მან მიმიღო) მომიწონა: მითხრა, - თეატრალური ხმა გაქვსო. მხატვრულ კითხვაში ოლიმპიადა ჯერ დუშეთში ჩატარდა, შემდეგ - გორში, მერე - მარჯანიშვილის თეატრში, ბოლოს კი - ოპერის თეატრში. ყველგან პირველი ადგილი დავიკავე. ხევსურული ტანსაცმლით გავდიოდი და "კრწანისის ყაყაჩოებს" ვკითხულობდი. ამ ლექსით მოწაფეებს შორის, "მხატვრული კითხვის ოსტატი" გავხდი. სიგელი და ჯილდო - მაჯის ოქროს საათი გადმომცეს. ის საათი ახლა ჩემს შვილს უკეთია. ქართულ ცეკვებსაც ვასრულებდი. სკოლაშიც წარჩინებულად ვსწავლობდი. მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანოს განხრით) დედის სურვილით დავამთავრე. მუსიკა გემოვნებას ლამაზად ავითარებს, ყველაფერი საუკეთესო მისგან "მოდის"... თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება რომ დავაპირე, ამის შესახებ დედას ვუთხარი, მან კი გამაფრთხილა: შენი გადაწყვეტილების შესახებ არავის უთხრაო. მიზეზით რომ დავინტერესდი, მიპასუხა: რომ დაგიწუნონ და არ მიგიღონ, სირცხვილია, ეგ იმას ნიშნავს, რომ არც ხმა გივარგა, არც მეტყველება და არც - გარეგნობაო (იცინის). ინსტიტუტში ჩავაბარე - უმაღლესი ქულები მივიღე, სიაში პირველი ვიყავი.

ძალიან კარგი პედაგოგი - ალექსანდრე მიქელაძე შემხვდა. მანამდე ის პოლიტიკური პატიმარი გახლდათ. დუშეთის სახალხო თეატრში პედაგოგად და რეჟისორადაც მუშაობდა... თურმე ერთხელ ხორცს ყიდულობდა. ხორცი რაღაც ქაღალდში გაუხვიეს. შინ მოსულმა ქაღალდებს გადახედა და აღმოაჩინა, რომ ის ფურცლები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სასამართლოს ოქმები იყო! მეხორცესთან წავიდა, დარჩენილი ქაღალდები გამოართვა. ვინც ხორცი იყიდა, მათაც დაუკავშირდა... ასე რომ, ილია ჭავჭავაძის ნამდვილი მკვლელების ვინაობა ბატონი საშას გამომჟღავნებულია. სწორედ ეს უბრწყინვალესი პიროვნება გახლდათ ჩემი პედაგოგი. ინსტიტუტში ძალიან კარგი ჯგუფი გვქონდა: ნანული სარაჯიშვილი, ელისო გუდიაშვილი, თემურ ხორაშვილი, ავთანდილ მიქაძე, ამირან ბუაძე... თბილისი ჩემთვის უცხო ქალაქი არ იყო. აქ ჩემი და რუსულ სკოლაში სწავლობდა. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას თბილისში ვიყავი. თეატრზე ვგიჟდებოდი! დედას სპექტაკლებზე დასასწრებად დავყავდი. მოსწავლეობის პერიოდში თითქმის ყველა ცნობილი მსახიობი ნანახი მყავდა. მსახიობები დუშეთშიც ჩამოდიოდნენ. მახსოვს, დუშეთში სტადიონზე აკაკი ხორავამ "ოიდიპოს მეფეში" ითამაშა... თეატრი დედამ შემაყვარა. პედაგოგია, მაგრამ საბუღალტრო კურსებიც ჰქონდა გავლილი და საბავშვო ბაღში მთავარ კონტროლიორად მუშაობდა. ცნობილი და პატივსაცემი ქალბატონი გახლდათ. დედას უნდოდა, რომ მე და ჩემს დას მუსიკალურ სასწავლებელში გვესწავლა. ამიტომ მთავრობაში მივიდა და დუშეთში მუსიკალური სასწავლებელი გაახსნევინა.

- მამის შესახებ რას გვეტყვით?

- დედ-მამა დაშორებულები იყვნენ. მამა ქუთაისში ცხოვრობდა. დედმამიშვილებს ბავშვობაში ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მერე კი დავმეგობრდით. ავადმყოფობის გამო, მამა ადრე გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, კარგი ქეიფი ჰყვარებია, კარგად სიმღერა და რაც მთავარია, მეგობრების სიყვარული სცოდნია! ცუდი არავისთვის გაუკეთებია... მაშინ პოლიტიკური ამბებიც არეული იყო. პაპაჩემი - დედის მამა პოლიტპატიმარი გახლდათ. ჩემი მშობლების ურთიერთობაზე ამ ფაქტმაც იმოქმედა...

- სტუდენტური ცხოვრების შესახებ გვიამბეთ...

- მარტო ის რად ღირდა, რომ გია ფერაძე ჩემს ჯგუფში იყო?! ფული არ გვქონდა. მე ბინაც არ მქონდა: ხან ერთ დეიდასთან ვცხოვრობდი, ხან - მეორესთან, ხან - ქირით... ცუდ ხასიათზე არ ვყოფილვართ. არ გვითქვამს და არ გვიფიქრია, - ვაიმე, როგორ გვიჭირს ან რაღაც გვაკლია-თქო... იმ პერიოდში ქსოვა და კერვა დავიწყე. მინდოდა, ლამაზად მცმოდა. სამოსს თავად ვიკერავდი და ვიქსოვდი. მოწაფეებს მუსიკაში ვამეცადინებდი. ხან ჩემს შეკერილს და მოქსოვილს ვყიდდი, ვაბარებდი... ცხოვრება არასდროს გამჭირვებია. ახლა მაგალითად, ბარი მაქვს გახსნილი...

- როგორც ვიცი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილის მეზობლად ცხოვრობდით...

- დიახ, მისი კარგი მეგობარი გახლდით. სესილია თავად გამომეცნაურა - რა კარგი გოგო ხარ, აბა, რა ხდება თეატრშიო? როგორც შვილი, ისე მიმიღო. ძალიან მპატრონობდა. ყველაფერს განიცდიდა და მეკითხებოდა: აბა, რა ქენი, რა მოქსოვე? გოგო, გაგეყიდა, ჩააბარეო? საოცარი ქალბატონი იყო! თეატრში რაც ხდებოდა, ყველაფერს ვუყვებოდი, მერე კი პრემიერაზე ერთად მივდიოდით. ერთმანეთისთვის ისეთი ახლობლები გავხდით, რომ დასასვენებლად მის ოჯახთან ერთად მგზავნიდნენ, თავად ჩემთან, დუშეთში ჩამოდიოდა და ისვენებდა ხოლმე. მისგან დიდი სიყვარული და სითბო მივიღე. ვინმეს თუ ორდენები და მედლები აქვს, მე "ორდენად" ის მეყოფა, რომ სესილია, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი ჩემი მეგობრები იყვნენ!..

- თეატრში როგორ მოხვდით?

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რექტორატმა მარჯანიშვილის თეატრის დირექციასთან რეკომენდაცია გამიწია. იმდენ სპექტაკლში ვთამაშობდი, რომ უფრო მეტ ხელფასს ვიღებდი, ვიდრე შტატში მყოფი თანამშრომლები. დირექტორი ამბობდა, - ეს გოგო შტატში მიიღეთ, თორემ ორმაგი ხელფასი მიაქვსო (იცინის). შტატში ჩამრიცხეს. სოფიკო ჭიაურელი რუსთაველის თეატრიდან გადმოვიდა და "ურიელ აკოსტას" დადგმა დაიწყო. ამ სპექტაკლში ცეკვა მოგიხდებაო, - მითხრა. მას მერე დავმეგობრდით და ბოლო დღემდე ვმეგობრობდით. სოფიკოს მეგობართან ხელგაშლილი ურთიერთობა შეეძლო... თეატრში 1970-დან 1996 წლამდე ვიყავი. არასოდეს უთქვამთ, რომ რამე გამეფუჭებინოს, პირიქით... შემდეგ, თავისი ჭკუით, კარგი, სინამდვილეში კი ცუდი საქციელი ჩაიდინეს: 35 მსახიობი თეატრიდან გაუშვეს. ბოლომდე ვიბრძოლე და სასამართლოს მეშვეობით დავამატკიცე, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ თეატრში აღარ დავბრუნდი... როგორც მსახიობი, 14 წელი არაფერს ვაკეთებდი. სამაგიეროდ, სხვა მხრივ არ გავჩერებულვარ: ხან პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩავები, ხან - საზოგადოებრივ საქმიანობაში...

- პოლიტიკაში როდის ჩაებით?

- 2001 წელს, ვაკეში დეპუტატობაზე კენჭს ვიყრიდი. სხვათა შორის, მე და მიხეილ სააკაშვილი კონკურენტები გახლდით.

- თქვენ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყავით?

- არც ერთის. დამოუკიდებელი მაჟორიტარი გახლდით. მაშინ მთავრობას ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებინებდი: გაზისა და დენის ტარიფებს არ ვაძვირებინებდი, უშუქობის დროს ქუჩებს "ვკეტავდი", ასფალტს დავაგებინებდი ხოლმე, არჩევნებამდე, გაჭირვებულების დასახმარებლად, მთავრობაში მივდიოდი... არ ვიცი, თბილისს რა ეშველება: ახალი სახლები საშინლადაა აშენებული. მაღალი შენობა ქალაქის ცენტრში არაფრით შეიძლება იდგეს - ქალაქს ამახინჯებს! სახლები უკვე ტროტუარებზეა აშენებული... ცოტა ხნით უფლებამოსილი რომ ვიყო, ქუჩაზე აშენებულ ბევრ სახლს დავანგრევდი. ყველამ მაპატიოს. ცხადია, ხალხს კომპენსაციას მივცემდი...

- არასამთავრობო ორგანიზაციაც გქონდათ, არა?

- კი. ის ახლაც ფუნქციონირებს. ყოველთვის იმას ვამბობ და ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. თუკი ვინმეს ჩემი საქციელი სწორად არ მიაჩნია, შეუძლია მითხრას, მაგრამ გრანტის მიღების მიზნით ვინმეს დავალებას არასოდეს შევასრულებ. როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები.

- თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა რაზეა ორიენტირებული?

- ადამიანის უფლებების დაცვაზე. თეატრში ჩემი და ჩემი კოლეგების უფლებები დაირღვა. ადამიანების საქციელს ღმერთი განსჯის. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ხომ გითხარით, ყოველთვის იუმორი მშველოდა. ულამაზო და უინტერესო ცხოვრება არ გამივლია. ვფიქრობ, კიდევ ბევრი საინტერესო და კარგი საქმის გაკეთებას მოვახერხებ... შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, "გარიგებაში" პატარა როლი ვითამაშე, ასევე - ფილმებში: "დარჩი ჩემთან", "განთიადი". "ცხელ ძაღლშიც" ვმონაწილეობდი. სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ბეჭდების გადამყიდველს ვთამაშობდი. ამ როლის შესრულებიდან 4-5 თვის შემდეგ, ქუჩაში ვიღაც სიმპათიურმა კაცმა გამაჩერა და მითხრა: - ქალბატონო ასმათ, დიდი ბოდიში, რაღაც მინდა, გკითხოთ... ბეჭდები დავკარგე და ხომ ვერ მაპოვნინებთო? თავდაპირველად, ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა - სერიალში ჩემი პერსონაჟი სულ დამავიწყდა (იცინის). ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" დედამთილის როლს ვასრულებ. მაქებენ. ხომ არ ვიკეკლუცებ და ვიტყვი, - არ მიხარია, რომ მაქებენ-მეთქი (იღიმის). ამას წინათ, ქუჩაში ქალმა გამაჩერა და მითხრა: ყოჩაღ! რძალს არაფერი დაუთმოო! როგორც ჩანს, რძალთან უთანხმოება ჰქონდა და მოეწონა, რომ სერიალში ასეთი მაგარი დედამთილი ვარ (იცინის)!.. გიორგი ფარაჯანოვის ფილმში მკითხავი ქალი განვასახიერე. ბოლოს, მიხაილ შუფუტინსკის კლიპში - "დედა" გადამიღეს. შუფუტინსკი თავისი შემოქმედებითი ჯგუფით საქართველოში გახლდათ ჩამოსული. ერთ-ერთ მსახიობ ქალს ტრავმა მიუღია. ქართული კომპანიიდან დამიკავშირდნენ - თქვენი ფოტოები და ვიდეოჩანაწერის ნაწყვეტი მოეწონათო. ასე მოვხვდი კლიპში. ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აეწყო. ღმერთს ვეხვეწები, არ მიმატოვოს და კიდევ მომცეს საშუალება, დაგროვილი ენერგია გამოვამჟღავნო, მაყურებელს ჩემი ნიჭი კიდევ ვაჩვენო...

- თქვენი გოგონა რას საქმიანობს?

- ისიც ხელოვანი გახლავთ: არქიტექტორ-დიზაინერია. არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. 4 უცხო ენა საფუძვლიანად იცის. მეტყველებაც კარგი აქვს და გარეგნობაც. შვილი 40 წლისას შემეძინა. მანამდე გასტროლებსა და როლებზე ვფიქრობდი. ამასობაში, დრო გავიდა. დღევანდელი გადასახედიდანაც ვიტყვი: კაცის სიყვარულს შვილის სიყვარულზე წინ არ დავაყენებდი.

- სისუსტეები ძლიერ ქალებსაც აქვთ...

- დიახ, სიყვარულში სუსტი და დამთმობი ვარ. არავისთვის არაფერი დამიძალებია. შეიძლება, ეს ჩემი ძლიერი ხასიათის ბრალიც არის...

- ერთადერთი შვილის გათხოვებას როგორ შეეგუეთ?

- ძალიან გამიხარდა, რადგან მინდოდა, შვილიშვილი მყოლოდა (იცინის)! სერიალშიც ასეა: ჩემს გმირს შვილიშვილის დაბადება ეჩქარება.

- როგორი ბებია ხართ?

- ისეთი საყვარელი შვილიშვილი მყავს, რომ შეიძლება, ჭკუიდან გადავიდე! ყოველდღე ვფიქრობ, რით ვასიამოვნო, როგორ გავახარო? ჩვენი პატარა ბარბარე 10 თვის ხდება.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენს პერსონაჟს კიდევ რამით ჰგავხართ?

- არა! ძალიან კარგი სიდედრი ვარ. სიძეს კი არ ვადანაშაულებ ხოლმე, შვილს ვეუბნები, - შენ უნდა დათმო-მეთქი. სესილია თაყაიშვილის, სოფიკო ჭიაურელის და ვერიკო ანჯაფარიძის სახით, ისეთი კარგი დედამთილების მაგალითები მყავდა, რომ ვიცი, შვილსა და მის მეუღლეს როგორ მოვექცე, მაგრამ სამართლიანობა ყოველთვის საჭიროა. არა მგონია, ჩემი გმირი ცუდი ქალი იყოს. ბოლოს ალბათ რძალს "დაუტკბება"...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"