სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, სათავეში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას
თეა წულუკიანი - არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, სათავეში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი შრო­მი­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­სა და "შრო­მის კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღის პი­რა­დად ხელ­მძღვვა­ნე­ლო­ბას აპი­რებს. ამ გეგ­მის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"რო­დე­საც "შრო­მის კო­დექსში" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენს ევ­რო­პელ კო­ლე­გებს გა­ვა­ცა­ნით, გვი­თხრეს, რომ ეს არის მი­ნი­მუ­მის მი­ნი­მუ­მი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ­მა და და­სავ­ლუ­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნამ თა­ვის "შრო­მის კო­დექსში" ჩა­წე­როს. მოქ­მე­დი კო­დექ­სი აბ­სო­ლუ­ტურ კარტბ­ლანშს აძ­ლევს დამ­საქ­მე­ბელს. მას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნოს და­საქ­მე­ბუ­ლის მი­მართ, რო­მელ­საც დღეს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს. მინ­და მათ, ვი­საც მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოს­წონს, იმე­დი გა­ვუც­რუო და ვუ­თხრა, რომ ეს არის "შრო­მის კო­დექ­სის" რე­ფორ­მი­რე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქ­სემ­ბურ­გი, მაგ­რამ ვგეგ­მავ, რო­გორც ქალი და ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი ქალი ახა­ლი მთავ­რო­ბის, სა­თა­ვა­ში ჩა­ვუდ­გე "შრო­მის კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის მო­რიგ ტალ­ღას, რო­მელ­საც შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ჰქვია. ეს პირ­და­პირ კავ­შირ­შია გა­წო­ნას­წო­რე­ბულ ოჯა­ხებ­თან, კავ­შირ­შია იმას­თან, რომ ქა­ლებ­მა შეძ­ლონ, სამ­სა­ხურ­თან ერ­თად შექ­მნან ოჯა­ხი და გა­ა­ჩი­ნონ შვი­ლე­ბი. შრო­მით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია დე­მოგ­რა­ფი­ულ სა­კი­თხებ­თან", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვიცე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შრო­მის ახა­ლი კო­დექ­სი "როზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბად" შე­ა­ფა­სა. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ჯი­პას" სტუ­დენ­ტებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შრო­მის კო­დექსში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბით "დამ­საქ­მე­ბე­ლი ვე­ღარ გა­ჭა­ჭან­დე­ბა".

"პარ­ლა­მენ­ტში ისე­თი შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი, ვე­რა­ვინ ვე­ღარ გა­ინ­ძრე­ვა. როზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბის შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი, როზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბას თუ ვახ­დენ­დით არ ვი­ცო­დი. შიგ­ნით ისე­თე­ბი წე­რია, სა­ერ­თოდ დამ­საქ­მე­ბე­ლი ვე­ღარ გა­ჭა­ჭან­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერც სა­ხელ­მწი­ფო და ვერც ბიზ­ნე­სი. ეს ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია, მი­თუ­მე­ტეს, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბიზ­ნე­სი უნდა გან­ვი­თარ­დეს, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს. ამ შრო­მის კო­დექ­სის შე­ტა­ნა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი. ამ ფონ­ზე ესე­ნი პო­ლი­ცი­ას ურტყა­მენ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის "ჯი­პას" სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლის დიქ­ტა­ტით და­ი­წე­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თეა წულუკიანი - არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, სათავეში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას

თეა წულუკიანი - არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, სათავეში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შრომითი კანონმდებლობის რეფორმირების გაგრძელებასა და "შრომის კოდექსში" ცვლილებების ახალი ტალღის პირადად ხელმძღვვანელობას აპირებს. ამ გეგმის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"როდესაც "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავაცანით, გვითხრეს, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ თავის "შრომის კოდექსში" ჩაწეროს. მოქმედი კოდექსი აბსოლუტურ კარტბლანშს აძლევს დამსაქმებელს. მას შეუძლია ნებისმიერი ქმედება ჩაიდინოს დასაქმებულის მიმართ, რომელსაც დღეს არანაირი უფლება არ აქვს. მინდა მათ, ვისაც მომზადებული ცვლილებები არ მოსწონს, იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის "შრომის კოდექსის" რეფორმირების პირველი ტალღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, როგორც ქალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობის, სათავაში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია. ეს პირდაპირ კავშირშია გაწონასწორებულ ოჯახებთან, კავშირშია იმასთან, რომ ქალებმა შეძლონ, სამსახურთან ერთად შექმნან ოჯახი და გააჩინონ შვილები. შრომით კანონმდებლობაში ქალთა უფლებები პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ საკითხებთან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც ცნობილია, ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის ახალი კოდექსი "როზა ლუქსემბურგის ოცნებად" შეაფასა. მარგველაშვილმა "ჯიპას" სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".

"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მითუმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"