სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ანებივრებს სააკაშვილი ქალბატონებს
რატომ ანებივრებს სააკაშვილი ქალბატონებს

და­ვით ფა­ცა­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი გახ­ლავთ, თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გზა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ აქ­ტი­ვო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. თა­ვად აფხა­ზე­თი­და­ნაა და სწო­რედ ამას აბ­რა­ლებს, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ე­ბა. დღეს ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი­დან კა­ბი­ნეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს მა­ინც არ ერი­დე­ბა.

- პო­ლი­ტი­კა­ში ჩემი მოხ­ვედ­რა აფხა­ზე­თის ომმა გა­ნა­პი­რო­ბა. ბა­ბუ­შე­რა­ში ვცხოვ­რობ­დი და ომი ჩემ თვალ­წინ მი­დი­ო­და. მძი­მეა, რო­დე­საც სოფ­ლად ლა­ღად ცხოვ­რობ, ერთ დღეს მო­დის ძა­ლი­ან ბევ­რი ტან­კი და გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი იბომ­ბე­ბა. რო­დე­საც ბა­ბუ­შე­რის სა­ნა­პი­რო იბომ­ბე­ბო­და, ეზო­ში ბლის ხეზე ავე­დი და ბა­ბუ­ას ბი­ნოკ­ლით ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა­ფერს. ეს იყო კინო, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, სა­ნამ მსხვერ­პლი არ მოჰ­ყვა. ომს გა­მა­რი­დეს და რუ­სეთ­ში წა­ვე­დით. მა­მას მე­გობ­რებ­თან ვი­ყა­ვით, ნათ­ლი­აც იქ ცხოვ­რობ­და. იმ წელს, რო­დე­საც სო­ხუ­მი და­ე­ცა, 18 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში გად­მოვფრინ­დით მე, და-ძმა, დედა და ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი. მამა სო­ხუმ­ში დარ­ჩა. ბოლო თვითმფრი­ნა­ვი იყო, რომ­ლი­თაც ჩვენ გად­მოვფრინ­დით. აქ მა­მას სი­ძის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, ჩვიდ­მე­ტი ბავ­შვი სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში. 21 სექ­ტემ­ბერს მა­მას­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყდა და 27 სექ­ტემ­ბერს ქა­ლა­ქი და­ე­ცა. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვი­ცო­დით მამა სად იყო. მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რა იყო ღმერ­თი და ყო­ველ­დღე ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ მამა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ჭო­რად ვი­გებ­დით, რომ ცო­ცხა­ლი იყო, ზოგი ამ­ბობ­და, რომ ყურ­მოჭ­რი­ლი, თავ­მოჭ­რი­ლი და სარ­ზე წა­მოც­მუ­ლი ნა­ხეს. 21 ოქ­ტომ­ბერს ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა და მამა გვე­ლა­პა­რა­კა. იმ დღეს მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე.

- სწავ­ლა თბი­ლის­ში გა­აგ­რძე­ლეთ?

- დიახ, მა­მას მე­გობ­რებ­მა ფული შეგ­ვიგ­რო­ვეს და ბინა გვი­ყი­დეს. სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და 2004 წლის 12 თე­ბერ­ვალს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პა­ტა­რა რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა გა­და­წყვი­ტეს. "კმა­რას" ჯგუ­ფი შე­მო­იჭ­რა, ჩვე­ნი რექ­ტო­რის, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნის ოთარ ჟორ­და­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია მო­ა­წყვეს. აქ იყო "კმა­რას" ყვე­ლა თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თეა თუთ­ბე­რი­ძე, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი. გა­ვუ­ძე­ლით ზე­წო­ლას და რექ­ტო­რი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ.

- ამის შემ­დეგ გახ­დით პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი?

- დიახ, ჯერ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. იქ ერთ-ერთი რი­გი­თი აქ­ტი­ვის­ტი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ორი არ­ჩე­ვა­ნი მქონ­და, ან "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ში" უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­დაც ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავ­და, ან "ახალ მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­ში". "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" ავირ­ჩიე. რო­დე­საც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი გაძ­ლი­ერ­და და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი გახ­და, ის ჩემ­თვის შეგ­ნე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე იყო, ამი­ტომ პარ­ტია დავ­ტო­ვე და "ახალ მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­ში" მი­ვე­დი. შემ­დეგ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა "რა­ტომ" შევ­ქმე­ნი, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც მე გახ­ლდით.

- მახ­სოვს, მა­შინ ძა­ლი­ან ბევ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი აქ­ცია ჩა­ა­ტა­რეთ.

- დიახ, პირ­ვე­ლი აქ­ცია გვქონ­და "პირ­ველ არხთან", რო­დე­საც მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და და თქვა, რომ ტან­კე­ბით თავს და­ესხნენ. 6 აპ­რილს ასამ­დე ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი გე­გეჭ­კო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­არ­ბი­ეს. ასე­ვე ქა­ლაქ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის და მა­სა­ჟის­ტი, დოქ­ტორ დო­ტის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი გა­ვა­კა­რით. ყვე­ლა­ზე მძი­მე 2009 წლის 6 მა­ი­სის ინ­ცი­დენ­ტი გახ­ლდათ, რო­დე­საც ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბა და დე­პუ­ტა­ტე­ბი ღა­მის ორ-სამ სა­ათ­ზე შე­დი­ოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. 12 ივ­ნისს შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოგ­ვი­ვი­და პარ­ლა­მენ­ტის დაც­ვას­თან და დაგ­ვარ­ბი­ეს. ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა მან­ქა­ნის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მოხ­ტა, ფეხი ჩა­მარ­ტყა სა­ხე­ში და ცხვი­რი გა­მი­ტე­ხა. სას­წრა­ფო მო­ვი­და და მიმ­კურ­ნა­ლეს. სა­ღა­მოს, მე­გობ­რის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, მცხე­თა­ში სა­ხინ­კლე­ში წა­ვე­დით. ათ წუთ­ში პო­ლი­ცი­ამ მოგ­ვა­კი­თხა და ოთხი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვა­კა­ვეს, სა­ი­და­ნაც ორი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში იყო, აქ­ცი­ებ­შიც არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. 30 დღე მო­მი­სა­ჯეს. ბინ­ძურ ოთახ­ში ვი­ჯე­ქი, მარ­ტო, ცხვირ­გა­ტე­ხი­ლი. ცხვირ­სა­ხო­ცით პა­ტა­რა კვად­რა­ტი გავ­წმინ­დე და ერთი ღამე იქ ვი­ჯე­ქი. მერე ხერ­ხე­მა­ლი ამ­ტკივ­და და მე­ო­რე დღეს კი­დევ ერთი კვად­რა­ტი გავ­წმინ­დე და დავ­წე­ქი. ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე სამი დღე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ ანებივრებს სააკაშვილი ქალბატონებს

რატომ ანებივრებს სააკაშვილი ქალბატონებს

დავით ფაცაცია ''ქართული ოცნების'' პოლიტიკური საბჭოს წევრი გახლავთ, თუმცა მანამდე იყო რთული პოლიტიკური გზა, რომელიც ძირითადად სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობაში გამოიხატებოდა. თავად აფხაზეთიდანაა და სწორედ ამას აბრალებს, რომ მოგვიანებით პოლიტიკაში ჩაება. დღეს ქუჩის აქციებიდან კაბინეტში გადაინაცვლა, თუმცა ხმაურიან განცხადებებს მაინც არ ერიდება.

- პოლიტიკაში ჩემი მოხვედრა აფხაზეთის ომმა განაპირობა. ბაბუშერაში ვცხოვრობდი და ომი ჩემ თვალწინ მიდიოდა. მძიმეა, როდესაც სოფლად ლაღად ცხოვრობ, ერთ დღეს მოდის ძალიან ბევრი ტანკი და გარშემო ყველაფერი იბომბება. როდესაც ბაბუშერის სანაპირო იბომბებოდა, ეზოში ბლის ხეზე ავედი და ბაბუას ბინოკლით ვუყურებდი ყველაფერს. ეს იყო კინო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, სანამ მსხვერპლი არ მოჰყვა. ომს გამარიდეს და რუსეთში წავედით. მამას მეგობრებთან ვიყავით, ნათლიაც იქ ცხოვრობდა. იმ წელს, როდესაც სოხუმი დაეცა, 18 სექტემბერს, თბილისში გადმოვფრინდით მე, და-ძმა, დედა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები. მამა სოხუმში დარჩა. ბოლო თვითმფრინავი იყო, რომლითაც ჩვენ გადმოვფრინდით. აქ მამას სიძის სახლში ვცხოვრობდით, ჩვიდმეტი ბავშვი სამოთახიან ბინაში. 21 სექტემბერს მამასთან კონტაქტი გაწყდა და 27 სექტემბერს ქალაქი დაეცა. ერთი თვის განმავლობაში არ ვიცოდით მამა სად იყო. მაშინ გავაცნობიერე, რა იყო ღმერთი და ყოველდღე ვლოცულობდი, რომ მამა გადარჩენილიყო. ჭორად ვიგებდით, რომ ცოცხალი იყო, ზოგი ამბობდა, რომ ყურმოჭრილი, თავმოჭრილი და სარზე წამოცმული ნახეს. 21 ოქტომბერს ტელეფონმა დარეკა და მამა გველაპარაკა. იმ დღეს მეორედ დავიბადე.

- სწავლა თბილისში გააგრძელეთ?

- დიახ, მამას მეგობრებმა ფული შეგვიგროვეს და ბინა გვიყიდეს. სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და 2004 წლის 12 თებერვალს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტეს. ''კმარას'' ჯგუფი შემოიჭრა, ჩვენი რექტორის, ძალიან პატიოსანი ადამიანის ოთარ ჟორდანიას წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. აქ იყო ''კმარას'' ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი, თეა თუთბერიძე, ლადო ვარძელაშვილი, გიორგი კანდელაკი. გავუძელით ზეწოლას და რექტორი შევინარჩუნეთ.

- ამის შემდეგ გახდით პოლიტიკურად აქტიური?

- დიახ, ჯერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი. იქ ერთ-ერთი რიგითი აქტივისტი ვიყავი. შემდეგ ორი არჩევანი მქონდა, ან ''რესპუბლიკურ პარტიაში'' უნდა შევსულიყავი, სადაც ბევრი მეგობარი მყავდა, ან ''ახალ მემარჯვენეებში''. ''რესპუბლიკური პარტია'' ავირჩიე. როდესაც ოქრუაშვილის პოზიციები გაძლიერდა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გახდა, ის ჩემთვის შეგნებული დამნაშავე იყო, ამიტომ პარტია დავტოვე და ''ახალ მემარჯვენეებში'' მივედი. შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა ''რატომ'' შევქმენი, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით.

- მახსოვს, მაშინ ძალიან ბევრი და ხმაურიანი აქცია ჩაატარეთ.

- დიახ, პირველი აქცია გვქონდა ''პირველ არხთან'', როდესაც მაშინდელი დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ტანკებით თავს დაესხნენ. 6 აპრილს ასამდე ახალგაზრდა გიორგი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით დაარბიეს. ასევე ქალაქში სააკაშვილის და მასაჟისტი, დოქტორ დოტის საერთო ფოტოები გავაკარით. ყველაზე მძიმე 2009 წლის 6 მაისის ინციდენტი გახლდათ, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა და დეპუტატები ღამის ორ-სამ საათზე შედიოდნენ პარლამენტში. 12 ივნისს შეხლა-შემოხლა მოგვივიდა პარლამენტის დაცვასთან და დაგვარბიეს. ერთ-ერთი ახალგაზრდა მანქანის სახურავიდან გადმოხტა, ფეხი ჩამარტყა სახეში და ცხვირი გამიტეხა. სასწრაფო მოვიდა და მიმკურნალეს. საღამოს, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, მცხეთაში სახინკლეში წავედით. ათ წუთში პოლიციამ მოგვაკითხა და ოთხი ადამიანი დაგვაკავეს, საიდანაც ორი საერთოდ არაფერ შუაში იყო, აქციებშიც არ მონაწილეობდნენ. 30 დღე მომისაჯეს. ბინძურ ოთახში ვიჯექი, მარტო, ცხვირგატეხილი. ცხვირსახოცით პატარა კვადრატი გავწმინდე და ერთი ღამე იქ ვიჯექი. მერე ხერხემალი ამტკივდა და მეორე დღეს კიდევ ერთი კვადრატი გავწმინდე და დავწექი. ეს იყო ყველაზე მძიმე სამი დღე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"