კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემოგვითვალა პუტინმა
რა შემოგვითვალა პუტინმა

"ათე­უ­ლი წლის წინ პრე­ზი­დენ­ტმა შე­ვარ­დნა­ძემ ნა­ტოს კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა, 5 წლის წინ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩვენ­თვის ნა­ტოს კარი ღიაა, ახლა ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ვკი­თხუ­ლობთ: შე­ვალთ თუ არა ნა­ტო­ში?! ადრე თუ გვი­ან, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გაგ­ვე­ცით!" - ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა გა­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის "როუზ-რო­სის" 83-ე სე­მი­ნარ­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში 29 აპ­რილს გა­იხ­სნა და ეს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­გა­რეო კურ­სის პრი­ო­რი­ტე­ტად კვლა­ვაც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას აცხა­დებს, ამის თა­ო­ბა­ზე კი­თხვე­ბი მა­ინც ის­მის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სე­მი­ნა­რის მე­ო­რე სხდო­მა მი­ე­ძღვნა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა­ და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სფე­რო­ში ახა­ლი მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის თე­მას. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე, რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვა­რი მკვლე­ვა­რი, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კუ­ნა­ძე, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სის ჯგუ­ფის კავ­კა­სი­ის პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი ლო­უ­რენს ში­ით­სი. "შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­რე იმ წინ­გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე, იმ გარ­კვე­ულ ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგ­ზე, რომ­ლე­ბიც მიღ­წე­უ­ლია დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის შემ­დეგ. კერ­ძოდ, ეს არის გარ­კვე­უ­ლი წინსვლა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით რუ­სულ ბა­ზარ­ზე. ასე­ვე მოგ­ვარ­და გარ­კვე­უ­ლი სატ­რან­სპორ­ტო წი­ნა­ღო­ბე­ბი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ყაზ­ბე­გი-ლარ­სის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც 1-ლი ივ­ნი­სი­დან და­ი­წყებს 24-სა­ა­თი­ან მუ­შა­ო­ბას. ეს სა­ჭი­როა იმი­სათ­ვის, რათა ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი გა­ვი­დეს უმოკ­ლე­სი გზით", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არც მა­ლავს, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბაა. მან თა­ვის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ არა მხო­ლოდ რი­ტო­რი­კა იც­ვლე­ბა რუ­სე­თის მი­სა­მარ­თით, არა­მედ იდ­გმე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთს შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას აი­ძუ­ლებს.

სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი კუ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის დიდი პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის", - ბრძა­ნა ბა­ტონ­მა კუ­ნა­ძემ, რო­მელ­მაც სე­მი­ნარ­ზე ერ­თგვა­რი პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა თე­მა­ზე: "სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი: რუ­სე­თის პერ­სპექ­ტი­ვა". იგი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და, რაც რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა. "ზუ­რაბ აბა­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის მხრი­დან ამ აღი­ა­რე­ბის უკან წა­ღე­ბის მზად­ყოფ­ნა არ ჩანს. რუ­სე­თის შიდა პო­ლი­ტი­კა არამ­დგრა­დია და ეს არ იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებს მეტი უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დეს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კუ­ნა­ძემ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მისი თქმით, ეს პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დაბ­რუ­ნე­ბა­ში ვერ და­ეხ­მა­რე­ბა. "რუ­სე­თი ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბას. ეს შორი პერ­სპექ­ტი­ვაა, თუმ­ცა რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა, რუ­სე­თი ამას ხელს ვერ შე­უშ­ლის", - გა­ნა­ცხა­და კუ­ნა­ძემ.

კუ­ნა­ძე არ არის ისე­თი ფი­გუ­რა, რომ სი­ტყვე­ბი ჰა­ერ­ში ის­რო­ლოს. ის, სხვა­თა შო­რის, ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­დის, რომ­ლე­ბიც კრემლთან არი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა შე­მოგ­ვით­ვა­ლა - მა­ინ­ცდა­მა­ინც ოპ­ტი­მის­ტე­ბი ნუ იქ­ნე­ბი­თო. თუმ­ცა კრემლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, უნდა ხვდე­ბოდ­ნენ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექტს - იმას, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, სა­ქარ­თვე­ლომ დღემ­დე მო­ა­ხერ­ხა და წარ­მა­ტე­ბუ­ლად წარ­მარ­თა არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, რუ­სეთ­მა ვერ შეძ­ლო, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო აე­ყო­ლი­ე­ბი­ნა თა­ვის თა­მაშ­ში და მის მიერ აღი­ა­რე­ბულ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებს მსოფ­ლიო ოკუ­პა­ცი­ად აფა­სებს. მი­უ­ხე­და­ვად დიდი ზე­წო­ლი­სა, ასე­ვე ვერ მო­ხერ­ხდა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უარი ეთ­ქვა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რუ­სე­თი შე­ე­ცა­დოს, შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გია და ტაქ­ტი­კა და ეცა­დოს სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთხელ გა­ა­ცუ­როს. ვგუ­ლის­ხმობ კონ­ფე­დე­რა­ცი­ის შექ­მნის იდე­ას, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს უკვე სთა­ვა­ზობ­დნენ. ამ სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტით რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა, ლე­გი­ტი­მუ­რი გა­ხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თა­ვი­სი ძა­ლე­ბის ყოფ­ნა, და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, თით­ქოს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ნი­ლია. ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, თუ სა­ქარ­თვე­ლო, აფხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი, რო­გორც თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი სუ­ბი­ექ­ტე­ბი, ისე გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ჩანს, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რუ­სეთ­საც მო­უ­წევს გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის სა­პა­სუ­ხოდ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მათ მო­ი­ფიქ­რონ ისე­თი რამ, რაც მო­მა­ვალ­ში უფრო მე­ტად დაგ­ვა­ზი­ა­ნებს, ვიდ­რე რა­მეს გვარ­გებს. თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, რუ­სეთს ასე­თი თა­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიდ­წი­ლად გა­მოს­დი­ო­და, ამი­ტო­მაც დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რა შემოგვითვალა პუტინმა

რა შემოგვითვალა პუტინმა

"ათეული წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნატოს კარზე დააკაკუნა, 5 წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენთვის ნატოს კარი ღიაა, ახლა ჩვენი მთავრობა ვკითხულობთ: შევალთ თუ არა ნატოში?! ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე პასუხი გაგვეცით!" - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 83-ე სემინარზე, რომელიც თბილისში 29 აპრილს გაიხსნა და ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება საგარეო კურსის პრიორიტეტად კვლავაც ევროინტეგრაციას აცხადებს, ამის თაობაზე კითხვები მაინც ისმის.

საინტერესოა, რომ სემინარის მეორე სხდომა მიეძღვნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა­ და რეინტეგრაციის სფეროში ახალი მთავრობის სტრატეგიის თემას. მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი ლოურენს შიითსი. "შეხვედრაზე ვისაუბრე იმ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, იმ გარკვეულ ხელშესახებ შედეგზე, რომლებიც მიღწეულია დიალოგის დაწყების შემდეგ. კერძოდ, ეს არის გარკვეული წინსვლა ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით რუსულ ბაზარზე. ასევე მოგვარდა გარკვეული სატრანსპორტო წინაღობები, მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც 1-ლი ივნისიდან დაიწყებს 24-საათიან მუშაობას. ეს საჭიროა იმისათვის, რათა ჩვენი ექსპორტი გავიდეს უმოკლესი გზით", - განაცხადა აბაშიძემ. ბიძინა ივანიშვილი არც მალავს, რომ მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა. მან თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არა მხოლოდ რიტორიკა იცვლება რუსეთის მისამართით, არამედ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რაც, სავარაუდოდ, რუსეთს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს.

საინტერესო გამოდგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი კუნაძის განცხადებები.

"საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთის დიპლომატიისთვის დიდი პრიორიტეტი არ არის", - ბრძანა ბატონმა კუნაძემ, რომელმაც სემინარზე ერთგვარი პრეზენტაცია გამართა თემაზე: "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: რუსეთის პერსპექტივა". იგი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. "ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამ აღიარების უკან წაღების მზადყოფნა არ ჩანს. რუსეთის შიდა პოლიტიკა არამდგრადია და ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს მეტი უპირატესობა ჰქონდეს მინიჭებული", - განაცხადა გიორგი კუნაძემ. რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში ვერ დაეხმარება. "რუსეთი ირაციონალურად უდგება საქართველოს ნატოში გაწევრებას. ეს შორი პერსპექტივაა, თუმცა როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა კუნაძემ.

კუნაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომ სიტყვები ჰაერში ისროლოს. ის, სხვათა შორის, ადამიანთა იმ კატეგორიაში შედის, რომლებიც კრემლთან არიან დაახლოებული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მისი საშუალებით ვლადიმირ პუტინმა შემოგვითვალა - მაინცდამაინც ოპტიმისტები ნუ იქნებითო. თუმცა კრემლში, სავარაუდოდ, უნდა ხვდებოდნენ არსებული პრობლემების ორ მნიშვნელოვან ასპექტს - იმას, რომ მიუხედავად მათი დიდი ძალისხმევისა, საქართველომ დღემდე მოახერხა და წარმატებულად წარმართა არაღიარების პოლიტიკა, რუსეთმა ვერ შეძლო, ცივილიზებული მსოფლიო აეყოლიებინა თავის თამაშში და მის მიერ აღიარებულ ჩვენს ტერიტორიებს მსოფლიო ოკუპაციად აფასებს. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ასევე ვერ მოხერხდა ის, რომ საქართველოს უარი ეთქვა ევროინტეგრაციაზე. არ არის გამორიცხული, ამ ვითარების გათვალისწინებით რუსეთი შეეცადოს, შეცვალოს თავისი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა და ეცადოს საქართველო კიდევ ერთხელ გააცუროს. ვგულისხმობ კონფედერაციის შექმნის იდეას, რომელსაც სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს უკვე სთავაზობდნენ. ამ სავარაუდო ვარიანტით რუსეთი შეეცდება, ლეგიტიმური გახადოს საქართველოს ტერიტორიებზე თავისი ძალების ყოფნა, და ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს პრობლემები მოგვარდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია. ძნელად წარმოსადგენია, პრობლემა მოგვარებულად ჩაითვალოს, თუ საქართველო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც თანასწორუფლებიანი სუბიექტები, ისე გაერთიანდებიან კონფედერაციაში. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და უახლოეს მომავალში ამის განხორციელების პერსპექტივა, ფაქტობრივად, არც ჩანს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთსაც მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ახალი ხელისუფლების კეთილგანწყობის საპასუხოდ, არ არის გამორიცხული, მათ მოიფიქრონ ისეთი რამ, რაც მომავალში უფრო მეტად დაგვაზიანებს, ვიდრე რამეს გვარგებს. თუ ისტორიას გადავხედავთ, რუსეთს ასეთი თამაში საქართველოსთან დიდწილად გამოსდიოდა, ამიტომაც დიდი სიფრთხილე გვმართებს.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა