შვედეთის პოლიციამ კანადელი პოპ-მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ავტობუსში ნარკოტიკი იპოვა. თინეიჯერების კერპმა ახალახან სტოკჰოლმში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტი გამართა.
პოლიციელებს, რომელებიც შეკრებილ თაყვანისმცემლებს აკონტროლებდნენ, ავტომანქანის გარშემო "საეჭვო სუნი" ეცათ. ამიტომ მათ ბიბერის ავტობუსი შეამოწმეს.
"ჩვენს კოლეგას, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, მარიხუანას ძლიერი სუნი ეცა",- განმარტა სტოკჰოლმის პოლიციის წარმომადგენელმა ლარს ბისტრემმა.
შედეგად პოლიციელებმა ავტობუსიდან მცირე რაოდენობის მარიხუანას მსგავსი მშალი ბალახი და ელექტროშოკერი ამოიღეს, რომელსაც ნებართვის დოკუმენტები არ ჰქონდა. ჯერჯერობით, ნარკოტიკების უკანონო შენახვაში არავინ დაუდანაშაულებიათ: ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იყო და უცნობია, ვის ეკუთვნის ბალახი, რომელიც ამჟამად ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
"როდესაც დანარჩენმა მუსიკოსებმა და მოცეკვავეებმა ჩხრეკის შესახებ გაიგეს, კონცერტის წინ კულისებში ქაოსი დაიწყო - მომღერლის გუნდის წევრები პოლიციელებს ლანძღავდნენ და წყევლიდნენ. თავად ბიბერი დათრგუნული ჩანდა და კონცერტის დამთავრებისთანავე გასასვლელისკენ გაქანდა. ავტობუსი, რომელშიც ჩაჯდა, საკონცერტო მოედნიდან 15 წუთში გავიდა", - ამბობს თვითმხილველი.
მომზადებულია The Local-ის მიხედვით.