მშობელთა უმეტესობას სურს, შვილში საკუთარი თავი ამოიცნოს. ამ მხრივ, არც ვარსკვლავი დედები არიან გამონაკლისნი. ჰოლივუდში ცნობილი ქალბატონების "ასლების" მთელი გუნდი იზრდება. ამ გოგონებს გაუმართლათ და მათი ვარსკვლავი დედების სილამაზე და მომხიბვლელობა მემკვიდრეობით მიიღეს.
სინდი კროუფორდმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარი 10 წლის ქალიშვილის, კაის შურს, რადგან გოგონას მისი ლამაზი თმა და ახალგაზრდობა აქვს. კაიმ ცნობილ ტანსაცმლის ბრენდთან სარეკლამო კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ამერიკელ მსახიობს, ჰიზერ ლოკლის ჯგუფ "Bon Jovi"-ის მუსიკოს რიჩი სამბორასთან ქორწინებიდან მოზარდი ქალიშვილი, აბა ჰყავს. გოგონა ვარსკვლავი დედის გაუმჯობესებული ასლია.
ახალგაზრდა ჯორჯია მეი საკუთარ სილამაზეს ასევე მშობლებს - მოდელ ჯერი ჰოლს და მუსიკოს მიკ ჯაგერს უმადლის.
მომხიბვლელი ალეკ ბოლდუინის და ულამაზესი კიმ ბესინჯერის ქალიშვილი აილენდი შეუძლებელი იყო ლამაზმანი არ დაბადებულიყო. გასაკვირი არაა, რომ გოგონამ შოუბიზნესამდე მიმავალი ეკლიანი გზა - პოდიუმი აირჩია.
მუსიკოს ლენი კრავიცის ქალიშვილი, დამწყები მსახიობი და მოდელი ზოი კრავიცი - მოდელ დედას, ლიზა ბონეტს იმდენად ჰგავს, რომ მათი ფოტოების გაჩევა ზოგჯერ ჭირს.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.