მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტარქტიდაზე, ეკიპაჟის ერთი წევრი დანარჩენებს თავს დაესხა - ბაზიდან დაბრუნებული მეცნიერი საშინელ დეტალებზე საუბრობს: “ძალიან ცოტა არის ამისთვის მზად“
ანტარქტიდაზე, ეკიპაჟის ერთი წევრი დანარჩენებს თავს დაესხა - ბაზიდან დაბრუნებული მეცნიერი საშინელ დეტალებზე საუბრობს: “ძალიან ცოტა არის ამისთვის მზად“

იო­ჰა­ნეს­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ო­ლო­გი, დოქ­ტო­რი ჰერ­მან ვან ნი­კერ­კი ორ­თვი­ა­ნი ექ­სპე­დი­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­დის ბა­ზა­ზე, SANAE IV-ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და. ის მე­დი­ას­თან სა­ში­ნელ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, იქ ყოფ­ნი­სას გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რი თავს და­ეს­ხა ლი­დერს და მას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და. მან ასე­ვე ისა­უბ­რა სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ზე, რა­საც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა ვერ გა­უძ­ლებს.

თა­ნა­გუნ­დე­ლის "უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შო" ქცე­ვის შემ­დეგ, სამ­ხრეთ აფ­რი­კის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და.

დოქ­ტო­რი ჰერ­მან ვან ნი­კერ­კი, რო­მე­ლიც ექ­სპე­დი­ცი­ი­დან ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და

„ან­ტარ­ქტი­და ხში­რად რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იქ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, ძა­ლი­ან ცოტა თუ არის ამის­თვის მზად. მე იქ სტუ­დენ­ტე­ბი მყავ­და - ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უბ­რა­ლოდ ვერ უმკლავ­დე­ბა იზო­ლა­ცი­ას, ექ­სტრე­მა­ლურ და სა­ში­ნელ ამინ­დის პი­რო­ბებს, პერ­სპექ­ტი­ვას კარ­გავ, სი­თეთ­რე­ში დის­ტან­ცი­ას ვერ აფა­სებ,“- გა­ნუ­ცხა­და ვან ნი­კერკმა The Telegraph-ს.

სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც აღ­წე­რი­ლია, რო­გორც "ნამ­დვი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი", ეკი­პა­ჟის ერთ-ერ­თმა წევ­რმა გა­უგ­ზავ­ნა კო­ლე­გას. იქ წერ­და, რომ ერთ-ერთი სხვა თა­ნა­გუნ­დე­ლი ეკი­პა­ჟის 2 წევ­რს სას­ტი­კად სცემ­და, ემუქ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლი სამ­ხრეთ აფ­რი­კის გა­ზეთ­მა Sunday Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ის კო­ლე­გას ქცე­ვას „უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბელს“ უწო­დებ­და.

“გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე ვფიქ­რობ, ვიქ­ნე­ბი თუ არა შემ­დე­გი მსხვერ­პლი“, - წერ­და წე­რი­ლის ავ­ტო­რი.

ვან ნი­კერკმა გან­მარ­ტა, რომ ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რი,ბა­ზა­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე წი­ნას­წარ გა­დის "ფსი­ქო­მეტ­რულ ტეს­ტებს", მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­გორ იმოქ­მე­დებს გა­რე­მო ადა­მი­ა­ნებ­ზე.

  • ეკი­პაჟ­ში, 1997 წელს აშე­ნე­ბულ ბა­ზა­ზე დე­კემ­ბრამ­დე რჩე­ბა. ად­გი­ლი სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან 2500 მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს - გუნ­დი მო­ი­ცავ­და ინ­ჟინ­რებს, მეც­ნი­ე­რებს და ექიმს, თუმ­ცა არა­ვინ იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

“იქ არის ექი­მი, მე­ქა­ნი­კო­სი და პერ­სო­ნა­ლი სამ­ხრეთ აფ­რი­კის ეროვ­ნუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­დან. მაგ­რამ არა­ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, არა­ვის აქვს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ან რა­ი­მე მსგავ­სი“, - თქვა ვან ნი­კერკმა.

გარ­და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სი­ცი­ვი­სა, (ტემ­პე­რა­ტუ­რა -9F-მდე ეცე­მა და ქარი 135 მილს/სთ-ს აღ­წევს), ან­ტარ­ქტი­დის ზამ­თა­რი ადა­მი­ა­ნებ­ში დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას იწ­ვევს.

  • მარ­ტი­დან, მომ­დევ­ნო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბაზა თით­ქმის სრულ სიბ­ნე­ლე­ში იქ­ნე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ეკი­პა­ჟი ბა­ზა­ზე დე­კემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბა.

”რო­დე­საც დღის სი­ნათ­ლე არ არის, თქვენ ნერ­ვი­უ­ლობთ იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა დრო­ის ციკლში მოხ­ვდნენ, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი იღ­ვი­ძებს, სხვებს სძი­ნავთ. ეს უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი გა­რე­მოა”, - თქვა მან.

  • არ­სე­ბობს წე­სე­ბი, მაგ­რამ მათ ყო­ველ­თვის არ იცა­ვენ.

“A ბლო­კი შე­ი­ცავს ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს, სა­ცხოვ­რე­ბელ ოთა­ხებს და სა­ა­ვად­მყო­ფოს ფრთას, B ბლოკს აქვს "ბარი, თა­მა­შე­ბის ოთა­ხი" და კი­ნო­თე­ატ­რი, ხოლო C ბლო­კი შე­ი­ცავს მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, რო­გო­რი­ცაა "გე­ნე­რა­ტო­რე­ბი, შე­სა­ნა­ხი და წყლის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბე­ბი", - თქვა მან.

სა­სა­დი­ლო ოთახ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის ზო­გა­დი წე­სე­ბის სია, მათ შო­რის ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

SANAE IV ბაზა მდე­ბა­რე­ობს დე­და­მი­წის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შო­რე­ულ ად­გი­ლას, უახ­ლო­ეს კონ­ტი­ნენ­ტთან გე­მით სულ მცი­რე 10 დღის მან­ძილ­ზეა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრმა დიონ ჯორ­ჯმა თქვა ამ კვი­რა­ში, რომ ჯგუ­ფის წევ­რის თავ­დას­ხმა SANAE IV გუნ­დის ლი­დერ­ზე და­დას­ტურ­და და თავ­დამ­სხმელ­მა უკვე მო­ი­ხა­და წე­რი­ლო­ბი­თი ბო­დი­ში.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ანტარქტიდაზე, ეკიპაჟის ერთი წევრი დანარჩენებს თავს დაესხა - ბაზიდან დაბრუნებული მეცნიერი საშინელ დეტალებზე საუბრობს: “ძალიან ცოტა არის ამისთვის მზად“

ანტარქტიდაზე, ეკიპაჟის ერთი წევრი დანარჩენებს თავს დაესხა - ბაზიდან დაბრუნებული მეცნიერი საშინელ დეტალებზე საუბრობს: “ძალიან ცოტა არის ამისთვის მზად“

იოჰანესბურგის უნივერსიტეტის გეოლოგი, დოქტორი ჰერმან ვან ნიკერკი ორთვიანი ექსპედიციიდან, რომელიც ანტარქტიდის ბაზაზე, SANAE IV-ში იმყოფებოდა, ახლახან დაბრუნდა. ის მედიასთან საშინელ დეტალებზე საუბრობს.

  • როგორც ცნობილია, იქ ყოფნისას გუნდის ერთ-ერთი წევრი თავს დაესხა ლიდერს და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მან ასევე ისაუბრა სიცოცხლისთვის საშიშ, ექსტრემალურ პირობებზე, რასაც ყველა ადამიანის ფსიქიკა ვერ გაუძლებს.

თანაგუნდელის "უკიდურესად საგანგაშო" ქცევის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის მეცნიერთა ჯგუფი დახმარებას ითხოვდა.

დოქტორი ჰერმან ვან ნიკერკი, რომელიც ექსპედიციიდან ახლახან დაბრუნდა

„ანტარქტიდა ხშირად რომანტიზებულია, მაგრამ როდესაც ადამიანები იქ აღმოჩნდებიან, ძალიან ცოტა თუ არის ამისთვის მზად. მე იქ სტუდენტები მყავდა - ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ვერ უმკლავდება იზოლაციას, ექსტრემალურ და საშინელ ამინდის პირობებს, პერსპექტივას კარგავ, სითეთრეში დისტანციას ვერ აფასებ,“- განუცხადა ვან ნიკერკმა The Telegraph-ს.

სიტუაცია, რომელიც აღწერილია, როგორც "ნამდვილი საშინელებათა ფილმი", ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა გაუგზავნა კოლეგას. იქ წერდა, რომ ერთ-ერთი სხვა თანაგუნდელი ეკიპაჟის 2 წევრს სასტიკად სცემდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სექსუალურად ავიწროებდა. თავდაპირველად აღნიშნული წერილი სამხრეთ აფრიკის გაზეთმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა.

ის კოლეგას ქცევას „უკიდურესად შემაშფოთებელს“ უწოდებდა.

“გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, ვიქნები თუ არა შემდეგი მსხვერპლი“, - წერდა წერილის ავტორი.

ვან ნიკერკმა განმარტა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი,ბაზაზე გამგზავრებამდე წინასწარ გადის "ფსიქომეტრულ ტესტებს", მაგრამ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს გარემო ადამიანებზე.

  • ეკიპაჟში, 1997 წელს აშენებულ ბაზაზე დეკემბრამდე რჩება. ადგილი სამხრეთ აფრიკიდან 2500 მილის დაშორებით მდებარეობს - გუნდი მოიცავდა ინჟინრებს, მეცნიერებს და ექიმს, თუმცა არავინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე.

“იქ არის ექიმი, მექანიკოსი და პერსონალი სამხრეთ აფრიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოდან. მაგრამ არავინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, არავის აქვს ცეცხლსასროლი იარაღი ან რაიმე მსგავსი“, - თქვა ვან ნიკერკმა.

გარდა მომაკვდინებელი სიცივისა, (ტემპერატურა -9F-მდე ეცემა და ქარი 135 მილს/სთ-ს აღწევს), ანტარქტიდის ზამთარი ადამიანებში დეზორიენტაციას იწვევს.

  • მარტიდან, მომდევნო 10 თვის განმავლობაში, ბაზა თითქმის სრულ სიბნელეში იქნება. ამის მიუხედავად, ეკიპაჟი ბაზაზე დეკემბრამდე დარჩება.

”როდესაც დღის სინათლე არ არის, თქვენ ნერვიულობთ იმაზე, რომ ადამიანები სხვადასხვა დროის ციკლში მოხვდნენ, როდესაც ზოგიერთი ადამიანი იღვიძებს, სხვებს სძინავთ. ეს უკიდურესად რთული გარემოა”, - თქვა მან.

  • არსებობს წესები, მაგრამ მათ ყოველთვის არ იცავენ.

“A ბლოკი შეიცავს ლაბორატორიებს, საცხოვრებელ ოთახებს და საავადმყოფოს ფრთას, B ბლოკს აქვს "ბარი, თამაშების ოთახი" და კინოთეატრი, ხოლო C ბლოკი შეიცავს მნიშვნელოვან აღჭურვილობას, როგორიცაა "გენერატორები, შესანახი და წყლის გამწმენდი ნაგებობები", - თქვა მან.

სასადილო ოთახში განთავსებულია ეკიპაჟის წევრების ზოგადი წესების სია, მათ შორის ალკოჰოლის მოხმარების შესახებ რეკომენდაციები.

SANAE IV ბაზა მდებარეობს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ადგილას, უახლოეს კონტინენტთან გემით სულ მცირე 10 დღის მანძილზეა.

სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის მინისტრმა დიონ ჯორჯმა თქვა ამ კვირაში, რომ ჯგუფის წევრის თავდასხმა SANAE IV გუნდის ლიდერზე დადასტურდა და თავდამსხმელმა უკვე მოიხადა წერილობითი ბოდიში.

წყარო