ჟურნალ International Business Times-ის ინფრომაციით, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ყველაზე მდიდარი ცოლ-ქმარი ბიონსე და ჯეი-ზია. მათმა საერთო შემოსავალმა მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ორივე მეუღლემ ოჯახის ბიუჯეტში სოლიდური თანხა შეიტანა.
ბიონსეც და ჯეი-ზიც ოჯახური ცხოვრების დაწყებამდე შეძლებულები იყვნენ: ბიონსე წარმატებული მომღერალია, ჯეი-ზი კი მუსიკოსი და პროდიუსერი. მაგრამ როდესაც წყვილი შეუღლდა, მათი კარიერული წინსვლა დაიწყო. ახლა ბიონსეს ახალი საგასტროლო ტურშია და "პეპსისთან" და H&M-თან თანამშრომლობს - ყველაფერი ეს ოჯახურ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ეხმარება. თუ პრესის გამოთვლებს ვენდობით, მომღერალმა ტურიდან - The Mrs Carter Show 116 მლნ დოლარი უნდა მოაგროვოს.
ჯეი-ზი კომპანია Roc Nation-ის თანადამფუძნებელია, ღამის კლუბ 40/40-ის თანამფლობელი და მოდური ლეიბლის Rocawear-ის შემქმნელია. ის ხმის ჩამწერი სტუდია Def Jam Recordings-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. მუსიკოსს შემოსავალი აქვს საკალათბურთო კლუბ "ბრუკლინ ნეტსის" წილიდანაც. მუსიკალური კარიერის მანძილზე რეპერმა და პროდიუსერმა მთელ მსოფლიოში საკუთარი ალბომების დაახლოებით 50 მლნ ასლი გაყიდა.
შარშან Forbes-მა მეუღლეები ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავ წყვილად დაასახელა.
მომზადებულია International Business Times-ის მიხედვით.