კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საერთო აქვთ ჯემალ ბაღაშვილსა და მის რძალს
რა საერთო აქვთ ჯემალ ბაღაშვილსა და მის რძალს

გია ბა­ღაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძე "ერი­სი­ო­ნის" მო­ცეკ­ვა­ვე იყო. ამ­ჟა­მად სწავ­ლით, ოჯა­ხი­თა და ორი შვი­ლის - ნი­ნი­სა და ლი­ზის აღ­ზრდი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მე­უღ­ლის და არა მარ­ტო მისი დიდი ხელ­შე­წყო­ბით ახერ­ხებს ყუ­რა­დღე­ბის ისე გა­ნა­წი­ლე­ბას, რომ არც სწავ­ლას მო­აკ­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა და არც ოჯახს. თა­მუ­ნა ძა­ლი­ან ჰგავს მსა­ხი­ობ ოდრი ჰე­პ­ბერნს და სწო­რედ ამ მსგავ­სე­ბას მი­ე­ძღვნა ფო­ტო­სე­სია, რომ­ლის შე­ფა­სე­ბაც თქვენ­თვის მოგ­ვინ­დია.

- ვსწავ­ლობ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით. ძი­რი­თა­დად ოჯა­ხი­სა და შვი­ლე­ბის მოვ­ლით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯერ კი­დევ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა ცეკ­ვას თავი და­ვა­ნე­ბე, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, სწავ­ლა და ქო­რე­ოგ­რა­ფია პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. ერთი პე­რი­ო­დი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის გა­გო­ნე­ბი­სას თით­ქოს სუნ­თქვა მეკ­ვრო­და, მაგ­რამ ახლა უკვე შე­ვეჩ­ვიე ამ შეგ­რძნე­ბას. პა­ტა­რე­ბი რომ გა­იზ­რდე­ბი­ან და უფრო მარ­ტი­ვი გახ­დე­ბა მათი დიდი ხნით და­ტო­ვე­ბა, თუ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მომ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ით და­ვუბ­რუნ­დე ცეკ­ვას. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სცე­ნის და­ნაკ­ლისს გი­ას­თან ერ­თად სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბით ვი­ნა­ზღა­უ­რებ და კუ­ლი­სე­ბი­დან ვა­დევ­ნებ თვალს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა "იუ­მო­რი­ნა". ვაკ­ვირ­დე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდს, ხში­რად დავ­დი­ვარ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე და მინ­და გი­თხრათ, რომ ეს უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია.

სწავ­ლა შვი­ლებ­თან ერ­თად...

...იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ორი შვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­ვა­ჩი­ნე, აკა­დე­მი­უ­რი წლის აღე­ბა მო­მიხ­და, ამან გა­ა­ხან­გრძლი­ვა ჩემი სწავ­ლის პრო­ცე­სი და მე­სა­მე კურ­სზე ვარ. ოჯახს რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ვაკ­ლო, ვცდი­ლობ, სას­წავ­ლო საგ­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თად არ ავი­ღო და ეს პრო­ცე­სი დრო­ში გა­და­ვა­ნა­წი­ლო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე ღა­მის გა­თე­ნე­ბა მა­ინც მი­წევს. პა­ტა­რე­ბი გამ­თე­ნი­ი­სას მი­ირ­თმე­ვენ რძეს. ხში­რად ხდე­ბა, როცა მთე­ლი ღა­მის მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ, ბავ­შვებს დი­ლის ექვს სა­ათ­ზე ვაჭ­მევ და მხო­ლოდ მერე ვა­ხერ­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და­ძი­ნე­ბას. ად­ვი­ლი არ არის ამ რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მეხ­მა­რე­ბა, ეს არის გიას მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობს ხელს სწავ­ლა­ში. მას თა­ვად მუ­შა­ო­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გრა­ფი­კი აქვს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ახერ­ხებს მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო დაგ­ვით­მოს მე და პა­ტა­რებს. ასე­ვე მხარ­ში გვიდ­გა­ნან ჩვე­ნი მშობ­ლე­ბიც, რომ­ლებ­თან სტუმ­რო­ბაც ბავ­შვებს უზო­მოდ უყ­ვართ.

ჩემი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მომ­წონს, კრე­ა­ტი­უ­ლი და სი­ახ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ცოდ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას ამ ეტაპ­ზეც ვახ­დენ. გიას სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­მა საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა პრო­დი­უ­სინ­გი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

დი­ა­სახ­ლი­სი

...ვცდი­ლობ, გიას თა­ვად მო­ვუმ­ზა­დო ის კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, ნიგვზი­ა­ნი ქა­თა­მი, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბაც გიას დე­დამ მას­წავ­ლა. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მზა­რე­უ­ლია. შე­მიძ­ლია თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ ეს რე­ცეპ­ტი: ქათ­მის მო­ხარ­შვი­სას პირ­ველ წყალს ყო­ველ­თვის ვღვრი, ე.წ. მე­ო­რე ნა­ხარ­ში­დან ამო­ვი­ღებთ ქა­თამს, შევ­ბრა­წავთ 50 გრამ კა­რაქ­ში, დავ­ჭრით და ჩა­ვა­ლა­გებთ იმ წვენ­ში, რო­მელ­საც წი­ნას­წარ მო­ვამ­ზა­დებთ. უნდა გა­ვა­ტა­როთ ნი­გო­ზი, ქინ­ძი, ნი­ო­რი, და­ვუ­მა­ტოთ ერთი ჩაის კოვ­ზი კვა­წა­რა­ხი და ნა­რე­ვი გავ­ხსნათ ბუ­ლი­ონ­ში. ქათ­მის ჩა­ლა­გე­ბის შემ­დეგ კერძს ერთხელ წა­მო­ვა­დუ­ღებთ, და­ვუ­მა­ტებთ მა­რილს გე­მოვ­ნე­ბით და მზა­დაა, იმე­დი მაქვს, მო­გე­წო­ნე­ბათ. ზა­ფხუ­ლო­ბით, სა­გუ­რა­მო­ში ყოფ­ნი­სას, უფრო მე­ტად ვიც­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის­თვის, მაგ­რამ სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, ვცდი­ლობ პა­ტა­რებს არ მო­ვაკ­ლო ყუ­რა­დღე­ბა. მათი აღ­ზრდა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის.

ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის რძა­ლი - დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი

...მარ­თა­ლია, მე და გია ცალ­კე ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ზა­ფხუ­ლო­ბით და­სას­ვე­ნებ­ლად სა­გუ­რა­მო­ში გიას მშობ­ლებ­თან ერ­თად მივ­დი­ვართ. სა­ოც­რად გვიყ­ვარს ერ­თად ყოფ­ნა. გა­სულ ზა­ფხულს იქი­დან წა­მოს­ვლა იმ­დე­ნად აღარ გვინ­დო­და, რომ გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე გაგ­ვიგ­რძელ­და სა­გუ­რა­მო­ში ყოფ­ნა. როცა აცივ­და, არ­ცთუ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გახ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა და ბო­ლოს ამ მი­ზე­ზით დავ­ბრუნ­დით თბი­ლის­ში. ბა­ბუ­კა პა­ტა­რებს ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებს... ჩემი შვი­ლე­ბი სად­მე ჩა­მომ­ჯდარს რომ და­ი­ნა­ხა­ვენ, გი­ტა­რას მი­ურ­ბე­ნი­ნე­ბენ და იმარ­თე­ბა კონ­ცერ­ტი. ბა­ბუა მათ ას­წავ­ლის ახალ-ახალ სიმ­ღე­რებს, მოკ­ლედ დიდი კონ­კურ­სი აქვთ "ბა­ბუ­კას­თან" და­კავ­ში­რე­ბით. სხვა­თა შო­რის, "ბა­ბუ­კა" ბავ­შვებ­მა და­არ­ქვეს. ის უზო­მოდ თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია, ყვე­ლას გვა­ნე­ბივ­რებს სით­ბო­თი და უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბით ჩვე­ნი გა­ხა­რე­ბა. როცა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ, სახ­ლში ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რეა. ერ­თნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სოა მას­თან ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ სხვა. ყო­ველ­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვუს­მენ და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მის­გან. სხვა­თა შო­რის, ჩვენ ერ­თსა და იმა­ვე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბს - "ბარ­სე­ლო­ნას" ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ (იცი­ნის).

შვი­ლე­ბი

...ნინი 3 წლის ხდე­ბა, მა­მას ჰგავს, რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ისე ხა­სი­ა­თით. თურ­მე გიაც მა­სა­ვით ცელ­ქი ყო­ფი­ლა. მის გამო ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ გვაქვს ალა­გე­ბუ­ლი, რად­გან ნივ­თებს თა­ვის ნე­ბა­ზე უც­ვლის ად­გილს (იღი­მის). ლიზა უფრო მშვი­დი და ღი­მი­ლი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რე­ბი არი­ან, ორი­ვეს უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. სა­ღა­მო­ო­ბით გია პა­ტა­რებს რო­ი­ა­ლის თავ­ზე წა­მო­ას­კუ­პებს და მთე­ლი ოჯა­ხი ვმღე­რით, ეს უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლია. გარ­და ამი­სა, მე და გია ბავ­შვებს ხალ­ხურ და კლა­სი­კურ მუ­სი­კას ვას­მე­ნი­ნებთ, მაგ­რამ მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ბა­ბუ­კას ნამ­ღე­რი ან­სამ­ბლ "ივე­რი­ის" სა­ბავ­შვო რე­პერ­ტუ­ა­რი უყ­ვართ. ნი­ნის სიმ­ღე­რა გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს, ამი­ტომ უკვე მი­ვიყ­ვა­ნეთ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, დები ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბის სტუ­დი­ა­ში, სა­დაც თი­ნი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ას­წავ­ლის ნი­ნის ასა­კის ჯგუფს. პა­ტა­რებს მა­მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რის­გან რამე თუ ეწყი­ნე­ბათ, მა­მას უყ­ვე­ბი­ან ხოლ­მე (იღი­მის). მე­ტიც, თა­მა­შის დროს რა­ღაც თუ გა­უ­ტყდე­ბათ ან გა­უ­ფუჭ­დე­ბათ, სა­ნამ მე მათ­თან მი­ვირ­ბენ, მა­ნამ­დე ერ­თად მა­ლა­ვენ ნივთმტკი­ცე­ბებს (იცი­ნის). ერთ რა­მედ ღირს იმის ნახ­ვა, რო­გორ ხვდე­ბი­ან და აცი­ლე­ბენ გიას. კარ­ზე კა­კუ­ნის ხმა რომ ის­მის, ორი­ვე მირ­ბის და ეხუ­ტე­ბა, ში­ნი­დან გას­ვლი­სას კი აცი­ლე­ბენ. მერე აი­ვან­ზე გა­დი­ან, რათა და­ი­ნა­ხონ, რო­გორ მი­დის მა­მას მან­ქა­ნა.

გია - მე­უღ­ლე

...გია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლეა, ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, თა­მა­მად შე­მიძ­ლია და­ვეყ­რდნო და მისი იმე­დი მქონ­დეს. გია მრა­ვალ­მხრი­ვი და ჰარ­მო­ნი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. როცა აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო პე­რი­ო­დი აქვს, ვცდი­ლობ, ყო­ფი­თი თე­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვა­რი­დო, რომ სრუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია მო­ა­ხერ­ხოს საქ­მე­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ხში­რად ამ­ბო­ბენ, წლებ­თან ერ­თად გრძნო­ბა იკ­ლებ­სო, მაგ­რამ მე ამ აზრს არ ვე­თან­ხმე­ბი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია ცოლ-ქმა­რი ვართ, უკვე ორი შვი­ლი გვყავს, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო ხდე­ბა. მეტი გვიჩ­ნდე­ბა სა­ერ­თო, ორი­ვე ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნე­თი გა­ვა­ნე­ბივ­როთ სი­ურპრი­ზე­ბით და ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დოთ. მე მგო­ნი, გა­მოგ­ვდის კი­დეც (იცი­ნის). რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­მოვ­ნა­ხავთ, ვცდი­ლობთ, სად­მე ერ­თად წა­ვი­დეთ. რო­გორც ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს, ჩვენც გვაქვს საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად ვსტუმ­რობთ. ამას­თან, უკვე სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე გვყავს და მათ­თან ერ­თა­დაც ვა­ტა­რებთ დროს.

მსგავ­სე­ბა ოდრი ჰე­პ­ბერნ­თან

...პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ოდრი ჰე­პ­ბერნს ჰგავ­ხა­რო, მაგ­რამ არას­დროს მი­ფიქ­რია ამის ხაზ­გას­მა და მით უფრო ამ თე­მა­ზე რა­ი­მე პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა. გიას და­უ­კავ­შირ­დნენ I SEE STUDIO-დან (ფო­ტოგ­რა­ფი აკო ხა­რის­თვა­ლაშ­ვი­ლი) და შეს­თა­ვა­ზეს ჩემ­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის თე­მა­ზე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დიდი სიფრ­თხი­ლით მო­ვე­კი­დე, რად­გან ოდრი ჩემ­თვის და არა მარ­ტო ჩემ­თვის სი­ლა­მა­ზი­სა და გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა. ბევ­რი ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ გიას აზრი გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა, მას მო­ე­წო­ნა ეს იდეა და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით და­ე­თან­ხმა. გა­მო­გი­ტყდე­ბით, უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს, როცა ნი­ჭი­თა და სი­ლა­მა­ზით გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ანს მა­და­რე­ბენ.

თა­ვის მოვ­ლა

...ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვის მოვ­ლას ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ დროს ვუთ­მობ, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ინც ვი­კე­თებ მსუ­ბუქ მა­კი­აჟს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრძე­ლი თმა მაქვს, მარ­ტი­ვი მო­სავ­ლე­ლია, არ სა­ჭი­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებს. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, გა­მო­ვი­ყე­ნო ხა­რის­ხი­ა­ნი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. თუ დრო მაქვს, სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ვარ. გია ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია და ყო­ველ­თვის ვე­კი­თხე­ბი აზრს ჩაც­მუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, სპორ­ტულ სა­მოსს ნაკ­ლე­ბად ვირ­გებ, კლა­სი­კურ სტილს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. გი­ა­საც მოს­წონს, როცა ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი და სა­ღა­მოს კაბა მაც­ვია. ზო­გა­დად ვცდი­ლობ, სა­მო­სი იმ გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ვარ­ჩიო, სა­დაც მივ­დი­ვართ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც წესი, ჩემი და გიას შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რა საერთო აქვთ ჯემალ ბაღაშვილსა და მის რძალს

რა საერთო აქვთ ჯემალ ბაღაშვილსა და მის რძალს

გია ბაღაშვილის მეუღლე თამუნა ტაბატაძე "ერისიონის" მოცეკვავე იყო. ამჟამად სწავლით, ოჯახითა და ორი შვილის - ნინისა და ლიზის აღზრდითაა დაკავებული. მეუღლის და არა მარტო მისი დიდი ხელშეწყობით ახერხებს ყურადღების ისე განაწილებას, რომ არც სწავლას მოაკლოს ძალისხმევა და არც ოჯახს. თამუნა ძალიან ჰგავს მსახიობ ოდრი ჰეპბერნს და სწორედ ამ მსგავსებას მიეძღვნა ფოტოსესია, რომლის შეფასებაც თქვენთვის მოგვინდია.

- ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, მარკეტინგის განხრით. ძირითადად ოჯახისა და შვილების მოვლით ვარ დაკავებული. ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი, როცა ცეკვას თავი დავანებე, რადგან შეუძლებელი იყო, სწავლა და ქორეოგრაფია პროფესიულ დონეზე შემეთავსებინა. ერთი პერიოდი საცეკვაო მუსიკის გაგონებისას თითქოს სუნთქვა მეკვროდა, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე ამ შეგრძნებას. პატარები რომ გაიზრდებიან და უფრო მარტივი გახდება მათი დიდი ხნით დატოვება, თუ ოჯახური მდგომარეობა მომცემს საშუალებას, შეიძლება გარკვეული დროით დავუბრუნდე ცეკვას. თუმცა ამ ეტაპზე სცენის დანაკლისს გიასთან ერთად სახელოვნებო სფეროში საქმიანობით ვინაზღაურებ და კულისებიდან ვადევნებ თვალს შემოქმედებით ცხოვრებას. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად იმართება "იუმორინა". ვაკვირდები მსახიობების მოსამზადებელ პერიოდს, ხშირად დავდივარ რეპეტიციებზე და მინდა გითხრათ, რომ ეს უაღრესად საინტერესო პროცესია.

სწავლა შვილებთან ერთად...

...იმის გათვალისწინებით, რომ ორი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გავაჩინე, აკადემიური წლის აღება მომიხდა, ამან გაახანგრძლივა ჩემი სწავლის პროცესი და მესამე კურსზე ვარ. ოჯახს რომ ყურადღება არ მოვაკლო, ვცდილობ, სასწავლო საგნების დიდი რაოდენობა ერთად არ ავიღო და ეს პროცესი დროში გადავანაწილო. მიუხედავად ამისა, კვირაში რამდენიმე ღამის გათენება მაინც მიწევს. პატარები გამთენიისას მიირთმევენ რძეს. ხშირად ხდება, როცა მთელი ღამის მეცადინეობის შემდეგ, ბავშვებს დილის ექვს საათზე ვაჭმევ და მხოლოდ მერე ვახერხებ რამდენიმე საათით დაძინებას. ადვილი არ არის ამ რეჟიმში ყოფნა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მეხმარება, ეს არის გიას მორალური მხარდაჭერა. ყველანაირად მიწყობს ხელს სწავლაში. მას თავად მუშაობის ინტენსიური გრაფიკი აქვს. ამის მიუხედავად, ახერხებს მაქსიმალურად დიდი დრო დაგვითმოს მე და პატარებს. ასევე მხარში გვიდგანან ჩვენი მშობლებიც, რომლებთან სტუმრობაც ბავშვებს უზომოდ უყვართ.

ჩემი პროფესია ძალიან მომწონს, კრეატიული და სიახლეზე ორიენტირებულია. ძალიან გამიმართლა, რომ ცოდნის რეალიზებას ამ ეტაპზეც ვახდენ. გიას სატელევიზიო გადაცემებმა საკმაო გამოცდილება შემძინა პროდიუსინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

დიასახლისი

...ვცდილობ, გიას თავად მოვუმზადო ის კერძები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს. მაგალითად, ნიგვზიანი ქათამი, რომლის მომზადებაც გიას დედამ მასწავლა. ის არაჩვეულებრივი მზარეულია. შემიძლია თქვენც გაგიზიაროთ ეს რეცეპტი: ქათმის მოხარშვისას პირველ წყალს ყოველთვის ვღვრი, ე.წ. მეორე ნახარშიდან ამოვიღებთ ქათამს, შევბრაწავთ 50 გრამ კარაქში, დავჭრით და ჩავალაგებთ იმ წვენში, რომელსაც წინასწარ მოვამზადებთ. უნდა გავატაროთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, დავუმატოთ ერთი ჩაის კოვზი კვაწარახი და ნარევი გავხსნათ ბულიონში. ქათმის ჩალაგების შემდეგ კერძს ერთხელ წამოვადუღებთ, დავუმატებთ მარილს გემოვნებით და მზადაა, იმედი მაქვს, მოგეწონებათ. ზაფხულობით, საგურამოში ყოფნისას, უფრო მეტად ვიცლი საოჯახო საქმეებისთვის, მაგრამ სასწავლო წლის განმავლობაში, როცა დატვირთული ვარ, ვცდილობ პატარებს არ მოვაკლო ყურადღება. მათი აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ცნობილი ოჯახის რძალი - დედამთილ-მამამთილი

...მართალია, მე და გია ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ზაფხულობით დასასვენებლად საგურამოში გიას მშობლებთან ერთად მივდივართ. საოცრად გვიყვარს ერთად ყოფნა. გასულ ზაფხულს იქიდან წამოსვლა იმდენად აღარ გვინდოდა, რომ გვიან შემოდგომამდე გაგვიგრძელდა საგურამოში ყოფნა. როცა აცივდა, არცთუ მოსახერხებელი გახდა გადაადგილება და ბოლოს ამ მიზეზით დავბრუნდით თბილისში. ბაბუკა პატარებს ძალიან ანებივრებს... ჩემი შვილები სადმე ჩამომჯდარს რომ დაინახავენ, გიტარას მიურბენინებენ და იმართება კონცერტი. ბაბუა მათ ასწავლის ახალ-ახალ სიმღერებს, მოკლედ დიდი კონკურსი აქვთ "ბაბუკასთან" დაკავშირებით. სხვათა შორის, "ბაბუკა" ბავშვებმა დაარქვეს. ის უზომოდ თბილი და ყურადღებიანია, ყველას გვანებივრებს სითბოთი და უყვარს სიურპრიზებით ჩვენი გახარება. როცა ყველანი ერთად ვართ, სახლში ნამდვილი ზეიმია. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ერთნაირად საინტერესოა მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუსმენ და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. სხვათა შორის, ჩვენ ერთსა და იმავე საფეხბურთო კლუბს - "ბარსელონას" ვგულშემატკივრობთ (იცინის).

შვილები

...ნინი 3 წლის ხდება, მამას ჰგავს, როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით. თურმე გიაც მასავით ცელქი ყოფილა. მის გამო ყველაფერი ზემოთ გვაქვს ალაგებული, რადგან ნივთებს თავის ნებაზე უცვლის ადგილს (იღიმის). ლიზა უფრო მშვიდი და ღიმილიანია. მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ორივეს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს. საღამოობით გია პატარებს როიალის თავზე წამოასკუპებს და მთელი ოჯახი ვმღერით, ეს უკვე დამკვიდრებული რიტუალია. გარდა ამისა, მე და გია ბავშვებს ხალხურ და კლასიკურ მუსიკას ვასმენინებთ, მაგრამ მათ ყველაზე მეტად მაინც ბაბუკას ნამღერი ანსამბლ "ივერიის" საბავშვო რეპერტუარი უყვართ. ნინის სიმღერა გამორჩეულად უყვარს, ამიტომ უკვე მივიყვანეთ ჩვენი მეგობრების, დები ჭოხონელიძეების სტუდიაში, სადაც თინიკო ჭოხონელიძე ასწავლის ნინის ასაკის ჯგუფს. პატარებს მამასთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, ოჯახის რომელიმე წევრისგან რამე თუ ეწყინებათ, მამას უყვებიან ხოლმე (იღიმის). მეტიც, თამაშის დროს რაღაც თუ გაუტყდებათ ან გაუფუჭდებათ, სანამ მე მათთან მივირბენ, მანამდე ერთად მალავენ ნივთმტკიცებებს (იცინის). ერთ რამედ ღირს იმის ნახვა, როგორ ხვდებიან და აცილებენ გიას. კარზე კაკუნის ხმა რომ ისმის, ორივე მირბის და ეხუტება, შინიდან გასვლისას კი აცილებენ. მერე აივანზე გადიან, რათა დაინახონ, როგორ მიდის მამას მანქანა.

გია - მეუღლე

...გია არაჩვეულებრივი მეუღლეა, ძალიან თბილი და ყურადღებიანი, თამამად შემიძლია დავეყრდნო და მისი იმედი მქონდეს. გია მრავალმხრივი და ჰარმონიულად განვითარებული ადამიანია, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა მასთან ურთიერთობა. როცა აქტიური სამუშაო პერიოდი აქვს, ვცდილობ, ყოფითი თემები მაქსიმალურად მოვარიდო, რომ სრული კონცენტრაცია მოახერხოს საქმეზე. ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ხშირად ამბობენ, წლებთან ერთად გრძნობა იკლებსო, მაგრამ მე ამ აზრს არ ვეთანხმები. რამდენიმე წელია ცოლ-ქმარი ვართ, უკვე ორი შვილი გვყავს, მაგრამ რაც დრო გადის, ჩვენი ურთიერთობა უფრო სასიამოვნო ხდება. მეტი გვიჩნდება საერთო, ორივე ვცდილობთ, ერთმანეთი გავანებივროთ სიურპრიზებით და ერთმანეთის ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადოთ. მე მგონი, გამოგვდის კიდეც (იცინის). როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავთ, ვცდილობთ, სადმე ერთად წავიდეთ. როგორც ყველა შეყვარებულ წყვილს, ჩვენც გვაქვს საყვარელი ადგილები, რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ. ამასთან, უკვე საერთო სამეგობრო წრე გვყავს და მათთან ერთადაც ვატარებთ დროს.

მსგავსება ოდრი ჰეპბერნთან

...პატარა ასაკიდანვე მეუბნებოდნენ, ოდრი ჰეპბერნს ჰგავხარო, მაგრამ არასდროს მიფიქრია ამის ხაზგასმა და მით უფრო ამ თემაზე რაიმე პროექტის გაკეთება. გიას დაუკავშირდნენ I SEE STUDIO-დან (ფოტოგრაფი აკო ხარისთვალაშვილი) და შესთავაზეს ჩემთვის ფოტოების გადაღება ოდრი ჰეპბერნის თემაზე. სიმართლე გითხრათ, ამ შემოთავაზებას დიდი სიფრთხილით მოვეკიდე, რადგან ოდრი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის სილამაზისა და გრაციოზულობის სიმბოლოა. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გიას აზრი გადამწყვეტი აღმოჩნდა, მას მოეწონა ეს იდეა და დიდი ენთუზიაზმით დაეთანხმა. გამოგიტყდებით, უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ნიჭითა და სილამაზით გამორჩეულ ადამიანს მადარებენ.

თავის მოვლა

...ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, თავის მოვლას ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ, მაგრამ ყოველდღიურად მაინც ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი თმა მაქვს, მარტივი მოსავლელია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურებს. უბრალოდ, ვცდილობ, გამოვიყენო ხარისხიანი თავის მოვლის საშუალებები. თუ დრო მაქვს, სავარჯიშოდ მივდივარ. გია ძალიან გემოვნებიანია და ყოველთვის ვეკითხები აზრს ჩაცმულობის შესახებ, სპორტულ სამოსს ნაკლებად ვირგებ, კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. გიასაც მოსწონს, როცა ელეგანტურად გამოვიყურები და საღამოს კაბა მაცვია. ზოგადად ვცდილობ, სამოსი იმ გარემოს გათვალისწინებით შევარჩიო, სადაც მივდივართ. ამასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ჩემი და გიას შეხედულებები ემთხვევა, რაც ძალიან მახარებს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"