სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა
ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

ამ­ნის­ტი­ით ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ათა­სო­ბი­თი პა­ტიმ­რის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­კი­თხი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი იყო და კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვის მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელის. ბევ­რი ამ­ბობს, რომ მის­თვის უმ­თავ­რე­სი სა­ხე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა, უმ­რავ­ლე­სო­ბას კი იმე­დი აქვს, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან სო­ლი­დურ კომ­პენ­სა­ცი­ა­საც მი­ი­ღებს. ჯერ უც­ნო­ბია, რა ფორ­მით მოხ­დე­ბა ამ საქ­მე­ე­ბის გა­და­სინ­ჯვა.

სა­მა­გი­ე­როდ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 2012 წლის ბო­ლოს, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის ცენ­ტრმა ყო­ფი­ლი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა აა­მოქ­მე­და. პროგ­რა­მის მი­ზა­ნი ამ­ნის­ტი­რე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბაა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად, სა­პა­ტიმ­რო­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­ა­ხა­რებთ. აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მას უმუ­შევ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისი­ნი დახ­მა­რე­ბას სწო­რედ მის მოგ­ვა­რე­ბა­ში სთხო­ვენ. მარ­თა­ლია, ეს იოლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ მათ და­სახ­მა­რებ­ლად. ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სხვა­დას­ხვა უწყე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ უკვე გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბულ ან­ტი­ნარ­კო­ტი­კულ ცენ­ტრთა­ნაც. იმე­დია, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი უწყე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბით, ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი თვლის, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს პირ­ველ რიგ­ში, უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი:

- სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან პა­ტიმ­რებს ცი­ხე­ში ჯან­მრთე­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ერ­ყათ. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფო შექ­მნის პროგ­რა­მებს იმ პა­ტიმ­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც რე­ჟი­მის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. ჩემი აზ­რით, ასე­ვე უნდა იზ­რუ­ნოს მათ და­საქ­მე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბას, ეს ყვე­ლას სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მიდ­გო­მა მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. თა­ვად პი­როვ­ნე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, მივა თუ არა ფსი­ქო­ლოგ­თან. ბევ­რს ფსი­ქო­ლოგ­თან სა­უ­ბა­რი ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მე­ძი­ნა... პი­რა­დად მე, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვსარ­გებ­ლობ ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით... ვთვლი, რომ ამ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თონ ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფსი­ქო­ლოგს, მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვილს პა­ტიმ­რებ­თან მუ­შა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მი­აჩ­ნია, რომ თი­თო­ე­ულ პა­ტი­მარ­თან მუ­შა­ო­ბა სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე უნდა და­ი­წყოს...

მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მებ­ში 2001 წლი­დან ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი. სა­ნამ ადა­მი­ა­ნი ცი­ხი­დან გა­მო­ვა, მა­ნამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­როს გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტა­ცია არ გა­უ­ჭირ­დეს. ამ პრო­ცეს­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სო­ცი­ო­ლო­გე­ბი ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი და ფსი­ქო­სო­ცი­უმ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ვუგ­ვა­რებთ პა­ტიმ­რებს. თუ მას ოჯახ­თან აქვს პრობ­ლე­მა, ამის მოგ­ვა­რე­ბა­ში სოც­მუ­შა­კი ეხ­მა­რე­ბა. პი­რა­დად მე, წლე­ბია, პა­ტი­მარ ქა­ლებ­თან ვმუ­შა­ობ, ასე­ვე მი­მუ­შა­ვია პა­ტი­მარ მა­მა­კა­ცებ­თან და მო­ზარ­დებ­თან, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს იხ­დი­ან.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებს. ბევ­რის­გან მსმე­ნია, რომ ისი­ნი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­სა" და ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ში­ნელ ტე­რორს ვერ აპა­ტი­ე­ბენ. მი­აჩ­ნი­ათ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს და მზად არი­ან, ეს სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­აპ­რო­ტეს­ტონ... ერთი სი­ტყვით, ისი­ნი ძვე­ლი რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხო­ვენ. ამ ადა­მი­ა­ნებს რას ეტყო­დით?

- სწო­რედ ამი­ტომ არის სა­ჭი­რო მათ­თან მუ­შა­ო­ბა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იმ ხალ­ხსაც შევ­ხვედ­რი­ვარ, რომ­ლებ­მაც გლ­და­ნის ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რეს. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ბო­ლომ­დე არ იხ­სნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ აშ­კა­რად ეტყო­ბო­დათ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი. მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­დნენ, რომ იქ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და. ე.წ. "კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის" სცე­ნა­ზე კი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობ­დნენ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მსჯავ­რდა­დე­ბულს შე­ე­ხო ის მძი­მე მე­თო­დე­ბი. ქა­ლებ­თან წა­მე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ერ­თე­უ­ლი ფაქ­ტე­ბია. იქ უფრო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ვა­წყდე­ბით და ეს ძი­რი­თა­დად, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში ხდე­ბო­და. ცი­ხე­ებ­ში 24000 პა­ტი­მა­რი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლას­თან მიხ­ვი­დე და მო­უს­მი­ნო. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პროგ­რა­მა ად­რეც მოქ­მე­დებ­და და იწყე­ბო­და ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბით, თუმ­ცა თით­ქმის ყვე­ლას სჭირ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბიც, რად­გან არის ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჯგუფ­ში ღიად ვერ სა­უბ­რო­ბენ. ცი­ხე­ში მყოფ პა­ტიმ­რებს ძა­ლი­ან მოს­წონთ ეს პრო­ცე­სი. 2-3 თვე ვმუ­შა­ობთ თი­თო­ე­ულ ჯგუფ­თან და სა­სა­უბ­რო თე­მებს ისი­ნი თა­ვად არ­ჩე­ვენ.

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს რა კურ­სის გავ­ლა დას­ჭირ­დე­ბათ?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე 3 თვით ადრე ცი­ხე­ში თუ გა­ივ­ლის ამ პროგ­რა­მას და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დე­გაც - კი­დევ 3 თვეს, ვფიქ­რობ, საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. ამ­ნის­ტი­ით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა და მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, რად­გან ამის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ. რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ­მა პა­ტი­მარ­მა უკვე და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ამ კურ­სის გავ­ლა სურს. იმ ხალ­ხთან, რომ­ლებ­თა­ნაც გვი­მუ­შა­ვია ცი­ხე­ში, იმ­დე­ნად მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ პა­ტიმ­რებ­მა ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჰიმ­ნიც კი და­უ­წე­რეს, ბენ­დიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და სა­ო­ცა­რი სიმ­ღე­რე­ბი შექ­მნეს... ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში გვიყ­ვე­ბოდ­ნენ იმ სა­ში­ნე­ლე­ბებ­ზე, რაც გა­და­ი­ტა­ნეს.

- ბევ­რი ფსი­ქო­ლოგ­თან მის­ვლა­საც ვერ ახერ­ხებს, რად­გან თა­ვის პრობ­ლე­მა­ზე გახ­სნი­ლად სა­უ­ბა­რი უჭირს.

- ესეც ერ­თგვა­რი პრობ­ლე­მაა. ბევ­რის­გან მო­მის­მე­ნია - რაში მჭირ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი, ის რაში უნდა და­მეხ­მა­როს, იქით და­ვეხ­მა­რე­ბიო. - მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ასეთ სა­უბ­რებს არა მარ­ტო ცი­ხე­ში, არა­მედ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც. როცა ადა­მი­ა­ნი მი­დის ფსი­ქო­ლოგ­თან, მას პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­დად­გმუ­ლი აქვს; ფსი­ქო­ლოგ­მა სა­კუ­თარ თავ­ში უნდა ჩა­გა­ხე­დოს, უნდა და­გა­ნახ­ვოს შენი სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, რომ შენ თვი­თონ მო­ინ­დო­მო და თუ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხარ შენი ცხოვ­რე­ბით, რა­ღაც შეც­ვა­ლო. ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლილ ადა­მი­ა­ნებს უფრო ხან­გრძლი­ვი ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბათ.

- ბევ­რი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი მო­ძა­ლა­დეა, მათი შეც­ვლა შე­იძ­ლე­ბა?

- მო­ძა­ლა­დე პი­როვ­ნე­ბა თვი­თონ არ იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ამ პროგ­რა­მას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დატ­ვირ­თვა აქვს. სხვა ქვეყ­ნებ­ში მო­ძა­ლა­დე­ე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა 2 პრო­ცენ­ტია. ბევ­რჯერ ისიც მსმე­ნია, მე სხვის გა­მოს­წო­რე­ბას ვცდი­ლობ­დი და თურ­მე სა­კუ­თა­რი თავი უნდა გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნაო. ხში­რად მა­გა­ლი­თე­ბით, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით უნდა ვას­წავ­ლოთ სა­ჭი­რო ქცე­ვა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლსაც და მო­ძა­ლა­დე­საც.

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან. ისი­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზად უმე­ტე­სად უმუ­შევ­რო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. მათი ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია პირ­ველ რიგ­ში, მათ და­საქ­მე­ბა­ში იქ­ნე­ბა. მო­მა­ვალ­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა გახ­დეს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა.

რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს, ამის გარ­კვე­ვა პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რებ­თან ვცა­დე.

მა­ხა­რე მე­რე­ბაშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი:

- პრო­ექ­ტის იდეა მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს ეკუთ­ვნის. და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ინო­ვა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის ცენ­ტრმა, რო­მე­ლიც ადრე ძი­რი­თა­დად არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­და, ყო­ფი­ლი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და­ი­წყო ზრუნ­ვა, ძი­რი­თა­დად - რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე; სა­ნამ პა­ტიმ­რე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­ტო­ვე­ბენ, მა­ნამ­დე უნდა მოხ­დეს მათ­თან მუ­შა­ო­ბა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ამ­ნის­ტი­რე­ბულ პა­ტიმ­რებ­საც შეხ­ვდნენ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მათ და­უ­რიგ­დათ ბრო­შუ­რე­ბი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი "ცხე­ლი ხა­ზის" ნომ­რე­ბი. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტიმ­რებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე 2-3 თვით ადრე შევ­ხვდე­ბით, შიგ­ნით მოხ­დე­ბა მათი მომ­ზა­დე­ბა და გა­რეთ გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც მათ­თან უფრო კომ­პლექ­სუ­რად ვი­მუ­შა­ვებთ.

ნი­კო­ლოზ ხა­რე­ბა­ვა, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი:

- სოც­მუ­შა­კის მო­ვა­ლე­ო­ბაა, შე­ი­წავ­ლოს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და შემ­დეგ მათ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ნა­წილს ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა და პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა სურს. ყო­ფილ პა­ტიმ­რებს შე­უძ­ლი­ათ, ჩვე­ნი "ცხე­ლი ხა­ზის" ნო­მერ­ზე დარ­ე­კონ: 214.51.45, ჩა­ვი­ნიშ­ნავთ მათ მო­ნა­ცე­მებს, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მივა და შე­ის­წავ­ლის მათ ოჯა­ხურ პი­რო­ბებს. ამის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ვეხ­მა­რე­ბით: თუ ფსი­ქო­ლო­გი სჭირ­დე­ბა, მას­თან და­ვა­კავ­ში­რებთ, თუ სხვა პრობ­ლე­მა აქვს, ამის მოგ­ვა­რე­ბა­საც შე­ვეც­დე­ბით. სოც­მუ­შა­კი პრობ­ლე­მის სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვა­რე­ბამ­დე გა­აგ­რძე­ლებს მას­თან მუ­შა­ო­ბას. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა საგ­რან­ტო პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი მი­ი­ღებს გრანტს და მუ­შა­ო­ბა უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

- მათი გა­დამ­ზა­დე­ბა სად მოხ­დე­ბა და რა პრო­ფე­სი­ებს და­ე­უფ­ლე­ბი­ან მსურ­ვე­ლე­ბი?

- მათი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­დე­ბა. ისი­ნი და­ე­უფ­ლე­ბი­ან სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­ფე­სი­ას არ ფლობს, რად­გან ის წლე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის­თვის უნდა და­ეთ­მო, ცი­ხე­ში იჯდა. მათ უნდა და­ვეხ­მა­როთ. უშუ­ა­ლოდ სა­მი­ნის­ტრო ვერ მის­ცემს ადა­მი­ა­ნებს სა­მუ­შა­ოს ან კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად ფულს, მაგ­რამ ას­წავ­ლის, რო­გორ გა­ა­კე­თონ ბიზ­ნე­სი, რომ გა­დამ­ზა­დე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლონ შემ­დგომ თუნ­დაც ბიზ­ნე­სის აწყო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია რე­გი­ო­ნებ­შიც მო­ვუგ­ვა­როთ ადა­მი­ა­ნებს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი ამა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

მა­ხა­რე მე­რე­ბაშ­ვი­ლი:

- ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დეც თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და ჰქონ­დათ სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მა, კვლავ გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას და ეს ერ­თგვა­რად, ჩვენც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ვფიქ­რობთ, უნდა შე­იქ­მნას ერ­თი­ა­ნი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, რო­მე­ლიც მათ რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე იმუ­შა­ვებს. და­საქ­მე­ბა არის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ ეს ად­ვი­ლი არ არის.

- 7000-ზე მეტ­მა პა­ტი­მარ­მა და­ტო­ვა ციხე, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბას შეძ­ლებთ?

- ბევ­რი პა­ტი­მა­რია ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ჩვენ გა­მოვ­კვე­თეთ კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფი - 25 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბი და 40 წლამ­დე ქა­ლე­ბი; მათ მი­ე­ნი­ჭე­ბათ პრი­ო­რი­ტე­ტი, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ თუ 35-40 წლის ადა­მი­ა­ნი მოგ­ვმარ­თავს პრობ­ლე­მით, მას არ და­ვეხ­მა­რე­ბით. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, მხო­ლოდ სურ­ვი­ლი უნდა და­ა­ფიქ­სი­როს მო­ქა­ლა­ქემ. თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, შეგ­ვიძ­ლია, იუ­რის­ტებ­თან და­ვა­კავ­ში­როთ, რომ სა­ჭი­რო იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია მი­ი­ღონ. მოკ­ვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ძი­რი­თა­დად გა­მო­იკ­ვე­თა ის პრო­ფე­სი­ე­ბი, რა­ზეც ბა­ზარ­ზე არის მო­თხოვ­ნა. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ათამ­დე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­აა: მე­ფი­ლე, მღე­ბა­ვი, კა­ლა­ტო­ზი, დურ­გა­ლი, ელექტრი­კო­სი, ბუ­ღალ­ტე­რი, კომ­პი­უ­ტე­რის ქსე­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი; ქა­ლე­ბის­თვის: მქარ­გა­ვი, ბუ­ღალ­ტე­რი, ოფი­სის მე­ნე­ჯე­რი.

- რო­გორც ჩანს, პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ინც 25 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებს და 40 წლამ­დე ქალ­ბა­ტო­ნებს მი­ე­ნი­ჭე­ბათ. თუ არის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი ასე­თი ადა­მი­ა­ნია გა­რეთ გა­მო­სუ­ლი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 1000-მდე ადა­მი­ა­ნი გა­მო­იკ­ვე­თა იმ სა­მიზ­ნე ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც ჩვენ ასა­კის მი­ხედ­ვით დავ­ყა­ვით. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პი­რებს და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის დროს ერ­თგვერ­დი­ა­ნი წე­რი­ლი ხვდე­ბო­დათ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ხელ­მო­წე­რით. იქ იყო ჩვე­ნი სა­კონ­ტაქ­ტო მი­სა­მარ­თი და პა­ტი­მარს შე­ეძ­ლო, ან­კე­ტა გა­მოს­ვლამ­დე შე­ევ­სო და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ან­კე­ტის ეს და­ნარ­თე­ბიც მო­დის ჩვენ­თან და მათ იქი­და­ნაც ვუ­კავ­შირ­დე­ბით. სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის გა­რე­შე, ჩვენ ვე­რა­ვის და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვას. ამ ეტაპ­ზე საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბია შექ­მნი­ლი და ამ დღე­ებ­ში ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბა.

- უკვე და­ეხ­მა­რეთ ვინ­მეს?

- მათი გა­დამ­ზა­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, აპ­რი­ლის ბო­ლო­დან და­ი­წყე­ბა. ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: მა­მა­კაც­მა კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მძღო­ლის ად­გი­ლი მო­ი­ძია, მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმის გამო შე­ექ­მნა, რომ ის ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო. ამ ადა­მი­ანს ჩვენ გა­ვუ­წი­ეთ რე­კო­მენ­და­ცია, რად­გან სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა კარ­გად იცის თი­თო­ე­უ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და და ის ახლა მძღო­ლად მუ­შა­ობს.

ასე­ვე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, თავ­შე­საფ­რის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მას არც ოჯა­ხი და არც ისე­თი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და, ვის­თა­ნაც ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებ­და. მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის დროს სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი მისი სახ­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა და სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სი იყო. მის რა­ი­ონ­ში ჩა­ვე­დით, ვე­სა­უბ­რეთ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს. სახ­სრე­ბი გა­მო­ი­ნა­ხა და მისი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი შე­კეთ­და. იქა­ურ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა იმის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აიღო, რომ ერთი ოთა­ხიც მო­უ­წყოს. თა­ვის მშობ­ლი­ურ სახ­ლში იცხოვ­რებს, აქვს დიდი ეზო, ალ­ბათ და­ა­მუ­შა­ვებს, მო­იყ­ვანს პრო­დუქ­ტებს და ცხოვ­რე­ბას აა­წყობს. ამ ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც აქვს და ამ კუ­თხი­თაც და­ვეხ­მა­რეთ. ის გა­და­ვა­მი­სა­მარ­თეთ შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში.

თავ­შე­საფ­რე­ბი სამ­წუ­ხა­როდ არ გვაქვს. არა­და, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ისე­თი, რო­მე­ლიც ჭე­რის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ჩვენ ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან და ასეთ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, დრო­ე­ბით ღამე მო­ნას­ტერ­ში გა­ა­თი­ონ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

ამნისტიით ციხიდან გათავისუფლებული ათასობითი პატიმრის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარი იყო და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის მექანიზმის ამოქმედებას მოუთმენლად ელის. ბევრი ამბობს, რომ მისთვის უმთავრესი სახელის რეაბილიტაციაა, უმრავლესობას კი იმედი აქვს, უდანაშაულობის დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფოსგან სოლიდურ კომპენსაციასაც მიიღებს. ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება ამ საქმეების გადასინჯვა.

სამაგიეროდ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრმა ყოფილი მსჯავრდადებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა აამოქმედა. პროგრამის მიზანი ამნისტირებულთა დახმარებაა. ბუნებრივია, ეს ყველაზე მეტად, საპატიმროდან დაბრუნებულ ადამიანებს გაახარებთ. აბსოლუტური უმრავლესობის უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს და ხელისუფლებას ისინი დახმარებას სწორედ მის მოგვარებაში სთხოვენ. მართალია, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მათ დასახმარებლად. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა უწყება. იუსტიციის სამინისტრომ უკვე გააფორმა მემორანდუმი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან და საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრთანაც. იმედია, ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების კოორდინირებული მუშაობით, ყოფილი პატიმრები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას შეძლებენ.

ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი თვლის, რომ გათავისუფლებულებს პირველ რიგში, უფასო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

ლევან გოგიჩაიშვილი:

- სამედიცინო დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პატიმრებს ციხეში ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყათ. ვფიქრობ, სახელმწიფო შექმნის პროგრამებს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ჩემი აზრით, ასევე უნდა იზრუნოს მათ დასაქმებაზე. რაც შეეხება ფსიქოლოგის დახმარებას, ეს ყველას სჭირდება, მაგრამ მიდგომა მაინც ინდივიდუალურია. თავად პიროვნების გადასაწყვეტია, მივა თუ არა ფსიქოლოგთან. ბევრს ფსიქოლოგთან საუბარი ვერ წარმოუდგენია. ციხიდან რომ გამოვედი, ფაქტობრივად, არ მეძინა... პირადად მე, სიამოვნებით ვსარგებლობ ფსიქოლოგის დახმარებით... ვთვლი, რომ ამ პროცესებში აქტიურად უნდა ჩაერთონ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ორგანიზაციის ფსიქოლოგს, მანანა სოლოღაშვილს პატიმრებთან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. მიაჩნია, რომ თითოეულ პატიმართან მუშაობა საპატიმროდან გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყოს...

მანანა სოლოღაშვილი, ფსიქოლოგი:

- რეაბილიტაციის პროგრამებში 2001 წლიდან ვართ ჩართულები. სანამ ადამიანი ციხიდან გამოვა, მანამდე აუცილებლად უნდა გაიაროს გარკვეული ფსიქოსოციალური პროგრამა, მიიღოს შესაბამისი დახმარება, რომ საზოგადოებაში ადაპტაცია არ გაუჭირდეს. ამ პროცესში ფსიქოლოგები და სოციოლოგები ვართ ჩართულები და ფსიქოსოციუმში არსებულ პრობლემებს ვუგვარებთ პატიმრებს. თუ მას ოჯახთან აქვს პრობლემა, ამის მოგვარებაში სოცმუშაკი ეხმარება. პირადად მე, წლებია, პატიმარ ქალებთან ვმუშაობ, ასევე მიმუშავია პატიმარ მამაკაცებთან და მოზარდებთან, რომლებიც სასჯელს იხდიან.

- ქალბატონო მანანა, გათავისუფლებული პატიმრების გარკვეულ ნაწილს შურისძიების სურვილი ამოძრავებს. ბევრისგან მსმენია, რომ ისინი "ნაცმოძრაობასა" და ძველ ხელისუფლებას, მათზე განხორციელებულ საშინელ ტერორს ვერ აპატიებენ. მიაჩნიათ, რომ უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს და მზად არიან, ეს სხვადასხვა ფორმით გააპროტესტონ... ერთი სიტყვით, ისინი ძველი რეჟიმის გასამართლებას ითხოვენ. ამ ადამიანებს რას ეტყოდით?

- სწორედ ამიტომ არის საჭირო მათთან მუშაობა. დაწესებულებებში იმ ხალხსაც შევხვედრივარ, რომლებმაც გლდანის ჯოჯოხეთი გამოიარეს. ჩვენთან საუბრისას ბოლომდე არ იხსნებოდნენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ, რომ სერიოზული ტრავმა ჰქონდათ მიღებული. მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ იქ საშინელებები ხდებოდა. ე.წ. "კარანტინის დაშლის" სცენაზე კი თავისუფლად საუბრობდნენ. აბსოლუტურად ყველა მსჯავრდადებულს შეეხო ის მძიმე მეთოდები. ქალებთან წამებისა და ძალადობის ერთეული ფაქტებია. იქ უფრო სექსუალური ძალადობის ფაქტებს ვაწყდებით და ეს ძირითადად, წინასწარი დაკავების იზოლატორებში ხდებოდა. ციხეებში 24000 პატიმარი იყო და შეუძლებელია, ყველასთან მიხვიდე და მოუსმინო. გათავისუფლების პროგრამა ადრეც მოქმედებდა და იწყებოდა ჯგუფში მუშაობით, თუმცა თითქმის ყველას სჭირდება ინდივიდუალური საუბრებიც, რადგან არის ისეთი საკითხები, რომლებზეც ჯგუფში ღიად ვერ საუბრობენ. ციხეში მყოფ პატიმრებს ძალიან მოსწონთ ეს პროცესი. 2-3 თვე ვმუშაობთ თითოეულ ჯგუფთან და სასაუბრო თემებს ისინი თავად არჩევენ.

- გათავისუფლებულებს რა კურსის გავლა დასჭირდებათ?

- ეს ინდივიდუალურია. გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე ციხეში თუ გაივლის ამ პროგრამას და გათავისუფლების შემდეგაც - კიდევ 3 თვეს, ვფიქრობ, საკმარისი იქნება. ამნისტიით ბევრი ადამიანი მოულოდნელად გათავისუფლდა და მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, რადგან ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებლები იყვნენ. რამდენიმე ყოფილმა პატიმარმა უკვე დამირეკა და მითხრა, რომ ამ კურსის გავლა სურს. იმ ხალხთან, რომლებთანაც გვიმუშავია ციხეში, იმდენად მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომ პატიმრებმა ჩვენს ორგანიზაციას ჰიმნიც კი დაუწერეს, ბენდიც ჩამოაყალიბეს და საოცარი სიმღერები შექმნეს... ეს ადამიანები პირად საუბრებში გვიყვებოდნენ იმ საშინელებებზე, რაც გადაიტანეს.

- ბევრი ფსიქოლოგთან მისვლასაც ვერ ახერხებს, რადგან თავის პრობლემაზე გახსნილად საუბარი უჭირს.

- ესეც ერთგვარი პრობლემაა. ბევრისგან მომისმენია - რაში მჭირდება ფსიქოლოგი, ის რაში უნდა დამეხმაროს, იქით დავეხმარებიო. - მიჩვეული ვარ ასეთ საუბრებს არა მარტო ციხეში, არამედ თავისუფლებაში მყოფი ადამიანებისგანაც. როცა ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან, მას პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს; ფსიქოლოგმა საკუთარ თავში უნდა ჩაგახედოს, უნდა დაგანახვოს შენი სუსტი და ძლიერი მხარეები, რომ შენ თვითონ მოინდომო და თუ უკმაყოფილო ხარ შენი ცხოვრებით, რაღაც შეცვალო. ძალადობაგამოვლილ ადამიანებს უფრო ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია სჭირდებათ.

- ბევრი მსჯავრდადებული მოძალადეა, მათი შეცვლა შეიძლება?

- მოძალადე პიროვნება თვითონ არ იცვლება, მაგრამ ამ პროგრამას საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს. სხვა ქვეყნებში მოძალადეების გამოსწორების სტატისტიკა 2 პროცენტია. ბევრჯერ ისიც მსმენია, მე სხვის გამოსწორებას ვცდილობდი და თურმე საკუთარი თავი უნდა გამომესწორებინაო. ხშირად მაგალითებით, სავარჯიშოებით უნდა ვასწავლოთ საჭირო ქცევა ძალადობის მსხვერპლსაც და მოძალადესაც.

ბევრი ადამიანი გამოვიდა ციხიდან. ისინი დანაშაულის ჩადენის მიზეზად უმეტესად უმუშევრობას ასახელებენ. მათი ფსიქორეაბილიტაცია პირველ რიგში, მათ დასაქმებაში იქნება. მომავალში პრიორიტეტული უნდა გახდეს გასათავისუფლებელ ადამიანებთან მუშაობა.

რა სერვისებს სთავაზობს იუსტიციის სამინისტრო გათავისუფლებულებს, ამის გარკვევა პროექტის მენეჯერებთან ვცადე.

მახარე მერებაშვილი, პროექტის მენეჯერი:

- პროექტის იდეა მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის. დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციის პროგრამების ცენტრმა, რომელიც ადრე ძირითადად არასრულწლოვნების საკითხებზე მუშაობდა, ყოფილი მსჯავრდადებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე დაიწყო ზრუნვა, ძირითადად - რესურსების მოძიებაზე; სანამ პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებენ, მანამდე უნდა მოხდეს მათთან მუშაობა. გათავისუფლებამდე ამნისტირებულ პატიმრებსაც შეხვდნენ ჩვენი თანამშრომლები. მათ დაურიგდათ ბროშურები, სადაც მითითებული იყო ჩვენი "ცხელი ხაზის" ნომრები. დაწესებულებებში პატიმრებს გათავისუფლებამდე 2-3 თვით ადრე შევხვდებით, შიგნით მოხდება მათი მომზადება და გარეთ გამოსვლის შემდეგაც მათთან უფრო კომპლექსურად ვიმუშავებთ.

ნიკოლოზ ხარებავა, პროექტის მენეჯერი:

- სოცმუშაკის მოვალეობაა, შეიწავლოს ამ ადამიანების პრობლემები და შემდეგ მათ საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ. არიან ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. ნაწილს ხელობის შესწავლა და პროფესიის დაუფლება სურს. ყოფილ პატიმრებს შეუძლიათ, ჩვენი "ცხელი ხაზის" ნომერზე დარეკონ: 214.51.45, ჩავინიშნავთ მათ მონაცემებს, სოციალური მუშაკი მივა და შეისწავლის მათ ოჯახურ პირობებს. ამის შეფასების შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, დავეხმარებით: თუ ფსიქოლოგი სჭირდება, მასთან დავაკავშირებთ, თუ სხვა პრობლემა აქვს, ამის მოგვარებასაც შევეცდებით. სოცმუშაკი პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე გააგრძელებს მასთან მუშაობას. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება საგრანტო პროგრამა ამ მიმართულებით და დაინტერესებული ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას, გამარჯვებული კი მიიღებს გრანტს და მუშაობა უფრო გაფართოვდება.

- მათი გადამზადება სად მოხდება და რა პროფესიებს დაეუფლებიან მსურველები?

- მათი პროფესიული გადამზადება ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდება. ისინი დაეუფლებიან საჭირო პროფესიებს. სამწუხაროდ, გათავისუფლებულთა უმრავლესობა პროფესიას არ ფლობს, რადგან ის წლები, რომლებიც სწავლისთვის უნდა დაეთმო, ციხეში იჯდა. მათ უნდა დავეხმაროთ. უშუალოდ სამინისტრო ვერ მისცემს ადამიანებს სამუშაოს ან კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად ფულს, მაგრამ ასწავლის, როგორ გააკეთონ ბიზნესი, რომ გადამზადებულმა ადამიანებმა დამოუკიდებლად შეძლონ შემდგომ თუნდაც ბიზნესის აწყობა. ჯერჯერობით თბილისის მასშტაბით ვმუშაობთ, მაგრამ შეგვიძლია რეგიონებშიც მოვუგვაროთ ადამიანებს გარკვეული პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტი ამაში დაგვეხმარება.

მახარე მერებაშვილი:

- ორგანიზაციები, რომლებიც აქამდეც თანამშრომლობდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და ჰქონდათ სხვადასხვა პროგრამა, კვლავ გააგრძელებენ მუშაობას და ეს ერთგვარად, ჩვენც დაგვეხმარება. ვფიქრობთ, უნდა შეიქმნას ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მათ რესოციალიზაციაზე იმუშავებს. დასაქმება არის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მთავარი საშუალება, მაგრამ ეს ადვილი არ არის.

- 7000-ზე მეტმა პატიმარმა დატოვა ციხე, ამდენი ადამიანის დახმარებას შეძლებთ?

- ბევრი პატიმარია ამნისტირებული. ამიტომ ჩვენ გამოვკვეთეთ კონკრეტული ჯგუფი - 25 წლამდე მამაკაცები და 40 წლამდე ქალები; მათ მიენიჭებათ პრიორიტეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ 35-40 წლის ადამიანი მოგვმართავს პრობლემით, მას არ დავეხმარებით. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია, მხოლოდ სურვილი უნდა დააფიქსიროს მოქალაქემ. თუ სამართლებრივი პრობლემები ექნებათ მოსაგვარებელი, შეგვიძლია, იურისტებთან დავაკავშიროთ, რომ საჭირო იურიდიული კონსულტაცია მიიღონ. მოკვლევა ჩავატარეთ სხვადასხვა ორგანიზაციაში და ძირითადად გამოიკვეთა ის პროფესიები, რაზეც ბაზარზე არის მოთხოვნა. ჩამონათვალში ათამდე მოთხოვნადი პროფესიაა: მეფილე, მღებავი, კალატოზი, დურგალი, ელექტრიკოსი, ბუღალტერი, კომპიუტერის ქსელის სპეციალისტები; ქალებისთვის: მქარგავი, ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი.

- როგორც ჩანს, პრიორიტეტი მაინც 25 წლამდე ახალგაზრდებს და 40 წლამდე ქალბატონებს მიენიჭებათ. თუ არის ზუსტი სტატისტიკა, დაახლოებით რამდენი ასეთი ადამიანია გარეთ გამოსული?

- დაახლოებით 1000-მდე ადამიანი გამოიკვეთა იმ სამიზნე ჯგუფში, რომელიც ჩვენ ასაკის მიხედვით დავყავით. გათავისუფლებულ პირებს დაწესებულებიდან გამოსვლის დროს ერთგვერდიანი წერილი ხვდებოდათ თეა წულუკიანის ხელმოწერით. იქ იყო ჩვენი საკონტაქტო მისამართი და პატიმარს შეეძლო, ანკეტა გამოსვლამდე შეევსო და დაეტოვებინა. ანკეტის ეს დანართებიც მოდის ჩვენთან და მათ იქიდანაც ვუკავშირდებით. საკუთარი სურვილის გარეშე, ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ პროგრამაში ჩართვას. ამ ეტაპზე საგრანტო პროგრამებია შექმნილი და ამ დღეებში ტენდერი გამოცხადდება.

- უკვე დაეხმარეთ ვინმეს?

- მათი გადამზადება სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყება. ერთი შემთხვევა მახსენდება, დასაქმებასთან დაკავშირებით: მამაკაცმა კონკრეტულ ორგანიზაციაში მძღოლის ადგილი მოიძია, მაგრამ პრობლემა იმის გამო შეექმნა, რომ ის ნასამართლევი იყო. ამ ადამიანს ჩვენ გავუწიეთ რეკომენდაცია, რადგან სოციალურმა მუშაკმა კარგად იცის თითოეული ბენეფიციარის მდგომარეობა და შესაძლებლობა. პრობლემა მოგვარდა და ის ახლა მძღოლად მუშაობს.

ასევე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ციხიდან გათავისუფლდა, თავშესაფრის პრობლემა ჰქონდა. მას არც ოჯახი და არც ისეთი ადამიანი ჰყავდა, ვისთანაც ცხოვრებას შეძლებდა. მისი პატიმრობაში ყოფნის დროს სოფელში არსებული მისი სახლი ჩამოიშალა და საცხოვრებლად უვარგისი იყო. მის რაიონში ჩავედით, ვესაუბრეთ საკრებულოს თავმჯდომარეს. სახსრები გამოინახა და მისი სახლის სახურავი შეკეთდა. იქაურმა მუნიციპალიტეტმა იმის ვალდებულებაც აიღო, რომ ერთი ოთახიც მოუწყოს. თავის მშობლიურ სახლში იცხოვრებს, აქვს დიდი ეზო, ალბათ დაამუშავებს, მოიყვანს პროდუქტებს და ცხოვრებას ააწყობს. ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს და ამ კუთხითაც დავეხმარეთ. ის გადავამისამართეთ შესაბამის კლინიკაში.

თავშესაფრები სამწუხაროდ არ გვაქვს. არადა, ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც ჭერის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ საპატრიარქოსთან და ასეთ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, დროებით ღამე მონასტერში გაათიონ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ