ქუთაისში, ვარლამიშვილის #4-ში მდებარე კორპუსის სარდაფში ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მომხდარის გარემოებები ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ, რადგან ცხედარს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.