პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდიანი" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა
"გარდიანი" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე სა­ი­დუმ­ლო ფირ­მე­ბის მფლო­ბე­ლებს შო­რი­საა", - ამ სა­თა­უ­რით ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი" დე­ვიდ ლის სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე ოფ­შო­რუ­ლი არა­სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ გა­ჩე­ნილ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, შე­საძ­ლოა, "ბრი­ტა­ნე­თის იმი­ჯი შე­არ­ყი­ოს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იმ ახა­ლი სა­ხე­ლე­ბის სიის სა­თა­ვე­შია, ვინც ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბად დღეს და­სა­ხელ­დნენ.

"ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო მი­წე­ბი "ბრი­ტა­ნეთს იმიჯს ულა­ხავს". ამა­სო­ბა­ში ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დე­ვიდ ქე­მე­რონს მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სა­ხე­ლებს შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ფი­გუ­რი­რებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია გა­სუ­ლი წლი­დან, ამ სა­ხე­ლებს შო­რი­საა პა­კის­ტა­ნის, ინ­დო­ე­თის, ტა­ი­ლან­დი­სა და ინ­დო­ნე­ზი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რე­ბი.

ლორდ ოკე­შო­ტი, "ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ხა­ზი­ნის ყო­ფი­ლი პრესს­პი­კე­რი აცხა­დებს: "რო­გორ შე­უძ­ლია დე­ვიდ ქე­მე­რონს სა­ხის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით მო­უ­წო­დოს "დიდ რვი­ანს", რომ გა­ზარ­დოს მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის გა­და­სა­ხა­დე­ბი მა­შინ, როცა ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ ბრი­ტა­ნე­თის კა­ნო­ნე­ბით, რათა მი­ლი­არ­დე­ბი იშო­ვოს ჭუ­ჭყი­ა­ნი ფუ­ლით?".

ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ათა­სო­ბით მფლო­ბელ­თა სა­ხე­ლე­ბი ვა­შინგტონ­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუფ­მა ICIJ, "გარ­დი­ან­თან" და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ებ­თან ერ­თად გა­ამ­ჟღავ­ნა. "სწო­რედ ახლა დად­გა სა­კი­თხთან გამ­კლა­ვე­ბის დრო. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გა­სუ­ლი წლის "დიდი რვი­ა­ნის" სა­მიტ­ზე მან სა­ი­დუმ­ლო კომ­პა­ნი­ებ­თან ბრძო­ლის პი­რო­ბა დადო, ახლა დროა ქე­მე­რონ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა და­ი­წყონ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დვი­ლე­ში აკონ­ტრო­ლე­ბენ კომ­პა­ნი­ებს", -აცხა­დებს დე­ვიდ პალ­მე­რი.

"გარ­დი­ანს" ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია " Bosherston Overseas Corp". აქვე სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. 2006-2009 წლებ­ში ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც პა­ნა­მი­დან აგენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით იმარ­თე­ბო­და. კომ­პა­ნია 2006 წელს შე­იქ­მნა და დღე­საც აქ­ტი­უ­რია. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის პრესმდივ­ნის კო­მენ­ტა­რიც, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მან ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ე­რად გა­ა­კე­თა. "2011-12 წლე­ბის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვილს კომ­პა­ნი­ა­ში წილი აღარ ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ, არ ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ამის შე­სა­ხებ მის ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა", - ამ­ბობს პრესმდი­ვა­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Guardian-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"გარდიანი" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა

"გარდიანი" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა", - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" დევიდ ლის სტატიას აქვეყნებს.

"ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლის განცხადებით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული არასაბანკო ანგარიშების შესახებ გაჩენილმა ინფორმაციამ, შესაძლოა, "ბრიტანეთის იმიჯი შეარყიოს", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ ახალი სახელების სიის სათავეშია, ვინც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო ოფშორული კომპანიების მფლობელებად დღეს დასახელდნენ.

"ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო მიწები "ბრიტანეთს იმიჯს ულახავს". ამასობაში ანტიკორუფციული კამპანიის წარმომადგენლები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური ინფორმაციის გაჟონვაში გავრცელებულ სახელებს შორის ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრია გასული წლიდან, ამ სახელებს შორისაა პაკისტანის, ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის მნიშვნელოვანი ფიგურები.

ლორდ ოკეშოტი, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი და ხაზინის ყოფილი პრესსპიკერი აცხადებს: "როგორ შეუძლია დევიდ ქემერონს სახის სერიოზული გამომეტყველებით მოუწოდოს "დიდ რვიანს", რომ გაზარდოს მსხვილი ბიზნესის გადასახადები მაშინ, როცა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების გამოყენების უფლებას ვაძლევთ ბრიტანეთის კანონებით, რათა მილიარდები იშოვოს ჭუჭყიანი ფულით?".

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო ოფშორული კომპანიების ათასობით მფლობელთა სახელები ვაშინგტონში დაფუძნებულმა ჟურნალისტთა ჯგუფმა ICIJ, "გარდიანთან" და სხვა საერთაშორისო მედიებთან ერთად გაამჟღავნა. "სწორედ ახლა დადგა საკითხთან გამკლავების დრო. იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის "დიდი რვიანის" სამიტზე მან საიდუმლო კომპანიებთან ბრძოლის პირობა დადო, ახლა დროა ქემერონმა და მისმა კოლეგებმა დაიწყონ ინფორმაციის გავრცელება ხალხზე, რომლებიც სინამდვილეში აკონტროლებენ კომპანიებს", -აცხადებს დევიდ პალმერი.

"გარდიანს" ასევე მითითებული აქვს ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანია " Bosherston Overseas Corp". აქვე სტატიაში აღნიშნულია, რომ მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. 2006-2009 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კომპანიის დირექტორი იყო, რომელიც პანამიდან აგენტის მეშვეობით იმართებოდა. კომპანია 2006 წელს შეიქმნა და დღესაც აქტიურია. სტატიაში მოყვანილია ივანიშვილის პრესმდივნის კომენტარიც, რომელიც აცხადებს, რომ მან ყველაფერი კანონიერად გააკეთა. "2011-12 წლებისთვის პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს კომპანიაში წილი აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, არ ჰქონდა ვალდებულება ამის შესახებ მის ფინანსურ დეკლარაციაში განეცხადებინა", - ამბობს პრესმდივანი.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"