პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოუწია ექსტრემალურ პირობებში სიმღერამ უკრაინულ "ვოისში" ოთო ნემსაძეს
რატომ მოუწია ექსტრემალურ პირობებში სიმღერამ უკრაინულ "ვოისში" ოთო ნემსაძეს

ოთო ნემ­სა­ძე 2010 წელს "ჯე­ოს­ტა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­რა. მალე ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ამ­თავ­რებს და ქარ­თველ მსმე­ნელს წა­რუდ­გენს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მკაცრ შემ­ფა­სებ­ლად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა დროს არ კარ­გავს და პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნუ­ლი "ახა­ლი ხმის" კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე გახ­და. ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა "ფი­ლინგ გუ­დის" შეს­რუ­ლე­ბით იქა­უ­რი მწვრთნე­ლე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა და ოთხი­ვე შე­მო­ატ­რი­ა­ლა, თუმ­ცა წი­ნას­წარ იცო­და, ვის­თა­ნაც უნ­დო­და წას­ვლა. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლით იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­და, რომ მას კი­ევ­ში ჩაფ­რე­ნა­საც კი უნა­ზღა­უ­რე­ბენ. ოთოს ბრმა კას­ტინ­გის ვი­დე­ომ "ფე­ის­ბუქ­ში" დიდი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია.

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ უკ­რა­ი­ნა­ში და ქარ­თულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ "იბე­რი­ე­ლი", კერ­ძოდ, მის­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბესო შა­მუ­გი­ამ მირ­ჩია, მივ­სუ­ლი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სის" კას­ტინგზე, რო­დე­საც კი­ევ­ში გახ­ლდით ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე. ამ ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მარ­თა კონ­ცერ­ტი და შემ­თხვე­ვით და­ემ­თხვა ეს კას­ტინ­გე­ბი, მეც შე­ვირ­ბი­ნე.

- რო­გორც ჩანს, მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი შენ­თვის დი­დად სა­ნერ­ვი­უ­ლო არ არის.

- "ჯე­ოს­ტარ­ზე" მარ­თლაც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მით­ქვამს და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით წარ­დგო­მა ჩემ­თვის უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე უცხო­უ­რი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უცხო­უ­რი სიმ­ღე­რით. აქ ერთ ნოტს არ გა­პა­ტი­ე­ბენ და სწო­რიც არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მკაც­რი მსმე­ნე­ლია. უკ­რა­ი­ნა­ში უცხო­უ­რი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას სა­ერ­თოდ არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, რად­გან აქ დიდი სკო­ლა მაქვს გავ­ლი­ლი. ძა­ლი­ან დიდ სტი­მულს მაძ­ლევს ის, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ასე მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და ამ­ხე­ლა კონ­კურ­სი მაქვს მო­გე­ბუ­ლი. ის გან­ცდე­ბი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, რაც "ჯე­ოს­ტა­რის" დროს მქონ­და. ვიცი, რომ საქ­მე უნდა გა­ვა­კე­თო.

- ოთო, კმა­ყო­ფი­ლი ხარ იმით, რა­საც "ჯე­ოს­ტარ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მი­აღ­წიე?

- "ჯე­ოს­ტა­რით" ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ და მად­ლო­ბე­ლი გახ­ლა­ვართ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ჩემ­თვის ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა.

- მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რა­დაც?

- ფი­ნან­სუ­რად? ვერ გე­ტყვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნი სიმ­ღე­რით ცხოვ­რობს. ამ მხრივ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ ვართ. შო­უ­ბიზ­ნე­სი მოკ­ვდაო, რომ ამ­ბო­ბენ, არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან მა­შინ მეც მოვ­კვდე­ბო­დი მში­ე­რი. შო­უ­ბიზ­ნე­სი ფეთ­ქავს. "ჯე­ოს­ტარ­მა" უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

- ამ პრო­ექტს მო­აქვს პო­პუ­ლა­რო­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ შენი კა­რი­ე­რის შემ­დე­გი გან­ვი­თა­რე­ბით თუ ხარ კმა­ყო­ფი­ლი, ამას გე­კი­თხე­ბო­დი.

- პრო­ექ­ტის მერე არა­ვინ არა­ვის კა­რი­ე­რას არ აა­წყობს, თუმ­ცა "ჯე­ოს­ტა­რი" ამ მხრი­ვაც ცდი­ლობ­და დახ­მა­რე­ბას, რად­გან მალე ჩემი ალ­ბო­მი გა­მო­ვა. მე 2010 წელს გა­ვი­მარ­ჯვე. ალ­ბომს და­აგ­ვი­ან­და იმი­ტომ, რომ ჯერ სხვა ჯე­ოს­ტა­რე­ლე­ბის ალ­ბო­მე­ბი იყო გა­მო­საშ­ვე­ბი. ხელი არ უნდა შეგ­ვე­შა­ლა ერ­თმა­ნე­თის­თვის. თა­ნაც, ცო­ცხა­ლი არან­ჟი­რე­ბის ჩა­წე­რას ძა­ლი­ან დიდი დრო სჭირ­დე­ბა. თით­ქმის ერთი წელი საკ­მა­ოდ რთულ პი­რო­ბებ­ში ვი­მუ­შა­ვეთ. ზოგს ჰგო­ნია, რომ გა­მო­ვა, ჩა­წერს ალ­ბომს და ასე მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის ბენდთან ერ­თად ვმუ­შა­ობ ალ­ბომ­ზე.

- ეს შე­კი­თხვე­ბი იმი­ტომ და­გის­ვი, რომ მე­კი­თხა, სხვა ქვეყ­ნის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა?

- მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი მიყ­ვარს. ბევ­რი იმა­საც მე­კი­თხე­ბა და ზოგი აპ­რო­ტეს­ტებ­და, ქარ­თულ "ახალ ხმა­ში" რა­ტომ არ გა­მო­ვი­დაო, მაგ­რამ მე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი ხმა არ ვარ. ისე, ამ პრო­ექტს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ და ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ეს კონ­კურ­სი მა­ინც სი­ურპრი­ზის­თვი­საა. არა მგო­ნია, ბრმა კას­ტინგზე ჟი­უ­რის რო­მე­ლი­მე წევ­რს ვერ ვეც­ნე. არა მგო­ნია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი ცნო­ბა გას­ჭირ­ვე­ბო­დათ (იცი­ნის). ასე რომ, უკ­რა­ი­ნა­ში გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იქ 48 მლნ ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ჩემი ცნო­ბა­დო­ბა იქ გა­იზ­რდე­ბა. თუკი რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მექ­ნე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდე­ბი. ძა­ლი­ან კარგ ბენდთან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებ და შემ­თხვე­ვით ეს კონ­კურ­სი თუ მო­ვი­გე კი­დეც, ალ­ბომ­საც მჩუქ­ნი­ან. რა­ტო­მაც არ უნდა მე­ცა­და?!..

- კას­ტინგზე ვინც იჯდა, მარ­თა­ლი გი­თხრა, ვე­რა­ვინ ვი­ცა­ნი, არ ვარ უკ­რა­ი­ნის შო­უ­ბიზ­ნეს­ში ჩა­ხე­დუ­ლი.

- იქ იყ­ვნენ სლა­ვა ვა­კარ­ჩუ­კი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ და ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია, რაც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა. ის ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, მათ კა­რი­ე­რას ვა­დევ­ნებ­დი თვალს და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სლა­ვა ნი­ჭი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ფი­ზი­კო­სი. ყვე­ლა­ფერს სუფ­თა თვა­ლით უყუ­რებს, თა­ვა­დაც სუფ­თა პი­როვ­ნე­ბაა და გა­მი­მარ­თლა, რომ მას­თან მოვ­ხვდი. ოლეგ სკრი­პ­კას ვიც­ნობ­დი, პო­ნო­მა­რი­ო­ვი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სფე­რო­ში ტრი­ა­ლებს და რო­გორც გა­ვი­გე, იქ ბევ­რს არ უყ­ვარს (იღი­მე­ბა). ტინა კა­რო­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი გო­გო­ნა ყო­ფი­ლა, მგო­ნი, 2004 წელს იყო იურ­მა­ლა­ში უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით და შემ­დეგ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა აი­წყო. სლა­ვა ვა­კარ­ჩუ­კის ჯგუფს დიდი ხა­ნია ვუს­მენ და ძა­ლი­ან მინ­დო­და მას­თან მოხ­ვედ­რა. როცა ოთხი­ვე მწვრთნე­ლი მოტ­რი­ალ­და და სლა­ვამ და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, სხვებს აღარც და­ვა­ცა­დე და მას­თან წა­ვე­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ თუ მოტ­რი­ალ­დე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად მას ავირ­ჩევ­დი.

- მა­ინც არ ინერ­ვი­უ­ლე?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­ტო ვი­ყა­ვი და არ შემ­ში­ნე­ბია. ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მო იყო. თვი­თონ ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, რომ მემ­ღე­რა. პრე­კას­ტინ­გე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე და­მი­რე­კეს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, ნამ­დვი­ლად ჩა­ვი­დო­დი ბრმა კას­ტინგზე. ახ­ლაც კვი­რა­ში ერთხელ მი­წევს ჩაფ­რე­ნა და დავ­ფიქ­რდი, ყო­ველ ჩას­ვლა­ზე 1000 დო­ლა­რის და­ხარ­ჯვა რამ­დე­ნად შე­მეძ­ლო. შემ­დეგ შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ თა­ვად აა­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ ბევრ რა­მეს და დავ­თან­ხმდი. თა­ვად იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი და მეც აღარ მი­ფიქ­რია უკან და­ხე­ვა­ზე.

- სიმ­ღე­რა თა­ვად შე­არ­ჩიე?

- ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რაა. "ფი­ლინგ გუ­დის" თით­ქმის ყვე­ლა ვერ­სია მაქვს ნამ­ღე­რი. უნ­დო­დათ სა­კონ­კურ­სო, ცნო­ბი­ლი და მუხ­ტი­ა­ნი სიმ­ღე­რა. ეს სიმ­ღე­რა ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. ახლა რაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, იმას რინგზე შე­ვას­რუ­ლებ, მაგ­რამ წი­ნას­წარ და­სა­ხე­ლე­ბა არ შე­მიძ­ლია. 28 მარტს მი­ვემ­გზავ­რე­ბი, რომ რინ­გი და ნო­კა­უ­ტი ჩავ­წე­როთ (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 25 მარტს - ავტ.). იქ ცოტა სხვა­ნა­ი­რი წყო­ბაა, ჯერ რინ­გია, შემ­დეგ ნო­კა­უ­ტი. რინგს თუ დაძ­ლევ, სხვა სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა გი­წევს და ამ სიმ­ღე­რით გა­მო­დი­ხარ მე­ტო­ქის წი­ნა­შე. 31 მარტს იქ­ნე­ბა ნო­კა­უ­ტი.

- უკ­რა­ი­ნა­ში რომ იცხოვ­რო ეს პე­რი­ო­დი, არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- აქ თუ არ ვი­მუ­შა­ვე, იქ ვერ ვი­ცხოვ­რებ (იცი­ნის). აქაც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს, სი­ახ­ლე­ებს ვგეგ­მავ. ძი­რი­თა­დად აქ ვარ. იქ მხო­ლოდ ჩა­წე­რებ­ზე მი­წევს ჩას­ვლა. სხვა­თა შო­რის, სიმ­ღე­რის არ­ჩე­ვა­ზე რომ მკი­თხეთ, რომ ჩა­ვე­დი და ბენდთან დავ­დე­ქი რე­პე­ტი­ცი­ის­თვის, ჩა­წე­რამ­დე ერთი სა­ა­თი რჩე­ბო­და და უც­ბად მი­თხრეს, ეს სიმ­ღე­რა არ ვი­ცი­თო (იცი­ნის). ნო­ტე­ბი ამო­ვუ­ბეჭ­დე და ვუ­თხა­რი, ეს უნდა და­უკ­რათ-მეთ­ქი. ნაკ­ლე­ბად მო­ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ და­უკ­რავ­დნენ, მაგ­რამ თავი გა­არ­თვეს, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე მი­თხრეს, რომ 5-წუ­თი­ა­ნი სიმ­ღე­რაა და წუთ­ნა­ხევ­რამ­დე უნდა და­ვიყ­ვა­ნო­თო. მოკ­ლედ, ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი იყო.

- გო­გო­ნა გახ­ლდა სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ.

- ირი­ნა? ჩვენს სა­ელ­ჩოს­თან მე­გობ­რობს, აკე­თებს ქარ­თულ დღე­ებს. ერთხელ ჩემი წაყ­ვა­ნაც უნ­დო­და, მაგ­რამ მა­შინ არ გა­მო­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მოჰ­ყავს ხოლ­მე უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და აქე­და­ნაც მიჰ­ყავს ქარ­თვე­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ზე ძა­ლი­ან არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- შენ­თვის მხო­ლოდ მე­გო­ბა­რია?

- (იღი­მის) მხო­ლოდ მე­გო­ბა­რი. მარ­თლა კარ­გი გო­გო­ნაა და უბ­რა­ლოდ ვმე­გობ­რობთ.

- მწვრთნელ­თან რო­გორ მუ­შა­ობ, გის­წო­რებს რა­მეს?

- ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. მას ბევ­რი დრო არ აქვს, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია, ახლა ალ­ბომს წერს. ორი დღე იყო ჩვენ­თან ერ­თად, იქ ეძი­ნა, ჭამ­და და სვამ­და. შე­ნიშ­ვნა არ მო­უ­ცია, მაგ­რამ რჩე­ვე­ბი ჰქონ­და. მე­უბ­ნე­ბა, გა­მი­ჭირ­დე­ბა ის, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და უკ­რა­ი­ნულ სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ არ და­ი­ჩაგ­როო, მი­თხრა.

- გვახ­სოვს რამ­დე­ნი­მე შემთხ­ვევა, როცა უკ­რა­ი­ნულ "ვო­ის­ში" იყო ქარ­თვე­ლი, რუ­სულ­ში აჩი ფურ­ცე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ცოტა დაგ­ვი­ჩაგ­რეს.

- შე­ვეც­დე­ბი, რომ ვიყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ვერ დამ­ჩაგ­რონ. მთე­ლი ბლო­გე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რა­დი­ო­ე­ბი იმა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ არ უნდა და­ვი­ჩაგ­რო. ამ­ბო­ბენ, ჩვენს მომ­ღერ­ლებს მსგავ­სი მუხ­ტი არ ჰყოფ­ნით და იყოს ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა შე­ხე­და­ვენ და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ მუხ­ტი სა­ჭი­რო­აო. თუმ­ცა ბევ­რია ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტიც, ასე რომ, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არის. მა­ინც და­ვიმ­სა­ხუ­რე ბევ­რის სიმ­პა­თია, ჩემს გა­მოს­ვლას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

- კი­ე­ვის­კენ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან მი­ის­წრაფ­ვი­ან ხოლ­მე და შენ რო­გო­რი ხარ ამ მხრივ?

- სრუ­ლი იდი­ო­ტი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, მა­გის გამო არ მი­ვის­წრაფ­ვი-მეთ­ქი, თუმ­ცა მარ­თლა საქ­მე­ზე წა­ვე­დი და ერთი წუ­თიც არ მრჩე­ბა, რომ გა­ვი­ა­რო სად­მე და ყავა დავ­ლიო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ჰყავთ, სა­ოც­რად ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი და თბი­ლე­ბი არი­ან. გვერ­დზე გა­ხედ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი (იღი­მე­ბა). ახლა რომ ჩა­ვალ, ალ­ბათ ერთი-ორი ადა­მი­ა­ნი უკვე მიც­ნობს.

- გა­მარ­ჯვე­ბა­ზე რას ფიქ­რობ?

- არ მაქვს ეს ამ­ბი­ცია, მაგ­რამ არც "ჯე­ოს­ტარ­ში" მივ­სულ­ვარ გა­სა­მარ­ჯვებ­ლად. ისე­თი უნა­მუ­სო არ ვარ, რომ კი­ევ­ში წა­ვი­დე მო­სა­გე­ბად, თუმ­ცა ვნა­ხოთ.

- კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შემ­თხვე­ვა­ში გა­დახ­ვი­დო­დი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად?

- სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე დიდი ხანი ვერ ვძლებ, მაგ­რამ არ არის პრობ­ლე­მა, სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი და ვი­მუ­შა­ვებ­დი. ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, იქ წას­ვლა-წა­მოს­ვლა არ არის პრობ­ლე­მა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ...

- ყვე­ლა ქარ­თველს დიდი მად­ლო­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში არ ჰქო­ნია ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხალ­ხმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დადო, ხალ­ხი წერს, რომ მო­ე­წო­ნათ, როცა ვთქვი, ქარ­თვე­ლი ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ, აბა, სხვა რა უნდა მეთ­ქვა?!. ხალ­ხის რე­აქ­ცი­ით სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვარ გა­ო­ცე­ბუ­ლი, ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას არ ვე­ლო­დი.

- აქ თუ არის ისე­თი გო­გო­ნა, რომ­ლის აზ­რიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ინ­ტე­რე­სებს?

- აქ გავ­ჩუმ­დე­ბი!.. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რებ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა გი­ზის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

- მა­შინ მე გა­ვა­კე­თებ დას­კვნას, რომ არის ასე­თი გო­გო­ნა.

- გავ­ჩუმ­დე­ბი (იცი­ნის)!..

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ოთო ნემ­სა­ძემ უკ­რა­ი­ნულ Voice-ში ჟი­უ­რის ოთხი­ვე წევ­რი შე­მო­აბ­რუ­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რატომ მოუწია ექსტრემალურ პირობებში სიმღერამ უკრაინულ "ვოისში" ოთო ნემსაძეს

რატომ მოუწია ექსტრემალურ პირობებში სიმღერამ უკრაინულ "ვოისში" ოთო ნემსაძეს

ოთო ნემსაძე 2010 წელს "ჯეოსტარის" გამარჯვებული გახდა და ხალხის დიდი სიყვარული და სიმპათია დაიმსახურა. მალე ალბომზე მუშაობას დაამთავრებს და ქართველ მსმენელს წარუდგენს, რომელსაც ყველაზე მკაცრ შემფასებლად მიიჩნევს, თუმცა დროს არ კარგავს და პარალელურად, უკრაინული "ახალი ხმის" კონკურსის მონაწილე გახდა. ცნობილი სიმღერა "ფილინგ გუდის" შესრულებით იქაური მწვრთნელები აღაფრთოვანა და ოთხივე შემოატრიალა, თუმცა წინასწარ იცოდა, ვისთანაც უნდოდა წასვლა. უკრაინული მხარე ქართველი შემსრულებლით იმდენად დაინტერესდა, რომ მას კიევში ჩაფრენასაც კი უნაზღაურებენ. ოთოს ბრმა კასტინგის ვიდეომ "ფეისბუქში" დიდი ჟივილ-ხივილი გამოიწვია.

- საქართველოს საელჩომ უკრაინაში და ქართულმა ასოციაციამ "იბერიელი", კერძოდ, მისმა პრეზიდენტმა ბესო შამუგიამ მირჩია, მივსულიყავი უკრაინული "ვოისის" კასტინგზე, როდესაც კიევში გახლდით ერთ-ერთ კონცერტზე. ამ ასოციაციამ გამართა კონცერტი და შემთხვევით დაემთხვა ეს კასტინგები, მეც შევირბინე.

- როგორც ჩანს, მუსიკალური კონკურსები შენთვის დიდად სანერვიულო არ არის.

- "ჯეოსტარზე" მართლაც ვნერვიულობდი. მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ქართველი მსმენელის წინაშე ქართული სიმღერით წარდგომა ჩემთვის უფრო რთულია, ვიდრე უცხოური აუდიტორიის წინაშე უცხოური სიმღერით. აქ ერთ ნოტს არ გაპატიებენ და სწორიც არის, საქართველოში ძალიან მკაცრი მსმენელია. უკრაინაში უცხოური სიმღერის შესრულებისას საერთოდ არ მინერვიულია, რადგან აქ დიდი სკოლა მაქვს გავლილი. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ის, რომ ქართველები ასე მგულშემატკივრობენ და ამხელა კონკურსი მაქვს მოგებული. ის განცდები ნამდვილად არ მაქვს, რაც "ჯეოსტარის" დროს მქონდა. ვიცი, რომ საქმე უნდა გავაკეთო.

- ოთო, კმაყოფილი ხარ იმით, რასაც "ჯეოსტარში" გამარჯვების შემ­დეგ მიაღწიე?

- "ჯეოსტარით" ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობელი გახლავართ ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ამ პროექტში იყვნენ ჩართული. ამ პროექტის შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა.

- მათ შორის ფინანსურადაც?

- ფინანსურად? ვერ გეტყვით, რომ საქართველოში ადამიანი სიმღერით ცხოვრობს. ამ მხრივ ფუფუნებაში არ ვართ. შოუბიზნესი მოკვდაო, რომ ამბობენ, არ ვეთანხმები, რადგან მაშინ მეც მოვკვდებოდი მშიერი. შოუბიზნესი ფეთქავს. "ჯეოსტარმა" უდიდესი გამოცდილება მომცა, ადამიანების სიყვარული, რასაც ძალიან ვაფასებ.

- ამ პროექტს მოაქვს პოპულარობა, გამოცდილება, მაგრამ შენი კარიერის შემდეგი განვითარებით თუ ხარ კმაყოფილი, ამას გეკითხებოდი.

- პროექტის მერე არავინ არავის კარიერას არ ააწყობს, თუმცა "ჯეოსტარი" ამ მხრივაც ცდილობდა დახმარებას, რადგან მალე ჩემი ალბომი გამოვა. მე 2010 წელს გავიმარჯვე. ალბომს დააგვიანდა იმიტომ, რომ ჯერ სხვა ჯეოსტარელების ალბომები იყო გამოსაშვები. ხელი არ უნდა შეგვეშალა ერთმანეთისთვის. თანაც, ცოცხალი არანჟირების ჩაწერას ძალიან დიდი დრო სჭირდება. თითქმის ერთი წელი საკმაოდ რთულ პირობებში ვიმუშავეთ. ზოგს ჰგონია, რომ გამოვა, ჩაწერს ალბომს და ასე მარტივად იქნება ყველაფერი. ზვიად ბოლქვაძის ბენდთან ერთად ვმუშაობ ალბომზე.

- ეს შეკითხვები იმიტომ დაგისვი, რომ მეკითხა, სხვა ქვეყნის კონკურსში მონაწილეობა რამ გადაგაწყვეტინა?

- მუსიკალური კონკურსები მიყვარს. ბევრი იმასაც მეკითხება და ზოგი აპროტესტებდა, ქართულ "ახალ ხმაში" რატომ არ გამოვიდაო, მაგრამ მე საქართველოსთვის ახალი ხმა არ ვარ. ისე, ამ პროექტს ძალიან ვაფასებ და ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა. ეს კონკურსი მაინც სიურპრიზისთვისაა. არა მგონია, ბრმა კასტინგზე ჟიურის რომელიმე წევრს ვერ ვეცნე. არა მგონია, რომ ჯერჯერობით ჩემი ცნობა გასჭირვებოდათ (იცინის). ასე რომ, უკრაინაში გადავწყვიტე მონაწილეობა. იქ 48 მლნ ადამიანი ცხოვრობს და ჩემი ცნობადობა იქ გაიზრდება. თუკი რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები. ძალიან კარგ ბენდთან ერთად ვიმუშავებ და შემთხვევით ეს კონკურსი თუ მოვიგე კიდეც, ალბომსაც მჩუქნიან. რატომაც არ უნდა მეცადა?!..

- კასტინგზე ვინც იჯდა, მართალი გითხრა, ვერავინ ვიცანი, არ ვარ უკრაინის შოუბიზნესში ჩახედული.

- იქ იყვნენ სლავა ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინაში ძალიან უყვართ და ნინო ქათამაძესთან ერთად ყველაზე ცნობილი მომღერალია, რაც ძალიან მეამაყება. ის ჯგუფის შემადგენლობაშია, მათ კარიერას ვადევნებდი თვალს და ძალიან კარგი ადამიანები არიან. სლავა ნიჭიერი, განათლებული ადამიანია, ფიზიკოსი. ყველაფერს სუფთა თვალით უყურებს, თავადაც სუფთა პიროვნებაა და გამიმართლა, რომ მასთან მოვხვდი. ოლეგ სკრიპკას ვიცნობდი, პონომარიოვი კლასიკური მუსიკის სფეროში ტრიალებს და როგორც გავიგე, იქ ბევრს არ უყვარს (იღიმება). ტინა კაროლი უკრაინაში ცნობილი გოგონა ყოფილა, მგონი, 2004 წელს იყო იურმალაში უკრაინის სახელით და შემდეგ თავისი კარიერა აიწყო. სლავა ვაკარჩუკის ჯგუფს დიდი ხანია ვუსმენ და ძალიან მინდოდა მასთან მოხვედრა. როცა ოთხივე მწვრთნელი მოტრიალდა და სლავამ დაიწყო ლაპარაკი, სხვებს აღარც დავაცადე და მასთან წავედი. ვფიქრობდი, რომ თუ მოტრიალდებოდა, აუცილებლად მას ავირჩევდი.

- მაინც არ ინერვიულე?

- აბსოლუტურად მარტო ვიყავი და არ შემშინებია. ძალიან კარგი გარემო იყო. თვითონ ძალიან უნდოდათ, რომ მემღერა. პრეკასტინგების შემდეგ რამდენჯერმე დამირეკეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად ჩავიდოდი ბრმა კასტინგზე. ახლაც კვირაში ერთხელ მიწევს ჩაფრენა და დავფიქრდი, ყოველ ჩასვლაზე 1000 დოლარის დახარჯვა რამდენად შემეძლო. შემდეგ შემომთავაზეს, რომ თავად აანაზღაურებდნენ ბევრ რამეს და დავთანხმდი. თავად იყვნენ დაინტერესებულები და მეც აღარ მიფიქრია უკან დახევაზე.

- სიმღერა თავად შეარჩიე?

- ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა. "ფილინგ გუდის" თითქმის ყველა ვერსია მაქვს ნამღერი. უნდოდათ საკონკურსო, ცნობილი და მუხტიანი სიმღერა. ეს სიმღერა ჩემი ინიციატივა იყო. ახლა რაც შემომთავაზეს, იმას რინგზე შევასრულებ, მაგრამ წინასწარ დასახელება არ შემიძლია. 28 მარტს მივემგზავრები, რომ რინგი და ნოკაუტი ჩავწეროთ (ინტერვიუ ჩაწერილია 25 მარტს - ავტ.). იქ ცოტა სხვანაირი წყობაა, ჯერ რინგია, შემდეგ ნოკაუტი. რინგს თუ დაძლევ, სხვა სიმღერის შესრულება გიწევს და ამ სიმღერით გამოდიხარ მეტოქის წინაშე. 31 მარტს იქნება ნოკაუტი.

- უკრაინაში რომ იცხოვრო ეს პერიოდი, არ არის შესაძლებელი?

- აქ თუ არ ვიმუშავე, იქ ვერ ვიცხოვრებ (იცინის). აქაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სიახლეებს ვგეგმავ. ძირითადად აქ ვარ. იქ მხოლოდ ჩაწერებზე მიწევს ჩასვლა. სხვათა შორის, სიმღერის არჩევაზე რომ მკითხეთ, რომ ჩავედი და ბენდთან დავდექი რეპეტიციისთვის, ჩაწერამდე ერთი საათი რჩებოდა და უცბად მითხრეს, ეს სიმღერა არ ვიცითო (იცინის). ნოტები ამოვუბეჭდე და ვუთხარი, ეს უნდა დაუკრათ-მეთქი. ნაკლებად მოველოდებოდი, რომ დაუკრავდნენ, მაგრამ თავი გაართვეს, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან. ნახევარი საათით ადრე მითხრეს, რომ 5-წუთიანი სიმღერაა და წუთნახევრამდე უნდა დავიყვანოთო. მოკლედ, ექსტრემალური პირობები იყო.

- გოგონა გახლდა საგულშემატკივროდ.

- ირინა? ჩვენს საელჩოსთან მეგობრობს, აკეთებს ქართულ დღეებს. ერთხელ ჩემი წაყვანაც უნდოდა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა. საქართველოშიც ჩამოჰყავს ხოლმე უკრაინელი მომღერლები და აქედანაც მიჰყავს ქართველები. საქართველოზე ძალიან არის შეყვარებული.

- შენთვის მხოლოდ მეგობარია?

- (იღიმის) მხოლოდ მეგობარი. მართლა კარგი გოგონაა და უბრალოდ ვმეგობრობთ.

- მწვრთნელთან როგორ მუშაობ, გისწორებს რამეს?

- ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია. მას ბევრი დრო არ აქვს, სულ დაკავებულია, ახლა ალბომს წერს. ორი დღე იყო ჩვენთან ერთად, იქ ეძინა, ჭამდა და სვამდა. შენიშვნა არ მოუცია, მაგრამ რჩევები ჰქონდა. მეუბნება, გამიჭირდება ის, რომ ქართველი ვარ და უკრაინულ სცენაზე ვდგავარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დაიჩაგროო, მითხრა.

- გვახსოვს რამდენიმე შემთხ­ვევა, როცა უკრაინულ "ვოისში" იყო ქართველი, რუსულში აჩი ფურ­ცელაძე, რომელიც ცოტა დაგვიჩაგრეს.

- შევეცდები, რომ ვიყო განსხვავებული და ვერ დამჩაგრონ. მთელი ბლოგები, ტელევიზიები, რადიოები იმაზე ლაპარაკობენ, რომ არ უნდა დავიჩაგრო. ამბობენ, ჩვენს მომღერლებს მსგავსი მუხტი არ ჰყოფნით და იყოს ასეთი შემთხვევა, როცა შეხედავენ და მიხვდებიან, რომ მუხტი საჭიროაო. თუმცა ბევრია ნაციონალისტიც, ასე რომ, აზრთა სხვადასხვაობა არის. მაინც დავიმსახურე ბევრის სიმპათია, ჩემს გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- კიევისკენ ქართველი მამაკაცები ძალიან მიისწრაფვიან ხოლმე და შენ როგორი ხარ ამ მხრივ?

- სრული იდიოტი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, მაგის გამო არ მივისწრაფვი-მეთქი, თუმცა მართლა საქმეზე წავედი და ერთი წუთიც არ მრჩება, რომ გავიარო სადმე და ყავა დავლიო. არაჩვეულებრივი ქალბატონები ჰყავთ, საოცრად ლამაზი გოგონები და თბილები არიან. გვერდზე გახედვა ვერ მოვასწარი (იღიმება). ახლა რომ ჩავალ, ალბათ ერთი-ორი ადამიანი უკვე მიცნობს.

- გამარჯვებაზე რას ფიქრობ?

- არ მაქვს ეს ამბიცია, მაგრამ არც "ჯეოსტარში" მივსულვარ გასამარჯვებლად. ისეთი უნამუსო არ ვარ, რომ კიევში წავიდე მოსაგებად, თუმცა ვნახოთ.

- კარგი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში გადახვიდოდი უკრაინაში საცხოვრებლად?

- საქართველოს გარეშე დიდი ხანი ვერ ვძლებ, მაგრამ არ არის პრობლემა, სიამოვნებით წავიდოდი და ვიმუშავებდი. ბევრი ქართველი ცხოვრობს, იქ წასვლა-წამოსვლა არ არის პრობლემა.

- საქართველოში ძალიან გგულ­შემატკივრობენ...

- ყველა ქართველს დიდი მადლობა. უკრაინაში არ ჰქონია ასეთი გამოხმაურება, როგორც საქართველოში. ხალხმა სოციალურ ქსელებში დადო, ხალხი წერს, რომ მოეწონათ, როცა ვთქვი, ქართველი ვარ-მეთქი, მაგრამ, აბა, სხვა რა უნდა მეთქვა?!. ხალხის რეაქციით სასიამოვნოდ ვარ გაოცებული, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი.

- აქ თუ არის ისეთი გოგონა, რომლის აზრიც განსაკუთრებულად გაინტერესებს?

- აქ გავჩუმდები!.. პირად ცხოვრებაზე ისაუბრებ და აბსოლუტურად ყველა გიზის პირად ცხოვრებაში.

- მაშინ მე გავაკეთებ დასკვნას, რომ არის ასეთი გოგონა.

- გავჩუმდები (იცინის)!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ოთო ნემსაძემ უკრაინულ Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება