ვერძი
უჩვეულო სიტუაციასა და მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით. თუმცა გირჩევთ, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ და ყველაფერს შორიდან დააკვირდეთ.
კურო
მოვლენების დინებას მშვიდად მიჰყევით, ის თავად მიგიყვანთ სასურველ ნაპირამდე.
ტყუპი
თუ ვერ გადაგიწყვეტიათ რა გინდათ, გარშემო მყოფებს მაინც ნუ მოუშლით ნერვებს თქვენი ცვალებადი და ჭირვეული ხასიათით.
კირჩხიბი
რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელით.
ლომი
მოგეჩვენებათ, რომ დღეს ყველა თქვენ წინააღმდეგ ილაშქრებს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მინიმუმამდე დაიყვანეთ შეხვედრები, განსაკუთრებით არასასიამოვნო ადამიანებთან.
ქალწული
დღეს საინტერესო ადამიანებთან საუბარში უამრავ ახალსა და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ ამბავი და ჭორი ერთმანეთში არ აგერიოთ.
სასწორი
დღეს ყველაზე რთული საწოლიდან წამოდგომა იქნება. ყველა პრობლემას ადვილად მოაგვარებთ და საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულებთ კიდეც.