სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქსენია სობჩაკმა და თინა კანდელაკმა ისევ დასცხეს
ქსენია სობჩაკმა და თინა კანდელაკმა ისევ დასცხეს

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი წლე­ბია ერ­თად მო­დი­ან და ხან მა­გა­რი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ხან - მე­ტო­ქე­ე­ბი. ეს ბოლო პე­რი­ო­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით მას მერე, რაც კან­დე­ლაკ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­ფიქ­სი­რა პუ­ტი­ნი­სად­მი სიმ­პა­თი­ე­ბი, ხოლო სობ­ჩა­კი ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე გა­და­ვი­და, მათ შო­რის უფსკრუ­ლი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. არა­და, იყო დრო, ერ­თად მიჰ­ყავ­დათ გა­და­ცე­მა - "ორი ვარ­სკვლა­ვი" და სა­ჯა­როდ სცე­ნა­ზე უზა­სა­ვი­ათ კი­დეც.

ახლა კი მათი "ომი" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ი­მარ­თა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათ კი­დევ ერთხელ შეს­თა­ვა­ზეს ერ­თად მუ­შა­ო­ბა, რა­საც ორი ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის და ელი­ტუ­რი ქალ­ბა­ტო­ნის მკვეთ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მათ ერ­თმა­ნეთს და­უ­პოს­ტეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და ბო­ლოს პოს­ტე­ბი გი­ნე­ბამ­დეც კი მი­ვი­და.

"ბევ­რმა რა­მემ იმ წლე­ბის შემ­დეგ მი­მახ­ვედ­რა, რომ ტყუ­ი­ლად არ გა­ი­ყო მა­შინ ჩვე­ნი - ჩემი და სობ­ჩა­კის გზე­ბი", - და­წე­რა თი­ნამ ქსე­ნი­ას გვერ­დზე და ისიც მი­ა­ყო­ლა, რომ მა­შინ გა­და­ცე­მის ერ­თობ­ლი­ვად წაყ­ვა­ნა და სა­ერ­თოდ ამ გა­და­ცე­მის არ­სე­ბო­ბა თი­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და არა ქსე­ნი­ა­სი. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი ჰყავ­და ოლი­გარ­ქებს შო­რის, მა­ინც კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის წაყ­ვა­ნა ერ­ჩივ­ნა, ვიდ­რე გა­და­ცე­მის", - წერს თინა.

ქსე­ნია ამას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და იქით შე­უბ­რუ­ნა: "თი­ნას ყო­ველ­თვის უკ­ვირ­და, რა­ტომ დავფრი­ნავ­დი აქეთ-იქით გას­ტრო­ლებ­ზე ქა­ლაქ-ქა­ლაქ, როცა "ზე­მოთ" ბევ­რი ნაც­ნო­ბი მყავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და: ახლა ფული ჩი­ნოვ­ნი­კებს აქვთ და უნდა ვე­ცა­დოთ, რო­გორ­მე მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ ბი­უ­ჯეტს, გას­ტრო­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად".

იმა­საც ახა­და ფარ­და, რომ თურ­მე თი­ნას გეგ­მა ჰქო­ნია, სობ­ჩაკს თა­ვი­სი გავ­ლე­ნი­თა და გვა­რით მოს­კოვ­ში შე­ნო­ბა "და­ეთ­რია", თი­ნას კი რა­ღაც სო­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ე­არ­სე­ბი­ნა და გვა­რი­ა­ნი ფული ეშო­ვათ.

სა­ბო­ლო­ოდ ეს ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი ურ­თი­ერ­თგი­ნე­ბე­ბით დას­რულ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ომი ჯერ კი­დევ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ქსენია სობჩაკმა და თინა კანდელაკმა ისევ დასცხეს

ქსენია სობჩაკმა და თინა კანდელაკმა ისევ დასცხეს

ცნობილი ტელეწამყვანები წლებია ერთად მოდიან და ხან მაგარი მეგობრები არიან, ხან - მეტოქეები. ეს ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით მას მერე, რაც კანდელაკმა ოფიციალურად დააფიქსირა პუტინისადმი სიმპათიები, ხოლო სობჩაკი ოპოზიციურ ფლანგზე გადავიდა, მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზარდა. არადა, იყო დრო, ერთად მიჰყავდათ გადაცემა - "ორი ვარსკვლავი" და საჯაროდ სცენაზე უზასავიათ კიდეც.

ახლა კი მათი "ომი" სოციალურ ქსელში გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, მათ კიდევ ერთხელ შესთავაზეს ერთად მუშაობა, რასაც ორი ცნობილი ტელეწამყვანის და ელიტური ქალბატონის მკვეთრი რეაქციები მოჰყვა. მათ ერთმანეთს დაუპოსტეს სოციალურ ქსელებში და ბოლოს პოსტები გინებამდეც კი მივიდა.

"ბევრმა რამემ იმ წლების შემდეგ მიმახვედრა, რომ ტყუილად არ გაიყო მაშინ ჩვენი - ჩემი და სობჩაკის გზები", - დაწერა თინამ ქსენიას გვერდზე და ისიც მიაყოლა, რომ მაშინ გადაცემის ერთობლივად წაყვანა და საერთოდ ამ გადაცემის არსებობა თინას დამსახურება იყო და არა ქსენიასი. "მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა ოლიგარქებს შორის, მაინც კორპორატიული საღამოების წაყვანა ერჩივნა, ვიდრე გადაცემის", - წერს თინა.

ქსენია ამას გამოეხმაურა და იქით შეუბრუნა: "თინას ყოველთვის უკვირდა, რატომ დავფრინავდი აქეთ-იქით გასტროლებზე ქალაქ-ქალაქ, როცა "ზემოთ" ბევრი ნაცნობი მყავდა და მეუბნებოდა: ახლა ფული ჩინოვნიკებს აქვთ და უნდა ვეცადოთ, როგორმე მივუახლოვდეთ ბიუჯეტს, გასტროლებზე სიარულის ნაცვლად".

იმასაც ახადა ფარდა, რომ თურმე თინას გეგმა ჰქონია, სობჩაკს თავისი გავლენითა და გვარით მოსკოვში შენობა "დაეთრია", თინას კი რაღაც სოციალური ორგანიზაცია დაეარსებინა და გვარიანი ფული ეშოვათ.

საბოლოოდ ეს ურთიერთბრალდებები ურთიერთგინებებით დასრულდა. სავარაუდოდ, ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები