კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ ეძახდნენ ნინო მუმლაძეს კასანდრას"
"რატომ ეძახდნენ ნინო მუმლაძეს კასანდრას"

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე, რო­მე­ლიც ბევ­რი კი­ნო­რო­ლის შემ­დეგ პო­პუ­ლა­რულ ტე­ლე­სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოჩ­ნდა.

- ნინო, ტე­ლე­სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სტო­მა­ტო­ლო­გის ამ­პლუ­ა­ში მოგ­ვევ­ლი­ნე, თა­ნაც წო­ნაც საკ­მა­ოდ და­გიკ­ლია...

- წონა ხუთ­თვი­ა­ნი დი­ე­ტის წყა­ლო­ბით და­ვი­კე­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ჩემს გა­მო­ჩე­ნას, სე­რი­ა­ლის მეს­ვე­უ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ახა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც და­ე­მა­ტე­ბი­ნათ, მათ შო­რის ჩემი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც გო­ცი­რი­ძე­ე­ბის იდე­ა­ლურ ოჯახს აა­ფო­რი­ა­ქებ­და და მა­ყუ­რე­ბელ­საც ანერ­ვი­უ­ლებ­და. ჩემი გმი­რი ძა­ლი­ან თბი­ლი, მზრუნ­ვე­ლი, მხი­ა­რუ­ლი გო­გოა, არა ვულ­გა­რუ­ლი, თუმ­ცა სექ­სუ­ა­ლუ­რი. რო­გორც გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მი­თხრეს, ჩემი გმი­რის სა­ხით სე­რი­ალ­ში "ტკბი­ლი ქა­ლის" და­მა­ტე­ბა სურ­დათ...

- რომ არა მსა­ხი­ო­ბო­ბა, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ­და ნინო მუმ­ლა­ძე?

- ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. 4 წლი­სა ვი­ყა­ვი, დე­დამ ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში რომ შე­მიყ­ვა­ნა. ასე­ვე, დავ­ყავ­დი თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე, მუ­სი­კა­ზე, ბა­ლეტ­ზე, ხატ­ვა­ზე და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყვე­ლა დარ­გში აღ­მო­მაჩ­ნდა ნიჭი. ვი­ნა­ი­დან ამ ყვე­ლა­ფერს მსა­ხი­ო­ბო­ბა ითავ­სებს - მუ­სი­კა­ლუ­რიც უნდა იყო, პლას­ტი­კუ­რიც და სცე­ნა­ზე დგო­მაც უნდა იცო­დე, სა­ბო­ლო­ოდ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე. და­ვამ­თავ­რე მუ­სი­კა­ლუ­რი ათწლე­დიც, ვო­კა­ლის ფა­კულ­ტე­ტი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­შიც ვა­პი­რებ­დი ჩა­ბა­რე­ბას, კარ­გა­დაც ვხა­ტავ­დი... ასე რომ, მსა­ხი­ო­ბი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე სფე­რო­ში ვიქ­ნე­ბო­დი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, შენი გმი­რის მსგავ­სად, შენც სტო­მა­ტო­ლო­გი ხარ და ცო­ლი­ან პა­ცი­ენტს შე­უყ­ვარ­დი...

- და მე არ ვიცი, რომ ცო­ლი­ა­ნია? რო­გორც კი ამას შე­ვი­ტყობ, დიდ ტრა­გე­დი­ას არ შევ­ქმნი, ჩემი გმი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ექი­მი-პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ცო­ლი­ან მა­მა­კაცს შეყ­ვა­რე­ბო­დი?

- სიმ­პა­თია ჰქო­ნი­ათ, მაგ­რამ რო­გორც კი ეს შე­მი­ტყვია, მა­შინ­ვე გა­მი­წყვე­ტია ურ­თი­ერ­თო­ბა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, კობა ხა­ბა­ზი სა­კუ­თა­რი ხე­ლით აგე­ბუ­ლი ცათ­მფრე­ნით მო­გად­გა და გთხოვს, რომ მას­თან ერ­თად გაფ­რინ­დე...

- (იცი­ნის) არ მგო­ნია, მე­ყოს გამ­ბე­და­ო­ბა, რომ ბა­ტო­ნი კობა ხა­ბა­ზის ხე­ლით აგე­ბუ­ლი ცათ­მფრე­ნით გავფრინ­დე. ფრე­ნა მხო­ლოდ "ბო­ინ­გით" მიყ­ვარს.

- რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს თუ გამ­სგავ­სე­ბენ?

- 13-14 წლი­სა ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი და გრძე­ლი ხუ­ჭუ­ჭა თმა მქონ­და. სწო­რედ იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დი­ო­და ტე­ლე­სე­რი­ა­ლი "კა­სან­დრა". რო­გორც კი ქუ­ჩა­ში გაშ­ლი­ლი თმით გა­მოვ­დო­დი, ყვე­ლა კა­სან­დრას მე­ძახ­და (იცი­ნის). სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რს უთ­ქვამს, სელ­მა ჰა­ი­ეკს ჰგავ­ხა­რო. იმის მერე შე­ვიც­ვა­ლე და აღა­რა­ვის მამ­სგავ­სე­ბენ.

- რას გა­ა­კე­თებ­დი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა კი­ნო­სა და თე­ატ­რის სფე­რო რომ ჩა­გა­ბა­როს.

- პირ­ველ რიგ­ში, მსა­ხი­ო­ბე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კითხს მივ­ხე­დავ­დი. მსა­ხი­ო­ბის შრო­მა მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში სა­თა­ნა­დოდ არის და­ფა­სე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც კა­პი­კებ­ზე მუ­შა­ობს. თუ როლ­ზე უარს იტყვი, გე­უბ­ნე­ბი­ან, შენ თუ არ გინ­და, ამ ფა­სად სხვა ავიყ­ვან­თო და ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, მწირ ანა­ზღა­უ­რე­ბას და­თან­ხმდე... გარ­და ამი­სა, და­ვა­არ­სებ­დი კი­ნოს­კო­ლებს, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში­ არ არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლად რომ ამიყ­ვა­ნეს სერ­იალ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, მაგრ­ამ კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბა არ ვი­ცო­დი. ამ დღე­ში უამ­რა­ვი მსა­ხი­ო­ბია. გარ­და ამი­სა, კი­ნოს სჭირ­დე­ბა უამ­რა­ვი რა­მის ცოდ­ნა. მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნის მარ­თვა, ცხენ­ზე ჯდო­მა, ცურ­ვა და ა.შ. რაც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში არ ის­წავ­ლე­ბა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ერთ-ერთი რე­ჟი­სო­რი გამ­ტკი­ცებს მთა­ვა­რი გმი­რის როლ­ზე, რო­მე­ლიც ფილმში უნდა გა­შიშ­ვლდეს...

- გა­აჩ­ნია სცე­ნარს, რე­ჟი­სორს, ფილ­მს და ა.შ. სი­შიშ­ვლე თუ მხო­ლოდ იმის­თვის არის, რომ ამით ფილ­მის რე­ი­ტინ­გი აწი­ოს, რაც ხში­რად ხდე­ბა უამ­რავ ქარ­თულ თა­ნა­მედ­რო­ვე ფილმში, უარს ვი­ტყვი. მაგ­რამ თუ არის დრა­მა­ტუ­ლი ფილ­მი, სა­დაც სი­შიშ­ვლე არ აღიქ­მე­ბა გა­სა­ყიდ პრო­დუქ­ტად და ეს ყვე­ლა­ფე­რი ეს­თე­ტი­კუ­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­ტო­მაც არა?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებ, ეს გა­რეგ­ნო­ბის ბრა­ლია თუ კი­დევ სხვა ფაქ­ტო­რის?

- ახალ­გაც­ნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ცოტა მო­ში­ნა­უ­რე­ბის შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბი­ან, შენი ღი­მი­ლი და თვა­ლე­ბი მოგ­ვწონ­სო, ისიც უთ­ქვამთ, პირ­ველ რიგ­ში, დე­კოლ­ტე­ზე შე­მოგ­ხე­დეო (იცი­ნის).

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ ხარ?

- ამ ეტაპ­ზე არა.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- რა უნდა ვა­ჩუ­ქო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, არის ისეთ რამე, რაც არა აქვს?

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. იცის სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი. არის ერ­თგუ­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი.

ესა­უბ­რა ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"რატომ ეძახდნენ ნინო მუმლაძეს კასანდრას"

"რატომ ეძახდნენ ნინო მუმლაძეს კასანდრას"

რუბრიკის სტუმარია კინომსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც ბევრი კინოროლის შემდეგ პოპულარულ ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა.

- ნინო, ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" სტომატოლოგის ამპლუაში მოგვევლინე, თანაც წონაც საკმაოდ დაგიკლია...

- წონა ხუთთვიანი დიეტის წყალობით დავიკელი... რაც შეეხება "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩემს გამოჩენას, სერიალის მესვეურებმა გადაწყვიტეს, ახალი მსახიობებიც დაემატებინათ, მათ შორის ჩემი პერსონაჟი, რომელიც გოცირიძეების იდეალურ ოჯახს ააფორიაქებდა და მაყურებელსაც ანერვიულებდა. ჩემი გმირი ძალიან თბილი, მზრუნველი, მხიარული გოგოა, არა ვულგარული, თუმცა სექსუალური. როგორც გადამღები ჯგუფის წევრებმა მითხრეს, ჩემი გმირის სახით სერიალში "ტკბილი ქალის" დამატება სურდათ...

- რომ არა მსახიობობა, რა პროფესიას აირჩევდა ნინო მუმლაძე?

- ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. 4 წლისა ვიყავი, დედამ ხელოვნების სკოლაში რომ შემიყვანა. ასევე, დავყავდი თეატრალურ წრეზე, მუსიკაზე, ბალეტზე, ხატვაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა დარგში აღმომაჩნდა ნიჭი. ვინაიდან ამ ყველაფერს მსახიობობა ითავსებს - მუსიკალურიც უნდა იყო, პლასტიკურიც და სცენაზე დგომაც უნდა იცოდე, საბოლოოდ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. დავამთავრე მუსიკალური ათწლედიც, ვოკალის ფაკულტეტი და კონსერვატორიაშიც ვაპირებდი ჩაბარებას, კარგადაც ვხატავდი... ასე რომ, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ხელოვნების რომელიმე სფეროში ვიქნებოდი.

- წარმოიდგინე, შენი გმირის მსგავსად, შენც სტომატოლოგი ხარ და ცოლიან პაციენტს შეუყვარდი...

- და მე არ ვიცი, რომ ცოლიანია? როგორც კი ამას შევიტყობ, დიდ ტრაგედიას არ შევქმნი, ჩემი გმირისგან განსხვავებით, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ექიმი-პაციენტის ურთიერთობით შემოიფარგლება.

- რეალურ ცხოვრებაში თუ ყოფილა შემთხვევა, ცოლიან მამაკაცს შეყვარებოდი?

- სიმპათია ჰქონიათ, მაგრამ როგორც კი ეს შემიტყვია, მაშინვე გამიწყვეტია ურთიერთობა.

- წარმოიდგინე, კობა ხაბაზი საკუთარი ხელით აგებული ცათმფრენით მოგადგა და გთხოვს, რომ მასთან ერთად გაფრინდე...

- (იცინის) არ მგონია, მეყოს გამბედაობა, რომ ბატონი კობა ხაბაზის ხელით აგებული ცათმფრენით გავფრინდე. ფრენა მხოლოდ "ბოინგით" მიყვარს.

- რომელიმე ცნობილ ადამიანს თუ გამსგავსებენ?

- 13-14 წლისა ძალიან გამხდარი ვიყავი და გრძელი ხუჭუჭა თმა მქონდა. სწორედ იმხანად საქართველოში გადიოდა ტელესერიალი "კასანდრა". როგორც კი ქუჩაში გაშლილი თმით გამოვდოდი, ყველა კასანდრას მეძახდა (იცინის). სტუდენტობის პერიოდში ბევრს უთქვამს, სელმა ჰაიეკს ჰგავხარო. იმის მერე შევიცვალე და აღარავის მამსგავსებენ.

- რას გააკეთებდი, კულტურის მინისტრმა კინოსა და თეატრის სფერო რომ ჩაგაბაროს.

- პირველ რიგში, მსახიობების ანაზღაურების საკითხს მივხედავდი. მსახიობის შრომა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში სათანადოდ არის დაფასებული, საქართველოში კი გაუფასურებულია. ამის მიზეზი არის ის, რომ ყოველთვის მოიძებნება მსახიობი, რომელიც კაპიკებზე მუშაობს. თუ როლზე უარს იტყვი, გეუბნებიან, შენ თუ არ გინდა, ამ ფასად სხვა ავიყვანთო და ზოგჯერ იძულებული ხარ, მწირ ანაზღაურებას დათანხმდე... გარდა ამისა, დავაარსებდი კინოსკოლებს, რომელიც დღეს საქართველოში­ არ არსებობს. პირველად რომ ამიყვანეს სერ­იალში, პროფესიონალი მსახიობი ვიყავი, მაგრ­ამ კამერის წინ მუშაობა არ ვიცოდი. ამ დღეში უამრავი მსახიობია. გარდა ამისა, კინოს სჭირდება უამრავი რამის ცოდნა. მაგალითად, მანქანის მართვა, ცხენზე ჯდომა, ცურვა და ა.შ. რაც თეატრალურ ინსტიტუტში არ ისწავლება.

- წარმოიდგინე, ერთ-ერთი რეჟისორი გამტკიცებს მთავარი გმირის როლზე, რომელიც ფილმში უნდა გაშიშვლდეს...

- გააჩნია სცენარს, რეჟისორს, ფილმს და ა.შ. სიშიშვლე თუ მხოლოდ იმისთვის არის, რომ ამით ფილმის რეიტინგი აწიოს, რაც ხშირად ხდება უამრავ ქართულ თანამედროვე ფილმში, უარს ვიტყვი. მაგრამ თუ არის დრამატული ფილმი, სადაც სიშიშვლე არ აღიქმება გასაყიდ პროდუქტად და ეს ყველაფერი ესთეტიკურად არის გაკეთებული, რატომაც არა?

- საზოგადოების დიდ მოწონებას იმსახურებ, ეს გარეგნობის ბრალია თუ კიდევ სხვა ფაქტორის?

- ახალგაცნობილი მამაკაცები ცოტა მოშინაურების შემდეგ მეუბნებიან, შენი ღიმილი და თვალები მოგვწონსო, ისიც უთქვამთ, პირველ რიგში, დეკოლტეზე შემოგხედეო (იცინის).

- შეყვარებული თუ ხარ?

- ამ ეტაპზე არა.

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- რა უნდა ვაჩუქო მიხეილ სააკაშვილს, არის ისეთ რამე, რაც არა აქვს?

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - მხიარული ადამიანია. იცის საკუთარი თავის ფასი. არის ერთგული და პრინციპული.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება