მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა ორხევში: მოღალატე ცოლი თუ დაგეგმილი ინტრიგა?!
 მკვლელობა ორხევში: მოღალატე ცოლი თუ დაგეგმილი ინტრიგა?!

"ჩემი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მოვ­კა­ლი, სხვა რა გი­თხრათ?" - უთხრა გი­ორ­გი ტყა­ვა­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­მაც მას ცო­ლის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ჰკი­თხა... რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლის­ში, ორ­ხე­ვის ხიდ­თან ქმარ­მა ცოლი სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ნით მოკ­ლა, შემ­დეგ კი, პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და. მათ ოთხი შვი­ლი ჰყავთ, უფ­რო­სი 15 წლი­საა, მომ­დევ­ნო 13-ის, მე­სა­მე 4-ის, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა კი 2 წლის. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გიმ ტყა­ვა­ძემ თეა მეტ­რე­ვე­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა. ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ინ­კოგ­ნი­ტოდ ისიც მი­თხრა, რომ ქალი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად ში­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღით გა­ი­პა­რა... ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად და იმის გა­სარ­კვე­ვად თურა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, ტყა­ვა­ძე­ე­ბი­სა და მეტ­რე­ვე­ლე­ბის ოჯა­ხებს შინ ვეს­ტუმ­რე.

ლია ტყა­ვა­ძე, გი­ორ­გი ტყა­ვა­ძის დედა:

- გი­ორ­გი და თეა 18 წლი­სა­ნი იყ­ვნენ, რომ და­ქორ­წინ­დნენ. ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. თეა ჩვენც ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, თბი­ლი, საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნა იყო, მის­თვის არა­ფე­რი მოგ­ვიკ­ლია, შვი­ლი­ვით ვა­ნე­ბივ­რებ­დით. გვე­გო­ნა, დაგ­ვი­ფა­სა კი­დეც, სა­უ­კე­თე­სო რძალ-დე­დამ­თი­ლო­ბა გვქონ­და, და­ქა­ლე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ვიწ­როდ ვცხოვ­რობ­დით, პა­ტა­რა ბინა გვქონ­და.

თე­ო­ნა ტყა­ვა­ძე, გი­ორ­გი ტყა­ვა­ძის და:

- ჩვენ დე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ვძლებ­დით. თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის სახ­ლში იშ­ვი­ა­თად მი­დი­ო­და. სულ შინ, ჩვენ­თან უნ­დო­და ყოფ­ნა. თეას და ჩემ ძმა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. არ მჯე­რა, რომ ის რაც მოხ­და სი­მარ­თლეა. თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია.

ლია ტყა­ვა­ძე:

- 17 წლის ოჯა­ხი ჰქონ­დათ. უფ­რო­სი ბიჭი 15 წლის ხდე­ბა, მომ­დევ­ნო გო­გო­ნა 13 წლის... სა­ბავ­შვო ბაღ­ში ოთხი წელი ვი­მუ­შა­ვეთ ერ­თად. სამ­სა­ხურ­შიც ერ­თად მივ­დი­ო­დით და ში­ნაც ერ­თად ვბრუნ­დე­ბო­დით. თეა ჩემ­მა შვილ­მა ცო­ლად რომ მო­იყ­ვა­ნა, მე 35 წლის ვი­ყა­ვი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ... მერე რა მოხ­და არ ვიცი, ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ თეა ცოტა შე­იც­ვა­ლა, რა­ღაც აშ­კა­რად ჭირ­და, მაგ­რამ ვერ ვხდე­ბო­დი... ჩვენ ადრე ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ­დით, ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ აი­რია, რაც აქ, ამ და­წყევ­ლილ უბან­ში გად­მო­ვე­დით (მოს­კო­ვის პროს­პექ­ტზე). ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე იყო. პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია, მაგ­რამ ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. სა­მუ­შა­ოდ ღა­მით გა­დი­ო­და, რამ­დენ­ჯერ­მე უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვა ჰქონ­და, ნას­ვა­მე­ბი აუ­შარ­დნენ. ამის გამო ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ვთხოვ­დი, დღე ემუ­შა­ვა. რა­ტომ­ღაც თეა ღა­მით მუ­შა­ო­ბის­კენ უბიძ­გებ­და... გი­ორ­გი ცოლ-შვილს არა­ფერს აკ­ლებ­და. თეა რომ რა­ი­მე ნივ­თის ყიდ­ვას მო­ინ­დო­მებ­და, ჩემი შვი­ლი ეტყო­და, - შენ არ ინერ­ვი­უ­ლო, მთე­ლი ღამე ვი­მუ­შა­ვებ და რაც გინ­და მა­ინც გი­ყი­დიო...

- იქ­ნებ იმის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბოთ, თეა ში­ნი­დან რო­გორ გა­ი­პა­რა?

ლია ტყა­ვა­ძე:

- არა, ეგ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, თეა ში­ნი­დან არ გა­პა­რუ­ლა.

ყვე­ლა­ფერს გი­ამ­ბობთ, ერთხელ ჩემი შვი­ლი შინ გვი­ან ღა­მით დაბ­რუნ­და. სა­ძი­ნე­ლე­ბელ­ში შე­სულს თეა მძი­ნა­რე დახ­ვა. გი­ორ­გის ტე­ლე­ფო­ნის "დამ­ტე­ნის" ძებ­ნა და­უ­წყია და ამა­სო­ბა­ში თეას ტე­ლე­ფონს წას­წყდო­მია. უნა­ხავს, რომ მისი ტე­ლე­ფო­ნი­დან ღა­მის სამ სა­ათ­ზე მე­სი­ჯი ყო­ფი­ლა გაგ­ზავ­ნი­ლი... გი­ორ­გიმ მერე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­თხრა, -მე­სი­ჯი რომ წა­ვი­კი­თხე თავ­ზა­რი და­მე­ცაო. მისი ცოლი თურ­მე ვი­ღა­ცას სწერ­და, - ბექა მიყ­ვარ­ხარ, ჩემი უძი­ლო­ბა ხარ, ყვე­ლა­ზე დიდი იდი­ო­ტი ხარ, მაგ­რამ მა­ინც მიყ­ვარ­ხა­რო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მკვლელობა ორხევში: მოღალატე ცოლი თუ დაგეგმილი ინტრიგა?!

 მკვლელობა ორხევში: მოღალატე ცოლი თუ დაგეგმილი ინტრიგა?!

"ჩემი ცხოვრების სიყვარული მოვკალი, სხვა რა გითხრათ?" - უთხრა გიორგი ტყავაძემ გამომძიებელს, რომელმაც მას ცოლის მკვლელობის მიზეზი ჰკითხა... რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ორხევის ხიდთან ქმარმა ცოლი საკუთარ ავტომობილში დანით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას ჩაბარდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ, უფროსი 15 წლისაა, მომდევნო 13-ის, მესამე 4-ის, ყველაზე პატარა კი 2 წლის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგიმ ტყავაძემ თეა მეტრეველი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ერთ-ერთმა მეზობელმა ინკოგნიტოდ ისიც მითხრა, რომ ქალი ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად შინიდან რამდენიმე დღით გაიპარა... ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად და იმის გასარკვევად თურა მოხდა რეალურად, ტყავაძეებისა და მეტრეველების ოჯახებს შინ ვესტუმრე.

ლია ტყავაძე, გიორგი ტყავაძის დედა:

- გიორგი და თეა 18 წლისანი იყვნენ, რომ დაქორწინდნენ. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. თეა ჩვენც ძალიან გვიყვარდა, თბილი, საყვარელი გოგონა იყო, მისთვის არაფერი მოგვიკლია, შვილივით ვანებივრებდით. გვეგონა, დაგვიფასა კიდეც, საუკეთესო რძალ-დედამთილობა გვქონდა, დაქალებივით ვიყავით. ჩვენი ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ვიწროდ ვცხოვრობდით, პატარა ბინა გვქონდა.

თეონა ტყავაძე, გიორგი ტყავაძის და:

- ჩვენ დებივით ვიყავით. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. თავისი მშობლების სახლში იშვიათად მიდიოდა. სულ შინ, ჩვენთან უნდოდა ყოფნა. თეას და ჩემ ძმასაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. არ მჯერა, რომ ის რაც მოხდა სიმართლეა. თავი სიზმარში მგონია.

ლია ტყავაძე:

- 17 წლის ოჯახი ჰქონდათ. უფროსი ბიჭი 15 წლის ხდება, მომდევნო გოგონა 13 წლის... საბავშვო ბაღში ოთხი წელი ვიმუშავეთ ერთად. სამსახურშიც ერთად მივდიოდით და შინაც ერთად ვბრუნდებოდით. თეა ჩემმა შვილმა ცოლად რომ მოიყვანა, მე 35 წლის ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ერთად გავიზარდეთ... მერე რა მოხდა არ ვიცი, ამ რამდენიმე თვის წინ თეა ცოტა შეიცვალა, რაღაც აშკარად ჭირდა, მაგრამ ვერ ვხდებოდი... ჩვენ ადრე ვერაზე ვცხოვრობდით, ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც აქ, ამ დაწყევლილ უბანში გადმოვედით (მოსკოვის პროსპექტზე). ჩემი შვილი ძალიან თბილი და მოსიყვარულე მეუღლე იყო. პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ ტაქსის მძღოლად მუშაობდა. სამუშაოდ ღამით გადიოდა, რამდენჯერმე უსიამოვნო შემთხვევა ჰქონდა, ნასვამები აუშარდნენ. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი და ვთხოვდი, დღე ემუშავა. რატომღაც თეა ღამით მუშაობისკენ უბიძგებდა... გიორგი ცოლ-შვილს არაფერს აკლებდა. თეა რომ რაიმე ნივთის ყიდვას მოინდომებდა, ჩემი შვილი ეტყოდა, - შენ არ ინერვიულო, მთელი ღამე ვიმუშავებ და რაც გინდა მაინც გიყიდიო...

- იქნებ იმის შესახებ გვიამბოთ, თეა შინიდან როგორ გაიპარა?

ლია ტყავაძე:

- არა, ეგ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თეა შინიდან არ გაპარულა.

ყველაფერს გიამბობთ, ერთხელ ჩემი შვილი შინ გვიან ღამით დაბრუნდა. საძინელებელში შესულს თეა მძინარე დახვა. გიორგის ტელეფონის "დამტენის" ძებნა დაუწყია და ამასობაში თეას ტელეფონს წასწყდომია. უნახავს, რომ მისი ტელეფონიდან ღამის სამ საათზე მესიჯი ყოფილა გაგზავნილი... გიორგიმ მერე, მოგვიანებით მითხრა, -მესიჯი რომ წავიკითხე თავზარი დამეცაო. მისი ცოლი თურმე ვიღაცას სწერდა, - ბექა მიყვარხარ, ჩემი უძილობა ხარ, ყველაზე დიდი იდიოტი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ